უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ???
ალბათ შეამჩნიეთ, რომ საკმაო ხანია საუბარი განათლების რეფორმის წარმატებულობის თაობაზე უმეტეს წილად გამოცდების პროცედურის სრულყოფის ირგვლივ ტრიალებს და რეფორმისტული ძალისხმევის შედეგად დიდად სახარბიელო შედეგებს ვერც მივაღწიეთ, მაგრამ ყველა საფეხურებზე გამოცდებისა და ტესტირების უსასრულო კასკადისა და თითქმის დუბლირებული სასკოლო, საატესტატო - შემდგომ კი ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაშველო მარათონის სახით ბავშვებს კი მოვუწყვეთ „ბედნიერი ცხოვრება“.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე ეჯიბაძემ.
მემორანდუმის მიზანია:
•პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;
•შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
• ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.
ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას? თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?
ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.
ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება
ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,
უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცნობარში.
აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>>
ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების სტრატეგიიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.
რა აწუხებთ და ადარდებთ, რაზე საუბრობენ ყველაზე მეტად სკოლადამთავრებული ახალგაზრდები და მათი მშობლები? რაზე მსჯელობს (”პოლიტიკის” გარდა) საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამჟამად? რა თქმა უნდა - კარზე მომდგარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
მრავალი ათასი აბიტურიენტისთვის და გამოსაშვები გამოცდებით საგამოცდო სეზონი არ დასრულებულა, მორიგი ციებ - ცხელება, ანუ განცდებით აღსავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.
ერთ - ერთმა აბიტურიენტმა თავის წერილში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატა:"ისე მიგვაჩვიეს გაუთავებელ და მოულოდნელ გამოცდებს, რომ შემოდგომაზეც თუ გამოგვიცხადეს ახალი გამოცდები, იქაც გავალთ, ყველაფერს შევეგუეთ, უკვე აღარაფრის გვეშინია". რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში გამოცდების გამოცხადება - ჩატარების პრაქტიკის მიმართ გარკვეული სარკაზმი და უტრირებაც ჟღერს, მაგრამ ”რა” და ”როგარ” არ უნდა ვთქვათ, უმაღლესში განათლების გაგრძელების მსურველებისთვის და ”ქართული ტრადიციით” მშობლების, ბებია - ბაბუების და ნათესავების დიდი ჯარისთვის მორიგი გამოცდის ჩაბარება და ნერვიულობა - გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აბიტურიენტების და მათი ახლობლების ნერვიულობა შეუდარებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაუბარებლობის გამო საერთოდ ატესტატის გარეშე დარჩენილი თანაკლასელების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობლების განცდებთან, დღევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებსაც უდაოდ ”ცხელი ზაფხული” ელით.