მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    დრო აღარ იარსებებს" ნანახია (11161) - ჯერ 28 სექტემბერი 2011

    თქვენ ამ სტატიის წასაკითხად დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. აქვე მოვიშველიოთ შემდეგი ინფორმაციაც, რომ 2011 წლის მონაცემებით მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 67 წელია. მაშასადამე, დაუთმეთ თქვენი  დროის  ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობის 4  მეათემემილიონედე  ნაწილი სწორედ იმ ფენომენის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რომლის დათმობაც გიწევთ და რომელსაც ადამიანებმა, რატომღაც, რიცხვები მივუჩინეთ გამომსახველად.  

    "როცა მთელი კაცობრიობა მიაღწევს ბედნიერებას, მაშინ დრო აღარ იარსებებს, რადგან ის უკვე საჭირო აღარ იქნება"- ვკითხულობთ დოსტოევსკის ამ ფრაზას  და პირველ რიგში ცნობიერებაში გვიტივტივდება შეკითხვა "რატომ?". ვცდილობთ პასუხის გაცემას და ამასობაში შეკითხვების მთელი ნაკადი იჩენს თავს. რა არის დრო?  როგორ აღვიქვამთ მას? რა ადგილი უკავია მას იმ არსების ცხოვრებაში, რომელსაც ზურაბ კაკაბაძე შემდეგნაირად აღწერს და  ნაწილობრივ  პასუხსაც სცემს ამ შეკითხვას: "მისი უგულითადესი სიყვარული ეკუთვნის კეთილმოწყობას, კომფორტს. გატაცებით უყვარს საუზმე, სადილი, ვახშამი. ის, რაც მას უჭირს და აწუხებს, არის დრო გაჭიმული საუზმიდან სადილამდე, სადილიდან ვახშმამდე. იგი ეძებს დროის მოკვლის საშუალებებს, ანუ საშუალებებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შეუმჩნევლად, უმტკივნეულოდ და უხიფათოდ მიიტანოს თავი საუზმიდან სადილამდე, სადილიდან ვახშმამდე. იგი ეძებს რაიმე ისეთს, რაც ამ ინტერვალებში ფიზიოლოგიური პროცესების აკომპანემენტის როლს შეასრულებს_იგი ეძებს თავშესაქცევს."

       გურევიჩის განმარტების მიხედვით დრო ხანგრძლიობაა, მოვლენების თანმიმდევრული და შეუქცევადი დინებაა აწმყოს გავლით წარსულიდან მომავლამდე. ყოველდღიურ საუბრებში ჩვენ ხშირად ნაივურად ვახსენებთ ისეთ ცნებებს, როგორიცაა წარსული, აწმყო და მომავალი, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია როგორ შეიძლება აწმყოს განცდა, როდესაც მათემატიკურად მას ხანგრძლიობა არა აქვს?  მაშასადამე, როგორც დროის მონაკვეთი,  არსებობს აწმყო?  მართლაცდა, დრო ხომ მარად მიმდინარედ განიცდება: დროის შეჩერება არ შეიძლება. მაშასადმე, აწმყო შეიძლება მხოლოდ როგორც მარად მოძრაობაში მყოფი საზღვარი წარმოვიდგინოთ წარსულსა და მომავალს შორის. შეუძლებელია თვითონ მას რაიმე ხანგრძლიობა ჰქონდეს, იმიტომ რომ ყოველი ხანგრძლიობა ან განვლილს და ან გასავლელ დროს ნიშნავს. ამ უდაოდ საინტერესო საკითხისკენ მიმართავს ჩვენს ყურადღებას დიმიტრი უზნაძე და გვთავაზობს მსჯელობას, რომ აწმყოს ცნება, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ლოგიკურად შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს; მას რაღაც ხანგრძლიობა უნდა ჰქონდეს, ესე იგი, რამდენიმე ხანს მაინც უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ ამავე დროს შეუძლებელია, მას მართლა რაიმე ხანგრძლიობა ჰქონდეს. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? როგორც ჩანს, მათემატიკური დრო და ფსიქოლოგიური დრო ერთი და იგივე არ არის, თვითონ დრო ობიექტურად რასაკვირველია, ერთია, მაგრამ დროის ანალიზი მათემატიკური თვალსაზრისით და დროის განცდა ერთმანეთს არ ემთხვევა. მათემატიკურ აწმყოს ხანგრძლიობა არა აქვს. მაგრამ ფსიქოლოგიურად აწმყო უსათუოდ არსებობს; ჩვენ მას უეჭველად განვიცდით და, მიუხედავად იმისა, რომ ის აწმყოა, მას მაინც გარკვეული ხანგრძლიობა აქვს. ამასთან დაკავშირებით უზნაძეს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: " მე ვკითხულობ აი ამ სიტყვას, და მე ვკითხულობ მთელ წიგნს. რა განსხვავებაა დროის განცდის მიხედვით ამ ორ შემთხვევას შორის? ეს ერთი სიტყვა ცალკე ასოებისგან შესდგება, და მისი წაკითხვა გარკვეული დროის მონაკვეთს მოითხოვს _ მართალია, მცირეს, მაგრამ მაინც ერთგვარი ხანგრძლიობისას, ვთქვათ, "1"-ს. მთელი წიგნის წაკითხვასაც დრო უნდა, რასაკვირველია, გაცილებით მეტი. პრინციპულად ამ ორ შემთხვევას შორის არავითარი განსხვავება არაა: განსხვავება მხოლოდ დროის იმ ხანგრძლიობის მეტნაკლებობაშია, რომელსაც თითოეული მათგანი მოითხოვს. მაგრამ რა დიდი განსხვავებაა მათ შორის ფსიქოლოგიურად! სიტყვა ყველა თავისი ნაწილებით, ცალკე ასოებით, რომლისგანაც იგი შესდგება და რომლის წაკითხვაც რაღაც დროის ერთეულებს, მოითხოვდა, მთლიანად მაქვს ამ მომენტში ცნობიერებაში: თითქოს ყველა ასოები ერთდროულად ცოცხლობდნენ მასში; თითქოს უკანასკნელი ასო რომ წავიკითხე, პირველი ჯერ კიდევ აქტუალურად განიცდებოდა ცნობიერებაში; თითქოს მან ვერ მოასწრო აწმყოს ჩამოშორებოდა და წარსულს შეერთებოდა. ერთი სიტყვით, ცალკე სიტყვის წაკითხვის შემთხვევაში მისი, სხვადასხვა დროს აღქმული, ელემენტები ერთს მთლიანში ერთიანდებიან და ამ მთელში სიცოცხლეს განაგრძობენ: ისინი აწმყოში მოცემულად განიცდებიან. სულ სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე მთელი წიგნის წაკითხვის შემთხვევაში. აქ დროის ხანგრძლიობა, რომელიც წიგნის წაკითხვას მოუნდა, სრულიად გარკვევით ნაწილდება: მე გარკვევით განვიცდი, რომ ამ წიგნის წინა ნაწილებს ახლა კი არ ვკითხულობ, არამედ წარსულში (ან ორი საათის წინათ, ან გუშინ) ვკითხულობდი. აქ ცალკე წარსული დროის განცდაც მაქვს და ცალკე აწმყოსიც _ აი, ეხლა რომ ამ სიტყვას ვკითხულობ. ამრიგად, აწმყოს განცდა უეჭველი ფაქტია."

