მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პედაგოგიური კვლევების მეთოდოლოგიური საფუძვლები ნანახია (11913) - ჯერ 23 ოქტომბერი 2011

    ნაშრომში ერთიანი მეთოდოლოგიური პოზიციებიდან განხილულია: პედაგოგიური მეცნიერების მეთოდოლოგიის ცნები, პედაგოგიური კვლევების მეთოდოლოგიური პრინციპები, პედაგოგიური კვლევის ორგანიზაცია და ლოგიკა, უშუალოდ პედაგოგიური  კვლევების მეთოდები, მ.შ. ემპირიული და პედაგოგიური კვლევების  ხარისხის შეფასების მეთოდები, აგრეთვე განსაზღვრულია პედაგოგიური კვლევების შედეგების აღწერისათვის საჭირო მოთხოვნები, მოცემულია მათი კლასიფიკაცია, გამოყოფილია კონსტრუქციული ნიშნები. პედაგოგიური მეცნიერების მეთოდოლოგიის ცნების მოკლე განხილვის შემდეგ ნაშრომის გამოქვეყნება განხორციელდება ზემოთ მითითებული თანმიმდევრობით.

    I. პედაგოგიური კვლევების მეთოდოლოგიური პრინციპები  

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეცნიერება ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კვლევის შედეგად იგი მუდმივად ივსება სულ ახალ-ახალი აღმოჩენებითა და ფაქტებით. მათი თავმოყრისა და ინტერპრეტაციისათვის საჭიროა მეცნიერულად დასაბუთე¬ბული კვლევის მეთოდები, რომლებიც ავლენენ დამოკიდებულებას თეორიული პრინციპების ერთობლიობი¬სადმი. /მეცნიერებათმცოდნეობაში ”მეთოდოლოგია”/.  თანამედროვე კვლევებში მეთოდოლოგიაში პირველ ყოვლისა იგულისხმება სამეცნიერო შემეცნების მეთოდოლოგია, ანუ სწავლება სამეცნიერო-შემეცნებითი საქმიანობის საშუალებებისა და ფორმების სტრუქტურის პრინციპების შესახებ.  ამგვარი მეთოდოლოგია იძლევა სამეც¬ნიერო კვლევის კომპონენტების, მისი ობიექტის, ანალიზის საგნის, საკვლევი ამოცანების, ნაკვლევი საშუალებების ერთობლიობის დახასიათების შესაძლებლობას, რომლიც აუცილებელია მათ გადასაჭრელად.  აგრეთვე, საკვლევი ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ის აყალიბებს წარმოდგენას მეცნიერის ქმედებათა თანმიმდევრობის შესახებ.

    ყოველი მეცნიერებისა და მის დაქვემდებარებაში არსე¬ბული პრაქტიკის კონკრეტული მეცნიერული მეთოდოლოგია იხსნება სპეციფიკური, შედარებით დამოუკიდებელი მიდ¬გომების ან  პრინციპების საშუალებით. პედაგოგიკაში ესაა ერთიანი, პიროვნული, საქმიანი, ნახევრად სუბიექტური, კულტუროლოგიური, ეთნოპედაგოგიური, ანთროლოგიური მიდგომები, რომლებიც წარმოადგენენ მის მეთოდოლოგიურ პრინციპებს.

    ერთიანი მიდგომა პედაგოგიკაში ჩამოყალიბდა ფუნქციო¬ნალურის საპირისპიროდ, როდესაც შეისწავლება პედაგო¬გიური პროცესის რომელიმე მხარე დამოუკიდებლად იმ ცვლილებებისგან, რომლებიც არსებობენ  ამ დროს თვითონ მასში და პიროვნებაში.  ფუნქციონალური  მიდგომის არსი  მდგომარეობს   იმაში, რომ   პედაგოგიური   პროცესის შეს¬წა¬ვ¬ლა ხორციელდება მისი,  როგორც მთლიანის,  როგორც

    განსაზღვრული სტრუქტურის მქონე სისტემის გათ¬ვა¬ლისწინების გარეშე. მოცემული ამოცანის გადაწყვეტის  დროს ყოველი ელემენტი ასრულებს თავის ფუნქციას.

