მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია 21 ნოემბერი 2011

     

    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.      
     
     

    დრაკონისთვის ყოვლად მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია  განსაკუთრებული მოფრთხილების გარეშე ექსპანსიურ მოძრაობასა და წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილად შესაძლებელია ფულის შოვნა, მაგრამ მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია. ახალ წამოწყებებს დრაკონი წარმატებას პირდება და თუ გაგაჩნიათ რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ამბიციები, გრანდიოზული გეგმები ან პროექტები უყოყმანოთ დაიწყეთ მათი განხორციელება. გაუმართლებლად სარისკო ავანტიურებში გადავარდნა მაინც არ არის სასურველი, უმჯობესია დასახოთ პრაქტიკული და განხორციელებადი მიზნები. საჭირო ძალისხმევას უდიდესი წარმატების მოგიტანა შეუძლია. უნდა იმოქმედო სწრაფად, არ იჩქარებ და შენ იღბლიან შანსს სხვა გამოიყენებს.

    დრაკონის წელს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. შეიძლება გაგიჭირდეს იმის შენარჩუნება რასაც ასე იოლად მიაღწიე. ფორტუნამ თუ გაგიღიმა თავი არ მოიტყუო, არ ჩათვალო, რომ იგი ამას ჩვევად აქცევს და დიდი ხნით დაიმაგრებ მიღწეულ პოზიციებს. ცხოვრების მიმართ გამოიმუშავეთ ფილოსოფიური დამოკიდებულება და მიმდინარე მომენტით ტკბობის უნარი. ზოგიერთი შესაძლებლობა ილუზორული შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ მიზნის არჩევნის სისწორეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევის პროცესში შეიძლება დაკარგოთ მისდამი ინტერესი და მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ მცდელობა მცდარი იყო და ძალისხმევამ ფუჭად ჩაიარა.

     

    დრაკონის წელი  – მრავალი სახის ბუნებრივი კატაკლიზმის პერიოდია. სახლის პირობებშიც ყურადღება მიაქციეთ ელექტროქსელის, გაზისა და გათბობის მოწყობილობების გამართულობას. ამ სახის ტექნიკის ექსპლუატაციის დროს სიფრთხილე გმართებთ.  

     

     

    ვირთხას (დაბადების წლები - 1924 1936 1948 1960 1972 1984 1996 2008)  დრაკონი წარმატებას პირდება როგორც სამსახურებრივ, აგრეთვე სასიყვარულო სეროში. საქმესთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის.  მოსალოდნელია სარფიანი საფინანსო ოპერაციებიც, მაგრამ ხარჯებში ზომიერება უნდა დაიცვათ. ყურადღება მიაქციეთ ახალ მეგობრებსა და პარტნიორებს - შესაძლებელია, რომ გამოგიყენონ საკუთარი თავის სასარგებლოდ.

    ხარს (დაბადების წლები -1925 1937 1949 1961 1973 1985 1997 2009)  მომავალ წელს დიდი შრომა მოუწევს. მოულოდნელი გარემოებებიც გამოუჩნდება, რომლებიც დროსა და ძალ-ღონეს წაართმევენ, გარდა ამისა გარშემო მყოფ ადამიანებთან კონფლიქტებსაც გამოიწვევენ. საკუთარი შესაძლებლობების იმედი უნდა გქონდეს. სირთულეების გადალახვა სავსებით შესაძლებელია. კეთილად განწყობილი ადამიანებისგანაც შესაძლოა მხარდაჭერის მიღება.

    ვეფხვს (დაბადების წლები - 1926 1938 1950 1962 1974 1986 1998 2010)  ამ წელიწადში დრაკონი სიმშვიდეს და სტაბილურობას არ პირდება. ფულადი სახსრების/კაპიტალის სარისკო დაბანდებისგან და ახალი კავშირებისგან თავშეკავება მოუწევს. კრიტიკულად უნდა მიუდგე სხვების რჩევებს. შებოჭე საკუთარი ტემპერამენტი იმ შემთხვევაშიც თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობები ისე არ აეწყობა,როგორც ამას გეგმავდი.

    ბოცვერს (დაბადების წლები -1927 1939 1951 1963 1975 1987 1999 2011)  ამ წელიწადში აგრეთვე დიდი შრომა ელის.  წუხილი და დაძაბულობა მოუწევს. მაგრამ გაწეული შრომა და ძალისხმევა დაჯილდოებული იქნება. შესაძლოა მიღწეულ იქნას კარიერული წინსვლა, მაღალი ანაზღაურება და ახალი გავლენიანი ნაცნობების გაჩენაც.

    დრაკონი (დაბადების წლები - 1928 1940 1952 1964 1976 1988 2000 2012)  ამ პირად წელიწადს წარმატებებით, აღიარებით და საკუთარ გარემოცვაში პატივისცემით ტკბობას შესძლებს.  დასახული გეგმების რეალიზაციის პროცესში პრაქტიკულად არ დახვდება არანაირი დაბრკოლება. ოპტიმისტური განწყობისა და საკუთარი ძალების რწმენის გამო ურთიერთობებში და ახალი, სასარგებლო კონტაქტების მოპოვებაში თქვენ წარმატება გელით.

    გველს  (დაბადების წლები - 1929 1941 1953 1965 1977 1989 2001 2013) დრაკონის წელიწადში პასიურად ყოფნა და მოვლენების განვითარებაზე გვერდიდან ყურება მოუწევს. დაუშვებელია ცვლილებებისთვის ინიციატივის გამოვლენა. ბიზნესში მოლოდინები შესაძლოა არ გამართლდეს, უმჯობესია გაუფრთხილდეს ინტრიგებსა და შურიანობას კოლექტივში. გონივრულად უნდა განკარგავდეს ფინანსებს. ცვლილება სიკეთისკენ მხოლოდ წლის ბოლოს არის   მოსალოდნელი.

