მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ხანდაზმულთა მდგომარეობა საქართველოში ნანახია (17650) - ჯერ 14 დეკემბერი 2011
    შესავალი, პრობლემის აღწერა
    საქართველოში “ხანდაზმულობის ასაკად” დადგენილია 65 წელი. ასაკი, როდესაც ადამიანი პენსიაზე გადის. თუმცა, ამ დადგენილებაში მეცნიერული არაფერია, უბრალოდ ეს “ხანდაზმულობის ასაკი” იმიტომ შემოიღეს, რომ ხანდაზმული სხვა ასაკობრივი ჯგუფისაგან გაეცალკევებინათ. სინამდვილეში,  ხანდაზმულობას, რა თქმა უნდა, ასაკი არ განსაზღვრავს, ადამიანი შეიძლება 75 წელს იყოს გადაცილებული, თუმცა მშვენივრად გრძნობდეს თავს და არავითარი პრობლემა აწუხებდეს. ჩვენს ხანდაზმულობას განვლილი ცხოვრება განაპირობებს. Mმეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და აქტიურ ცხოვრებას ოთხი რამ უდევს საფუძვლად:
    • განსაზღვრული ფუნქცია და როლი საზოგადოებაში;
    • პოზიტიური თვითშეფასება;
    • ზომიერი და უწყვეტი ფიზიკური აქტივობა;
    • თავის შეკავება სიგარეტის მოწევისაგან;
    თუ ამ ოთხ კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ, სავარაუდოდ, უფრო გავიხანგრძლივებთ ჩვენს ცხოვრებას, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი სხვადასხვა მიზეზისა და შექმნილი ვითარების გამო საქართველოში ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს პირველი ორი პუნქტის შესრულებას; საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს განსაზრვრული ფუნქცია და როლი საზოგადოებაში. Mმას არ შეუძლია წესიერად გამოკვებოს და უზრუნველყოს ოჯახი აუცილებელი პირობებით. ეს ყველაფერი ადამიანში იწვევს პესიმისტურ განწყობას, საკუთარი თავის დადანაშაულებას, რასაც პოზიტიურ თვითშეფასებამდე, რათქმა უნდა, ვერ მივყავართ.
    საქართველოში დემოგრაფიული დაბერების პროცესია დაწყებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი ხანდაზმულია. Eეს პროცესი 1990 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. Eერი დაბერებულად ითვლება, თუ მოსახლეობის 7% 65 წელზე უფროსია, ანუ ხანდაზმულია. Eეს მაჩვენებელი საქართველოში ჯერ კიდევ 20 წლის წინ იყო. 2007 წლისთვის კი 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობამ 18%-ს მიაღწია 2050წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, ფიქრობენ, რომ 30%-იან ზღვარს მიაღწევს.  
    საქართველოში დღეს, როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრი ხანდაზმული    ცხოვრობს. შესაბამისად საკმაოდ ბევრი პენსიონერია.
     
    მონაცემები: 2006 წელს, საქართველოში სულ იყო 985425 პენსიონერი,  
                2007 წელს- 836902,  
                2008 წელს-842246.  
                2009 წლის მონაცემები დღეისათვის ჯერ ზუსტად არ არსებობს, თუმცა, როგორც ამობობენ, ეს მონაცემები მკვეთრადაა გაზრდილი.
    როგორც ვხედავთ, საქართველოში ბევრი ხანდაზმულია და მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარსაა მისული. ზოგიერთი მათგანი მარტოხელაა, ზოგიერთი მიტოვებულია, ზოგი, მართალია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მაინც მარტოსულია, რადგან „ტვირთს“ წარმოადგენს ოჯახისათვის. Mმოხუცები, თითქოს, გამოცდილები და ზრდასრულები არიან, თუმცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. სწორედ 60-65 წლის მიღწევის შემდეგ, ადამიანი საკუთარი თავისთვის თითქოს უფასურდება. ის ვერ პოულობს თავის ფუნქციას. Yყველაზე მეტი ფიზიკური, თუ ფსიქიკური პრობლემა სწორედ ამ ასაკში ჩნდება, აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი დახმარება მოხუცებს ესაჭიროებათ. მათ აქვთ სხვადასხვა პრობლემა:
    • ჯანმრთელობის პრობლემები: ამ ასაკში ხშირია გულის დაავადებები, ვენერიული დაავადებები, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, კატარაქტა, დიაბეტი და სხვა.
