მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ბავშვის დაბადებამდე მშობლები უფიქრდებიან და კამათობენ მისთვის სახელის დარქმევის თაობაზე. გაინტერესებთ სახელის წარმოშობა, მისი მნიშვნელობა, რას მოუტანს იგი თქვენ შვილს მომავალში? გაეცანით ამის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს - გაიგებთ მრავალს. მოითხოვეთ და მიიღეთ ან თვითონ წარმოადგინეთ განმარტება თქვენთვის საინტერესო სახელების თაობაზე.  


                                                           

    ბავშვი და მისი სახელი ნანახია (25745) - ჯერ 17 აგვისტო 2009

    ერთმა ინგლისელმა თერაპევტმა გამოავლინა კანონზომიერი სტატისტიკა, მისი აზრით გულისა და სისხლძარღვის დაავადება უფრო ხშირია ადამიანთა შორის, რომელთა სახელი იწყება ანბანის ბოლო მესამედის ასოებით. შეგვხვედრია სხვა კურიოზული დაკვირვებაც, რომელთა ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ ლამაზი სახელის მატარებელ გოგონებს ურთულდებათ კარიერული ზრდა, ხოლო არამოხდენილი სახელის მატარებლებს ყმაწვილები იქცევიან ნაკლები ყურადღებით. ჩვენი აზრით ეს დასკვნები და შეხედულებები სუბიექტურია. შეუძლებელია განსაზღვრო და არც არავის დაუდგენია, რომელი სახელებია ლამაზი და რომელი არ გამოირჩევა ამით. ასევე გაუგებარია, თუ რით და როგორ შეიძლება შეუშალოს ადამიანის კარიერაში ჟღერადმა და მოხდენილმა სახელმა. ამჯერად   მოდით დროებით გადავდოთ სახელებისა და მათი მნიშვნელობის განხილვა და ერთად ვიმსჯელოთ ბავშვისათვის სახელის შერჩევის მნიშვნელოვან პრინციპებზე. დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისათვის სახელის შერჩევისა და დარქმევის პროცესი არ არის მარტივი,   საკმაოდ საპასუხისმგებლოა.
    ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ უძველესი დროიდან ნებისმიერ სახელს გააჩნია წარმოშობისა და მნიშვნელობის განმარტება, ყურადღებაც გაგიმახვილებიათ ამ განმარტებისა და ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების და მოვლენების დამთხვევაზე. ამიტომაც მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სახელის გააზრებულად შერჩევა შვილის უღრუბლო მომავლის საწინდარია და ამ მიდგომით ხელმძღვანელობს ბავშვისათვის სახელის დარქმევის დროს. საქართველოში ერთ-ერთ წამყვან პრინციპად მიჩნეულია ბავშვისათვის პაპისა (ბაბუის) და ბებიის სახელის დარქმევის ტრადიცია. მაგრამ, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ამგვარი მიდგომაც ყველაზე უპრობლემო არ არის. ახლობლების ნაწილი არ ეთანხმება, ზოგჯერ კი წინააღმდეგობას უწევს შერჩეული წინაპრის სახელის დარქმევას და ჯიუტად სხვა წინაპრის სახელს სთავაზობს. ამის გამო სიტუაცია უსიამოვნებამდე ან კონფლიქტამდეც კი მიდის. მშობელთა ნაწილს მიაჩნია: თუ წინაპარი იყო უიღბლო ან არა ჯანმრთელი და მას რთული ბედი ერგო, მისი სახელის დარქმევა ბავშვის მომავალზე ცუდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს.
    ქრისტიანულ სამყაროში ბავშვისათვის სახელის დარქმევა ნათლობის დროსაა მიღებული. სახელი ირჩევა არა მხოლოდ მშობლის სურვილით, არამედ შეირჩევა წმინდანების სახელებიდან, რომელთაც მოიხსენიებს ეკლესია ბავშვის მონათვლის დროს. წმინდანი ხდება ადამიანის მფარველი და მორწმუნე ადამიანები აღნიშნავენ არა მარტო თავის დაბადების დღეს, არამედ მფარველი წმინდანის დღესაც, რომლის სახელსაც ისინი ატარებენ ნათლობიდან. არიან ისეთი კატეგორიის მშობლებიც, რომლებიც შვილს არქმევენ თავისი კუმირის, ცნობილი მოღვაწის ან საყვარელი ნაწარმოების პერსონაჟის სახელს. ასეთი მიდგომა ზოგჯერ აბსურდამდეც მიდის. არ დავიწყებთ იმ შემთხვევების განმეორებას, რომლებზედაც ხალხში უამრავი ანეკდოტური ისტორია ან ხუმრობა მოგვისმენია.
    ზოგ შემთხვევაში სახელის შერჩევის დროს მშობლები ავტორიტეტული ადამიანის სახელს ირჩევენ, ადამიანისა, რომელიც მათი აზრით, უამრავი ღირსეული თვისებების მატარებელია. ასეთ მშობლებს სურთ, რომ მათი შვილიც ამ თვისებებით იყოს დაჯილდოებული. მაგრამ ხშირად ვერ აღწევენ სანატრელ მიზანს, ვინაიდან ბავშვის   აღზრდაში ქვეცნობიერად არაადეკვატური ხედვის საფუძველს დებენ, მერე კი უკვირთ, რომ განსხვავებულ შედეგს ღებულობენ. შემჩნეულია ერთი ტენდენციაც, რომელიც ბავშვებისათვის სახელების შერჩევაში პერიოდულად ვლინდება. მშობლების ნაწილი გარკვეული ციკლურობით აჰყვება ხოლმე სახელებზე მოდას. მიტომაცაა, რომ ბავშვების თაობებში პერიოდულად მეორდება ერთი და იგივე სახელების მცირე ჯგუფი. ხომ დაკვირვებიხართ, რომ ზოგჯერ კლასში ათეულ ბავშვს ერთი და იგივე სახელი ჰქვია.