    თითოეული ელემენტის მოძრაობა კი დაქვემდება¬რებულია მთლიანის მოძრაობის კანონზომიერებებს.

    ფუნქციონალიზმი პედაგოგიკაში მნიშვნელოვანწილად  გვევლინება ტრადიციული პედაგოგიური მეცნიერებისადმი მეტაფიზიკური მიდგომის წარმომშობად, რეალურად არსე¬ბული მოვლენების განსახილველად: სწავლება უნდა იძლეო¬დეს ცოდნისა და უნარების გარკვეულ ჯამს, ხოლო აღზრდა - აყალიბებდეს ზნეობრივ  ცნობიერებას და სოციალურად საჭი¬რო თვისებების ჩანერგვას.

    თანამედროვე  საგანმანათლებლო პოლიტიკის  ობიექ¬ტუ¬რი წინააღმდეგობრიობების რიგში, მეცნიერთა აზრით, ძირი¬თადს წარმოადგენს წინააღმდეგობა პიროვნების მთლიანობასა  და ფუნქციონალურ მიდგომას შორის მისი განვითარების პრობლემის გადასაწყვეტად.  ეს განაპირობებს სწორედ ერთი¬ანი მიდგომის აუცილებლობას, რომლის მთავარი იდეა გამოიხატება იმაში, რომ ერთიანის თვისებები არ წარმოად¬გენენ  ამ ელემენტების ჯამური წარმოშობის თვისებებს. უფრო მეტიც, რეალურ არსებობაში გამოვლენილი ერთიანის თვისებები შეიძლება საერთოდ  არც შეიცავდნენ ამ ელემენ¬ტებს. ისინი წარმოადგენენ  არა მექანიკური  წყობის, არამედ ელემენტების თვისებების რთულ  ურთიერთ¬ქმე¬დე¬ბათა შე¬დეგს. სისტემა აქტიურად ზემოქმედებს თავის  კომპონენ¬ტებზე, გარდაქმნის რა მათ საკუთარი ბუნების შესატყვისად. ერთი  კომპონენტის  შეცვლა იწვევს გარდაუვალ ცვლილებებს სხვებში და მთლიანად მთელ სისტემაში.  

    ერთიანი მიდგომა, როგორც სისტემურის განვითარება პედაგოგიური პროცესის ორგანიზების დროს, მოითხოვს ორიენტაციებს პიროვნების ინტეგრაციულ ერთიან  დახა¬სია¬თებებზე. ამ კავშირში თვითონ პიროვნება  უნდა  მიიჩნეოდეს  როგორც ერთიანობა, როგორც სტრუქტურის, ფუნქციებისა და შიდა აგებულების მქონე რთული სტრუქტურა.  

    მართალია, პიროვნების ინტეგრაციული, ერთიანი თვი¬სებების გამოყოფის პრობლემას ფსიქოლოგიაში  ჯერ კიდევ არ მიუღია თავისი  ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა, მაგრამ  ამა¬ვე  დროს მკვლევრები ერთი  აზრის არიან იმაზე, რომ პიროვნების ყველა თვისება მჭიდრო ურთიერთკავშირშია და აქტიურად ურთიერთქმედებენ; თუმცა მთავარი მაინც ყო¬ველ¬თვის რჩება მიდგომა მის სოციალურ მხარესთან- მსოფ¬ლმხედ¬ველობასთან და იმ მიმართულებასთან, რომლე-ბიც  გამო¬ხატავენ პიროვნების  მოთხოვნებსა  და ინტერესებს,  იდეა¬ლებს, მისწრაფებებს, მორალურ  და ესთეტიკურ თვისებებს.  

