მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    კვლავ გამოცდები, გამოცდები…! ამჯერად - უკვე ერთიანი ეროვნული ! 29 ივნისი 2011

     რა აწუხებთ და ადარდებთ, რაზე საუბრობენ  ყველაზე მეტად სკოლადამთავრებული ახალგაზრდები და მათი მშობლები? რაზე მსჯელობს (”პოლიტიკის” გარდა) საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამჟამად? რა თქმა უნდა - კარზე მომდგარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

    მრავალი ათასი აბიტურიენტისთვის და გამოსაშვები გამოცდებით საგამოცდო სეზონი არ დასრულებულა, მორიგი ციებ - ცხელება, ანუ განცდებით აღსავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.  
    ერთ - ერთმა აბიტურიენტმა თავის წერილში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატა:"ისე მიგვაჩვიეს გაუთავებელ და მოულოდნელ გამოცდებს, რომ შემოდგომაზეც თუ გამოგვიცხადეს ახალი გამოცდები, იქაც გავალთ,  ყველაფერს შევეგუეთ, უკვე აღარაფრის გვეშინია". რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში გამოცდების გამოცხადება - ჩატარების პრაქტიკის მიმართ გარკვეული სარკაზმი და უტრირებაც ჟღერს, მაგრამ ”რა” და ”როგარ” არ უნდა ვთქვათ, უმაღლესში განათლების გაგრძელების მსურველებისთვის და ”ქართული ტრადიციით” მშობლების, ბებია - ბაბუების და ნათესავების დიდი ჯარისთვის მორიგი გამოცდის ჩაბარება და ნერვიულობა - გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აბიტურიენტების და მათი ახლობლების ნერვიულობა შეუდარებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაუბარებლობის გამო საერთოდ ატესტატის გარეშე დარჩენილი თანაკლასელების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობლების განცდებთან, დღევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებსაც უდაოდ ”ცხელი ზაფხული” ელით.
     
    უფროსკლასელის მოსაზრება: ”არა და მართლაც რა გახდა ეს გაუთავებელი გამოცდები?” - ამოვიკითხეთ ერთ - ერთი მოსწავლის კომენტარებში.”ხომ შეიძლება, რომ ის დიდი გამოცდები, რომლებსაც თან ”ერთიანს”, თან ”ეროვნულს” უწოდებენ ყოვლის მომცველ გამოცდად აქციონ. დააწესონ ქულების სკალა: ამ ზღვარზე ნაკლები ქულების შემთხვევაში - ატესტატი არ გეკუთვნის, ხოლო ამ ზღვარიდან დაწყებული უმაღლესი განათლების მიღების უფლებაც გეძლევა”.
    როგორ მიგაჩნიათ? შესაძლოა მართლაც ღირდეს ამ მოსაზრებაზე დაფიქრება?  
     
    დღეისათვის არსებული გამოცდების ჩატარების პრაქტიკის თაობაზე საკუთარ აზრს არა მხოლოდ მოსწავლეები და აბიტურიენტები, არამედ, როგორც წესი, მათი მშობლებიც გამოთქვამენ.
     მშობლის მოსაზრებები:  ”დღევანდელი მიდგომით გამოცდების ჩატარებაში ცენტრალიზაციისკენ მიდრეკილება, აგრეთვე სასწავლო დაწესებულებებისა და პედაგოგების მიმართ უნდობლობაც იკითხება. რატომ  ვაწვალებთ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ორ-ორ ჯერ ვამზადებთ და ვატარებთ გამოცდას, როდესაც ალბათ ამ საკითხის მოგვარება ერთიანადაც შესაძლებელია? სანაცვლოდ გაწეულ ხარჯებსაც შევამცირებთ, უფრო გააზრებულსა და მიზნობრივს გავხდით, ხოლო სახსრებს განათლების საკეთილდღეო სხვა საქმეებს მოვახმართ” .  
    როგორ ფიქრობთ? ეგებ ამ პოზიციის გათვალისწინებაც ღირს?
     
    ჩვენი დამოკიდებულება - დღევანდელი თვალსაზრისით.
     
    ახალგაზრდებს ხშირად გამოუცდელობას ვსაყვედურობთ, ხოლო ხნიერ ადამიანებს კონსერვატიზმში ვადანაშაულებთ. იმავდროულად ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდა ადამიანის აზროვნება გაბედული და   გამჭრიახია, ხოლო ზრდასრული ან ხნიერი ადამიანის პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მართლაც გასათვალისწინებელია. ამ შემთხვევაში აბიტურიენტისა და მშობლის შეხედულება გამოცდების ჩატარების თაობაზე დიდ წილად ემთხვევა.  
     
