მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ვიკა  
თამარ ჩხაიძე  
 
ახალი კომენტარები
  • გამოცდების ჩაბარების ფსიქოლოგია და ტექნოლოგია.
  • ra advila teoriulad amis axsna... praqtikashi magis gamoyeneba dzalian znelia
  • ki
  • ara ras ambob
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • wels me pirvelad gavdivar maswavlebelta sarsefikacio gamocdebze da garda matematikis kidev bardeba raime ?
  • ადიქტოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი
  • avtorebis Tanaxmad, damokidebuli qcevis daavadeba ganmartebulia, rogorc qronikuli fsiqogenuri arafsiqotikuri fsiqikuri aSliloba, romelic pirovnebis etapobriv paTologiu ...

  • ჯორჯ ორუელი-ადამიანი ცნება
  • The New Oxford American Dictionari უნდა (მ)ეწეროს
  • ლევ ვიგოტსკის სწავლის სოციალურ-კულტურული თეორია
  • სამწუხაროდ ბოლომდე არ აიტვირთა
  • Was Sherlock Holmes a real person?
  • :-) gmadlobt
  • Was Sherlock Holmes a real person?
  • magaria:)
  • სასარგებლო სათამაშოები
  • წყარო: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (2010)
     
     

     

    ზაზა გოგიჩაშვილის გაკვეთილი 3:ოპერაციული სისტემა Windows XP ნანახია (5346) - ჯერ 22 აპრილი 2011

    ოპერაციული სისტემა  Windows  XP   ჩართეთ კომპიუტერი ქსელში. თუ კომპიუტერზე დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი მომხმარებელი, სისტემა ავტომატურად იწყებს მუშაობას მოცემული მომხმარებლის გარემოსთან. მაგრამ თუ დარეგისტრირებულია რამოდენიმე მომხმარებელი, სისტემა  Windows    XP შეგთავაზებთ მომხმარებლის გარემოს არჩევას.

    კომპიუტერს ფუნქციონირებისთვის, გარდა აპარატურული ნაწილისა (Hardware), აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფა (Software), რომლის მეშვეობითაც იმართება კომპიუტერი და მისი მოწყობილობები. სწორედ პროგრამული უზრუნველყოფა გვაძლევს საშუალებას,  გადავჭრათ სხვადასხვა გამოყენებითი სახის ამოცანა და ავტომატიზირებული გავხადოთ ადამიანის საქმიანობა, პერსონალური კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს ათეულ ათასობით სხვადასხვა სახის პროგრამას.

    თანამედროვე ადამიანი გარკვეული უნდა იყოს პროგრამათა ამ ფართო სპექტრში.

    მას უნდა შეეძლოს, შეარჩიოს და ეფექტურად გამოიყენოს პროგრამები ამა თუ იმ ამოცანათა გადასაჭრელად. კომპიუტერული პროგრამა არის ბრძანებათა თანმიმდევრობა, რომელთაგან თითოეული ატყობინებს პროცესორს, თუ რა მოქმედება უნდა შეასრულოს ყოველ მოცემულ მომენტში.

    პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება, როგორც წესი, ბევრად აღემატება თვით კომპიუტერის ღირებულიბას. ამიტომაც პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრია დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და სწრაფადგანვითარებად ბიზნესად ითვლება.

    მსოლიოში გავრცელებულ პროგრამულ უზრუნველყოფის უდიდეს ნწილს ქმნიან მძლავრი კორპორაციები, როგორიცაა: Microsoft, Adobe Systems, Oracle, IBM და სხვა. თუმცა არსებობს ათასობით წვრილი ფირმა და ინდივიდუალური პროგრამისტებიც კი, რომლებიც ქმნიან სპეციალური დანიშნულების პროდუქციას.

    მაღალხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად საჭიროა სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტების ხანგრძლივი და ინტენსიური შრომა იდეალური პროგრამის შექმნა, ისეთისა, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას და სრულყოფილად გამოიყენებს კომპიუტერის აპარატურულ შესაძლებლობებს, შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ მომხმარებლის მოთხოვნებიც იცვლება და კომპიუტერის აპარათურული შესაძლებლობებიც განუხრელად უმჯობესდება.

    ამის გამო, საუკეთესო პროგრამებიც კი საკმოდ მალე ძველდება. სწორედ ამიტომ, პროგრამული პროდუქციის შემქმნელი კომპანია დროდადრო აუმჯობესებს თავის პროდუქციას. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა გარდა ამისა არსებობს ინსტრუმენტალური პროგრამული სისტემები ანუ დაპროგრამების გარემოები, რომლებიც გამოიყენება თვით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესის გასაადვილებლად.  

    სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა  

    სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა ძირითადად მოიცავს შემდეგი ტიპის პროგრამებს: ოპერაციული სისტემები, უტილიტები და მოწყობილობათა დრაივერები.

    ოპერაციული სისტემა - აკონტროლებს და კორდინაციას უწევს კომპიუტერის მოწყობილობებს და ახორციელებს მოწყობილობებისა და პროგრამის ურთიერთქმედებას. ოპერაციული სისტემა აუცილებელია ნებისმიერი კომპიუტერისთვის. აღიქვამს რა მომხმარებლის მოქმედებებს, ოპერაციული სისტემა გადასცემს შესაბამის ბრძანებებს მოცემული დავალების შესრულებაში მონაწილე ყველ მოწყობილობას.