    • ფინანსური პრობლემები: ხანდაზმულებს არა თუ ჯანმრთელობის საფასურის გადახდა, არამედ საჭირო საკვებზეც ძლივს მიუწვდებათ ხელი;
    ტრანსპორტირება: მოხუცებს უჭირთ გადაადგილება;
    • დეპრესია და სხვა ემოციური პრობლემები; ხანდაზმულები, როგორც ამბობენ, ბავშვებივით არიან და ყველაფერს ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდიან;
    • ფსიქიკური პრობლემები: სამწუხაროდ, ბევრ მოხუცს აქვს პრობლემები ფსიქიკასთან, რაც გამოწვეულია წარსულში მომხდარი უბედურებების გამო;
    ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ და რის გამოც მათ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ. ახლა,  მოკლედ განვხილოთ, თუ რითი შეუძლია საზოგადოებას მათი დახმარება, რა შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ, რას ვაკეთებთ და რა სამთავრობო, თუ არასამთავრობო პროგრამები არსებობს მოუცთა დასახმარებლად.
    სახელმწიფო პროგრამები
    სამწუხაროდ, დღესდღეობით არც თუ ისე ბევრი სახელმწიფო პროგრამა არსებობს მოხუცთა დასახმარებლად, თუმცა სახელმწიფო გარკვეულად ცდილობს ხანშიშესულ ადამიანთა დახმარებას. სოციალური პოლიტიკა ორიენტირებულია პენსიის ზრდაზე. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პენსია 14-დან 70 ლარამდე გაიზარდა, ამასთანავე 2009 წლიდან პენსია კიდევ 5 ლარით გაიზარდა და, როგორც ამბობენ, საპენსიო რეფორმა ჯერ არ არის დასრულებული. თუმცა, პენსიის ზრდასთან ერთად მოიმატა ფასმა მედიკამენტებზე, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე, ამიტომ პენსიის ზრდა დიდ შეღავათს მაინც ვერ უწევს ჩვენს ხანდაზმულ მოსახლეობას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პენსიონერებს აქვთ შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე, როგორიცაა გაზი და შუქი, ასევე აქვთ ფასდაკლება წამლებსა და მგზავრობაზე. თუმცა 75 ლარი მხოლოდ საჭმლისთვისაც კი ცოტაა.  
    მთავრობა გეგმავს შეიმუშაოს რამდენიმე პროგრამა, რომელიც ხელს შეუწობს უფროსი ასაკის მოსახლეობის აქტიურ დასაქმებას, რადგან, მათი თქმით, პიროვნების ასაკი არ შეიძლება გახდეს მათი სოციალური დისკრიმინაციის მიზეზი.
    სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი მიმართულებაა ხანდაზმულთა პანსიონური მომსახურება და კათარზისები.  
    პარლამენტის განცხადებით საზოგადოების თანადგომა და დახმარება თითქმის ყველა ხანდაზმულს ესაჭიროება. როგორც ისინი აცხადებენ განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს მათ სამედიცინო, სოციალურ, თუ ნებისმიერ სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფას ბინაზე. (პროგრამის ბიუჯეტია- 80.000 ლარი.) მართალია, პარლამენტის განცხადებით, ეს პროგრამა არსებობს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ჯერ არ განხორციელებულა.
    არასამთავრობო ორგანიზაციები
    საქართველოში არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მზრუნველობას იჩენს მოხუცების მიმართ. არსებობს, როგორც პანსიონატები, ასევე ჰუმანიტარული დახმარებები ხანდაზმულთათვის. ასეთებია: მოხუცებულთა თავშესაფარი “ბეთელი”, “გაბრიელ ბერის მოხუცთა თავშესაფრი”, “თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი”, “მოხუცთა თავშესაფარი თაობა”, “მარია-მოხუცთა კერძო პანსიონი”, “სათნოება- მოხუცთა და ინვალიდთა სახლი”. ასევე ჰუმანიტარული დახმარება “წითელი ჯვერი”. ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მათგანს: “თაობა”
    იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრები მოხუცების მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სასურველისაგან, “თაობა” საკუთარ მისიად აცხადებს თაობათშორის სოლიდარობის განმტკიცებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას, რაც ამ ორგანიზაციის აზრით, უნდა განხორციელდეს, ერთი მხრივ, ტრადიციული ფასეულობების აღორძინებით და მეორე მხრივ, თანამედროვე მიდგომების დანერგვით.  
    “თაობა” ზრუნავს შემდეგი პუნქტების შესასრულებლად:
    • ხანდაზმულთა რესურსების მაქსიმალური გამოყენება;
    • ქვეყანაში ხანდაზმულთა მიმართ დამსახურებული დამოკიდებულის აღდგენა;
    • რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
    მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემებზე და მათი ძალისხმევის ადეკვატური გამოყენება.  
