პედაგოგიკის მეთოდოლოგიის ტექნოლოგიურ დონეს შეადგენენ კვლევის მეთოდიკა და ტექნიკა. ეს დონე განპირობებულია ყველა წინმსწრები დონეებით, რადგან მათზეა დამოკიდებული პედაგოგიური კვლევის ორგანიზაცია და მეთოდიკა. პედაგოგიური კვლევა გაიგება როგორც მეცნიერული საქმიანობის პროცესი და შედეგი,რომელიც მიმართულია ახალ ცოდნათა მისაღებად განათლების კანონზომიერებების, მისი სტრუქტურისა და მექანიზმების,შინაარსის, პრინციპებისა და ტექნოლოგიების შესახებ. პედაგოგიური კვლევა განმარტავს და წინასწარმეტყველებს ფაქტებსა და მოვლენებს.
პედაგოგიური კვლევები მიმართულებების მიხედვით შეიძლება დაიყოს ფუნდამენტურებად, გამოყენებით და დასამუშავებელ კვლევებად. ფუნდამენტური კვლევების შედეგს წარმოადგენენ განმაზოგადებელი კონცეფციები, რომლებიც საბოლოოდ აჯამებენ პედაგოგიკის თეორიულ და პრაქტიკულ მიღწევებს, ან გვთავაზობენ პედაგოგიური სისტემების განვითარების მოდელებს პროგნოსტიკულ საფუძველზე. გამოყენებითი კვლევები - ეს არის ნაშრომები, მიმართულები პედაგოგიური პროცესის ცალკეული მხარეების სიღრმისეულ შესწავლაზე, მრავალმხრივი პედაგოგიური პრაქტიკის კანონზომიერებების დაწესებაზე. დამმუშავებელი კვლევები კი მიმართულნი არიან კონკრეტული მეცნიერულ-პრაქტიკული რეკომენდაციების დასასაბუთებლად, რომელთაც უკვე ითვალისწინებენ ცნობილი თეორიული დებულებები.
ნებისმიერი პედაგოგიური კვლევა გულისხმობს მასში საყოველთაოდ მიღებული მეთოდოლოგიური პარამეტრების არსებობას. მათ მიეკუთვნება: პრობლემა, თემა, კვლევის ობიექტი და საგანი, მიზანი, ამოცანები, ჰიპოთეზა და დასაცავი დებულებები.
პედაგოგიური კვლევის ხარისხის ძირითად კრიტერიუმებს წარმოადგენენ: აქტუალობა, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელოვნობა.
კვლევის პროგრამას, როგორც წესი, აქვს ორი განყოფილება: მეთოდოლოგიური და პროცედურული. პირველი მოიცავს თემის აქტუალობის, პრობლემის ფორმულირების დასაბუთებას, ობიექტისა და საგნის განსაზღვრას, კვლევის მიზნებსა და ამოცანებს, ძირითადი ცნებების (კატეგორიალური აპარატის) ფორმულირებას, კვლევის ობიექტის წინასწარ სისტემურ ანალიზსა და სამუშაო ჰიპოთეზის დასახელებას. მეორე განყოფილებაში გახსნილია კვლევის სტრატეგიული გეგმა, აგრეთვე გეგმა და მოკრების ძირითადი პროცედურები, პირველადი მონაცემების ანალიზი.
აქტუალობის კრიტერიუმები მიუთითებენ პრობლემის შესწავლისა და გადაწყვეტის დროულობასა და აუცილებლობაზე სწავლებისა და აღზრდის თეორიისა და პრაქტიკის შემდგომი განვითარებისათვის. აქტუალური კვლევები პასუხს სცემენ მოცემულ დროში ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხებს, ასახავენ საზოგადოების სოციალურ შეკვეთას პედაგოგიური მეცნიერებისადმი, მიუთითებენ მნიშვნელოვან დაპირისპირებებზე, რომელთაც ადგილი აქვთ პრაქტიკაში. აქტუალობის კრიტერიუმი დინამურია, მოძრავია, დამოკიდებულია დროზე, კონკრეტული და სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებაზე. საერთოდ, აქტუალობა ხასიათდება უთანხმოების ხარისხით მეცნიერულ იდეებზე, პრაქტიკულ რეკომენდაციებზე მოთხოვნასა (ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად) და იმ წინადადებებს შორის, რომლებიც განხორციელებადია მეცნიერებისა და პრაქტიკის მიერ არსებულ დროში.
