მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ბავშვი იზრდება ოჯახში. დედასა და მამას მის აღზრდაში განსხვავებული ფუნქციები აკისრია, მაგრამ ოჯახი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით აღწევს სასურველ შედეგს. ამის თაობაზე გაეცანით მასალებს და გამოაქვეყნეთ თქვენი მოსაზრება საიტის ამ გვერდზე.


                                                           

    მამობის ჰოროსკოპი ნანახია (23457) - ჯერ 17 აგვისტო 2009

    მამა-ვერძი
    მაქსიმალისტი და იდეალისტია. შეუძლია მთლიანად უთმობდეს შვილს თავისუფალ დროს ან საერთოდ ”დაივიწყოს” მისი არსებობა. ცდილობს შვილთან იყოს მომთხოვნი, აგრეთვე პატიოსანი და ღიაა. ბავშვი მისთვის - თანატოლია. მოჩვენებითი სიმკაცრის ფონზე ვერ ეუბნება შვილს უარს, ბავშვები იყენებენ მის ამ თვისებას. ქალიშვილის პატრონი მამა მის მიმართ ძალიან ნაზია და შვილიც ამართლებს მის იმედებს.
    მამა-კურო
    შვილის აღზრდაში, როგორც წესი, ხელმძღვანელობს მამა-პაპათა ტრადიციებით, ამ საქმეს უდგება ისე, როგორც მისი მშობლები და ეს ყოველთვის მოქნილად როდი გამოსდის, ამის შედეგად ბავშვის მხრიდან ხშირად ხვდება წინააღმდეგობები. მას თავდავიწყებით უყვარს შვილი და ამ სიყვარულში საიმედოა კლდესავით. ძალიან კეთილია და დამთმობი. ურთიერთობაში მას ამოძრავებს სიკეთის მოტანის სურვილი.
    მამა-ტყუპები
    მამობა არ ეჩქარება, მაგრამ,თუ ეზიარა ამ გრძნობას, შვილს ექცევა, როგორც თანატოლს. ცდილობს განუვითაროს მას საზრიანობა, დიპლომატიურობა, ზომიერება, დასახულის მაქსიმალურად მიღწევა მცირე ძალისხმევით.
    მამა-კირჩხიბი
    უმწიკვლო მამა. მას უზომოდ უყვარს შვილი, რომლის ყოლაც შესაძლოდ მიაჩნია მხოლოდ ძალიან საყვარელი ქალისაგან. მოსწონს ოჯახის პატრონობა. ადვილად იმსახურებს შვილის ნდობას და   შედის ემოციურ კონტაქტში, მაგრამ შვილს უყურებს, როგორც საკუთრებას და ერთპიროვნულად გეგმავს მის მომავალს. მის ქცევაში, ძალიან ხშირად, გრძნობა დომინირებს აზროვნებაზე, შვილთან ამყარებს საფუძვლიან და ხანგრძლივ ურთიერთობას. გულწრფელად , დიდი მოთმინებით და დაინტერესებით მონაწილეობს შვილის წარმატებებსა თუ მარცხებში. გარდამავალი ასაკიდან ბავშვს ურჩევნია დამოუკიდებლობა, ხოლო მამა-კირჩხიბი გადამეტებულად აგრძელებს მის მეურვეობას. შვილის დამოუკიდებლობას შემდგომში სრულად ინაზღაურებს შვილიშვილებისადმი უზომო სიყვარულით.
    მამა-ლომი
    მომთხოვნი და ბატონობის მოყვარულია, შვილისათვის შეიძლება იქცეს ავტორიტეტად, მაგრამ იგივე მიზეზის გამო შესაძლოა იწვევდეს ანტაგონისტურ დამოკიდებულებას, რაც მომავალში უფრო გამოვლინდება მამა-შვილის ურთიერთობებში. შვილის მიმართ მისი გრძნობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს პოლარულად: ან უზომოდ უყვარდეს ბავშვი, ან შვილის ქცევისა, შეცდომის გამო გულგატეხილმა საერთოდ დაკარგოს ინტერესი მის აღზრდისადმი.
    მამა-ქალწული
    ტყუპებივით არ ჩქარობს გახდეს მშობელი, მაგრამ მათგან განსხვავებით, მამობას ეკიდება დიდი პასუხისმგებლობით, ყველაფერს აკეთებს დოვლათის შესაქმნელად, რათა მის შვილს ჰქონდეს ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო. ამ მისწრაფების გამო ხშირად ვერ იცლის და კარგავს შვილთან სულიერ კავშირს. ამ ნიშნის მამებს უფრო ეხერხებათ ბავშვის ფიზიკურ მოვლასა და განვითარებაზე ზრუნვა, ვიდრე მის სულიერ და შემოქმედებით განვითარებაზე.
    მამა-სასწორი
    შეიძლება ქმნიდეს ძალიან რბილი და კეთილი მამის შთაბეჭდილებას, მაგრამ შვილების აღზრდაში იქნება ძალიან მომთხოვნი. იმოქმედებს წახალისებისა და დასჯის პრინციპებით, იმ მიზნით, რომ შვილი გაეზარდოს არაჩვეულებრივი და გამოჩენილი. ამიტომაც ამ ნიშნის მამები ”აწონასწორებენ” ბავშვის განათლებას, რათა მას შეექმნას ყველამხრივი განვითარების საშუალება, შვილს აძლევენ შემოქმედებითი თვითგამოხატვის სრულ უფლებებს. აღზრდისადმი მისი დამოკიდებულება ხასიათდება იმით, რომ უფრო მეტად ის მიმართავს გონებას და არა ბავშვის გრძნობას. უმეტესწილად დაიმსახურებს შვილის პატივისცემას.