    ამგვარად, ერთიანი მიდგომა ორიენტირდება პედაგოგიურ სისტემაში და განვითარებად პიროვნებაში,  უპირველეს ყოვლისა, ინტეგრაციული ინვარიანტული სისტემა წარმომ¬ქმნელი კავშირებისა და  დამოკიდებულებების გამოყოფაზე, იმის შესწავლასა და ფორმირებაზე, რაც სისტემაში წარმოადგენს მდგრადს  ან ცვლადს, მთავარს ან მეორე¬ხა¬რის¬ხოვანს, ის გულისხმობს პიროვნების განვითარების პროცე-სებ¬ში ცალკეული კომპონენტების  წვლილის, როგორც სისტე¬მურად ერთიანის, გამორკვევას, რაც ძალიან  მჭიდროდაა დაკავშირებული პიროვნულ მიდგომასთან.

    პიროვნული მიდგომა პედაგოგიკაში გამომდინარეობს  ერთიანობის  პრინციპიდან და გვიქმნის  წარმოდგენას პიროვ¬ნების, როგორც სოციალურ, საქმიან და შემოქმედ არსზე.  

    თუმცა,პიროვნების აღიარება საზოგადოებრივ-ისტო¬რიუ¬ლი განვითარების პროდუქტად და კულტურის  მატარებლად არ იძლევა ადამიანის  ნატურასთან მისი პიროვნული  თვისე¬ბების გაიგივების, დაშვების შესაძლებლობას და ინარჩუნებს თავის საგნობრივ ფუნქციებს.  

    წარმოდგენა პიროვნების სოციალური საქმიანობის არსის შესახებ, რომელსაც ნაპოვნი აქვს თავისი ”მე”  ერთობლივ  საქმიანობასა და თანამშრომლობაში, ადამიანურ სამყაროსა და კულტურის მიღწევებთან  ურთიერთობის  პროცესში, ყურად¬ღებას ამახვილებს პიროვნების ცხოვრების მანდილზე საზოგადოებაში წარმოქმნილ პიროვნულ აზრობრიობასა და  იმ შინაარსობლივ მხარეებზე, რომლებიც არეგულირებენ მის საქმიანობას ქმედებებში და სხვადასხვა ზნეობრივი სახის პრობლემურ -კონფლიქტურ  სიტუაციაში - ასეთია ერთ-ერთი მეცნიერის განმარტება..  

    პიროვნული მიდგომა არ ამოიწურება მხოლოდ  პიროვ¬ნული აზროვნების ფორმირებაზე ორიენტაციით. მიუხედავად ამისა, ადამიანს სწორედ ამაში წარმოუდგენია სამყარო იმ მიზნების წყაროდ, რომელთა მისაღწევადაც ის მოქმედებს, იბრძვის და ცხოვრობს.

    ადამიანის პიროვნულ აზროვნებაში ყალიბდება სამყაროს მნიშვნელობა და არა ზერელე  ცოდნაში რეალობაზე. მათში წარმოიშობიან ცხოვრების თვითგანსაზღვრის  ორიენტირები, ისინი განსაზღვრავენ პიროვნების მიმართულებას, როგორც მის მნიშვნელოვან კომპონენტს.  

    პიროვნულო მიდგომა, პიროვნების სტრუქტურასთან დაკავშირებული დისკუსიებისგან დამოუკიდებლად, ნიშნავს პედაგოგიური პროცესის კონსტრუირებისა და განხორ¬ციე¬ლე¬ბის დროს მასზე. როგორც მიზანზე, სუბიექტზე, შედეგზე და ამ პროცესის ეფექტურობის მთავარ კრიტერიუმზე, ორიენ¬ტაციას, დაჟინებით მოითხოვს  უნიკალური პიროვნების, მისი ინტელექტუალური და ზნეობრივი თავისუფლების აღიარე¬ბას, პატივისცემის უფლებას, გულისხმობს პიროვნების ნიჭის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის თვით-განვითარების ბუნებრივ პროცესებში მხარდაჭერას, ამისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.  

    მეთოდოლოგიის ფილოსოფიურ დონეზე მატერიალური დიალექტიკის პოზიციიდან დადგენილია, რომ საფუძველი, საშუალება და პიროვნების განვითარების გადამწყვეტი პირო¬ბები-საქმიანობაა, ეს ფაქტი განაპირობებს პედაგოგიურ კვლევებსა და პრაქტიკაში საქმიანი მიდგომის რეალიზაციას.  