ყველაზე სარწმუნო საფუძველს, რომელიც განსაზღვრავს კვლევის თემას, წარმოადგენს დაპირისპირება სოციალურ და პედაგოგიურ პრაქტიკას შორის, რომლებიც ასახავენ ყველაზე საჭირბოროტო, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც თავის მხრივ ითხოვენ დაუყოვნებლივ გადაჭრას, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია ლოგიკური გადასვლა სოციალური შეკვეთიდან კონკრეტული თემის დასაბუთებაზე. აგრეთვე, ახსნა-განმარტება, რატომ არის კვლევისათვის სწორედ ეს ამოცანა აღებული და არა სხვა. ჩვეულებრივ, ეს არის მეცნიერებაში საკითხის დამუშავების ხარისხის ანალიზი.
თუ სოციალური შეკვეთა გამომდინარეობს პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზიდან, მაშინ პრობლემა დგება სხვა სიბრტყეში. ის გამოხატავს ძირითად დაპირისპირებას, რომელიც უნდა გადაიჭრას მეცნიერების საშუალებებით. მეცნიერული პრობლემის დაყენება- შემოქმედებითი აქტია, რომელიც თხოულობს განსაკუთრებულ ხედვას, სპეციალურ ცოდნას, გამოცდილებასა და მეცნიერულ კვალიფიკაციას.
ჩვეულებრივ, სწორედ პრობლემის გადაწყვეტა შეადგენს კვლევის მიზანს. მიზანი - პრობლემის ხელახალი ფორმულირებაა.
პრობლემის ფორმულირება იწვევს კვლევის ობიექტის არჩევას. ის შეიძლება იყოს პედაგოგიური პროცესი, ან პედაგოგიური რეალობის არე, ან რაიმე სახის პედაგოგიური დამოკიდებულება, რომელიც შეიცავს დაპირისპირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობიექტი შეიძლება იყოს ყველაფერი, რომელიც აშკარად ან დაფარულად მოიცავს დაპირისპირებას თავის თავში და ქმნის პრობლემურ სიტუაციას. ობიექტი - რაზეც მიმართულია შემეცნების პროცესი.
კვლევის საგანი-ეს არის ნაწილი, ობიექტის არეკლილი მხარე. პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით ეს უფრო მნიშვნელოვანი თვისებებია ობიექტის თავისებურებათა, რომ¬ლებიც ექვემდებარებიან უშუალო შესწავლას.
მიზნის შესაბამისად, კვლევის ობიექტად და საგნად განისაზღვრებიან საკვლევი ამოცანები, რომლებიც მიმართულნი არიან ჰიპოთეზის შემოწმებაზე. უკანასკნელი კი წარმოადგენს თეორიულად დასაბუთებული წინადადებების ერთობლიობას, რომელთა ნამდვილობა ექვემდებარება შემოწმებას.
მეცნიერული სიახლის კრიტერიუმები გამოიყენება დასრულებული კვლევების ხარისხის შეფასებისათვის. ის ახასიათებს ახალი თეორიული და პრაქტიკული დასკვნებს, განათლების კანონზომიერებებს, მის სტრუქტურასა და მექანიზმს, შინაარსს, პრინციპებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც მოცემული მომენტისათვის არ იყვნენ ცნობილები და დაფიქსირებულები პედაგოგიურ ლიტერატურაში.
