მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ბავშვი იზრდება ოჯახში. დედასა და მამას მის აღზრდაში განსხვავებული ფუნქციები აკისრია, მაგრამ ოჯახი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით აღწევს სასურველ შედეგს. ამის თაობაზე გაეცანით მასალებს და გამოაქვეყნეთ თქვენი მოსაზრება საიტის ამ გვერდზე.


                                                           

    დედობის ჰოროსკოპი ნანახია (22908) - ჯერ 17 აგვისტო 2009

    დედა-ვერძი
    ყოველთვის მზად არის თავი მიუძღვნას ოჯახურ ცხოვრებას,   შვილებს და ცდილობს იყოს ყველაზე უკეთესი. ეძებს ახალ იდეებს, კითხულობს მრავალ წიგნს, რათა გაზარდოს ყველაზე საუკეთესო შვილი. როგორც წესია უარყოფს პედიატრების რჩევას - ის ხომ იდეალური დედაა და მან უკეთ იცის, რა ესაჭიროება შვილს. როდესაც შვილები გაეზრდება, ყველანაირად ხელს უწყობს მეგობრებთან ურთიერთობას. შეუძლია მოუწყოს გრანდიოზული დაბადების დღე. ის თვლის, რომ მისი შვილი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა და უნიკალური.

    დედა-კურო

    ბავშვების გარეშე მისი აზრით სიცოცხლე შეუძლებელია. ყველაფერი - მხოლოდ შვილებისათვის, ისინი წარმოადგენენ მისი არსებობის არსს და მათ მიმართ იგი უაღრესად თავდადებულია. ყოველთვის ცდილობს იყოს სამართლიანი და აკონტროლოს შვილების პრობლემები და სირთულეები. დედა-კურო ყველაზე მოტრფიალე დედაა. იგი გამუდმებით ეხვევა და ჰკოცნის შვილებს, მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ უფროს ასაკში შვილები შეიძლება ”იგუდებოდნენ” მისი გადამეტებული მეურვეობისაგან. ამ ნიშნის დედებს სურთ, რომ შვილები იყვნენ ლამაზები, სიცოცხლით აღსავსე და გააჩნდეთ კარგი მადა.
    დედა-ტყუპები
    დედობის გრძნობის უდიდესი გამოხატვის შესაძლებლობების მატარებელია. ყრმობიდანვე ასწავლის შვილებს დამოუკიდებლობას. ამისათვის აქვს უამრავი წიგნი და დიდაქტიკური თამაში. ეამაყებათ შვილების განვითარების პროგრესით, სკოლაში კარგი სწავლა, მაღალი ნიშნები და მცირედი წარმატებებიც კი. მას შეუძლია გაიფუჭოს ნდობით აღსავსე მეგობრული ურთიერთობები, თუ შვილებისგან მოითხოვს მეტ დამორჩილებას. გადამეტებული დემოკრატია - მისი ძირითადი მახასიათებელია, იგი ხომ საკუთარი შვილის ყველაზე კარგი მეგობარია.

    დედა-კირჩხიბი
    ყოველთვის ნაზი და ყურადღებიანია შვილებთან ურთიერთობაში, ეცდება დაუბრუნოს შვილს ღიმილი, თუ დაინახა ის მოწყენილი. ყოველთვის მორიდებული, ის შეიძლება გამხეცდეს, თუ მის შვილს დაემუქრება მცირედი საფრთხეც კი. დიდ ყურადღებას ანიჭებს სენტიმენტალურ წვრილმანებს. როგორც წესია, ინახავს ყველა ფოტოსურათს, წერილს, სკოლის დღიურებს, ყველაფერს, რაც ასახავს მისი შვილების აღზრდის ისტორიას.

    დედა-ლომი
    ნიშნის თვისებებიდან შესაბამისად სურს იმეფოს და იბრწყინოს. მის შვილებს უნდა გააჩნდეს ყველაფერი ძვირი და საუკეთესო. შეუძლია პატიება, გულუხვია, კარგად იცის საზღვრების გავლება ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი უმთავრესი სურვილია - იხილოს ბედნიერი, თავდაჯერებული და ცხოვრებაში წარმატებული შვილები და როგორც ყველა ლომს, როგორც მას ასევე შვილებს უყვართ ერთმანეთთან თამაში.

    დედა-ქალწული
    ამ ნიშნის დედას არ ხიბლავს კრუხივით ცხოვრება, იმავდროულად ის ყურადღებით თვალ-ყურს ადევნებს შვილების განვითარებას, აძლევს რჩევასა და ეხმარება მიეჩვიონ დამოუკიდებელ აზროვნებას. ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს გულცივი, მაგრამ მისმა შვილებმა კარგად იციან დედის თავშეკავებული ალერსის შესახებ და კარგად აღიქვავენ მის იუმორის გრძნობას. შვილს ასწავლის გემოვნებით ჩაცმას და საერთოდ, როგორ აკეთოს ყველაფერი გამართულად. დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის ფიზიკურ აღზრდას, მისი ჰიგიენისა და კვების საკითხებს.

    დედა-სასწორი
    ზოგჯერ ამ ნიშნის დედებს ღლის მძიმე ოჯახური შრომა, უწესრიგობა და ხმაური. მას უყვარს სამართლიანობა. ამის გამო შეიძლება ”აფეთქდეს” კიდევაც, მაგრამ მის საყვარელ შვილებს ძალიან უყვართ დედასთან ურთიერთობა, ძილისპირული ზღაპრების მოსმენა, ყველამხრივ იწვევენ დედის ალერს. დედა-სასწორს სურს პირველ რიგში იყოს გულწრფელი და სამართლიანი შვილების მიმართ. მას გააჩნია არა მარტივი ხასიათი, ურთიერთობა მასთან აგრეთვე არ არის მარტივი, მაგრამ შვილებისთვის ის ყოველთვის ყველაზე ლამაზი და კეთილი დედაა.