      დიმიტრი უზნაძის აზრით აწმყოს განცდის სპეციფიკურ თავისებურებას შეადგენს ის გარემოება, რომ იგი უთუოდ რითიმეა სავსე: იგი ყოველთვის თანამიმდევრობის განცდას წარმოადგენს. მაგრამ თუ აწმყო თანამიმდევრობას შეიცავს, მაგრამ ისეთ თანამიმდევრობას, რომლის წინა წევრებიც შემდგომი წევრების გვერდით განაგრძობენ არსებობას; თუ იგი წერტილად კი არა, უფრო ხაზად განიცდება, მაშინ გასაგებია, რომ აწმყოში წარსულიც გვეძლევა, რომ აწმყოს განცდა წარსულის განცდასაც შეიცავს. ერთი სიტყვით, გასაგები ხდება წარსულის აღქმის ფაქტი. მაგრამ თუ აწმყოს დრო, ყოველთვის სავსეა, მაშინ ობიექტურად ერთი და იმავე ხანგრძლიობის აწმყოს ერთნაირად უნდა ვაფასებდეთ. თუმცა დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ეს ასე არაა: როდესაც რასმე ველოდებით, დრო გრძელდება; როდესაც ამავე დროის განმავლობაში რასმე საინტერესოს ვაკეთებთ, დრო გარბის. ობიექტურად ერთი და იმავე ხანგრძლიობის დრო სხვადასხვა ხანგრძლიობისად აღიქმება. შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ პირველ შემთხვევაში დრო ცარიელია, მეორეში შინაარსითაა სავსე. მაგრამ ნამდვილად იგი ორივე შემთხვევაში შევსებულია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ლოდინის შემთხვევაში მას ერთფეროვანი შინაარსი აქვს, მეორე შემთხვევაში კი მრავალფეროვანი. როდესაც ასეთ განსხვავებასთან გვაქვს ხოლმე საქმე, მაშინ დროის ხანგრძლიობა ყოველთვის განსხვავებულად განიცდება. ამ აზრით დროის აღქმის ფსიქოლოგიაში სავსე დროის კანონის შესახებ ლაპარაკობენ. როგორც ვხედავთ, ეს გამოთქმა ზუსტი არაა: იგი უფრო შინაარსის მრავალფეროვნებასა და დანაწევრებულობას გულისხმობს. მაგრამ არსებობს მეორე კანონიც: როდესაც რასმე სასიამოვნოს ელოდები, დრო არ თავდება; როდესაც რასმე უსიამოვნოს, დრო ძლიერ სწრაფად გარბის. როგორც ჩანს, აქ გადამწყვეტ როლს ემოციური ფაქტორი ასრულებს. ელზენჰანსი ამას დროის შეფასების ემოციური განსაზღვრულობის კანონს უწოდებს. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ დროის თვითონ ობიექტურ ხანგრძლიობასაც აქვს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსით არის იგი სავსე: ჩვეულებრივ, ერთიდაიმავე განცდებით ავსებული მცირე დროის მონაკვეთის გადაფასება ხდება, ხოლო უფრო დიდი დროის მონაკვეთის შეუფასებლობა, ესე იგი, პირველი უფრო ხანგრძლივი გვეჩვენება, ვიდრე ის ნამდვილადაა, ხოლო მეორე უფრო ხანმოკლე. საინტერესოა, რომ გადაფასებაცა და შეუფასებლობაც ბავშვებს უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ზრდადასრულებულთ (დიდებს გადაფასება 133% აღმოაჩნდათ წუთში, ხოლო მოზარდებს 7-19 წლამდე _ 175%). როგორც ვნახეთ დრო საპატიო ადგილს იკავებს პარადოქსული ფენომენთა რიგებს შორის.
    ამერიკელი ფსიქოლოგი  ფილიპ ზიმბარდოც საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს დროის პარადოქსულობის შესახებ. მისი აზრით ცხოვრების არც თუ ისე მცირე ამოცანის ამოხსნა შეგვიძლია იმის გაგებით, თუ როგორ ვორიენტირებთ დროში. დროში ორიენტაცია ეს არის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ ანაწევრებს ადამიანი საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას სხვადასხვა ზონებად თუ კატეგორიებად დროში. ჩვენ ამას ვაკეთებთ ავტომატურად და არაცნობიერად.  ეს კატეგორიები ვარირებს კულტურის, ქვეყნის, კონკრეტული ადამიანის, სოციალური კლასის, განათლების დონის მიხედვით.  
        იგივე მსჯელობას ავითარებს გურევიჩი თავის ნაშრომში "დრო და სივრცე, როგორც კულტურალური კატეგორიები". ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ადამიანი არ იბადება "დროის შეგრძნებით". ისეთი ცნებების ჩამოყალიბება, როგორიცაა დრო და სივრცე, განისაზღვრება იმ კულტურით, რომელსაც ის მიეკუთვნება. მაგალითად ინდუსტრიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ცნობიერი დამოკიდებულება დროის მიმართ. თანამედროვე ადამიანი თავისუფლად ოპერირებს დროსთან დაკავშირებული ცნებებით. მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ყველაზე შორეულ წარსულზე საუბარი და ასევე  მარტივია მისთვის მომავლის ანტიციპაციაც. მას შეუძლია დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა და იწინასწარმეტყველოს მეცნიერების, ტექნიკის, წარმოების, საზოგადოების განვითარება.