    საქმიანობა- ესაა ადამიანების მიერ გარემო რეალობის გარდაქმნა. ასეთი გარდაქმნის საწყის ფორმას წარმოადგენს შრომა. ადამიანის მატერიალური თუ სულიერი საქმიანობის  ყველა სახეობა წარმოადგენს შრომისაგან წარმოებულს და  თავის თავში ატარებს  მის მთავარ, მახასიათებელს-გარე სამ¬ყაროს შემოქმედებით გარდაქმნას. ბუნების გარდაქმნით ადამიანი გარდაქმნის  თავის თავსაც და  ამით ვლინდება, როგორც განვითარების სუბიექტი.  

    ფილოსოფოსები აღნიშნავენ, რომ ადამიანური ყოფის მნიშვნელოვან მხარეებს წარმოადგენს საგნობრივი საქმიანობა და დამოკიდებულება (”სუბიექტურ-ობიექტური” და  ”სუბიექ¬ტურ-სუბიექტური” ურთიერთობები). საგნობრივი საქმიანობა ყოველთვის მიმართულია განსაზღვრული მატერიალური და სულიერი პროდუქტის შემოქმედებით შექმნაზე.  

    საქმიანი მიდგომის მნიშვნელობა არგუმენტირებულად ჩამოაყალიბა თავის ნაშრომებში ცნობილმა რუსმა ფსიქო¬ლოგმა ა. ლეონტიევმა. ”კაცობრიობის კულტურის მიღწევების დასაუფლებლად,- წერდა ის,- ყოველმა ახალმა  თაობამ უნდა იღვაწოს ანალოგიურად (თუმცა არა იგივე) იმისა, რომლისთვისაც ადრე მიუღწევიათ. აი ამიტომაც და იმისთვის, რომ მოვამზადოთ აღსაზრდელები დამოუკიდე¬ბელი ცხოვრებისა და მრავალმხრივი საქმიანობისათვის, აუცილებელია შესაძლებლობების ფარგლებში ჩავრთოთ ისინი საქმიანობის ამ სახეობებში, ანუ  ორგანიზება გავუკეთოთ მათ სრულფასოვან ცხოველმოქმედებას სოცია¬ლური და ზნეობრივი მიმართულებით.

    ნებისმიერ საქმიანობას აქვს თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურა: მოტივი, მიზანი, ქმედება (ოპერაცია), პირობები და საშუალებები, შედეგი. თუ საქმიანი მიდგომის რეალი¬ზაციისას და აღსაზრდელის საქმიანობის ორგანიზებისას პედა-გოგს გამორჩება რომელიმე სტრუქტურული მომენტი, მაშინ, ამ შემთხვევაში, აღსაზრდელი ან საერთოდ არ არის  საქმიანობის სუბიექტი, ან  ასრულებს მას როგორც ილუზო¬რულს, როგორც ცალკეულ ქმედებას. აღსაზრდელი განათ¬ლების შინაარსს ჩასწვდება  მხოლოდ მაშინ, როცა მას ექნება შინაგანი მოთხოვნილება და აქტიურ-დადებითი მოტივაცია ასეთი სახის ათვისებისათვის.

    ფაქტის აღიარება, რომ პიროვნება ფორმირდება და წარმოჩინდება საქმიანობაში, როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქმიან მიდგომას. ის  თხოულობს  სპეციალურ მუშა¬ობას აღსაზრდელის საქმიანობის ფორმირებისათვის, მისი შემეცნების, შრომისა და დამოკიდებულებების სუბიექტის პოზიციაში გადაყვანისათვის. ეს თავის მხრივ განმარტავს აუცილებლობას, რომ მას შეასწავლონ მიზან¬დასახულობა და საქმიანობის დაგეგმარება, ორგანიზაცია და რეგულირება, კონ¬ტროლი, თვითანალიზი და საქმიანობის  შედეგების შეფასება.  