    ამ მისიის გასახორციელებლად  “თაობა” მოქმედებს შემდეგი დევიზით –
    და განსაზღვრული აქვს რამოდენიმე სტრატეგიული მიმართულება:
    • ხანდაზმულთა პრობლემების კვლევა და დახმარების ოპტიმალური მოდელების შემუშავება;
    • სერვისების მიწოდება და მათი დახმარება სამედიცინო თუ სოციალურ პრობლემების გადაჭრაში;
    • ხანდაზმულთა ინტერესების პოპულარიზაცია;
    • ორგანიზაციის გაძლიერება და ფინანსური მდგომარეობის მიღწევა დაფინანსების ალტერნატიური წყაროების მიზიდვით.
    “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება”
    საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე 90 წლისაა. ეს ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს სოციალური პრობლემების მოგვარებას. ხანდაზმულთა პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ბუნებრივია, რომ “წითელი ჯვრის” საზოგადოებას შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამა.  
    მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური დახმარება თბილისში
    პროექტი მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების დახმარებას. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობას იღებს 1500 უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ხანდაზმული. პროექტის მიზანია გამოააშკარავოს ხანდაზმულთა სოციალური პრობლემების (გარიყვა, სიღარიბე) მიზეზები. უმთავრეს გამოსავლად, “წითელი ჯვრის” საზოგადოებას, საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მიაჩნია. ის რამოდენიმე გზას გვთავაზობს პოლიტიკურ და სერვისებში მონაწილეობისთვის:
    • მოხდეს ხანდაზმულების განათლება მათ უფლებებსა და შესაძლებლობებზე;
    • მოხდეს საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით;
    • განხორციელდეს მიზნობრივი ადვოკატირება, რომელიც შეეხება ხანდაზმულთა სოციალური დაუცველობის ძირითად მიზეზებს.
    პროექტი ცდილობს აქტიური სახე მისცეს ხელისუფლებასა და ორგანიზაციებს შორის დიალოგს. მას ასევე სურს თვითონ უმცირესობების (ამ შემთხვევაში ხანდაზმულების) ჩართვა აქტირურ მოლაპარაკებებში და გადაწყვეტილების მიღებაში.  
    პროექტის ერთ-ერთი ნაკლი ალბათ მისი გეოგრაფიული არეალის შეზღუდვაა. პროექტი ეხება მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებს. თუმცა მეორეს მხრივ, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ნაკლად: დედაქალაქში პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მდგომარეობის გამოსასწორებლად მთელს საქართველოში.
    დასკვნა
    საქართველოში ძალიან ბევრი ხანდაზმული ადამიანია, რომელთაც შეზღუდული აქვთ ესა თუ ის ფუნქცია, არ შეუძლიათ იმდენი, რამდენიც ახალგაზდრებს. სწორედ ამიტომ, უფრო მეტად ესაჭიროებად ჩვენი დახმარება, მხარში ამოდგომა, რათა იგრძნონ, რომ არ არიან მარტო. ჩვენ, იმიტომ, ავირჩიეთ ეს თემა, რომ გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხანშიშესულ ადამიანთა მიმართ. ჩვენ, გული გვტკივა, თუ როგორ ეპყრობიან მოხუცებულებს და გვინდა ყველას ვუთხრათ, რომ ჩვენც დავბერდებით.  
    გამოყენებული მასალები/ვებ-გვერდები:
    www.wikipedia.org
    www.google.com
    http://www.homecare.ge/taoba/index.php?cid=11
    http://www.statistics.ge/
    http://medgeo.net/
    ავტორი :მარიამ დავითაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კრიმინალისტიკა სხვა ჟურნალისტიკა და PR მარკეტინგი და რეკლამა ბუღალტერია და აუდიტი მრეწველობა, წარმოება მეტალურგია მშობლიური ენა და ლიტერატურა მეცნიერება და ტექნიკა ისტორია სამართალი სექსოლოგია პოლიტოლოგია სტატისტიკა ინვესტიციები გეოდეზია საბანკო საქმე ფიზკულტურა და სპორტი მეწარმეობა მედიცინა, ჯანმთელობა მათემატიკა ბიოლოგია ჟურნალისტიკა ასტრონომია ფინანსები და კრედიტი ავიაცია ფილოსოფია უცხო ენები ვეტერინარია მასმედია მუსიკა პროგრამირება საბაჟო სისტემა მართვა ქიმია პედაგოგიკა ზოოლოგია ტრანსპრტი კულტუროლოგია გადასახადები ლოგისტიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია კულინარია ტურიზმი ეკონომიკა გეოპოლიტიკა ეკოლოგია ინფორმატიკა გეოგრაფია მიფოლოგია ფიზიკა ფსიქოლოგია ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობები სახელმწიფო მოწყობა და მართვა კულტურა და ხელონება სოციოლოგია არქიტექტურა რელიგია ტექნოლოგია ელექტრონიკა გეოლოგია საბირჟო საქმე სოფლის მეურნეობა უცხოური ლიტერატურა დაზღვევა მენეჯმენტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024