მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    2011 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი 23 ნოემბერი 2010

     აღმოსავლურ ჰოროსკოპში 2011 - არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ეს წელიწადი მიეკუთვნება წელთა ციკლს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც - “ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან” და ხასიათდება არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით. მასთან შეხებაში შესვლის დროს, ზედაპირულად რომ შევხედოთ ყველაფერს, უჩვეულოს ვერაფერს ვერ შევნიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამის სრული უგულველყოფა შეუძლებელია ვინაიდან ამ დამალული ბუნების გამო 2011  იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან - მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამოდენიმე ნაბიჯში.

    ბოცვერის წელს დაბადებული ცნობილი ადამიანები: კონფუცი, იოსებ სტალინი, ლევ ტროცკი, ეპიკური, ლიუს კერროლი, ფიდელ კასტრო, ალბერტ აინშტაინი, მარია კიური, პიტერ ფონდა, სტინგი, უიტნი ჰიუსტონი, ევა პერონი, ჯინა ლოლლობრიჯიდა, უიტნი ჰიუსტონი, მადდი უოტერსი, არტურო ტოსკანინი.
     
    უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2011 (თეთრი ბოცვერის, კატის, კურდღლის) წლის მოვლენები განვითარდება ხელსაყრელი ვარიანტით, მთელი ჰოროსკოპის სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს სხვა, უფრო ოპტიმისტური სცენარით, ვინაიდან უსაფრთხო, სასიკეთო პირობებში ბოცვერი კვლავ იძენს თავდაჯერებულობასა და გაბედულობას. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოგებული დარჩება ყველა. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვითარება ხელოვნურის მსგავსი იქნება და, თუ 2011 წლის განმავლობაში ვერ შევძლებთ შექმნილი წინააღმდეგობების მოგვარებას, შემდგომი 2012 (დრაკონის) წელი შესაძლოა ერთდროულად მოგვთხოვს ორივე წლის ”დავალიანებების” გადახდას. ზოგ შემთხვევაში ამ გადასახადის ფასი შეიძლება ზედმეტად ”ძვირიც” გამოდგეს.
     
    თეთრი ბოცვერის წელს ახასიათებს, ერთის მხრივ რთული და დამფრთხობი, ხოლო მეორეს მხრივ მარტივი და სადა, ანუ გაორებული სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ვერაგულად ითამაშოს ადამიანის სისუსტეებსა და მოლოდინებზე და იქცეს მთელი  წლის განსაზღვრელ ფაქტორად. ამიტომ 2011 წლის სიმბოლოსათვის - ბოცვერისათვის დამახასიათებელი სიფრთხილით, ჯეროვნად უნდა ვაფასებდეთ ყველა შექმნილ სიტუაციას და ვიტოვებდეთ უსაფრთხო გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობას.
     
    თუ ვისურვებთ 2011 წლის ჰოროსკოპის საკვანძო მომენტებში გარკვევას უპრიანი იქნება განვიხილოთ ის ტენდენციები, რომლებსაც ქადაგებს პლანეტარული ასპექტი. ბოცვერის წელი შედარებით მშვიდად დაიწყება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანოს იმ გარდაქმნებამდე, რომლებიც გველიან უმოკლეს ხანში. უკვე ზაფხულის დასაწყისში, ჰოროსკოპში პლანეტების კარდინალურად ახალი განლაგების გამო, ბოცვერი შემოგვთავაზებს პირველ სიურპრიზს. წლის ამ პერიოდში სხვა მრავალსახოვან პლანეტარულ ასპექტებთან ერთად, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ იუპიტერისა და ურანის, აგრეთვე პლუტონისა და სატურნის ურთიერთმოქმედება, ნავარაუდევია მთვარის პირველი დაბნელება.
     