    დედა-ღრიანკალი
    მან ყველაფერი იცის თავისი შვილის შესახებ მისი ამ ქვეყნის მოსვლის წამიდან. ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე მისი ძლიერი ინტუიცია იცავს შვილებს შეცდომისგან. წინაგრძნობით ის ყოველთვის გებულობს, თუ რაა მოუწესრიგებელი მათ ცხოვრებაში. მისი სიყვარული შვილისადმი უსაზღვროა, უაღრესად თავდადებულია, მისი დრო და გული სრულად ეკუთვნის მის შვილს. მას გააჩნია უნარი აღმოაჩინოს და განავითაროს შვილში ნიჭის ყველა გამოვლენა.

    დედა-მშვილდოსანი
    ძალიან სერიოზული და უაღრესი პასუხისმგებლობის დედაა. მას ყველაფერი განრიგით   აქვს: კვება, ბანაობა, თამაში. ყველაფერი აქვს გაზომილი დროში. მან კარგად იცის, რომ ბავშვის დღის რეჟიმი - ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. მას გააჩნია უნიკალური უნარი მოუწყოს შვილებს თამაშები, დღესასწაულები, სხვა და სხვა ღონისძიებები და ყველაფერი ეს თავგადასავლად აქციოს ბავშვებისათვის. თანდაყოლილი იუმორის გრძნობის გამო მასთან არასდროს არ მოიწყენ და ბავშვებს ეს ძალიან ხიბლავს.

    დედა-თხის რქა
    ნიშნის თვისებებიდან გამომდინარე თავშეკავებული და მოკრძალებულია, მაგრამ ამ გარე იერის მიღმა უდიდესი სიყვარული და სინაზე იმალება. ის მკაცრი და მომთხოვნი დედაა, რომელსაც უყვარს წესრიგი და როდესაც ბავშვები უჯერებენ. იმავდროულად მისი შვილი მისთვის მთელი სამყაროა, მხოლოდ დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა შვილს აუსრულოს თუ გინდ ყველაზე უაზრო   ოცნება.

    დედა-მერწყული
    ყველაზე დამოუკიდებელი დედაა და შვილებისათვის აგრეთვე სურს თავისუფლება. ყოველთვის გაბედულია და მზადყოფნაშია მოულოდნელობის მიმართ. მას სურს, რომ მის შვილებსაც გააჩნდეს მის ნაირი ავანტიურიზმის გრძნობა, ამოუწურავი ცნობისმოყვარეობა და ოპტიმიზმი. ის ანიჭებს თავის შვილებს ქმედებისა და აზროვნების თავისუფლებას, რათა უკეთ გამოიცნონ საკუთარი თავი, ადგილი და შესაძლებლობები გარე სამყაროში. ერთდროულად ნაზი და მხიარული, ის ქმნის შვილების ემოციურ თვითსაკმარისობას, რათა უფრო დაცული იყვნენ ცხოვრებაში.

    დედა-თევზები

    ყველაზე მგრძნობიარე დედა, რომელიც ღრმად განიცდის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მის შვილებთან. ის ზრუნავს მათ ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე და შეუძლებელს გააკეთებს შვილების ბედნიერებისათვის, რათა ისინი კმაყოფილნი იყვნენ თავისი ცხოვრებით. საფრთხე იმაშია, რომ ის უსაზღვრო სიყვარულითა და ზრუნვით შესაძლოა აჭარბებდეს გონიერებას, შვილებმაც, ხომ უნდა იფიქრონ და იზრუნონ საკუთარ თავზე, ხომ ვერ აუკრძალავს დამოუკიდებელ ცხოვრებასა და სიყვარულს. უმჯობესი იქნებოდა, მისცეს მათ მეტი თავისუფლება და სჯეროდეს მათი.  

    ავტორი :ნინო კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კულინარია სტატისტიკა ეკოლოგია ლოგიკა ჟურნალისტიკა და PR ასტრონომია პროგრამირება მეწარმეობა ისტორია ტექნოლოგია ფიზკულტურა და სპორტი ქიმია პოლიტოლოგია სამართალი მრეწველობა, წარმოება გეოლოგია მეცნიერება და ტექნიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა რელიგია მათემატიკა ბუღალტერია და აუდიტი მარკეტინგი და რეკლამა უცხოური ლიტერატურა ავიაცია გეოდეზია მიფოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები სოციოლოგია ეკონომიკა კრიმინალისტიკა სხვა ვეტერინარია მედიცინა, ჯანმთელობა მუსიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ინვესტიციები ზოოლოგია მართვა მენეჯმენტი გეოგრაფია ელექტრონიკა ტურიზმი კულტურა და ხელონება გეოპოლიტიკა გადასახადები კულტუროლოგია დაზღვევა სექსოლოგია ფსიქოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ჟურნალისტიკა ტრანსპრტი ფიზიკა მეტალურგია საბანკო საქმე უცხო ენები არქიტექტურა მასმედია საბაჟო სისტემა ლოგისტიკა ფილოსოფია ბიოლოგია საბირჟო საქმე პედაგოგიკა სოფლის მეურნეობა ინფორმატიკა ფინანსები და კრედიტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017