    ცხენის (დაბადების წლები - 1930 1942 1954 1966 1978 1990 2002 2014)  პესიმისტური განწყობა ამ წელიწადში დაკავშირებული იქნება საქმის ვითარებაში არასტაბილურობასა და გაურკვევლობასთან. წამოწყებებს წინ დახვდება მრავალი წინააღმდეგობა. უნდა გაიაზრო ქცევის სტრატეგია, რომელიც შესაძლოს გახდის დანაკარგების მინიმალიზაციას და შეგანარჩუნებინებს გარშემომყოფ ადამიანებთან კეთილ ურთიერთობას.

    თხისთვის (დაბადების წლები - 1931 1943 1955 1967 1979 1991 2003 2015)  ეს წელიწადი ზომიერი იქნება. თავს კარგად გამოავლენს სამსახურში, მაგრამ დიდ ფულს ალბათ ვერ იშოვის. გონივრულად მოუწევს არსებული კაპიტალის განაწილება, თავი უნდა აარიდოთ ავანტიურებს და სარისკო გარიგებებს. არ ეცადოთ სწრაფად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, მიჰყევით დინებას და გამოიყენეთ ყველა სასიკეთო შესაძლებლობა, რომელიც გზად შეგხვდებათ.

    მაიმუნი (დაბადების წლები - 1920 1932 1944 1956 1968 1980 1992 2004)  ამ წელს განავითარებს მაღალ აქტიურობას. შეუძლია აიმაღლოს სოციალური სტატუსი და დიდ მოგებასაც მიაღწიოს. ეს პერიოდი სასიკეთოა სწავლისთვის და ახალი გამოცდილების მიღებისთვის. გრანდიოზული გეგმები და მოლოდინები დაკავშირებული იქნებიან დიდ დაძაბულობასთან. საკმარისი დრო უნდა გამოყოთ დასვენებისთვის. მოსალოდნელია ფულადი სახსრების მკაფიო ზრდა.

    მამლისთვის  (დაბადების წლები - 1921 1933 1945 1957 1969 1981 1993 2005) - ეს   ბედნიერი წელია, ის ღირსეულად იქნება დაფასებული, შესძლებს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. უნდა ეწეოდეს უფრო აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ არც დასვენება დაივიწყოს.   ოჯახში ბედნიერი და სასიკეთო მოვლენებია მოსალოდნელი. შესაძლებელია ოჯახს შეემატოს ახალი წევრები. მარტოხელა თუ ხართ, ახლა გიჩნდებათ მეორე ნახევრის შეხვედრის შანსი.

    ძაღლს (დაბადების წლები - 1922 1934 1946 1958 1970 1982 1994 2006) რთული პერიოდი ელის. საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს. ფულადი დანაკარგები და სხვა უსიამოვნებები არ უნდა გამოვრიცხოთ. თავი მოარიდეთ კონფლიქტს, თუ ის   უშუალოდ არ გეხებათ თქვენ. არ გამოირიცხება ინფექციური დაავადებების საფრთხე.   გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას, მუდმივად ეძებეთ სტრესის მოხსნის შესაძლებლობა.

    ტახისთვის  (დაბადების წლები - 1923 1935 1947 1959 1971 1983 1995 2007) - მშვიდი და ბედნიერი წელია. შრომის შედეგებით მიიღებთ ხელმძღვანელობის მაღალ შეფასებას, ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი კოლეგებს შორის. შესაძლებელია გავლენიანი მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან დახმარების მიღება. ოჯახშიც სიმყუდროვე და სიმშვიდე გექნებათ, მაგრამ ამ წელიწადში უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ პირადი ქონების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას.  

    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    სოციალური პარტნიორობა - ფასადური ატრიბუტი, თუ ეპოქის გარდაუვალი მოთხოვნაა? 16 ივნისი 2014

     საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობა   ხელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 30 მარტი 2013

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

    მემორანდუმის მიზანია:  
    პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის  მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  
    შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
     ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

     

     

    პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი 28 თებერვალი 2013

    ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას?   თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?

    ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.

    ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.  

     

    მთავარი თემა 30 ოქტომბერი 2012

    განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? 03 ივნისი 2012

    უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით  ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ????  

    2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები 02 ივნისი 2012

    2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.  

    სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადებასა და ჩატარებაში 24 აპრილი 2012
    პრეტესტები და სხვა  სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადება და ჩატარებაში.  
    საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი.
    პირველკლასელთა ინტერნეტ-რეგისტრაცია დაიწყო 05 აპრილი 2012

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.  

    2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები 26 თებერვალი 2012

    2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება  

    ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც  უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,  
    უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ  იხილოთ  ცნობარში.
    ახალი სასწავლო წელი 23 აგვისტო 2011

     

     

    ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას  სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების  სტრატეგიიდან,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.

    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    სასარგებლო რჩევები დასვენება/ტურიზმი მედიცინა და პროფილაქტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებები ინტერესები/კონკურსები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გაერთიანებები/სოციალური ქცელები საზოგადოებრივი ურთიერთობები გამოცემები/პუბლიკაციები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ბავშვის კვება და მოვლა სარეკლამო მომსახურება ბავშვის აღზრდა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სასწავლო დაწესებულების მართვა სხვა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ბუნება/ეკოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში ადამიანთაშორის ურთიერთობა რელიგია კვალიფიკაციის ამაღლება მეცნიერება/ტექნიკა გართობა/თამაშები სიახლე განათლების სფეროში პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ფიზიკური კულტურა და სპორტი მშობელი და ოჯახი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017