კომუნიკაცია ლათინურიდან ითარგმნება, როგორც – კავშირი, ურთიერთობა, გაერთიანება, დიალოგი. კომუნიკაცია ისეთივე ძველი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში, როგორც თვითონ ისტორია ამ კაცობრიობისა. ადამსა და ევას დიალოგის, ურთიერთობის გარეშე მომავალი არ ექნებოდათ, მეტიც – არც ის ცოდვა დაგვედებოდა ვალად, რაც შემდეგმა კომუნიკაციურმა – უფრო ზუსტად კი PR-ტეგნოლოგიურმა სვლამ გამოიწვია. |