მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ვიკა  
თეონა ნუცუბიძე  
 
ახალი კომენტარები
  • Sulxan-Saba??

  • გამოცდების ჩაბარების ფსიქოლოგია და ტექნოლოგია.
  • ra advila teoriulad amis axsna... praqtikashi magis gamoyeneba dzalian znelia
  • ki
  • ara ras ambob
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • wels me pirvelad gavdivar maswavlebelta sarsefikacio gamocdebze da garda matematikis kidev bardeba raime ?
  • ადიქტოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი
  • avtorebis Tanaxmad, damokidebuli qcevis daavadeba ganmartebulia, rogorc qronikuli fsiqogenuri arafsiqotikuri fsiqikuri aSliloba, romelic pirovnebis etapobriv paTologiu ...

  • ჯორჯ ორუელი-ადამიანი ცნება
  • The New Oxford American Dictionari უნდა (მ)ეწეროს
  • ლევ ვიგოტსკის სწავლის სოციალურ-კულტურული თეორია
  • სამწუხაროდ ბოლომდე არ აიტვირთა
  • Was Sherlock Holmes a real person?
  • :-) gmadlobt
  • Was Sherlock Holmes a real person?
  • magaria:)
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები 26 თებერვალი 2012
    2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება  
    ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც  უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,  
    უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ  იხილოთ  ცნობარში.
     
    2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ
    ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. / სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას გასდება ცნობილი.
     
    პროფესიულ პროგრამებზე (IV-V საფეხური) ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს - აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას,  პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
     
    მომავალი წლიდან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და უცხოურ ენაში 30% გახდება, ხოლო ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებელ სხვა გამოცდებში 35% (აბიტურიენტმა, ზღვარი რომ გადალახოს, უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 35%–ზე მეტი 3 გამოცდაში, ხოლო
    მაქსიმალური ქულის 30%–ზე მეტი უცხოურ ენაში).
     
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 30 მარტი 2013

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

    მემორანდუმის მიზანია:  
    პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის  მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  
    შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
     ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

     

     

    პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი 28 თებერვალი 2013

    ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას?   თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?

    ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.

    ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.  

     

    მთავარი თემა 30 ოქტომბერი 2012

    განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? 03 ივნისი 2012

    უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით  ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ????  

    2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები 02 ივნისი 2012

    2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.  

    სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადებასა და ჩატარებაში 24 აპრილი 2012
    პრეტესტები და სხვა  სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადება და ჩატარებაში.  
    საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი.
    პირველკლასელთა ინტერნეტ-რეგისტრაცია დაიწყო 05 აპრილი 2012

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.  

    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია 21 ნოემბერი 2011
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>>
    ახალი სასწავლო წელი 23 აგვისტო 2011

     

     

    ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას  სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების  სტრატეგიიდან,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.

    კვლავ გამოცდები, გამოცდები…! ამჯერად - უკვე ერთიანი ეროვნული ! 29 ივნისი 2011

     

     რა აწუხებთ და ადარდებთ, რაზე საუბრობენ  ყველაზე მეტად სკოლადამთავრებული ახალგაზრდები და მათი მშობლები? რაზე მსჯელობს (”პოლიტიკის” გარდა) საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამჟამად? რა თქმა უნდა - კარზე მომდგარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

    მრავალი ათასი აბიტურიენტისთვის და გამოსაშვები გამოცდებით საგამოცდო სეზონი არ დასრულებულა, მორიგი ციებ - ცხელება, ანუ განცდებით აღსავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.  

    ერთ - ერთმა აბიტურიენტმა თავის წერილში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატა:"ისე მიგვაჩვიეს გაუთავებელ და მოულოდნელ გამოცდებს, რომ შემოდგომაზეც თუ გამოგვიცხადეს ახალი გამოცდები, იქაც გავალთ,  ყველაფერს შევეგუეთ, უკვე აღარაფრის გვეშინია". რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში გამოცდების გამოცხადება - ჩატარების პრაქტიკის მიმართ გარკვეული სარკაზმი და უტრირებაც ჟღერს, მაგრამ ”რა” და ”როგარ” არ უნდა ვთქვათ, უმაღლესში განათლების გაგრძელების მსურველებისთვის და ”ქართული ტრადიციით” მშობლების, ბებია - ბაბუების და ნათესავების დიდი ჯარისთვის მორიგი გამოცდის ჩაბარება და ნერვიულობა - გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აბიტურიენტების და მათი ახლობლების ნერვიულობა შეუდარებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაუბარებლობის გამო საერთოდ ატესტატის გარეშე დარჩენილი თანაკლასელების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობლების განცდებთან, დღევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებსაც უდაოდ ”ცხელი ზაფხული” ელით.  

     

    <<2

    <<2
     
    საკვანძო სიტყვები  
    ხელოვნება/კულტურა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ სტიპენდიები ვიყიდი მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა განათლება/სწავლება ტენდერები/გრანტები ვცვლი სასწავლო პროგრამები ვყიდი ვეძებ სპეციალისტს ვარ სპეციალისტი სხვა ფიზიკური კულტურა/სპორტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  საბანკო, ოფის მენეჯერის და სხვა კურსები და ტრენინგები

    alt

     
    სიახლეები  
    2012 წლის სასერტიფიკატო კურსები
    CV & Motivation Letter
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2013