    ზოგიერთი მკვლევარის აზრით - პოლისუბიექტური (დიალოგური) მიდგომა გამოწვეულია იმით, რომ ადამიანის არსი მნიშვნელოვნად მდიდარი, მრავალმხრივია და რთულია, ვიდრე მისი საქმიანობა; არ ამოიწურება მისით, არ შეიძლება დაიყვანებოდეს მხოლოდ  საქმიანობამდე და ხდებოდეს გაიგივეობა მასთან. ამ კავშირში ყურადღება აუცილებლად  უნდა გამახვილდეს  მიკროსოციუმზე და საგანმანათლებლო პროცესში მონაწილე სუბიექტების ურთიერთდამოკიდებულებებზე, როგორც სულიერი განვითარების  უმნიშვნელოვანეს წყაროებზე. სწო¬რედ ურთიერთქმედებისას იძენს პიროვნება თავის ადამია¬ნურ, ჰუმანურ შინაარსს:  პიროვნება, გარკვეული აზრით, არის გარშემო მყოფ ადამიანებთან დამოკიდებულებების პროდუქ¬ტი და შედეგი, ანუ ინტერსუბიექტური წარმონაქმნი. ამიტომ ინტერინდივიდუალურ ასპექტში პიროვნება განიხილება როგორც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დამოკიდე¬ბუ-ლე¬ბების სისტემა, როგორც სოციალური ჯგუფის  ურთიერ¬თდამოკიდებულებათა მატარებელი (ა.პეტროვსკი).

    უახლოეს წარსულში ადამიანის შინაგანი სამყაროს  ”დიალოგური” შინაარსის ფაქტი პედაგოგიურ კვლევებში აშკარად არასაკმარისად იყო გათვალისწინებული. პიროვნე¬ბის  ძირითადი ბირთვი, მისი ფსიქოლოგიური სტრუქტურა ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრებოდა მისი საგნობრივ-პრაქტიკული სტრუქტურითა და  ხასიათით, ანუ ”ობიექტუ¬რად”. სოციალური კონტექსტი, რომელიც განმსაზ¬ღვ¬რელია  ამ საქმიანობის ნორმატივებისა და კოორდინა¬ტე¬ბი¬სა და ქმნის მის ემოციურ-მოტივიციურ ფონს, პრაქტიკულად აღმოჩნდა მეცნიერული ანალიზის ჩარჩოებს მიღმა.

    პიროვნების შემეცნების ჰუმანისტური მეთოდოლოგიის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი  შეიტანეს, მ. ბახტინმა და ა.უხტომსკიმ. ისინი მივიდნენ ერთიან აზრამდე ადამიანის პიროვნების უნიკალურობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშობა და გამოვლინდება მხოლოდ დიალოგურ ურთი¬ერთობებში.  დიალოგი- ეს არის არა პიროვნების ფორმირების საშუალება, არამედ მისი ყოფიერება.  

    ჰუმანისტური მეთოდოლოგია გამომდინარეობს ადამიანში ფსიქიკური დეტერმინაციის ”სუბიექტთშორისი” გაგებიდან და დაფუძნებულია ადამიანში პოზიტიური პოტენციალის რწმენაზე, უწყვეტი განვითარებისა და თვითსრულყოფის უსაზღვრო  შემოქმედებით შესაძლებლობებზე. ამასტან, მნიშ¬ვნე-ლოვანია ის, რომ პიროვნების  აქტიურობა, მისი მოთხოვ¬ნები თვითსრულყოფისათვის განიხილებიან არა იზოლირე¬ბულად, არამედ სხვა ადამიანებთან ურთიერთდამოკიდე¬ბულებების პირობებში, რომლებიც აგებულია  დიალოგის პრინციპზე.

    კულტუროლოგიურ მიდგომას, როგორც კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდოლოგიისა და პედაგოგიური რეალობის გარდასახვას, გააჩნია ქმედების სამი ურთიერთდაკავ¬შირე¬ბუ¬ლი ასპექტი: აქსიოლოგიური (ფასეულობითი), ტექნოლოგიუ¬რი და  პიროვნულ-შემოქმედებითი  (ი. ისაევი).

