ცნობილი ჩინელი მოაზროვნე კონფუცი აღნიშნავდა: ,,ადამიანი, რომელსაც ძალუძს ძველი მეთოდით რაიმე სიახლის აღმოჩენა, ღირსია რომ ერქვას მასწავლებელი”. სიახლე, ახალშემონაღები ანუ ინოვაცია ეს არის ის ფენომენი, რომელსაც ყოველთვის ემყარებოდა საზოგადოებრივი პროგრესი. პირველად ინოვაცია ხმარებაში შემოვიდა საუკუნის წინ კულტუროლოგიასა და ლინგვისტიკაში. Fფაქტიურად ის იყო სხვადასხვა კულტურების დიფუზია, ე. ი. ერთი კულტურის ფენომენის არეალის შერწყმა მეორე კულტურულ ფენომენთან და ამის ნიადაგზე სრულიად ახალის წარმოშობა. რა თქმა უნდა, ეს ყალიბდებოდა როგორც ახალი ტრადიციული კულტურა იმასთან მიმართებაში რაც იყო. ასეთი ინოვაციური პროცესები შეიძლება განვმარტოთ როგორც მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის განვითარების ძირითადი ფაქტორი.
XX საუკუნის დასაწყისში ეს ტერმინი შემოვიდა ეკონომიკურ მეცნიერებაშიც. გამოჩენილი ფილოსოფოსის და ეკონომისტის შუმპეტერის ახალშემონაღები (нововведение) განიხილებოდა ციკლური ეკონომიური კრიზისის დაძლევის საშუალებად.
30-იან წლებში ამერიკელ მენეჯერებს შორის შემოდის ტერმინი ,,ფირმის ინოვაციური პოლიტიკა”. Fფირმას შესაძლებლობა ეძლევა მიეღო მოგება არა მარტო საქონლის ფასების მომატებით, არამედ პროდუქციის განახლებითაც. Uუფრო განვითარებულმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ 70-80-იანი წლებისთვის დააჩქარეს ინოვაციური პროცესები სხვადასხვა სფეროებში და ამის საშუალებით უკვე შესაძლებელი გახდა ინოვაციური სისტემის შექმნა.
ინოვაცია ანუ ახალშემონაღები დამახასიათებელია ყველა პროფესიისათვის. ის არის მრავალი კვლევის, დაკვირვების და სამეცნიერო შრომის შედეგი. ის საჭიროებს შესწავლას, ანალიზს და საბოლოოდ განხორციელებას.
განათლებასთან დაკავშირებით ინოვაცია არის სიახლის შემოტანა მიზნებში და იდეებში, შინაარსში, მეთოდებში, სწავლებაში, აღზრდაში, პედაგოგის და მოსწავლის ურთიერთობის ორგანიზირებაში. თ. ხომერიკის, ა. ლორენსოვის აზრით ევროპაში პედაგოგიურ- ინოვაციური პროცესების გამოკვლევა დაიწყო 50-იანი წლების ბოლოს.
ჩვენში 80-იან წლებამდე ინტერესი პედაგოგიური ინოვატიკისადმი საერთოდ არ არსებობდა. 10-15 წლის განმავლობაში თანდათანობით იგრძნობა პედაგოგიური ინოვატიკით დაინტერესების მასშტაბების გაფართოვება. ის ძალზე ნელა ერწყმება ტრადიციულ, უკვე დამკვიდრებულ ფორმებს.
ჩვენში XXI საუკუნის პედაგოგიური ინოვატიკა თანდათან ყალიბდება როგორც სამეცნიერო პედაგოგიური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის როგორც ახალ ტექნოლოგიებს, საგანმანათლებლო სკოლის განვითარების პროცესებს, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
ინოვაცია გამოწვეული არის იმ კრიზისის გამო რომელიც თავს იჩენს საგანმანათლებლო სისტემაში. Aამ შემთხვევაში ინოვაციებს ეკისრებათ დაგროვებული პრობლემების განმტვირთველის და ამ პრობლემების დადებითად ან უარყოფითად გადამჭრელის მოვალეობა.
როდესაც ვლაპარაკობთ ინოვაციებზე არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ინოვაცია ეკონომიკაში აღითქმებოდა როგორც შემოსავლისა და მოგების შესაძლებლობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში კი ის ისე განისაზღვრება როგორც სიახლე, რომელიც მოქმედებს ცხოვრების გაუმჯობესების ხარისხზე. რაც შეეხება ცხოვრების ხარისხის მცნებას-ის განუსაზღვრელია, ამიტომ პედაგოგიური ინოვაციის მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს წლების შემდეგ დადებითად ან უარყოფითად. ინოვაცია მოიაზრება როგორც ფორმირება ახალი პედაგოგიური სინამდვილის და აღმოცენება ახალი კულტურული ტრადიციების. Eეს კი ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ჩამოყალიბებული პროცესი მდგომარეობს ახლის ფორმირებაში, მისი არსის, შინაარსის, განვითარებისა სა დანერგვის ორგანიზაციაში.