    სიტუაციის დაძაბვა შემდგომ უკვე აგვისტოს თვეში გაგრძელდება, როდესაც მარსი და სატურნი სასწორის თანავარსკვლავედში  შექმნიან ენერგეტიკულად გაჯერებულ ასპექტს  იმ დროს როდესაც ურანი და სატურნი შექმნიან გადაბმას  მთვარის ორბიტის აღმავალი კვანძის მიმართ პლუტონის რთულ ასპექტთან. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოც, რომ ბოცვერის წლის განმავლობაში, იმ დროს როდესაც სატურნი  ურანის მიმართ ქმნის რამდენიმე პრეტენციოზულ ოპოზიციას, ისეთი პლანეტები, როგორიცაა იუპიტერი და ურანი ვითომდა თამაშ-თამაშით იტრიალებენ თევზისა და ვერძის თანავარსკვლავედების გარშემო. მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ 2011 წლის განმავლობაში იუპიტერი როგორც გამადიდებელი მინა გააძლიერებს ურანისა და სატურნის გავლენას და წლის ბოლოს აღმოჩნდება ჰოროსკოპის ყველაზე ზებუნებრივ ადგილას (თევზის თანავარსკვლავედის უკანასკნელ გრადუსში და ვერძის თანავარსკვლავედის პირველ გრადუსებში). ყველა ამ გარემოს დეკემბრის თვეში მივყავართ 2011 წლის კულმინაციურ მომენტამდე, როდესაც დაისმება საბოლოო წერტილი კაცობრიობის დარწმუნებისათვის, რომ მას უკუგზა არააქვს და მხოლოდ წინსვლისკენ გეზი გააჩნია. წლის ამ პერიოდში 2011 წლის ჰოროსკოპში ემთხვევა კოორდინატების ყველა ნიშნეული, რაც მიუთითებს გრანდიოზულ გარდაქმნებზე, რომლებიც მიუხედავად მათი სიცხადისა, საბოლოოდ მაინც მოულოდნელობით აღსავსე იქნებიან. მარსის (მშვილდოსნის ნიშნთან) და პლუტონის (მთვარის ორბიტასთან) მიმართებაში და ორივე პლანეტის თხის რქისა და კირჩხიბის თანავარსკვლავედების მიმართ განლაგების პირობებში ზამთრის ნაბუნიაობის დღეს მოხდება მთვარის დაბნელება, რაც თავისთავად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. და მაინც პარალელი ცვლის პერიოდთან საკმაოდ მკაფიოდ იკითხება, 2011 წლის 21 – 22 დეკემბერი გარდამტეხი მომენტი გახდება არა მხოლოდ მთელი წლისთვის (დღის ხანგრძლივობის ზრდის დასაწყისი), არამედ გარდატეხის ზღვრულ მომენტად იქცევა მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც ამ დროსთვის იწყებს საკუთარი განვითარების ახალ ფაზაში შესვლას.
    ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თეთრი  ბოცვერის  წლის თანხმლე მოვლენებში ყველაზე დიდ სარგებელს მოიპოვებს უმტკიცესი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც  პიკურ სიტუაციაში შესწევს საღი აზროვნებისა და ნეგატივური განწყობების დაძლევის უნარი.  
     
     
     
    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    ახალი სასწავლო წელი 23 აგვისტო 2011

     

     

    ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას  სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების  სტრატეგიიდან,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.

    კვლავ გამოცდები, გამოცდები…! ამჯერად - უკვე ერთიანი ეროვნული ! 29 ივნისი 2011

     

     რა აწუხებთ და ადარდებთ, რაზე საუბრობენ  ყველაზე მეტად სკოლადამთავრებული ახალგაზრდები და მათი მშობლები? რაზე მსჯელობს (”პოლიტიკის” გარდა) საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამჟამად? რა თქმა უნდა - კარზე მომდგარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

    მრავალი ათასი აბიტურიენტისთვის და გამოსაშვები გამოცდებით საგამოცდო სეზონი არ დასრულებულა, მორიგი ციებ - ცხელება, ანუ განცდებით აღსავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.  

    ერთ - ერთმა აბიტურიენტმა თავის წერილში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატა:"ისე მიგვაჩვიეს გაუთავებელ და მოულოდნელ გამოცდებს, რომ შემოდგომაზეც თუ გამოგვიცხადეს ახალი გამოცდები, იქაც გავალთ,  ყველაფერს შევეგუეთ, უკვე აღარაფრის გვეშინია". რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში გამოცდების გამოცხადება - ჩატარების პრაქტიკის მიმართ გარკვეული სარკაზმი და უტრირებაც ჟღერს, მაგრამ ”რა” და ”როგარ” არ უნდა ვთქვათ, უმაღლესში განათლების გაგრძელების მსურველებისთვის და ”ქართული ტრადიციით” მშობლების, ბებია - ბაბუების და ნათესავების დიდი ჯარისთვის მორიგი გამოცდის ჩაბარება და ნერვიულობა - გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აბიტურიენტების და მათი ახლობლების ნერვიულობა შეუდარებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაუბარებლობის გამო საერთოდ ატესტატის გარეშე დარჩენილი თანაკლასელების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობლების განცდებთან, დღევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებსაც უდაოდ ”ცხელი ზაფხული” ელით.  