        გურევიჩი აღნიშნავს, რომ უძველეს ხანაში, შუა საუკუნეებში თუ აღორძინების ხანაშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სწრაფადმავალი დროის შეუქცევადობის პრობლემაზე ფიქრობდნენ, თუმცა ჭეშმარიტია შემდეგი მტკიცებულებაც, რომ არც ერთ წინა ეპოქაში დრო არ ფასდებოდა ისე, როგორც ამჟამად და არასოდეს არ იკავებდა ამხელა ადგილს ადამიანის ცნობიერებაში.  
        საინტერესოა, რომ დროისა და სივრცის თანამედროვე კატეგორიებს ძალიან მცირე საერთო აქვთ სხვა ისტორიული ეპოქის ხალხის მიერ აღქმულ დროსა და სივრცესთან. არსებითი  განსაკუთრებულობა პირველყოფილი საზოგადოების მიერ დროისა და სივრცის გაგებაში არის ის მომენტი, რომ ისინი მათ აღიქვამენ არა როგორც ნეიტრალურ კოორდინატებს, არამედ როგორც მაგიურ, საიდუმლოებით მოცულ ძალებს, რომლებიც მართავენ ყველასა და ყველაფერს. მათთვის არსებობს საკრალური დრო, დღესასწაულის, მსხვერპლშეწირვის, მითის წარმოქმნის დრო, რომელიც დაკაშირებულია საწყისი დროის დაბრუნებასთან. აღსანიშნავია, რომ ზუსტი საზღვრების დადგენა წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც, დროის სწორხაზოვანი აღქმა დაუპირისპირდა დროის ციკლურ აღქმას. ადამიანის ცნობიერებაში ეს ცვლილება განაპირობა ქრისტიანულმა რელიგიამ. დროის უძველესი ანუ ციკლური აღქმის გამომსახველი სიმბოლო არის ბორბალი. კოსმიური წესრიგის ბორბალი მუდმივად მოძრაობს, რაც გულისხმობს დაბადების და სიკვდილის მუდმივად განმაახლებელ ბრუნვას. სწორედ წრეზე ბრუნავს მრავალი წარსული ცივილიზაციის შემქმნელი ხალხის ცნობიერება. ისინი მათი დღესასწაულებით და რიტუალებითაც სწორედ ამ მუდმივად ბრუნავ რგოლს გამოსახავენ.
        გურევიჩი ხაზს უსვამს იმ ფაქტს,  რომ დრო და სივრცე არსებობს არა მარტო ობიექტურად, არამედ სუბიექტურადაც განიცდება და ცნობიერდება ადამიანების მიერ. სწორედ სუბიექტური განცდა განაპირობებს იმას, რომ ეს კატეგორიები სხვადასხვანაირად აღიქმება სხვადასხვა ცივილიზაციებსა თუ საზოგადოებებში, ერთი საზოგადოების ფარგლებშიც- სხვადასხვა ფენებში და ცალკეული ინდივიდების მიერაც კი. სწორედ ამაზე საუბრობს შექსპირიც თავის გენიალურ ფრაზაში "დრო სხვადასხვა პიროვნებისთვის სხვადასხვანაირად გადის."
        ახლა დავუბრუნდეთ ზიმბარდოს, რომელიც ძალიან საინტერესო კლასიფიკაციას გვთავაზობს. რა განსაზღვრავს ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილების ხასიათს? ჩვენ  ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც  შემდეგ ჩვენს მოქმედებებს ვაფუძნებთ. ზოგიერთი მხოლოდ მიმდინარე სიტუაციას ითვალისწინებს: სხვების მოქმედებებს და საკუთარ გრძნობებს. ასეთ ადამიანებს ზიმბარდო "აწმყოზე ორიენტირებულებს" უწოდებს. მათი ყურადღების ფოკუსს წარმოადგენს "აქ და ამჟამად". სხვებისთვის კი აწმყო არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მათი ამოცანაა პასუხი გასცენ შემდეგ შეკითხვას "რითი ჰგავს ეს სიტუაცია იმას, რაც მე გადამხდა წარსულში?". ამგვარად მათი გადაწყვეტილებები ეფუძნება წარსულის მოგონებებს. რადგან ეს ადამიანები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რაც უკვე იყო, ისინი  "წარსულზე ორიენტირებულთა" კატეგორიაში თავსდებიან. დანარჩენისთვის კი არც აწმყო და არც წარსული არ თამაშობს ძირითად  როლს: მხოლოდ მომავალია  მნიშვნელოვანი. ასეთი ადამიანები ყოველთვის ითვალისწინებენ მოსალოდნელ შედეგებს, ითვლიან შემოსავალში დანახარჯის წილს. მათ ზიმბარდო "მომავალზე ორიენტირებულებს" უწოდებს.  
