მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მართვა - მეცნიერებაა. ხელმძღვანელისგან იგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გაწერილია ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლება-მოვალეობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად წარმოიშვება არაორდინალური კოლიზიები, რომლებზეც არ არსებობს მზა რეცეპტები. ეს გვერდი მოგაწვდით დამხმარე მასალებს მართვის საკითხებზე. თქვენ გამოაქვეყნეთ წინადადებები, გაუზიარეთ კოლეგებს გამოცდილება და გაეცანით მათ მოსაზრებას.


                                   
    2011 წლის გამოსაშვები გამოცდების შედეგები ნანახია (11867) - ჯერ 21 ივნისი 2011

    /საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება/

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს  გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი, ე.წ. CAT-ის მოდელის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. 1520  საჯარო და კერძო სკოლაში საგამოცდო პროცესი გამართულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. 50 ათასამდე მოსწავლემ საკუთარი ცოდნა  რვა საგანში გამოსცადა. მათგან 30%-მა მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო 5%-მა საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი გაუმჯობესდა, ხოლო სწავლების დონე ამაღლდა. უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ქართული ანალოგის საკუთარ ქვეყანაში დანერგვაზე დაიწყო მუშაობა.
    მიუხედავად დიდი წარმატებისა, სამწუხაროდ, საატესტატო გამოცდების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ათეული სკოლა, მათ შორის 190-ე, მე-7, 37-ე და 108-ე საჯარო სკოლები, რომელებმაც დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  აღნიშნულ სკოლებში სწავლება სათანადო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი.
    სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი  ”პასუხისმგებლობა და სტრუქტურა” განმარტავს:  ”საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში  საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. (11.07.2009. N1385)”. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სკოლებში კანონის ეს მუხლი დარღვეულია, ასევე დარღვეულია ყველა მოსწავლის უფლება, მიიღოს სრულყოფილი საშუალო განათლება.
    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამ სკოლების სამეურვეო საბჭოებს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაავალა. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს და დაკისრებულ დავალებას არ შეასრულებს, დადგება სამეურვეო საბჭოს პაუხისმგებლობის საკითხიც. აღნიშნულ პროცესს მეთვალყურეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუწევს.
    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტენდერები/გრანტები განათლება/სწავლება სხვა ფიზიკური კულტურა/სპორტი კონფერენციები/ღონისძიებები ვიყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვეძებ სპეციალისტს გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვარ სპეციალისტი ვცვლი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ხელოვნება/კულტურა ვყიდი სტიპენდიები მომსახურება სასწავლო პროგრამები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018