სიახლე პედაგოგიურ კვლევებში არც თუ იშვიათად განიხილება თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის იდენტურად. მითითებულია მეცნიერებისა და პრაქტიკისათვის თემის მნიშვნელობა, პერსპექტივები, რომლებიც გვიჩვენებენ კვლევის შედეგებს. მაგალითად: ”მუშაობის შედეგები, შესაძლებლობას იძლევიან გაუმჯობესდეს მომავალი მასწავლებლების პროფესიული ოსტატობის დახვეწის პროცესი ”ან” დამუშავებული მეთოდიკა შეიძლება იქნას მასწავლებელთა საქმიანობაში როგორც გაკვეთილებზე, ასევე კლასგარეშე მეცადინეობებზე”. აღწერის მიხედვით ეს კრიტერიუმები ბევრ შემთხვევაში მთლიანად ემთხვევიან ერთმანეთს.
მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ახალი მიღწევები სწავლებისა და აღზრდის სფეროში ახალშემოღებული წესებისგან. ერთ შემთხვევაში ხდება ახალი იდეის, ახალ ცოდნის ფორმირება, მეორე შემთხვევაში- ხორციელდება პრაქტიკაში მისი დანერგვის პროცესი. ამიტომ არასწორია კვლევის შედეგების შეფასება მხოლოდ პრაქტიკაში მისი გამოყენების სტადიაზე. ხშირად ბევრი სიახლის გამოყენება ვერც კი ხერხდება და ისინი რჩებიან დამუშავების ეტაპზე. შესაძლებელია ისეთი შემთხვევაც, როცა სიახლე უკვე მოძველდა, ხოლო ახალშემოღებული მხოლოდ დაიწყო.
სიახლის შესაფასებლად მოსახერხებელია დონური კლასიფიკაცია. ის ისახავს ცნობილების რიგში მიღებული ცოდნების ადგილს და მათ თანმიმდევრობას.
კონკრეტიზაციის დონე - მიღებული შედეგი აზუსტებს ცნობილს, აკონკრეტებს ცალკეულ თეორიულ თუ პრაქტიკულ დებულებებს, რომლებიც ეხება სწავლებასა და აღზრდას, სწავლების მეთოდიკას, პედაგოგიკის ისტორიას და ა.შ.
შევსების დონე- მიღებული შედეგი აფართოებს ცნობილ თეორიულ და პრაქტიკულ დებულებებს სწავლასა და აღზრდაში. მიღებული ცოდნა ააშკარავებს პრობლემის ახალ წახნაგებს,რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. მთლიანობაში სიახლე სურათს კი არ ცვლის, არამედ ავსებს მას. ასე მაგალითად, დიდაქტიკაში მეცნიერების პრინციპი თავის დროზე ფორმულირებულ იქნა მ.სკატკინის მიერ. ამ პრინციპში მან ჩართო შემდეგი პირობები: მონაწილეებისათვის მიწოდებული ცნობების მეცნიერული უტყუარობა, აღწერილი მოვლენების არსის გახსნა, მოვლენათა ჩვენება მათ ურთიერთკავშირში და განვითარების ნახტომისებური ხასიათი, მონაწილეთათვის უმნიშვნელოვანესი მეცნიერული თეორიებისა და მეცნიერული სწავლების მეთოდების გაცნობა.
ეს პრინციპი შეივსო კიდევ სამი დებულებით, რომლებიც ადრე არ იყვნენ ცნობილნი: განათლების შინაარსის შესატყვისობა თანამედროვე მეცნიერების დონესთან; მონაწილეებისათვის მეცნიერული სწავლების ზოგად მეთოდებზე სწორი წარმოდგენების შექმნა (კერძო მეთოდები შედიან საგნობრივ შინაარსში და წარმოადგენენ მეთოდოლოგიური პრინციპების ნაწილს; შემეცნების პროცესების უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებების აღმოჩენა (დამოკიდებულება თეორიაზე, მის ელემენტებზე, სტრუქტურაზე და ფუნქციებზე). ეს მოთხოვნები ემატებიან ცნობილ დებულებებს, რომლებიც ეხებიან მეცნიერულ პრინციპებს, აფართოებენ წარმოდგენას მოცემულ საკითხზე.
