მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    აბიტურიენტებს
  • მთავარი თემა
  • ეს საინტერესოა
  • რჩევები აბიტურიენტებს
  • ისტორიები
  • გამოკითხვები
  • კითხვა - პასუხი
  • დაამატეთ განცხადება
  • გაიარეთ ტესტი

  • დაამატეთ საინტერესო ფოტო
  • დაამატეთ სიმღერა
  • დაამატეთ ვიდეო
  • დაამატეთ ლექსი
  • დაამატეთ ნახატი
  • გადაიღეთ რეპორტაჟი თქვენ სკოლაში
  • დაუსვით კითხვა პედაგოგს
  • აბიტურიენტებს >> მთავარი თემა
     
    2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 01 ივლისი 2010

    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას

    2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5).
    აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის დააგროვებს თითოეული გამოცდისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს (უცხოური ენებისათვის 20%-ზე მეტს). უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
    ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში იქნება 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ.
    2010 წელს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამ გამოცდის საფუძველზე მიღებული სკალირებული ქულით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
    სახელმწიფო სასწავლო გრანტი
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.
     
    სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
     
     იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ მიღებული აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
     იმ პირებზე, რომელთაც დააგროვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის საკმარისი ქულა, მაგრამ ვერ მოიპოვეს 2010 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება;
     იმ პირებზე, რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან ნაცვალგების პრინციპით.
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე  სახელმწიფო დაფინანსების წესი:  
    2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და  ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით.  
     
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო (აბსოლუტური) ქულის დადგენის წესი:
     
    სახელმწიფოს მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია – თითოეულზე 1%). დარჩენილი 93%  – პროპორციულად განაწილდება კონკურსის შესაბამისად, ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენი აბიტურიენტი აირჩევს ამა თუ იმ არჩევით გამოცდას.
     
    თუ რომელიმე მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა ბოლომდე ვერ იქნება ათვისებული,  დარჩენილი რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება არჩევით საგნებს შორის.
     
    ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას _ 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს _ 1). თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება.
    მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში _ 165,7, უცხოურ ენაში _ 164,8 და მათემატიკაში _ 164,0 ქულა, მისი საგრანტო (აბსოლუტური) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1X1 + 165,7X1,5 + 164,8 X1 + 164,0 X1 = 746,45.
     
    სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპით:
     
    სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ან ლიტერატურა და ა.შ.
     
    თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნის გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული სკალირებული ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე.
     
    თუ აბიტურიენტი ჩააბარებს ფაკულტეტის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევით გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს  იმ არჩევით  გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით ჩაირიცხება ამ ფაკულტეტზე.
     
    პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების წესი:
    პროფესიულ  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს აბიტურიენტი მოიპოვებს მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდების შედეგების საფუძველზე.
     
    შესაძლებლობა  სტუდენტებს 2010  წელს    მოიპოვონ  ან გაიუმჯობესონ  სახელმწიფო დაფინანსება
     
    2010 წელს სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის ან გაზრდისთვის.  
    სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.  
    სტუდენტებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და მოიპოვონ სხვა ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.
    www.mes.gov.ge
    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი 17 აპრილი 2014

       გთავაზობთ 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს:


    26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა;  

    30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;

    უცხოური ენა:

    • 2 ივლისი ინგლისური ენა (მეორე სესია 15:00 სთ.);
    • 3 ივლისი ინგლისური ენა (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.);
    • 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა;
    • 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა;
    • 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა;
    2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისი 2013
    ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა   და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია   08:00 საათზე,   გამოცდა კი, 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე.
    ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 03 აპრილი 2011

     ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები

     
    უმაღლესი სასწავლებლები სწავლის გადასახადს ვეღარ გაზრდიან! 09 აგვისტო 2010
    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული 36 ათასზე მეტი აბიტურიენტი შედეგების მოლოდინშია. რამდენი აბიტურიენტი მოხვდება სასურველ ფაკულტეტზე, მათგან რამდენი მიიღებს დაფინანსებას, აგვისტოში გახდება ცნობილი. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს არაერთი ნოვაცია ელით. სულ რამდენიმე დღეში ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს სწავლის საფასურს თვითნებურად ვეღარ გაუზრდიან.
     
    რა ვითარებაში ჩაიარა გამოცდებმა, რა სიახლეები ელით მომავალ სტუდენტებს, ამ და სხვა სიხლეებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
     
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოლეჯში განმანათლების მართვის ორგანოებში სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019