    ვფიქრობთ, რომ მოსწავლეების და მშობლების მოსაზრება, ისევე , როგორც საზოგადოების აზრი ყოველთვის გასათვალისწინებელია. გამოცდა -  თვითმიზნად მართლაც არ უნდა ვაქციოთ. მას მხოლოდ მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის,  მასწავლებლის შრომის შედეგიანობის და მთლიანობაში სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შეფასების საშუალებად და ინსტრუმენტად უნდა მივიჩნევდეთ.
     
    ეგებ მართლაც ღირს საგამოცდო მოთხოვნების, კრიტერიუმებისა და  შინაარსობლივი ნაწილის იმგვარად გააზრება და დალაგება, რომ  შეთავაზებული სქემა შესაძლებელი გახდეს? მოიხსნება განმეორებითი გამოცდის ჩატარების აუცილებლობა და უამრავი დუბლირება, მათ შორის ტესტების, ბილეთებისა თუ სხვა საგამოცდო მასალების მომზადებაში, რაც ნამდვილად დაზოგავს განათლებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სახსრებს, ხოლო  ეს (არც თუ მცირე) სახსრები მოხმარდება განათლებისთვის ყველაზე საჭირბოროტო  საკითხების გადაწყვეტას: რა ვასწავლოთ? როგორ და რის მეშვეობით შევასწავლოთ? ვინ უნდა ასწავლიდეს, რა ესაჭიროება და რა პირობები შეუქმნათ მას? რეალურად მოვაწესრიგოთ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა და პირველ რიგში მატერიალური პირობები და ა.შ.
     
    რიგი ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზედმეტ ადმინისტრირებას და ცენტრალიზაციას დიდი სიკეთე არ მოაქვს. იმ პირობებში, როდესაც  ყველა საწავლებლები გადის ავტორიზაციის, ობიექტური ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურას, რომელიც ადასტურებს მის სტატუსს, საგამოცდო პროცესის ცენტრალიზაციისკენ ესოდენი მისწრაფება მართლაც გაუგებარია. თუ სკურპულიოზურად და მართლაც ობიექტურად ვახდენთ საწავლო დაწესებულებების შესწავლა-შეფასებას, კუსდამთავრებულთა ცოდის დადგენაში რატომ ვავლენთ ასეთ უნდობლობას მათ  მიმართ? მოსწავლე და მასწავლებელი განმანათლების პროცესის ყველაზე მნიშველოვან მოქმედ პირებს (სუბიექტს და ობიექტს) წარმოადგენენ. ჩვენ კი რატომღაც თითქმის არაფრად მივიჩნიეთ მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცოდნის შეფასებას და არ ვითვალისწინებთ მას.  ვფიქრობთ, რომ მოსწავლის მიმართაც მეტი ჰუმანიზმი უნდა გამოვიჩინოთ - გამოცდა მისთვის სტრესული ვითარებაა, მასწავლებელთან კი ის უფრო თავისუფლებულად ავლენს მიღებულ ცოდნას.
     
    დაუშვებლად მიგვაჩნია კონვეიერზე მომუშავე და მხოლოდ გარკვეული ოპერაციის შემსრულებელი რობოტის დონემდე პედაგოგის დაყვანა. ჩვენს მასწავლებლობას დიდი შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნია, ხელი უნდა შევუწყოთ მის განვითარებასა და ზრდას. უფრო მეტად ვენდოთ ჩვენს მასწავლებლობას და ის არა მხოლოდ მოსწავლის ცოდნის შეფასების, არამედ უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმის მომვლელი გახდება. რეალობაში კი ამის საპირისპირო გამოგვდის: სკოლის ძირითადი და  წამყვანი ფიგურა - პედაგოგი თითქმის მეორეხარისხოვნად ვაქციეთ. ყველა მასწავლებელი ხომ გადის ატესტაციას, უმაღლესმა სასწავლებელმა მისცა დიპლომი და ამით სახელმწიფომაც აღიარა მისი კვალიფიკაცია. მაშინ რატომ აღარ ვენდობით  და არც ვითვალისწინებთ პედაგოგის მიერ გაკეთებულ შეფასებას? მასწავლებლის დაწერილი ნიშანი ძირითად კომპონენტად მაინც გავითვალისწინოთ მოსწავლის საბოლოო შეფასებაში.  
     