    პერიოდულად საზოგადოების ნაწილში ჩნდება განსხვავებული, ორიგინალური ან იშვიათი სახელების დარქმევის მოთხოვნილება. აქაც უკიდურესობამდე მივდივართ: ისეთ სახელებს ვარქმევთ, რომ ყოველდღიურობაში შვილებს საერთოდ სხვა ან ხელოვნურად შექმნილი სახელებით მივმართავთ. საკმაოდ ხშირად ბავშვის გარემოცვისათვის გაუგებარი და უცნაური სახელის გამო თანატოლები ბავშვს დასცინიან ან სახელის დამახინჯებით შექმნილ დამამცირებელ ზედმეტსახელს არქმევენ,   რის შედეგადაც ბავშვს გამოუმუშავდება კომპლექსები, საქმე მიდის იქამდე, რომ მას რცხვენია საკუთარი სახელის წარმოთქმა. განხილული პრინციპებისა და მიდგომების გარდა ძალიან ხშირად ბავშვის სახელის შერჩევა ხდება მარტივ ემოციაზე აგებული პრინციპით - ”მომწონს - არ მომწონს”, ანუ რამდენიმე მოსაწონ სახელიდან ამოირჩევა ერთი. ხშირია შემთხვევები, როდესაც დედის მონაწილეობით შერჩეულა ვითომდა ყველაზე მოსაწონი სახელი, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის დანახვისთანავე დედას გასჩენია სახელის შეცვლის სურვილი. ამგვარ შემთხვევებზე ხალხში იტყვიან ხოლმე: ”ბავშვს თვითონ მოაქვს სახელი” და ამაშია ალბათ ხალხური სიბრძნე.   ხომ გინახიათ ან დასწრებიხართ სცენას, როდესაც უკვე არც თუ პატარა ასაკის შვილი უცხადებს მშობლებს, რომ მას არ მოსწონს მისი სახელი და მიმართავს მშობლებს პრეტენზიით: ”ეს სახელი რატომ დამარქვით”. სიტუაცია კონფლიქტებამდეც კი მიდის.
    შესაძლებელია, ცხოვრებაში თქვენ შეგხვედრიათ ბავშვისათვის სახელის შერჩევის სხვა მიდგომაც. განხილულიდან გამომდინარე კი რა შეგვიძლია უთხრათ, საგულისხმო რა პრინციპები გაუზიაროთ მშობლებს: ნუ მიუდგებით ბავშვისათვის სახელის დარქმევის საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ტრაფარეტულად ან გადაჭარბებული ორიგინალურობის სურვილით.
    გახსოვდეთ, რომ შერჩეულმა სახელმა განსაკუთრებულად უნდა გამოკვეთოს თქვენი შვილის ინდივიდუალურობა, ხაზი გაუსვას მის უნიკალურ მახასიათებლებს, შეეფარდებოდეს და ასახავდეს მის ხასიათს, ანუ ყველა სხვა სახელზე მეტად უხდებოდეს მას.
    მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, როგორ აღიქვავენ სახელის გამო თქვენ შვილს მომავალში მის გარემოცვაში, საზოგადოებაში, გასათვალისწინებელია აგრეთვე სახელის კეთილხმოვანება და გვართან მისი შესატყვისობა; რა სახელით მიმართავენ თქვენ შვილს თანატოლები ბავშვობაში და შემდგომ ასაკებში? შესაძლებელია, თუ არა, რომ შერჩეულ სახელს ჰქონდეს ბავშვის ასაკისათვის მორგებული შემოკლებული ვარიანტი.
    ნუ აჰყვებით მასიურ გატაცებას, სახელების მოდას, ნუ შეაჩერებთ თქვენ არჩევანს მხოლოდ გადამეტებულად გავრცელებულ სახელებზე. ფსიქოლოგების აზრით მიზანშეწონილია ბავშვს დაარქვათ საშუალოდ გავრცელებული სახელი, რომელიც გონივრულად შეითავსებს თქვენი შვილის ინდივიდუალობას საზოგადოებრივ ხედვასთან, მომავალში კი არ შეზღუდავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში, არ შეუქმნის მას პირობით ჩარჩოებს.
    თუ თქვენ გიჭირთ ბავშვისათვის სახელის დამოუკიდებლად შერჩევა ან მომხრე ხართ ეკლესიური წესისა, მიბრძანდით ეკლესიაში და მიმართეთ მოძღვარს, ის დაგეხმარებათ თქვენი შვილისათვის სახელის შერჩევაში.
    შეურჩიეთ შვილს სახელი, რომელიც თქვენ გულთანაა ყველაზე ახლოს და გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახელს დაარქმევთ ბავშვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია - რა ზრუნვასა და სიყვარულს ჩადებთ მის აღზრდაში.

     

    ავტორი :ანუკა კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უმაღლესი სასწავლებელი გამოცემები სახელმძღვანელოები წიგნების მაღაზიები ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სამეცნიერო პორტალები კოლეჯი საბავშვო მაღაზიები საგანმანათლებლო რესურსები ავტოსკოლები პედაგოგები რეპეტიტორები სპორტული სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები განათლება საზღვარგარეთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კომპიუტერული ტექნიკა უცხო ენები სადღესასწაულო ცენტრები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017