მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    საიტის ამ გვერდზე გაეცანით საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს. კოლეგები და სხვა მომხმარებლები მადლიერნი იქნებიან თუ გამოაქვეყნებთ ამ სახის მასალას და გაუზიარებთ მათ თქვენ გამოცდილებას. გისურვებთ წარმატებას!


                                                           

    სასწავლო დაწესებულების იმიჯი ნანახია (11136) - ჯერ 20 აგვისტო 2009

    ხელმძღვანელის საფიქრალი!
    თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დღითიდღე იზრდება კონკურენცია ერთი მიკრორაიონის, რაიონსა თუ ქალაქის   სასწავლო დაწესებულებებს შორის. რეფორმის სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოსწავლეებისათვის სკოლის ტერიტორიული პრინციპით შერჩევის გაუქმებამ, დაფინანსებისადმი ახლებურმა მიდგომამ - გაამძაფრეს კონკურენციული ვითარება. სკოლების ხელმძღვანელები, იძულებულნი გახდნენ აქტიურად იზრუნონ სასწავლო დაწესებულების რეიტინგზე და იმაზე, თუ რა უპირატესობა გააჩნიათ ან შესაქმნელი აქვთ კონკურენტებთან შედარებით. მხოლოდ ეეგ - ეს შედეგები, შიდა ინტერიერის შელამაზება, შენობის ფასადის შეღებვა და მისასვლელის კეთილმოწყობა უკვე საკმარისი არ არის მაღალი ავტორიტეტის მოსაპოვებლად. მშობელთა ნაწილს აღარ აკმაყოფილებს სწავლების შედეგების თაობაზე   ინფორმაცია, მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სასწავლო დაწესებულების კომფორტულობა, დამატებითი და კლასგარეშე საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მომსახურების ფართო არჩევანი, რომელიც განაპირობებს ბავშვის სურვილს - ისწავლოს ამ და არა სხვა სკოლაში. ხშირ შემთხვევაში სკოლის შერჩევის დროს მშობლები ინფორმაციას სკოლის შესახებ   მოსწავლეებისგან ღებულობენ. მათი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ინფორმაცია ეყრდნობა პირად ემოციურ და არა ობიექტურ ხედვას. გარდა ამისა, სკოლის უარყოფით იმიჯს ხოლმე ნეგატივური ცნობების მოყვარული პრესა, ინფორმაციის სხვა საშუალებები და მათზე არანაკლებად ეფექტური ამბების გამავრცელებელი ”უკაბელო არხი” - ჭორი, ქმნიან. ამ სახის ინფორმაცია ძირითადად მშობლების და მოსწავლეების პედაგოგებთან და სასკოლო ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას ასახავს. ეს კი უარყოფითად მოქმედებს სასწავლო დაწესებულების იმიჯზე და ხელს უშლის მოსწავლეთა კონტინგენტის შევსებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებისა და მოსწავლეების არა მხოლოდ მომხრეებად, არამედ   სკოლის განვითარებისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის თანამონაწილეებად ქცევა. ამ საქმეში დაწესებულების იმიჯი დიდ მნიშვნელობას იძენს. ის მუდმივ და კვალიფიცირებულ ზრუნვას ითხოვს.

    რას წარმოადგენს სასწავლო დაწესებულების იმიჯი? სკოლის იმიჯი   მისი სახეა, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგთა, მოსწავლეთა, მშობელთა და გარე სოციუმის სასწავლებლის მიმართ განწყობის ჩამოყალიბებას. სკოლის იმიჯის ფორმირების შემადგენელ კომპონენტებად უნდა ჩაითვალოს: სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხი, ადამიანებს შორის ურთიერთობების კულტურა, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთქმედების სახე, შენობა-ნაგებობის გარე იერი, შიდა ინტერიერის გაფორმება, თანამშრომელთა ქცევა, მანერები და ჩაცმულობის სტილიც კი. დადებითი იმიჯი სასურველ ემოციურ-ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს სკოლის საქმიანობაზე, ამ პროცესის ყველა მონაწილეზე - პედაგოგზე, მშობელზე, ბავშვზე, საზოგადოებაზე, აყალიბებს წარმატებული, კომფორტული სასწავლო დაწესებულების შთაბეჭდილებას.ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალ მოსულ ხელმძღვანელს ”მემკვიდრეობისა” ან ”დატოვებული მზითვების” სახით ხვდება სასწავლო დაწესებულების არასახარბიელო იმიჯი. ავტორიტეტის შელახვა - საკმაოდ სწრაფი, ხოლო მისი გამოსწორება ან შექმნა - ხანგრძლივი პროცესია. ვითარებაში გარკვევისათვის საჭიროა   არსებული იმიჯის გაანალიზება და მისი   ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის შედეგად   ზეგავლენის მომხდენი გარე და შიდა ფაქტორების შეფასება. შემდეგი ნაბიჯია - დასკვნების გამოტანა და სუსტი მხარეების ძლიერად ქცევისათვის ღონისძიებების გატარება. იმიჯის ანალიზისა და ფორმირების დროს მნიშვნელოვანია მისი ორი რაკურსიდან - თვით სასწავლო დაწესებულების მოთხოვნების, და მეორე - მომხმარებელთა მოთხოვნილების პოზიციიდან დანახვა.
    სასწავლო დაწესებულების იმიჯზე მუშაობა საკუთარი ძალებით ჩასატარებელი კვლევით და შეფასებით იწყება. თუ დაინტერესებული ხართ რეალურად და არა ილუზორულად დაინახოთ და შეაფასოთ თქვენი სასწავლო დაწესებულების იმიჯი თვალ-ყური ადევნეთ ამ გვერდს. შემოგვეხმიანეთ და შემდგომ პუბლიკაციებში ჩვენი კონსულტანტები ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტავენ სასწავლო დაწესებულების და, თუ ისურვებთ, პირადად თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, იმიჯის ფორმირების ტექნოლოგიას.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    მანანა ჯინჭარაძე 06 ივნისი 2010

    ძალიან მაინტერესებს სასწავლო დაწესებულებისა და ჩემი , როგორც ხელმძღვანელის იმიჯის ფორმირების ტექნლოგია. ვის შეუძლია დამეხმაროს და მომაწოდოს მასალები, რჩევები? მე შემიძლია ღიად ვისაუბრო პრობლემებზე. თქვენ შემომთავაზებთ გადაწყვეტის გზებს?

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლა და მოსწავლე განათლება საქართველოში და მსოფლიოში აბიტურიენტი და გამოცდები ფსიქოლოგია ფიზიკა ქიმია ჟურნალისტიკა, PR უცხო ენები სპორტი და ექსტრიმი დასაქმება და კარიერა გართობა და თამაშები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სიახლე განათლების სფეროში ოჯახი, მშობლები და ბავშვი კინო და მუსიკა სოციოლოგია, პოლიტოლოგია რელიგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ეკონომიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა საგანმანათლებლო დაწესებულება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ხელოვნება და კულტურა მოდა და დიზაინი ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები პრესა განათლების შესახებ მათემატიკა ფინანსები სხვა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბიოლოგია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია იურისპრუდენცია გეოგრაფია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ბუნება, ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018