    მოგმართავთ ამ მასალის ყველა წამკითხველს - თქვენი აზრიც გამოხატეთ ამ საკითხების მიმართ - საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება!  
     
    ჩვენი ზოგიერთი ხედვა - მომავლის გათვალისწინებით.
     
    ვფიქრობთ, რომ გამოცდების ჩატარების დღევანდელი პრაქტიკა - უკვე გუშინდელი დღეა, კაცობრიობა და ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ვითარდება და თუ არ გვინდა ჩამოვრჩეთ განვითარების დინამიკას - მომავლისკენ უნდა ვიყურებოდეთ.  
     
    გამოცდებზე დასახარჯი სახსრებით დავდგათ სამინისტროს რომელიმე ცენტრში ერთი მძლავრი სერვერი, შევკრიბოთ სპეციალისტები -  საგნების მიხედვით განვსაზღვროთ რეალურად საჭირო შინაარსი და მეთოდიკა, დიფერენცირებულად დავადგინოთ საგამოცდო მოთხოვნები და კრიტერიუმები. ამის შემდეგ შესაბამისი პროგრამის შესაქმნელად მოვიწვიოთ კვალიფიცირებული პროგრამისტები, განუმარტოთ და განუსაზღვროთ მათ გამოცდების ორგანიზაციის, შინაარსისა და შედეგების შეჯერების ამოცანა - შევქნათ ერთიანი ელექტრონული საგამოცდო სივრცე. თუ შევძლებთ ამის განხორციელებას გამოცდის დღეს მასწავლებელი სკოლის სათავო კომპიუტერში  ჩატვირთავს სასწავლო დაწესებულების, კლასისა და საგამოცდო საგნის პარამეტრებს, ხოლო გამოცდაზე მოსული მოსწავლე შეიყვანს პირად კოდს, უცბად მიიღებს და გაივლის მხოლოდ მისთვის კომბინაციურად აწყობილ ტესტს და იქვე  მიიღებს შეფასებას, ან ამობეჭდავს ბილეთის, თემის თუ ამოცანის მხოლოდ მისთვის აწყობილ ვარიანტს, შეასრულებს დავალებას, ან მასწავლებელს გასცემს პასუხებს, რასაც  პედაგოგი  უმალვე დააფიქსირებს ერთიან სისტემაში. სადაო არ დარჩება არაფერი - შედეგი დაფიქსირდება ყველასთვის ხელმისაწვდომ ერთიან საგამოცდო ელექტრონულ სისტემაში და ყველასთვის იქნება ცხადი: ვინ, როდის, რა და როგორ ჩააბარა.
    სხვა სიკეთესთან ერთად იმის შესაძლებლობაც შეიქმნება, რომ დაჯამებული პარამეტრებით უმოკლეს დროში მივიღოთ სრულყოფილი და უეჭვო სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემებიც. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფ ტემპში ვითარდება ამიტომ ელექტრონულ პროგრამასა და მონაცემთა ბაზაში კორექტივების შეტანა სწრაფად განსახორციელებელი უნდა იყოს.  
    როგორ მიგაჩნიათ, საჭიროა ამაზე ფიქრი და თუ იქნა ნება - შესაძლებელია ამის განხორციელება?
     
    სამწუხაროდ ამგვარ საკითხებზე ზრუნვა მომავლის საგანია. დღეს კი აბიტურიენტები შინ და გარეთ აგრძელებენ ტრადიციად ქცეულ დაუსრულებელ საგამოცდო ცვლილებებზე მსჯელობას. გამოკითხვაში: ”ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლესში ჩაბარება - როგორია თქვენი დამოკიდებულება სიახლეებისა და ცვლილებების მიმართ?”  მონაწილე 674 აბიტურიენტიდან 60% - მა უარყოფითად შეაფასა არსებული საგამოცდო პრაქტიკა და მხოლოდ 32% გააჩნდა დადებითი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ.  
     
     
    ჩვენ დავინტერესდით იმითაც, თუ რა პრინციპებით უდგებიან აბიტურიენტები თავის მომავალს უმაღლეს განათლებაში და როგორ გააკეთეს არჩევანი.  
     
