მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მართვა - მეცნიერებაა. ხელმძღვანელისგან იგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გაწერილია ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლება-მოვალეობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად წარმოიშვება არაორდინალური კოლიზიები, რომლებზეც არ არსებობს მზა რეცეპტები. ეს გვერდი მოგაწვდით დამხმარე მასალებს მართვის საკითხებზე. თქვენ გამოაქვეყნეთ წინადადებები, გაუზიარეთ კოლეგებს გამოცდილება და გაეცანით მათ მოსაზრებას.


                                   
    2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. ნანახია (23629) - ჯერ 27 ივნისი 2011

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ცნობით 2011-2012 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხოლოდ I-VI კლასებში იწყება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (2011-2016 წწ) დანერგვა . 2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებასთან ერთად, მოსწავლეები  უზრუნველყოფილნი იქნებიან ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.

    ცვლილებები, რომლებიც შესულია საათობრივ ბადეში, შეეხება მხოლოდ დაწყებით საფეხურს (I-VI კლასებს), ხოლო დანარჩენ (საბაზო, საშუალო) საფეხურებზე (შესაბამისად, VII-IX და X-XII კლასებში) სწავლება გაგრძელდება 2010-2011 სასწავლო წლის საათობრივი ბადის მიხედვით.

    შენიშვნა:  გამონაკლისს წარმოადგენს ახალი არჩევითი საგანი "მსოფლიო კულტურა", რომელმაც გაიარა პილოტირება. ამ ახალი არჩევითი საგნის დანერგვა დაიწყება 2011-2012 სასწავლო წლიდან  სწავლების საშუალო საფეხურზე.

    საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში ივნისი-ივლისი-აგვიტოს თვეების განმავლობაში 8 000-ზე მეტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი და 500 სკოლის დირექტორი გადამზადდება შემდეგი მიმართულებებით:

    •           ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი;

    •           ჩვენი საქართველო;

    •           ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

    •           ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოვლა-პატრონობა- ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი;

    •           ქართული ენა და ლიტერატურა;

    •           მათემატიკა;

    •           ინგლისური ენა;

    •           ბუნებისმეტყველება;

    •           მუსიკა;

    •           სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

    •           სპორტი;

    •           ინკლუზიური განათლება.

    ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები, მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები, მზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სხვა ხელშემწყობი მასალები.

    2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებასთან ერთად, მოსწავლეები  უზრუნველყოფილნი იქნებიან ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ჩვენი საქართველო (V-VI კლასი) , მუსიკა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (IV კლასი), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (V-VI კლასი), რუსული, ინგლისური ენა.

    ყველა სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა" და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით". ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასარჩევი ექნებათ საგანში მთლიანი სერია (I-VI კლასები) და არა სახელმძღვანელო ცალკეული კლასისათვის.  

     წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ავტოსკოლები სპორტული სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები სადღესასწაულო ცენტრები უცხო ენები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კომპიუტერული ტექნიკა ხელოვნების სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები სამეცნიერო პორტალები უმაღლესი სასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საბავშვო მაღაზიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ბიბლიოთეკები განათლება საზღვარგარეთ პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) გამოცემები წიგნების მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სახელმძღვანელოები კოლეჯი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018