        ზიმბარდოს აზრით დროის პარადოქსი ანუ იგივე პარადოქსი ორიენტაციისა დროში, რომლის შესახებ ჩვენ აქამდე აბსოლუტურად არაფერი ვიცოდით, ზეგავლენას ახდენს ჩვენს მიერ მიღებულ  ყოველ გადაწყვეტილებაზე. ის დროში ორიენტაციის 6 ტიპს გამოყოფს, რაშიც  წარსულს, აწმყოსა  თუ მომავალზე ორიენტაციის ორ-ორ ქვეტიპს გულისხმობს. თქვენ შეიძლება კონცენტრირებული იყოთ პოზიტიურ ან ნეგატიურ წარსულზე. შეგიძლიათ ორიენტირებული იყოთ სიამოვნებაზე აწმყოში  ან შეიძლება იყოთ ფატალისტი და იფიქროთ, რომ რაც არ უნდა გააკეთო შენზე მაინც არაფერი არ არის დამოკიდებული. ან თქვენ შეიძლება ორიენტირებული იყოთ მომავალზე, ისახავდეთ სხვადასხვა მიზნებს და ასევე შეგიძლიათ კონცენტრირებული იყოთ საზღვრის გამვლებ  მომავალზე, როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი ძირითადი სიკვდილის შემდეგაა. ზიმბარდოს აზრით  უმთავრესია თითოეულმა ჩვენგანმა განივითაროს გონებრივი მოქნილობა და  მარტივად გადაერთოს დროში ორიენტაციის  სიტუაციური მოთხოვნის რელევანტურ ტიპზე. აქვე ის გვთავაზობს რჩევას ადამიანისთვის დროში ორიენტაციის  ყველაზე ოპტიმალური დოზების შესახებ: წარსულის პოზიტიურად აღქმის დიდი დონე, მომავლისკენ შედარებით დიდი მიმართულება, ორიენტაცია მიმდინარე მომენტის სიამოვნებაზე-საშუალო დონით და  ყოველთვის მცირე დოზა წარსულის ნეგატიური აღქმისა და ფატალიზმისა. ასე გამოიყურება დროში ორიენტაციის ოპტიმალური ნაზავი: "წარსული გვაძლევს ფესვებს. ჩვენ ვინარჩუნებთ კავშირს საკუთარ ოჯახთან, თვითცნობიერებასა და ინდივიდუალობასთან. მომავალი გვანიჭებს ფრთებს, რათა ვიმოძრაოთ ახალი მიზნებისკენ, ახალი მწვერვალებისკენ. ამწუთიერი სიამოვნება კი გვაძლევს ენერგიას, რომელიც საჭიროა საკუთარი შესაძლებლობების, ახალი რეალიების, ადამიანების, გრძნობების შესამეცნებლად.”
        ზიმბარდო  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი ორიენტაციის ზედმეტმა დოზამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგვიტანოს, ვიდრე სარგებელი. მაგალითად რას წირავენ მსხვერპლად წარმატების სანაცვლოდ მომავალზე ორიენტირებული ადამიანები? ისინი მსხვერპლად წირავენ ოჯახის დროს, ურთიერთობას მეგობრებთან, ასევე დასვენების, ძილის დროს.  მათ მთელი  საკუთარი თავი მიძღვნილი აქვთ სამუშაოსთვის და მიღწევებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მათ  ჯანმრთელობაზე.