წამყვანი მეცნიერების ნაშრომებში, (კ. ანგელოვსკი; ა. ხუტორსკოი; ,,პედაგოგიური ინოვატიკა”, ნ. იუსუფბეკოვა; ,,პედაგოგიური ინოვატიკის საფუძვლები” და ა. შ.), პედაგოგიური ინოვატიკა არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის პრდაგოგიურ ინოვაციებს, მის ბუნებას, წარმოშობას და განვითარების კანონზომიერებებს განათლების სუბიექტთან მიმართებაში და აგრეთვე უზრუნველყოფს პედაგოგიური ტრადიციების კავშირს მომავალი განათლების პროექტებთან. Eეს არის ჩვენი ტრადიციული პედაგოგიკის ისტორიული პროცესების მიერ წარმოშობილი სიახლეებით გამდიდრება, მათი დანერგვა და ათვისება.
ტრადიციული განათლების სისტემა ხასიათდება ორგანიზაციის გარკვეული სახით. Eეს არის ფუნქციონალურ- იერარქიული დამოკიდებულება მონაწილეებზე. ასეთი პედაგოგიური სისტემა სტაბილურია, მოწესრიგებულია და გამორიცხავს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეთა სუბიექტურ განვითარებას. თავისი არსის მიხედვით ტრადიციული სისტემა ფორმალურ- ფუნქციონირებადია. მისი ამოცანაა აღზარდოს ამ ინფორმაციის შემძენი და შემდეგ განმახორციელებელი ადამიანი. Mმაგრამ როდესაც მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცვლილებები, სუბიექტს ეძლევა საშუალება განახორციელოს თავისი პირადი აზრი. მასზე დაყრდნობით წარმოიშობა ახალი, პედაგოგიურ-ინოვაციური სისტემა. ამ შემთხვევაში მოსწავლეც და მასწავლებელიც სწავლების პროცესში ცდილობს შემოიტანოს საკუთარ აზროვნებაში ახალი ფორმები და სიახლეები, განავითაროს და განახორციელოს ისინი.
დომინანტური ინოვაციური სწავლება წარმოადგენს აზროვნების ჰუმანიზაციას. Pპედაგოგის და მოსწავლის ურთიერთზემოქმედებას სწავლების პროცესში, მათ ურთიერთგაგებას და დასახული მიზნისკენ სწრაფვას. Eეს ხშირად ვლინდება პედაგოგის მიერ შესასწავლი მასალისადმი თავისებური მიდგომით. სწავლების ასეთი სტილი შეიძლება გადაიზარდოს დიალოგში და თანამშრომლობაში. ის აძლევს მოსწავლეს თავდაჯერებულობას, ინტერესს და რაც მთავარია ჰქმნის მიზანს. Aახალი თაობის მისწრაფება განათლების, განვითარების და თავისუფლებისადმი ეს არის ჰუმანურ-პედაგოგიური აზროვნების მეცნიერულ-ფილოსოფიური და ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური საწყისი.
პედაგოგიური ინოვატიკა ეს არის საგანმანათლებლო-ინოვაციური პროცესების სამი ძირითადი შემადგენლის ერთობლიობა:
_პედაგოგიური სიახლეების წარმოშობა;
_მათი დანერგვა და ათვისება;
_მათი გამოყენება და გავრცელება;
Aამის მიხედვით ინოვაციური პროცესი შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი მიზანმიმართული იდეის დაყვანა პრაქტიკულ განხორციელებამდე და სოციალურ-პედაგოგიურ სფეროში ამ იდეებთან დაკავშირებული გარდაქმნების რეალიზაცია.
Pპედაგოგიური ინოვატიკის საკვანძო ცნებებს წარმოადგენს:
_პედაგოგიური სიახლე;
_ახალშემონაღები;
_ინოვაციური პროცესი;
_ინოვაციური საქმიანობა;
Pპედაგოგიური სიახლე განსაზღვრავს ახალი იდეების, პრინციპების და ტექნოლოგიების შემოქმედებით გადამუშავებას, აგრეთვე მათ გარდაქმნას განსახორციელებელ პროექტებად.
სიახლე და ახალშემონაღები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუ სიახლე არის იდეა, მეთოდი და ტექნოლოგია, ახალშემონაღები არის ყოველივე ამის დანერგვისა და ათვისებაის პროცესი.
განათლებაში ინოვაციური პროცესი განიხილება სამ ასპექტში:
_სოციალურ-ეკონომიური;
_ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური;
_ორგანიზაციულ-მმართველობითი;
ინოვაციური საქმიანობა იმ მიღებული ზომების კომპლექსია რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციური პროცესების მიმდინარეობას.
ვითვალისწინებთ რა პედაგოგიკის არსს, რომელიც ორიენტირებულია აღზრდის, განათლების და განვითარების თავისებურებებზე, შეიძლება განვსაზღვროთ პედაგოგიური ინოვატიკის საგანი და ობიექტი როგორც ტრადიციული ასევე მისი განახლებადი და განვითარებადი პოზიციებიდან.
|