    სწორედ ოპერაციული სისტემის დამსახურებაა, რომ პრინტერი ბეჭდავს დოკუმენტებს, რომ ტექსტური ან გრაფიკული გამოსახულებები ეკრანზე აისახებიან, რომ თაგვი ასრულებს გარკვეულ მოქმედებებს და სხვა. სხვანაირად რომ ვთქვათ ოპ.ს. არის მთარგმნელი თქვენი ბრძანებების კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე. მოწყობილობების დრაივერები სპეციალური პროგრამაა, რომელიც ახორციელებს კომპიუტერისა და მისი მოწყობილობების ურთიერთქმედებას.

    უტილიტი არის სერვისული პროგრამა, რომელიც კომპიუტერის ეფექტური გამოყენების საშუალებას გვაძლევს.  

    გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერის საშუალებით სხვადასხვა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო ამოცანის გადაჭრისას იყენებენ გამოყებებით პროგრამულ უზრუნველყოფას. სწორედ გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ხორციელდება ტექსტის აკრეფა და დოკუმენტის მომზადება, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების დაკაბადონება დიდი მოცულობის ინფორმაციი შენახვა და მოხმარება, გრაიკისა და ნახატების შექმნა და სხვა.  

    ვირუსები და ანტივირუსული დაცვა კომპიუტერული ვირუსი ეწოდება პროგრამას, რომლებსაც შეუძლია თვითნებურად შექმნას საკუთარი ასლები და ჩაწეროს ისინი ფაილებში ან კომპიუტერული მეხსიერების სისტემურ ნაწილში, აგრეთვე შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები მომხმარებლისაგან დამოუკიდებლად, მისი ნებართვის გარეშე.

    ვირუსი კომპიუტერზე შეიძლება მოხვდეს მხოლოდ დისკიდან ან ქსელიდან. გავრცელების გარემოს მიხედვით ვირუსები რამოდენიმე ჯგუფად იყოფიან: ფაილების ვირუსები -   ნერგავენ საკუთარ კოდს რომელიმე შესრულებად ფაილში.

    ამგვარი ფაილის შესრულებაზე გაშვების შემდეგ პირველ რიგში აქტიურდება ვირუსი და მხოლოდ შემდეგ გადაეცემა მართვა ფაილს. მაკროვირუსები - იყენებენ ინორმაციის დამუშავების სხვადასხვა სისტემებში ჩაშენებულ მაკროენენების საშუალებებს. განსაკუთრებით ფართოდ არიან ისინი გავრცელებული ისეთ პროგრამებისთვის, როგორიცაა Word და Excel.

    ქსელეური ვირუსები - გავრცელებისთვის იყენებენ კომპიუტერულ ქსელებს და ელფოსტის პროტოკოლებისა და ბრძანებებს. დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია ე.წ. ”ტროას ცხენები”   (ეს ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობაა, ვინაიდან მათი ძირითადი დანიშნულებაა არა ინფორმაციის განადგურება, არამედ ვირუსის ავტორისათვის ინფორმაციის ფარული გადაგზავნა.

    გარეგნულად ეს ვირუსები თავს არ ამჟღვნებენ და შეუძლიათ ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ კომპიუტერიში და ინფორმაციას ”ქაჩავდნენ” ) და საფოსტო ვირუსები. ვირუსებთან საბრძოლველად გამოიყენება სპეციალური პროგრამები - ანტივირუსები. ეს პროგრამები ახორციელებენ ვირუსის კოდის ძებნას ფაილში, მეხსიერებაში და აღმოაჩენენ რა პროგრამულ კოდს, რომელიც ემთხვევა მათ ბაზაში არსებულ რომელიმე ვირუსის აღწერას, იძლევიან შეტყობინებას ვირუსის აღმოჩენის შესახებ.

    ოპერაციული სისტემა Windows XP   ჩართეთ კომპიუტერი ქსელში. თუ კომპიუტერზე დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი მომხმარებელი, სისტემა ავტომატურად იწყებს მუშაობას მოცემული მომხმარებლის გარემოსთან. მაგრამ თუ დარეგისტრირებულია რამოდენიმე მომხმარებელი, სისტემა Windows XP შეგთავაზებთ მომხმარებლის გარემოს არჩევას. თუ გარემო დაცულია პაროლით, საჭირო გახდება პაროლის შეყვანა.

    აგრეთვე გაეცანით ზაზა გოგიჩაშვილის კომპიუტერული სკოლის წინა და შემდგომ online გაკვეთილებს.

    ავტორი :ზაზა გოგიჩაშვილი კომენტარები (3)

    კომენტარები  
    24 მარტი 2012

    ბატონო ზაზა, მოგესალმებით  
    ძალიან გთხოვთ იქნებ უახლოეს მომავალში გააგრძელოთ თქვენი გაკვეთილების განთავსება....  

    ზაზა გოგიჩაშვილი 11 მარტი 2012

    ბატონო მამუკა უახლოეს მომავალში დავდებ მთლიან გაკვეთილებს როგორც Windows ასევე Word–ის გაკვეთილებს  

    მამუკა ჯიქია 04 მარტი 2012

    გამარჯობა ზაზა, ძალიან მომწონს შენი გაკვეთილები, მათში ბევრი ჩემთვის საინტერესო რამ აღმოვაჩინე.

    პატივისცემიტ მამუკა ჯიქია, წყლტუბოდან

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტურიზმი/დასვენება/გართობა ვცვლი განათლება/სწავლება ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტენდერები/გრანტები ვიყიდი ხელოვნება/კულტურა ვყიდი სტიპენდიები გავაჩუქებ ფიზიკური კულტურა/სპორტი კონფერენციები/ღონისძიებები ვარ სპეციალისტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება მომსახურება სხვა სასწავლო პროგრამები ვეძებ სპეციალისტს
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  საბანკო, ოფის მენეჯერის და სხვა კურსები და ტრენინგები

    alt

     
    სიახლეები  
    2012 წლის სასერტიფიკატო კურსები
    CV & Motivation Letter
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2013