    მამა-ღრიანკალი
    თავის თვისებებიდან გამომდინარე შვილის აღზრდის მეთოდად შეიძლება აირჩიოს დიქტატის ფორმა, აბსოლუტურად არ ითვალისწინებდეს არც შვილის და არც მისი დედის საწინააღმდეგო მოსაზრებას,მაგრამ უზომოდაა შეყვარებული ბავშვში და სიმკაცრის დემონსტრირებას ახდენს მხოლოდ წესრიგისათვის. ამ სიტუაციაში უმჯობესია დაეთანხმო მას, მაგრამ ყველაფერი გააკეთო თავისებურად. გასაკვირია, რომ თავისი მკაცრი მეთოდებით მას შეუძლია სრულად მოიპოვოს შვილის გული, იმდენად, რომ დედაც იწყებს ეჭვიანობას შვილისადმი განუზიარებელი სიყვარულის გამო.
    მამა-მშვილდოსანი
    ერთ-ერთ იმ ნიშნებს მიეკუთვნება, რომელთათვის მამის ხვედრი - მძიმე, გაუგებარი მოვალეობაა, რომელსაც ის ცდილობს გაექცეს. მამა-მშილდოსანში ალივით შეიძლება წაეკიდოს სიყვარული შვილისადმი, მაგრამ ძალიან მალე მან შეიძლება ხელი ჩაიქნიოს ბავშვის პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ მას სურს ყველაფერი იყოს უკეთ, თვითონ არის დაულაგებელი და მისგან შვილის აღზრდისადმი კანონზომიერ დამოკიდებულებას ნუ ელით. განსაკუთრებით ძალიან უჭირს პატარა ბავშვის მოვლა-პატრონობა, მისთვის ძნელად მისაღწევია ზრუნვის სისტემატურობა და აღზრდისადმი პასუხისმგებლობა. მაგრამ, როდესაც შვილი გაეზრდება, შესაძლოა მამასთან გახდნენ დიდი მეგობრები.
    მამა-თხის რქა
    ბავშვების აღზრდის საკითხებს ეკიდება ძალიან სერიოზულად, ზოგჯერ გადამეტებულად პედანტურია და ფორმალური. თავის ასეთ ქცევას ამართლებს შვილისათვის მომავალი ცხოვრების სირთულეებით და მომავალი ცხოვრებისეული უსიამოვნებების გადალახვისათვის შვილის მომზადებით. ამ ტიპის მამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სასურველი იყო შვილის გაჩენა, თუ ეს შედიოდა მის გეგმებში, თქვენ დაინახავთ იდეალურ მამას, აღმზრდელსა და უფროს მეგობარს. იმ შემთხვევაში, თუ იყო დაუგეგმავი, მოძებნის უამრავ მიზეზს, რათა თავი აარიდოს შვილის აღზრდაში მონაწილეობისაგან.
    მამა-მერწყული
    შვილებთან ურთიერთობაში გულგრილია, მაგრამ ეს მისი მოქმედების სტილია. ის მაინც ეცდება აღუძრას ბავშვს, როგორც ლოგიკური, აგრეთვე შემოქმედებითი აზროვნების სურვილი, ინტერესთა ნაირსახეობა. მისი თავისებურებაა - უყვარდეს შვილი აფიშირების გარეშე, უხელმძღვანელოს მის განვითარებას ისე, რომ ითვლებოდეს უფრო მეგობრად და ამხანაგად, ვიდრე მშობლად.
    მამა-თევზები
    ძალიან უყვარს ბავშვები და არა მარტო საკუთარი, ხშირად ანებივრებს მათ. შეუძლია საკუთარი შვილის აღზრდა მიუშვას თვითდინებაზე და თუ მაინც მოუწია მშობლის ფუნქციის შესრულება, ყველაფერს გააკეთებს უსისტემოდ, რითაც ბავშვი შეიძლება ჩიხშიც კი ჩააყენოს. ამ ნიშნის მამებისთვის დამახასიათებელია შვილთან მჭიდრო სულიერი კავშირი, ამის გამო ხშირად მან დედაზე უკეთესად იცის, რა ესაჭიროება მის შვილს ამ კონკრეტულ მომენტში.

    ავტორი :ნინო კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საქართველოში და მსოფლიოში გამოცემები/პუბლიკაციები ბუნება/ეკოლოგია ფიზიკური კულტურა და სპორტი რელიგია შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ინტერესები/კონკურსები მედიცინა და პროფილაქტიკა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი საზოგადოებრივი ურთიერთობები ბავშვის კვება და მოვლა სასარგებლო რჩევები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია დასვენება/ტურიზმი ადამიანთაშორის ურთიერთობა საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები გართობა/თამაშები სიახლე განათლების სფეროში მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სხვა მეცნიერება/ტექნიკა კვალიფიკაციის ამაღლება სასწავლო დაწესებულების მართვა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მშობელი და ოჯახი სარეკლამო მომსახურება გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბავშვის აღზრდა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017