    უმაღლესი სასწავლებლის არჩევის ფაქტორების და კრიტერიუმების თაობაზე 729  რესპონდენტმა ასეთი პასუხები გასცა:
    - შემდგომი დასაქმების პერსპექტივა - 407 [55%]  
    - უმაღლესი სასწავლებლის პრესტიჟი - 158 [21%]
    - ჩარიცხვის რეალური შანსი - 52 [7%]
    - უცხოურ სასწავლებლებთან კავშირები - 34 [4%];  
    - აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესაძლებლობები - 32 [4%];  
    - ნაცნობების მიერ სასწავლებლის დადებითი შეფასება - 13 [1%];
    - შესასწავლი უცხო ენების რაოდენობა - 9[1%];
    - სპორტული და კულტურული კერები - 9[1%].
    - სასწავლებლის ადგილმდებარეობა - 8 [1%];
    - ცნობილი პედაგოგები - 7[0%].
     
    ჩატარებულ გამოკითხვაში ”რომელ ქვეყანაში ისურვებდით განათლების გაგრძელებას ?”. 564 რესპონდენტიდან - 280 [49%] უმაღლესი განათლების მიღება  ინგლისში სურს; 90 [15%] - ამერიკის შეერთებული შტატებში; გერმანიაში - 65 [11%]; საფრანგეთში - 24 [4%]; იტალიაში - 18 [3%]; ესპანეთში - 14 [2%]; რუსეთში - 11 [1%];  იაპონიაში - 8 [1%]; ავსტრიაში - [1%], ხოლო სხვა ქვეყნებში სწავლის მსურველთა რაოდენობა 1% არ აღწევდა.
     
    კითხვაზე - ”საქართველოში რომელ უმაღლეს სასწავლებელს აირჩევდით სასწავლებლად?” პასუხი გასცა 825 რესპონდენტმა. 63 აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სასწავლებლიდან მათ აირჩიეს:
     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 293 [35%]; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 81 [9%]; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 80 [9%]; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - 74 [8%]; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 29 [3%]; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - 22  [2%]; საქართველოს უნივერსიტეტი - 22 [2%]; კავკასიის უნივერსიტეტი - 17 [2%]; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 [2%].
    არც ერთმა რესპონდენტმა საერთოდ არ შეაჩერა არჩევანი -  15 სასწავლებელზე;  36  სასწავლებლის სიიდან  თითოეულის მიმართ დაინტერესება გამოხატა თითო  პროცენტამდე რესპონდენტმა; არც ერთს არ აირჩევდა - 2%.
     
    ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ისიც იყო საინტერესო თუ ”ვინ აირჩია უმაღლესი სასწავლებელი?”. რა თქმა უნდა ყველასთვის ცნობილი ფაქტორების გათვალისწინებით გამოკითხულთა სრულ გულწრფელობაზე თავს ვერ დავდევთ, მაგრამ 806 რესპონდენტის პასუხები ასე განლაგდა: უშუალოდ აბიტურიენტმა - 698 [86%]; დედამ - 66 [8%]; მამამ - 12 [1%]; მეგობრებმა და ნაცნობებმა, ბებიებმა/ბაბუებმა, დებმა/ძმებმა, ნათესავებმა თითოეულზე 1%- მდე.
     
    ამ სახის თითოეული ანალიზი მართლაც საინტერესო და საგულისხმოა, მაგრამ დაფიქრებისა და არჩევნის გაკეთების დრომ უკვე ჩაიარა, კარზე მოგვიკაკუნა წინასაგამოცდო ეტაპმა.
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით უკვე გახსნილია 15 საგამოცდო ცენტრი. ყველა საგამოცდო მასალა დამზადებული და ჩამოტანილია ინგლისიდან.
    გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში:   სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
    საგამოცდო პროცესში ჩართულია 1200 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30–მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი იმორიგევებს სასწრაფო დახმარების   მანქანა.  
    ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება:
    - 30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;  
    - 4 და 5 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
    - 6 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა);
    - 7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
    - 11 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
    - 12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
    - 13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
    - 14 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
    - 15 ივლისი (პირველი სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
    - 18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
    - 19 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
    - 20 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
    - 21 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
     
    გამოცდები უნდა გავიაროთ. სასიხარულოა, რომ ყველაფრის მიუხედავად აბიტურიენტთა ნაწილი დარწმუნებულია საკუთარ ცოდნასა და ძალებში, გამოცდების არ ეშინია და სხვასაც მოუწოდებს გადალახონ შიში და გამოავლინონ რწმენა საკუთარ თავში.  
     
    ძვირფასო აბიტურიენტებო, მოვიდა იმის დრო, რომ მოვახდინოთ ცოდნისა და მონდომების სრული მობილიზაცია მორიგი გამოცდების ჩასაბარებლად!  ყველას გისურვებთ წარმატებას!  
    გაზიარება
    კომენტარები  
    ნინჩო 05 აგვისტო 2011

    2011 წლის ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სტუდენტად გახდომას.მათ მშობლებს კი შვილების სპონსორობას ბოლომდე.

