მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ოპტიმიზმი თუ პესიმიზმი იქცა ჩვენი ცხოვრების ძირითად ნიშნად? ნანახია (11171) - ჯერ 26 აგვისტო 2011

    საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მსოფლიოში განვითარებული გლობალური კრიზისების, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში განვითარებული უარყოფითი ტენდენციების ფონზე ადამიანებში იმძლავრა პესიმიზმმა. იმავდროულად დიდი ხანია დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ოპტიმიზმი, ანუ პოზიტიური მსოფლმხედველობა არის ადამიანის ხასიათის დადებითი თვისება და ის წარმოადგენს წარმატებულობის, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის საწინდარს, ხოლო პესიმიზმი  -  უარყოფითი თვისებაა, რომელიც ვლინდება სამყაროს ნეგატივურად აღქმის, სიკეთის დაუნახაობის,  გამოუვალობის მუდმივი შეგრძნების, მომავლის მიმართ უიმედობის სახით და მას მხოლოდ დეპრესიისკენ მიჰყავს ადამიანი. შეიძლება დავეთანხმოთ მოსაზრებას,რომ პესიმიზმი მართლაც იქცა დღევანდელი რეალობის ნიშნად, მაგრამ რამდენად მავნეა საფუძვლიანი პესიმიზმი უსაფუძვლო ოპტიმიზმთან შედარებით? ერთმა იუმორისტმა ისიც აღნიშნა, რომ პესიმისტი -  იმედგაცრუებული ადამიანია, ხოლო ოპტიმისტი - საკმაოდ მაძღარი პესიმისტია.

    ფილოსოფიის ისტორიაში რომ ჩავიხედოთ შევიტყობთ, რომ უძველესი დროდან ფილოსოფოსები მიიჩნევდნენ, რომ ოპტიმიზმი (ლათ. optimus — საუკეთესო) და პესიმიზმი (ლათ. pessimus — უარესი) წარმოადგენენ სამყაროს აღქმის ორ განსხვავებულ მიდგომას. მათი ნაწილი სამყაროს  ოპტიმიზმის, ხოლო მეორე ნაწილი კი პესიმიზმის პოზიციიდან ხედავდა. ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერ - ენციკლოპედისტი არისტოტელე ან ფილოსოფოსი და მორალისტი ეპიკურე ქადაგებდნენ ოპტიმისტურ მსოფლმხედველობას, ხოლო ძველი ბერძენი დრამატურგი სოფოკლე კი ამბობდა, რომ „პირველი სიკეთეა - საერთოდ არ დაიბადო, ხოლო მეორე - რაც შეიძლება მალე გარდაიცვალო“. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ პესიმიზმი ჭარბობდა ანტიკური ეპოქის ფილოსოფიასა და ხელოვნებაში. ის, რასაც ჩვენ დღეს პესიმიზმს უწოდებთ, მყარად ჩაიქსოვა მრავალ, მნიშვნელოვან, მათ შორის რელიგიურ მოძღვრებაშიც. მაგალითად, ბუდიზმის ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტებიდან პირველივე ქადაგებს, რომ ”ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით”. ძველ აღთქმაში ეკლეზიასტი  წუხილით აღწერს ამქვეყნიური ყოფიერების ამაოებას და ნებისმიერი ქველობისა და წყალობის უაზრობას, ის ფიქრობდა, რომ ადამიანი მაინც გაქრება, მისი ქმედებების კვალიც წაიშლება და სამყარო ვერც შეამჩნევს ამას. გერმანელი ფილოსოფოსი შოპენგაუერი აგრეთვე პესიმისტურად აღიქვამდა სამყაროს და არც თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, რომ ტანჯვა და განცდა აძლიერებს ადამიანის ძალისხმევას და იძულებით   უფრო მოხერხებულს ხდის მას.

