თვითობის ორი ასპექტი პირველად უილიამ ჯემსმა განასხვავა ერთმანეთისაგან. საკუთარი პიროვნება, ერთის მხრივ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც 1. სუბიექტი (I) და, მეორეს მხრივ, როგორც 2. ობიექტი (Me). ჯემსის მიხედვით, მე-სუბიექტი არის აქტიური, მოქმედი, ცნობიერი, საკუთარი ქცევის წარმმართავი, სწორედ მისი ერთ-ერთი მახასიათებელი არის ჩვენი მუდმივობის განცდა. ხოლო მე-ობიექტი არის მე-ს შემმეცნებელი ობიექტი. როგორც ვხედავთ, თვითობა თავის თავში ერთდროულად აერთიანებს როგორც სუბიექტს, ისე ობიექტს |