  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    ახალი სასწავლო წელი 23 აგვისტო 2011

     

     

    ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას  სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების  სტრატეგიიდან,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.

    გამოცდები ... გამოცდები ... გამოცდები?! ... 03 აპრილი 2011
     
     
    უფროსკლასელებისთვის, მათი მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის დღეს სხვა საჭირბოროტო  და მწვავე საკითხებისა და პრობლემების რიგში ალბათ ერთ-ერთი აქტუალური გამოცდების თემაც გახდა:  მაისში მე-12 კლასის მოსწავლეებს - გამოსაშვები, ივლისში კი აბიტურიენტებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდის ჩატარების პირობებში გაურკვევლობისა და, ხშირ შემთხვევაში, პრესაში ან მასმედიიაში გამოქვეყნებული გაუგებრობების (ჩატარების ვადები, ადგილი, მოთხოვნები) შედეგად მე-12 კლასელთა ნაწილი  შიშმა, პანიკამ მოიცვა.  
    2011 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი 23 ნოემბერი 2010

    აღმოსავლურ ჰოროსკოპში 2011 - არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ეს წელიწადი მიეკუთვნება წელთა ციკლს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც - “ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან” და ხასიათდება არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით. მასთან შეხებაში შესვლის დროს, ზედაპირულად რომ შევხედოთ ყველაფერს, უჩვეულოს ვერაფერს ვერ შევნიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამის სრული უგულველყოფა შეუძლებელია ვინაიდან ამ დამალული ბუნების გამო 2011  იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან - მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამოდენიმე ნაბიჯში.  

    გაეცანით ვრცლად>>

     

     

     

    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.     კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა.   დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
    anonsi 25 იანვარი 2010
     მზარეულის კურსი დასაქმებით

    დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?  

    2010-2011 წლების გამოწვევები და ინიციატივები 25 იანვარი 2010

    საქართველოს

    განათლებისა

    და მეცნიერების

    სამინისტრო  

    გაკვეთილებზე დასწრების საკითხის აქტუალურობა?! 09 ნოემბერი 2009
     
    ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეხება ჰქონია სკოლასთან ან სხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებასთან და მით უმეტეს განათლების დარგის მუშაკისთვის, კარგად არის ცნობილი თუ რამდენად რთულია სასწავლო პროცესის ორგანიზება და მისი წარმართვა, ხოლო განათლების მესვეურებმა ალბათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ ამ პროცესში არსებული სუსტი მხარეებისა და გამოკვეთილი მავნე, ზოგ შემთხვევაში კი დამანგრეველი, ტენდენციების შესახებ.  
    ქართველები საზღვარგარეთ 03 ნოემბერი 2009

    ინტერვიუ მარიკა ლაფაური-ბურკთან, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს; იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130 ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული.

     

     

    როდესაც მივმართეთ ქალბატონ მარიკას თხოვნით, რომ აცნობოს თანამემამულეებს პირადად მისი და ორგანიზაცია “ლილეს” საქმიანობის შესახებ, მან მოგვაწოდა მხოლოდ განხორციელებული ღონისძიებების მშრალი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენის აზრით საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ, როგორც მოკრძალებულმა, ინტელიგენტმა ადამიანმა მან არ გამოკვეთა უშუალოდ მისი საქმიანობა და ღვაწლი. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ ქალბატონი მარიკას მოკრძალებას, მაგრამ გვსურს გაცნობოთ იმის თაობაზე თუ როგორ შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა სამშობლოზე უსაზღვროთ შეყვარებულ ქართველ ქალბატონს.  

    საფრთხეები და დაძლევის გზები 26 ოქტომბერი 2009

    საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბავშვის სიღარიბის დაძლევისათვის, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!

    ახალი სასწავლო წელი და ახალ საფეხურზე გადასვლა მოსწავლის ფსიქიკაში ძალიან შთამბეჭდავია. უსახსრობა კი ის მოვლენაა, რამაც შეიძლება ბავშვის მოლოდინი უარყოფით ემოციაში გადაზარდოს და შეაფერხოს პიროვნების განვითარება.

     

     ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

    გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009  

     

    გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ! 17 სექტემბერი 2009
    პატივცემულო კოლეგებო, მეგობრებო!
    ყველას, მშობლებს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, თვითოეულ პედაგოგს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავთ ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებას!  
    გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.

    დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით www.education.ge.

     
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში პროფესიულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022