    არ გიფიქრიათ ამ პრობლემაზე ამგვარი კუთხით: რა არის უმჯობესი - ოპტიმიზმი თუ პესიმიზმი?  საყოველთაოდ ცნობილია ნაპოლეონის პასუხი შეკითხვაზე: რაში გამოიხატება მისი საბრძოლო სტრატეგია? ნაპოლეონმა უპასუხა, რომ „დიდი ჭოჭმანის გარეშე უნდა ჩაება ბრძოლაში, ყველაფერი მერე გაირკვევა“. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ოპტიმისტების უმეტესობაც. მაგრამ ნაპოლეონის მაგალითზე დაყრდნობით რომ  ვიმსჯელოთ მივალთ დასკვნამდე: თუ ამგვარმა მიდგომამ გაამართლა მარენგოს და აუსტერლიცის ბრძოლებში, ვატერლოოს შემთხვევაში - ის დამღუპველი აღმოჩნდა. ამ მსჯელობის შედეგად როგორ მიგაჩნიათ: რა სჯობია - დამცავი პესიმიზმი, თუ სტრატეგიული ოპტიმიზმი? და იმის გათვალისწინებით, რომ  სასიხარულო  მოვლენის გარდა ცხოვრებაში ბევრი გულსატკენი ან დამაფიქრებელი მიზეზიც არსებობს რამდენად გამართლებულია ყველაფერს მხოლოდ ვარდისფერი სათვალის მეშვეობით ვუყუროთ? ...

    თავის დროზე ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის ლიდერებმა მიიჩნიეს, რომ ზედმეტ დროს უთმობენ ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და მის ცხოვრებისეულ პრობლემებში გარკვევას (ქექვას). უმჯობესია ადამიანს დაეხმარო  ოპტიმისტური ხედვის განვითარებაში, ასწავლო დადებითად რომ განაწყოს მის  გარშემო მყოფი ადამიანები და ამის შედეგად მიაღწიოს წარმატებას. ფსიქოლოგიაში წარმოიშვა პოზიტიური მიმართულება (positive movement): უგულველვყოთ ყველაფერი ნეგატივური, ცუდი, უარყოფითი ემოციები, ვიაზროვნოთ მხოლოდ პოზიტიურად: „ყველაფერი კარგად იქნება! ყველა პრობლემა გადაწყდება! იყავით ოპტიმისტი და წარმატებულობა უზრუნველყოფილია!“. ამგვარი პოზიციის დამკვიდრებას ერთობლივი ძალისხმევით დიდ წილად ხელს უწყობდნენ ჰოლივუდი, ტელევიზია, ლიტერატურა, პოპულარული მუსიკა, სიმღერა და ქადაგებაც ეკლესიებში. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფსიქოლოგთა ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ პოზიტივიზმის და ოპტიმიზმის მასშტაბმა ზღვარს გადააჭარბა. რა თქმა უნდა ოპტიმიზმს გააჩნია მრავალი დადებითი ნიშანი და თვისება, მაგრამ მინუსებიც საკმაოდ გააჩნია. ვაშინგტონში გამართულ ფსიქოლოგთა ასოციაციის (The American Psychological Association) სიმპოზიუმზე, გაიმართა მსჯელობა „ნეგატივიზმის უგულველყოფილ ღირებულებებზე“. დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ  ცალმხრივი პოზიცია  ადამიანს არ უქმნის სამყაროს რეალურ სურათს, მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება და ხედვა წარმოშობენ უდარდელობასა და ეგოიზმს, ადამიანი მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობს, არ უფიქრდება საკუთარი თუ სხვისი ქმედების შესაძლო შედეგებს, რასაც ხშირად  იმედების მოულოდნელი კრახი და მწარე გაცრუება მოჰყვება. სიმპოზიუმის მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა ადამიანს პესიმიზმის გარკვეული მოცულობაც ესაჭიროება, რათა არ მოიტყუოს თავი და ფხიზლად უყუროს სამყაროს.

    სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი მასაჩუსტის შტატიდან დოქტორი ჯულია ნორემი იკვლევს ეგრეთ წოდებულ დამცავ პესიმიზმს ანუ ქცევის სტრატეგიას, როდესაც ადამიანი ცდილობს გონივრულად გაიაზროს მოსალოდნელი სიტუაცია ყველა წვრილმანი დაბრკოლების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა წინ დახვდეს მას. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი ემზადება საჯარო გამოსვლისთვის, მან ალბათ უნდა ივარაუდოს, რომ მიკროფონმა შეიძლება უმტყუნოს, ხელიდან შეიძლება დაუცვივდეს გამოსვლის კონსპექტიანი ქაღალდის ფურცლები, ან უეცრად ხველების შეტევა აუტყდეს. გარდა ამისა მან ალბათ უნდა გაითვალისწინოს მრავალი სხვა წვრილმანიც, რომელსაც შეუძლია ყველაზე წარმატებული გამოსვლაც კი წარუმატებლად აქციოს. ქალბატონ ნორემს მიაჩნია, რომ შედეგის მიხედვით, სტრატეგიულ ოპტიმიზმთან შედარებით, რომელიც აიძულებს ადამიანს თავიდან აიცილოს ცუდი აზრები, დამცავი პესიმიზმიც არა ნაკლები,  რადგან ის შესაძლო დაბრკოლებების წინასწარი ყოველმხრივი გააზრების მეშვეობით ხელს უწყობს წინააღმდეგობების გადალახვას. ამის დასადასტურებლად დოქტორმა ნორემმა ჩაატარა ექსპერიმენტები ისეთი ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც გააჩნდათ სტრატეგიული ოპტიმიზმისთვის დამახასიათებელი თვისებები, ან დამცავი პესიმიზმისკენ მიდრეკილება. კვლევის შედეგად იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ოპტიმიზმი და პესიმიზმი წარმოადგენენ ადამიანის მეორე ”ნატურას” და თუ დამცავი პესიმიზმი ბუნებრივად დამახასიათებელია ადამიანისთვის იგი არაფრით არ ჩამორჩება სტრატეგიულ ოპტიმიზმს.

