ესეს მიზანს წარმოადგენს, კულტურული ტრავმის, კერძოდ კი ომის ტრავმის გამოვლინებების განხილვა 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შედეგად დევნილ ადამიანებში, რომელსაც დევნილთა კონკრეტული ისტორიების საფუძველზე შევეცდები. კერძოდ, ამ ადამიანების ნაამბობიდან გამომდინარე, რომელსაც გავეცანი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტ-გვერდებზე ვეცდები გამოვკვეთო ის ტრავმული ნიშნები, რომელთაც თავი იჩენს მათ ცნობიერებაში მსგავსი ტრაგიკული მოვლენის გადატანის შემდეგ. როგორ და რამდენად ღრმად აღიბეჭდა აფხაზეთის ომის „საშინელებანი“ მათ ცნობიერებში და რა სახით გამოვლინდა ის. რას გრძნობენ, რას განიცდიან აფხაზეთის გახსენებისას, რა ასოციაციას იწვევს აფხაზეთი მათში და ა.შ. ყველა ამ კითხვაზე ვეცდები ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი გავცე. თუმცა, მანამდე ზოგად თეორიულ მიმოხილვას გავაკეთებ და პირველ რიგში, განვმარტავ რამდენიმე ტერმინს საკითხის უფრო უკეთ გაგებისათვის. |