       "დროის ზონებად დაყოფა შეიძლება ცალმხრივი იყოს. რადგან ჩვენ თავს გვახვევენ ერთი კატეგორიის ხშირ და სხვების იშვიათ გამოყენებას” _  ეს მნიშვნელოვანი პრობლემაც  არ დარჩენილა ზიმბარდოს ყურადღების მიღმა. ჩემი აზრით ამ მოვლენის ყველაზე ნათელი მაგალითია კომუნისტური იდეოლოგია, რომელმაც მომავალზე ორიენტირებული ცნობიერების მწარმოებელი დიდი მექანიზმი მთელი დატვირთვით ამუშავა და კომუნიზმში შესვლის უპერსპექტივო პერსპექტივაც დასახა. შედეგმაც არ დააყოვნა: "საბჭოთა ადამიანის ცნობიერება ქანცგაწყვეტილ ცხენს ჰგავდა: "სკოლა უნდა დავამთავრო... როცა ინსტიტუტში ჩავაბარებ... აი, პენსიაზე გავალ..."(ჩერნიშევი)  ადამიანები დაძაბულად, ნევროზულად ელოდნენ "ნათელ მომავალს". ასე ძლიერ დაზიანებული ცნობიერების გაჯანსაღებას და დროში ორიენტაციის კატეგორიებს შორის ბალანსის აღდგენას კი საკმაო დრო სჭირდება.
       დღესაც, თანამედროვე ადამიანების გონებაც მუდამ ფაციფუცშია. ერთს რომ ვაკეთებთ, მოვლენებს წინ ვუსწრებთ და სხვა ათი საქმე უკვე დასრულებული და უნაკლოდ შესრულებული გვაქვს გონებაში. მაგრამ ძალიან იშვიათად თუ აუბამს მხარს რეალობა გონებაში წარმოსახულ ვირტუალურ რეალობას და ასეთ სიტუაციაში ფრუსტრაციაც არ აყოვნებს. ასე რომ, აუცილებელია  ლაგამი  ამოვდოთ ათასი საზრუნავით დაქოქილ გონებას, რომელსაც  დროში ხეტიალი განუყოფელ საქმიანობად ექცა. გაწონასწორებულობა, სიმშვიდის დაცვა და მოცემული მომენტის საქმეზე კონცენტრაცია არა მარტო გაზრდის შესრულების ეფექტურობას, არამედ დადებითად იმოქმედებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეც. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ნ. ლესკოვის მოთხრობიდან შემდეგი საინტერესო დიალოგი: "_რომელი ჟამია ყველაზე მნიშვნელოვანი? _აწმყო... რამეთუ ყოველი ადამიანი მხოლოდ აწმყო დროის მფლობელია._რომელია ყველაზე საჭირო ადამიანი? _ის, რომელთანაც ახლა გაქვს საქმე... რამეთუ ახლა შენზეა დამოკიდებული, რას ეტყვი მას გაახარებ თუ დაამწუხრებ. _რომელი საქმეა ყველაზე ღირებული? _სიკეთე, რომლის გაკეთებასაც შენ ამ ადამიანისთვის ახლა მოასწრებ."
    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ლოგისტიკა ლოგიკა ეკონომიკა კულტუროლოგია გადასახადები გეოგრაფია ისტორია უცხო ენები ასტრონომია არქიტექტურა მიფოლოგია სამართალი მრეწველობა, წარმოება ჟურნალისტიკა მუსიკა ფინანსები და კრედიტი უცხოური ლიტერატურა ჟურნალისტიკა და PR ინფორმატიკა პროგრამირება გეოპოლიტიკა საბაჟო სისტემა მარკეტინგი და რეკლამა ავიაცია სოფლის მეურნეობა კულინარია ტექნოლოგია პედაგოგიკა სოციოლოგია საბანკო საქმე ზოოლოგია მათემატიკა ტრანსპრტი ელექტრონიკა სხვა სტატისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები გეოდეზია მშობლიური ენა და ლიტერატურა ბიოლოგია ეკოლოგია მეტალურგია ფილოსოფია საბირჟო საქმე ბუღალტერია და აუდიტი ფსიქოლოგია გეოლოგია რელიგია სექსოლოგია მენეჯმენტი მეცნიერება და ტექნიკა მასმედია სახელმწიფო მოწყობა და მართვა კულტურა და ხელონება ქიმია დაზღვევა ვეტერინარია ფიზკულტურა და სპორტი კრიმინალისტიკა პოლიტოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მართვა ინვესტიციები მეწარმეობა მედიცინა, ჯანმთელობა ფიზიკა ტურიზმი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020