    კვლევით შესწავლილ იქნა საზოგადოებაში არსებული მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ პესიმისტურ განწყობას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამისთვის ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული მოვლენების გახსენება, რამდენიმე დღის განმავლობაში მათ უნდა მოეხდინათ ამ მოვლენების ყოველმხრივი გააზრება და მცირე ფორმის ესსეს სახით დეტალური, დაზუსტებული აღწერა. შედეგებში გაკვირვება გამოიწვია არა იმ ფაქტორმა, რომ მძიმე მოგონებებმა არ ჰპოვეს ასახვა დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე, არამედ იმან, რომ ამ პროცედურის გავლის შემდეგ ყველამ უკეთ იგრძნო თავი და ეს შეგრძნება მათ შეინარჩუნეს გარკვეული დროის განმავლობაში  ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც.

    ვფიქრობთ, დასაშვებია ფსიქოლოგების ამგვარი დასკვნით სარგებლობა და თუ ჩავთვლით, რომ წარსულში განცდილით და უსიამოვნო მოგონებებით გამოწვეული  პესიმიზმი გადამეტებულად ჭარბობს ჩვენშიც,  მეხსიერებაში   დეტალურად აღვადგინოთ  ყველა ნიუანსი, გავიაზროთ და აღვწეროთ ქაღალდზე, შემდეგ კი ეს ბარათი დავწვათ ანუ გავანადგუროთ. სპეციალისტების გარდა ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ახსარების თუ აღწერის დროს უარყოფითი,  დამთრგუნავი მოგონებების ახლებურად გააზრება  წარმოადგენს თავისებურ  სულიერ, შემოქმედებით პროცესს, რომელიც გვეხმარება უკიდურესად პესიმისტური განწყობისგან გათავისუფლებაში.  

    * * * *

    საბოლოო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სავალდებულო და აუცილებელი არ არის იყო ოპტიმისტი, არც პესიმისტური განწყობა უნდა წარმოვიდგინოთ ტრაგედიად, მით უმეტეს, რომ ადამიანის დამოკიდებულება ცხოვრებისეულ მოვლენებისადმი ხშირად იცვლება. უფრო მნიშვნელოვანია  დარჩე ისეთივე, როგორიცა ხარ და შეინარჩუნო ჩვეული ემოციური მდგომარეობა, მით უფრო, რომ გარდა ოპტიმისტური ან პესიმისტურისა ხომ არსებობს რაციონალური, რეალისტური ხედვაც, რომელიც წარმოადგენს ოპტიმიზმის და პესიმიზმის გონივრულ ბალანს!

    გაიარეთ ტესტი: ოპტიმისტი, პესიმისტი, თუ რეალისტი ხარ?

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ნინო ჭიპაშვილი 28 აგვისტო 2011

    geTanxmebit, sruli simartlea.

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სიახლე განათლების სფეროში სპორტი და ექსტრიმი ოჯახი, მშობლები და ბავშვი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ბავშვის მოვლა და აღზრდა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები რელიგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ფიზიკა ბიოლოგია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სკოლა და მოსწავლე ქიმია ბუნება, ეკოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სოციოლოგია, პოლიტოლოგია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ეკონომიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში იურისპრუდენცია პრესა განათლების შესახებ დასაქმება და კარიერა კინო და მუსიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა მოდა და დიზაინი განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სხვა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება გეოგრაფია უცხო ენები საგანმანათლებლო დაწესებულება მათემატიკა ფსიქოლოგია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ხელოვნება და კულტურა გართობა და თამაშები ჟურნალისტიკა, PR ფინანსები მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020