მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.  
      კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა.   დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
     
    კონკურსი ცხადდება პორტალის Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და სპონსორი ორგანიზაციების ინიციატივით, რომლებიც ჟიურისა და სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებთან ერთად უზრუნველყოფენ მის ჩატარებას. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ - პორტალი Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი საიტები, განათლების საკითხებზე მომუშავე პრესა და   ელექტრონული მასმედია. კონკურსის ჩატარების ვადები: 2010 წლის 20 თებერვალი - 20 ივნისი.
    კონკურსის დანიშნულება და მიზანი: ფართო საზოგადოებას თვალნათლივ   დავანახოთ თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა და ჯეროვნად დავაფასოთ ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში მისი ღვაწლი და ამაგი. ხელი შევუწყოთ:   სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებას; პედაგოგ-ნოვატორთა გამოცდილების გამოვლენას, აღიარებასა და მხარდაჭერას; აქტუალური და ორიგინალური მეთოდიკისა, ინტერაქტიული და ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების წარმატებული მაგალითების თაობაზე ფართო პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირებას; ინოვაციური იდეების ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზის ჩამოყალიბებას; ინოვაციური სივრცის შექმნას, რომელიც გააერთიანებს პედაგოგთა ძალისხმევას სწავლისა და აღზრდის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში; მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას, აქტუალური პრობლემებისადმი მეცნიერთა და სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას.
    კონკურსის მონაწილეები: კონკურსში ნებაყოფლობითი მონაწილეობა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების   პედაგოგმა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგების სპეციალისტმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტმა და ავტორთა ჯგუფმა.
    კონკურსის ნომინაციები:
    ნომინაცია: ”სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების სასწავლო- მეთოდური უზრუნველყოფა”
    ნომინაცია: ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”
    ნომინაცია: ”გასვლითი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და რეკომენდაციები”
    ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”
    ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო და მისი ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება”
    რა სახის ნამუშევარი შეიძლება იყოს წარმოდგენილი: პედაგოგიური კვლევის ან პრაქტიკული დაკვირვებისა და გამოცდილების აღწერილობა; სასწავლო-კვლევითი პროექტი; მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო; მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები; საავტორო პროგრამა; სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტი; შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამა; ამოცანათა კრებული;   შემსწავლელი და შემფასებელი ტესტები; ლაბორატორიული სამუშაოების ციკლი; დიდაქტიკური მასალების პაკეტი; მეცადინეობის ჩატარების სცენარები; სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები და სხვა. წარმოდგენილი ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს როგორც კონკრეტული საგნის სფეროს, აგრეთვე იყოს ინტეგრირებული. თვითოეულ მონაწილესა თუ ჯგუფს საკონკურსოდ შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი.
    • საკონკურსო ნამუშევრების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: აქტუალობა, გამოყენებადობა, შედეგიანობა.
    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია: კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი; საკონკურსო ნამუშევრის ანოტაცია (თეზისები); საკონკურსო ნამუშევრების სრული ვერსია. აღნიშნული მასალები პორტალზე გამოქვეყნებისათვის წარმოსადგენია:   2010 წლის 20 დან – 26 აპრილამდე, ელექტრონულ მისამართზე: guest@education.ge

    მონაწილეობის პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას შესძლებთ კონკურსის დებულებაში, რომელიც გამოქვეყნდება 2010 წლის 24 თებერვალს პორტალზე www.education.ge
    კონკურსის ორგანიზაციისა და ჩატარების თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ:
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს: tchkadua@mes.gov.ge - თეონა ჭკადუა, ტელ.: 43-88-19.
    Education.ge - ს: alexanderejibadze@gmail.com - ალექსანდრე ეჯიბაძე, ტელ.: 36-10-42.
     კონკურსის ინიციატორებს ერთი მიზანი გვაქვს: დავაფასოთ პედაგოგების შრომა და დავეხმაროთ მათ.
    ძვირფასო პედაგოგებო, ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. გვაუწყეთ თქვენი განწყობა და დამოკიდებულება, მხარი დაუჭირეთ   ამ ინიციატივას,   ჩაერთეთ შემოთავაზებული წინადადებების რეალიზაციაში. ეს ხომ თქვენი და თქვენთვის ჩაფიქრებული კონკურსია. გავითავისოთ და ის წარმატებულად ჩატარდება. ველით თქვენ აქტიურ მონაწილეობას!

    პატივისცემით და წარმატებების სურვილით,

    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ინიციატორთა საორგანიზაციო ჯგუფი.
    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    რას ვასწავლით? როგორ ვასწავლით? ვინ ასწავლის? 07 სექტემბერი 2009
    .........................................................................
                 

    ეს - ის საკითხებია, რომლებზეც უმეტესად მსჯელობენ ადამიანები და ყველაზე მაღალ მოთხოვნას უყენებს საზოგადოება.  

    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    პოლიტოლოგია სოციოლოგია სტატისტიკა ვეტერინარია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საბაჟო სისტემა კულტუროლოგია გადასახადები კულინარია კრიმინალისტიკა მეწარმეობა ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობები გეოდეზია ფიზკულტურა და სპორტი პროგრამირება მედიცინა, ჯანმთელობა გეოპოლიტიკა ავიაცია დაზღვევა ქიმია ტექნოლოგია ინვესტიციები ფილოსოფია ჟურნალისტიკა და PR ბუღალტერია და აუდიტი არქიტექტურა მუსიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ბიოლოგია მენეჯმენტი ფსიქოლოგია ლოგისტიკა მათემატიკა მრეწველობა, წარმოება სოფლის მეურნეობა ტურიზმი სამართალი უცხოური ლიტერატურა მეცნიერება და ტექნიკა ასტრონომია ზოოლოგია ინფორმატიკა ტრანსპრტი ისტორია გეოგრაფია მასმედია გეოლოგია მეტალურგია მშობლიური ენა და ლიტერატურა საბირჟო საქმე სექსოლოგია საბანკო საქმე სხვა ფინანსები და კრედიტი ელექტრონიკა მიფოლოგია რელიგია მარკეტინგი და რეკლამა ეკოლოგია ეკონომიკა ჟურნალისტიკა ფიზიკა მართვა კულტურა და ხელონება პედაგოგიკა უცხო ენები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020