    კულტუროლოგიური მიდგომის აქსიოლოგიური ასპექტი განპირობებულია იმით, რომ ადამიანური საქმიანობის, როგორც მიზანმიმართული, მოტივირებული, კულტურულად ორგანიზებული ყოველი სახეობისათვის, დამახასიათებელია თავისი საფუძვლები, შეფასებები, კრიტერიუმები (მიზნები, ნორმები,სტანდარტები და ა.შ.) და შეფასების საშუალებები. კულტუროლოგიური მიდგომის ეს ასპექტი გულისხმობს პედაგოგიური პროცესის ისეთ ორგანიზებას, რომელიც უზრუნველყოფდა პიროვნების ფასეული ორიენტაციების შესწავლასა და ფორმირებას.  

    ტექნოლოგიური კულტუროლოგიური მიდგომა დაკავშ¬ი¬რე¬ბულია კულტურის გაგებასთან, როგორც ადამიანის საქმია¬ნობის სპეციფიკურ საშუალებასთან. სწორედ  საქმიანობა წარმოადგენს იმას, რასაც საყოველთაო,  ზოგადი ფორმა აქვს კულტურაში, მისი პირველი ზოგად-განსაზღვრულობითი კატეგორიები ”კულტურა” და ”საქმიანობა” ისტორიულად ურთიერთგანპირობებითია.  საკმარისია თვალი გავადევ¬ნოთ ადამიანთა საქმიანობის, მისი დიფერენციაციისა და ინტეგრაციის ევოლუციას, რომ დავრწმუნდეთ კულტურის განვითარებაში.  კულტურა,თავის მხრივ, წარმოადგენს რა  საქმიანობის უნივერსალურ დახასიათებას , თითქოს  იძლევა სოციალურ-ჰუმანისტურ პროგრამას და გულისხმობს საქმიანობის ამა თუ იმ  სახის მიმართულებას, მის ფასეულ  ტიპოლოგიურ თავისებურებებს და შედეგებს. პედაგოგიურ თეორიაში და პრაქტიკაში აუცილებელია კულტურის, მისი ფასეულობების პიროვნების შემოქმედებით საქმიანობასთან კავშირების გათვალისწინება.  

    ადამიანი ცხოვრობს და სწავლობს კონკრეტული სოციო¬კულ¬ტურულ გარემოში, მიეკუთვნება გარკვეულ ეთნოსს. ამითაა გამოწვეული ეთნოპედაგოგიური მიდგომა, რომელშიც ვლინდება ინტერნაციონალური (ზოგადსაკაცობრიო),  ნაციო¬ნალური და ინდივიდუალური აღზრდის ელემენტების ერთიანობა. მრავალი წლის მანძილზე აღზრდაში ნაციო¬ნალური ელემენტის მნიშვნელობა სათანადოდ იყო შეფა¬სებული.  უფრო მეტიც, აშკარა იყო ეროვნული კულტუ¬რის მდიდარი მემკვიდრეობის იგნორირების ტენდენცია. თუმცა, დღესდღეობით უკვე   მკვეთრია დაპირისპირება კულტურათა   დიდ აღმზრდელობით  შესაძლებლობებსა, კერძოდ  ეროვ¬ნულ    პედაგოგიკასა, და მათ  ბოლომდე   გამოუყენებლობას   შორის,   რომელიც   შედეგია

    მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების არარსე¬ბობისა.

    ეთნოპედაგოგიური მიდგომა გულისხმობს ამ დაპირის¬პირების აღმოფხვრას. ორგანული შეთავსება ახალგაზრდა თაობის ”შესვლისა” მსოფლიო პედაგოგიურ კულტურაში ხალხის ეროვნულ ტრადიციებთან, მის ეთნიკურ ზნე-ჩვეულებებს თუ  ადათ - წესებზე დაყრდნობით, - არის ასეთი მიდგომის რეალიზაციის პირობა პედაგოგიური პროცესის პროექტირებისა და ორგანიზებისათვის.  

    აღორძინებულთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ანთროპო¬ლოგიური მიდგომა, რომელიც პირველად შეიმუშავა და დააფუძნა კ. უშინსკიმ. მისი აზრით, ეს მიდგომა ნიშნავდა ადამიანზე,  როგორც აღზრდის საგანზე,  ყველა მეცნიერების მონაცემთა სისტემურ გამოყენებას და პედაგოგიური პრო¬ცესის აგებისა და განხორციელების დროს მათ გათვალის¬წინებას.  კ.უშინსკიმ ანთროპოლოგიური მეცნიე¬რე¬ბე¬ბის დიდ წრეს მიაკუთვნა ანატომია, ფიზიოლოგია და ადამიანის პათოლოგია, ფსიქოლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია, გეოგრაფია (რადგან იგი სწავლობს დედამიწას, როგორც ადამიანის  საცხოვრებეკს, ხოლო ადამიანს-როგორც დედამიწაზე მაცხოვ¬რებელს), სტატისტიკა, პოლიტიკური ეკონომია და ისტორია მისი ფართო გაგებით (რელიგიის, ცივილიზაციის, ფილოსოფიური სისტემების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და აღზრდის ისტორია). როგორც ის ვარაუ¬დობ¬და, ყველა ამ  მეცნიერებაში გადმოცემულია, შედარებულია და  დაჯგუფე¬ბულია ფაქტები და ის დამოკიდებულებები, რომლებშიც ვლინდებიან აღზრდის  ობიექტის, ანუ ადამიანის, თვისებები. ”თუ პედაგოგიკას უნდა ადამიანის ყოველმხრივი აღზრდა, მაშინ მანაც ჯერ  ყოველმხრივ კარგად უნდა შეიცნოს იგი”.  კ.უშინსკის ეს წესი იყო და რჩება უცვ¬ლელ ჭეშმარიტებად თანა¬მედროვე პედაგოგიკისათვის.

    თავისი ობიექტის ბუნებაზე მცირე ცოდნით პედაგოგიკას არ შეუძლია კონსტრუქციული ფუნქციის შესრულება შემასწავლელი პროცესების  სამართავად. მისი  ანთროპოლო¬გიური მიდგომისაკენ დაბრუნება წარმოადგენს პედაგოგიკის ფსიქოლოგიასთან, სოციოლოგიასთან, კულტურულ და ფილოსოფიურ ანთროპოლოგიასთან, ბიოლოგიასთან და სხვა  მეცნიერებებთან ინტეგრაციის პირობას.

    პედაგოგიკის გამორჩეული მეთოდოლოგიური პრინციპები (მიდგომები) შესაძლებელს ხდიან გამოიყოს, პირველ ყოვლისა, არა მოჩვენებითი (ყალბი, წარმოსახვითი), არამედ მისი ნამდვილი პრობლემები; მეორე, ისინი იძლევიან საშუალებას, რათა მთლიანად და დიალექტიკურ ერთია¬ნობაში გაანალიზდეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების ერთობლიობა, დაწესდეს მათი იერარქია;  და ბოლოს, მესამე, მოცემული მეთოდოლოგიური პრინციპები შესაძლებლობას იძლევიან ზოგადი სახით  მოხდეს პროგნოზირება ობიექტური ცოდნის მიღების უდიდესი ალბათობისა და წარსულს  ჩაბარდეს ადრე  გაბატონებული პედაგოგიური პარადიგმები.

    ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ნოვრუზ ბაირამოვი.  

    ავტორი :ნოვრუზ ბაირამოვი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სახელმძღვანელოები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ავტოსკოლები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საგანმანათლებლო რესურსები პედაგოგები რეპეტიტორები უცხო ენები კოლეჯი ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები უმაღლესი სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები განათლება საზღვარგარეთ მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სამეცნიერო პორტალები საბავშვო მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები წიგნების მაღაზიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები გამოცემები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024