გარდაქმნის დონე ხასიათდება პრინციპულად ახალი იდეებითა და მიდგომებით სწავლებისა და აღზრდის სფეროში, რომლებიც ადრე არ იყო თეორიაში. ხდება თვალსაზრისთა პრინციპული შეცვლა, წინა ხედზე გამოდის ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდაქტიკაში ძირფესვიანად განსხვავდება მოცემულ სფეროში ცნობილი წარმოდგენებისგან. ამ დონეს შეიძლება მივაკუთვნოთ განათლებისადმი ერთიანი მიდგომის დამასაბუთებელი კვლევები, სწავლების პროცესის ეფექტურობისა და მისი მეთოდების კვლევები, შინაარსის სრულყოფასთან, სწავლების პროცესებთან და მის მეთოდებთან დაკავშირებული ნაშრომები.
გარდაქმნის დონეზე განასხვავებენ დისკუსიურ - ჰიპოთეზური და საყოველთაოდ აღიარებულ სიახლეს. პირველ შემთხვევაში მიღებული შედეგები ბოლომდე ჯერ კიდევ არაა დამაჯერებელი და მეცნიერთა ნაწილში იწვევენ უკუქმედებას. უნდა გავიდეს გარკვეული დრო, სანამ ახალი იდეები კონკრეტიზირდებიან და გახდებიან საყოველთაოდ მიღებულნი. ჩნდება ეჭვი მოცემული მეცნიერული იდეების სამართლიანობასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ აღიარებული სიახლის ეტაპზე ეს ეჭვი ქრება. უკანასკნელ წლებში ზოგიერთი წინ წამოწეული იდეა ჯერ კიდევ რჩება დისკუსიურ - ჰიპოთეზურ დონეზე.
ახალი მეთოდები, რომელთაც გვთავაზობს მეცნიერება და პრაქტიკა, უნდა უზრუნველყოფდეს მაღალ სასწავლო - აღმზრდელობით ეფექტს და ასტიმულირებდეს მონაწილეთა განვითარებას.
კვლევა-ძიების ლოგიკა და დინამიკა შეიცავს რიგ ეტაპებს: ემპირიულს, ჰიპოთეზურს, ექსპერიმენტულ-თეორიულს (ან თეორიულს), პროგნოზულს.
ემპირიული ეტაპი იძლევა ფუნქციურ წარმოდგენას კვლევის ობიექტზე. ამ დონეზე აღმოაჩენენ წინააღმდეგობის გარდამქმნელ პრაქტიკას, მეცნიერული ცოდნის დონესა და მოვლენის არსში წვდომის მოთხოვნას შორის, აყალიბებენ მეცნიერულ პრობლემას. ემპირიული ანალიზის ძირითად შედეგს წარმოადგენს წამყვანი ვარაუდებისა და მათი დაშვების იმ სისტემების კვლევის ჰიპოთეზა, რომელთა მართლზომიერება საჭიროებს შემოწმებასა და დამტკიცებას.
ჰიპოთეზური მიდგომა მიმართულია იმ წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად, რომელიც არსებობს კვლევის ობიექტზე ფაქტიურ წარმოდგენებსა და მისი არსის წვდომის აუცილებლობას შორის. ის ქმნის პირობებს კვლევის ემპირიული დონიდან თეორიულზე (ან ექსპერიმენტულ თეორიულზე) გადასვლისათვის.
თეორიული ეტაპი უკავშირდება კვლევის ობიექტზე ფუნქციონალურ და ჰიპოთეზურ წარმოდგენებს შორის წინააღმდეგობათა გადალახვას, მასზე სისტემურ წარმოდგენათა მოთხოვნით.
თეორიის შექმნა იძლევა პროგნოსტიკულ ეტაპზე გადასვლის საშუალებას, რომელიც თხოულობს წინააღმდეგობის გადაჭრას კვლევის ობიექტზე მიღებულ წარმოდგენებსა, როგორც ერთიან განათლებასა და ახალ პირობებში მისი განვითარების წინასწარმჭვრეტის აუცილებლობას შორის. |