     

    გამოცდები ... გამოცდები ... გამოცდები?! ... 03 აპრილი 2011
     
     
    უფროსკლასელებისთვის, მათი მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის დღეს სხვა საჭირბოროტო  და მწვავე საკითხებისა და პრობლემების რიგში ალბათ ერთ-ერთი აქტუალური გამოცდების თემაც გახდა:  მაისში მე-12 კლასის მოსწავლეებს - გამოსაშვები, ივლისში კი აბიტურიენტებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდის ჩატარების პირობებში გაურკვევლობისა და, ხშირ შემთხვევაში, პრესაში ან მასმედიიაში გამოქვეყნებული გაუგებრობების (ჩატარების ვადები, ადგილი, მოთხოვნები) შედეგად მე-12 კლასელთა ნაწილი  შიშმა, პანიკამ მოიცვა.  
    თანამედროვეობა და ახალი შესაძლებლობები: თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური გზები 02 მაისი 2010
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია: ცხოვრებისა და პროფესიული გზის ეტაპის მიუხედავად მასწავლებელი ვერასოდეს ვერ მიიჩნევს განათლებას დასრულებულად, ხოლო საკუთარ კონცეფციას საბოლოოდ ჩამოყალიბებულად. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ის ყოველთვის იმყოფება ძიებისა და თვითგანათლების პროცესში, სწრაფად ცვალებად პირობებში  მუდმივად უნდა იყოს მზად ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განახლებისა და დახვეწისათვის. მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითგანათლებაში შედეგი მიიღწევა:
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.     კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა.   დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
    2010-2011 წლების გამოწვევები და ინიციატივები 25 იანვარი 2010

    საქართველოს

    განათლებისა

    და მეცნიერების

    სამინისტრო  

    გაკვეთილებზე დასწრების საკითხის აქტუალურობა?! 09 ნოემბერი 2009
     
    ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეხება ჰქონია სკოლასთან ან სხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებასთან და მით უმეტეს განათლების დარგის მუშაკისთვის, კარგად არის ცნობილი თუ რამდენად რთულია სასწავლო პროცესის ორგანიზება და მისი წარმართვა, ხოლო განათლების მესვეურებმა ალბათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ ამ პროცესში არსებული სუსტი მხარეებისა და გამოკვეთილი მავნე, ზოგ შემთხვევაში კი დამანგრეველი, ტენდენციების შესახებ.  
    ქართველები საზღვარგარეთ 03 ნოემბერი 2009

    ინტერვიუ მარიკა ლაფაური-ბურკთან, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს; იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130 ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული.

     

     

    როდესაც მივმართეთ ქალბატონ მარიკას თხოვნით, რომ აცნობოს თანამემამულეებს პირადად მისი და ორგანიზაცია “ლილეს” საქმიანობის შესახებ, მან მოგვაწოდა მხოლოდ განხორციელებული ღონისძიებების მშრალი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენის აზრით საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ, როგორც მოკრძალებულმა, ინტელიგენტმა ადამიანმა მან არ გამოკვეთა უშუალოდ მისი საქმიანობა და ღვაწლი. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ ქალბატონი მარიკას მოკრძალებას, მაგრამ გვსურს გაცნობოთ იმის თაობაზე თუ როგორ შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა სამშობლოზე უსაზღვროთ შეყვარებულ ქართველ ქალბატონს.  

    საფრთხეები და დაძლევის გზები 26 ოქტომბერი 2009

    საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბავშვის სიღარიბის დაძლევისათვის, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!

    ახალი სასწავლო წელი და ახალ საფეხურზე გადასვლა მოსწავლის ფსიქიკაში ძალიან შთამბეჭდავია. უსახსრობა კი ის მოვლენაა, რამაც შეიძლება ბავშვის მოლოდინი უარყოფით ემოციაში გადაზარდოს და შეაფერხოს პიროვნების განვითარება.

     

     ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

    გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009  

     

    გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ! 17 სექტემბერი 2009
    პატივცემულო კოლეგებო, მეგობრებო!
    ყველას, მშობლებს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, თვითოეულ პედაგოგს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავთ ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებას!  
    გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.

    დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით www.education.ge.

     
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ტურიზმი/დასვენება/გართობა სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა ტენდერები/გრანტები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვიყიდი სტიპენდიები მომსახურება ვარ სპეციალისტი ვეძებ სპეციალისტს ვცვლი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა გავაჩუქებ კონფერენციები/ღონისძიებები განათლება/სწავლება ფიზიკური კულტურა/სპორტი ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019