 ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნების მოსწავლეების მსგავსად, 2011-2012 წელს საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზეცნობილი, “მაკმილანის” სახელმძღვანელოებით მიეცათ.
ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შექმნით“მაკმილანი” მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში.სკოლებში სახელმძღვანელოების შეტანამდე სქართველოში ინგლისური ენის ყველა პედაგოგიგადამზადდა. მათ უფასოდ დაურიგდათ სახელმძღვანელოები, დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალურიმასალები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში“მაკმილანის” სახელმძღვანელოებით სწავლება ურთულეს მოლაპარაკებებთან იყო დაკავშირებული,მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ უცხოელი თანატოლების მსგავსად, ამ სახელმძღვანელოებით ქართველ ბავშვებსაც ესწავლათ.
არცთუ დიდი ხნის წინ, “მაკმილანის” სახელმძღვანელოებით ინგლისური ენის შესწავლა ყველას არ შეეძლო. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, აღნიშნულ სახელმძღვანელოებს სოლიდურ ფასად ყიდულობდა. სამინისტროს დიდი მონდომებით, საქართველოსთვის გამონაკლისი გაკეთდა – სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ აღემატება. “მაკმილანმა” ასევე საკუთარ თავზე აიღო პედაგოგების გადამზადება და მათთვის დამხმარე მასალების მიწოდება.
პარალელურად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც `მაკმილანის” სახელმძღვანელოების უხარისხობაზე დაიწყეს საუბარი. აცხადებენ, რომ ახალი სახელმძღვანელოები ქართველი მოსწავლეებისთვის არ არის გათვალსიწინებული. თუმცა, პროფესიონალების თქმით, კრიტიკოსებს წარმოდგენა არა აქვთ, რომ “მაკმილანის” სახელმძღვანელოები ყველა იმ ადამიანზეა გათვლილი, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველი იქნება, უკრაინელი, ინდოელი თუ ჩინელი.
ბოლო პერიოდში “მაკმილანის” სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ შეკითხევბზე კომენტარი პირადად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ვთხოვეთ. დავინტერესდით თუ როგორ მოხერხდა საქართველოში “მაკმილანის” სახელმძღვანელოების შემოტანა, მისთვის გრიფის მინიჭება და რომელი ქვეყნისთვისაა გათვლილი ეს წიგნები.
- ბატონო დიმიტრი, წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა. მოსწაველები გრიფირების ახალი წესით შექმნილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ. ინგლისური ენა წელს პირველიკლასიდან “მაკმილანის” გამომცემლობის სახელმძღვანელოებით ისწავლება. როგორ მოხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომცემლის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს საქართველოში შემოტანა?
- ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვაცხადებ, წელს, სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი ყველაზე გამჭვირვალე პროცესი იყო. 2010 წლის სექტემბერში, როდესაც 1-VI კლასების წიგნებზე გრიფირება გამოვაცხადეთ, პარალელურად გამომცემლებს შევხვდი. მათგან რამდენიმემ პირდაპირ ულტიმატუმი წამომიყენა, რომ თუ სამინისტრო ამ საკითხში ჩაერეოდა და სახელმძღვანელოების გაიაფებას ეცდებოდა, ბოიკოტს გამოაცხადებდნენ და გრიფირებაზე ავტორებს სახელმძღვანელოებს საერთოდ არ შემოატანინებდნენ. მათ ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებინა. სპეკულაციით, ჭორებით თუ პროვოკაციის ენით საუბარს ჩემთან აზრი არა აქვს.
მათთან შეხვედრის შემდეგ მე რამდენიმე გამომცემელს, მათ შორის ბაკურ სულაკაურს და სხვებს პირადად შევხვდი და ვესაუბრე. ყველას ვთხოვე ამ საკითხს გაგებით მოკიდებოდნენ და ასეც მოხდა. ამ გამომცემლებმა სიტყვა შეასრულეს, მათი მხრიდან არანაირ ბოიკოტს ადგილი არ ჰქონია. ამისათვის, მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ისინი საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგნენ, რადგან საქმე ეხებოდა ბავშვების მომავალს. თანამშრომლობაზე წამოსული გამომცემლობების საქციელიდან გამომდინარე, სხვებიც მიხვდნენ, რომ შანტაჟი უაზრო იყო და საბოლოოდ პროცესში ისინიც ჩაერთვნენ.
სრულიად სხვა სიტუაცია იყო ინგლისური ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც საქართველოში ინგლისური ენის სახელმძღვანელოებზე მუშაობს, მაგრამ ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ინგლისურის სახელმძღვანელოს ჩვენ იმაზე უკეთესად ვერ დავწერთ ვიდრე დიდ ბრიტანეთში. ისევე როგორც ჩვენზე უკეთეს ქართულ სახელმძღვანელოს დიდ ბრინატეთში ვერ დაწერენ.
ჩვენ ღია გრიფირება გამოვაცხადეთ. გრიფირებას როგორც ქართველი ავტორების, ასევე ‘მაკმილანის” და “კემბრიჯის” სახელმძღვენელოები გადიოდნენ. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სახელმძღვანელოებს ანონიმური ექსპერტები აფასებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ანონიმურმა ექსპერტებმა, ქართველი ავტორების წიგნები არასაკმარისი ხარისხის გამო დაიწუნეს.
საბოლოოდ, გრიფირების პროცესში ბარიერი ორმა, “მაკმილანის” და “კემბრიჯის” სახელმძღვანელომმა გადალახა. როდესაც გრიფირების კომისიას უნდა ემსჯელა, საქართველოში კემბრიჯის სახელმძღვანელოების ქართველმა შემომტანებმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს 50 ათასი დოლარი ქრთამი იმაში შესთავაზეს, რომ მათ წიგნებს გრიფი მიეღო და ბაზარზე მონოპოლისტები ყოფილიყვნენ. ტელევიზიით ყველამ არაერთხელ ნახა, რომ ეს ხალხი ქრთამის გადაცემის გამო დააკავეს. შესაბამისად, კორუფციული შეთავაზების გამო, წიგნებს გრიფი არ მიენიჭა და საბოლოოდ, ბაზარზე მხოლოდ “მაკმილანი” დარჩა.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოში კორუფცია დამარცხდა და ფულით საქმეები აღარ კეთდება თუმცა, მოდუნების უფლება არ გვაქვს. როგორც ჩანს, ბევრ ე.წ. ექსპერტს, რომლებიც ამ საკითზე ბრმად გვაკრიტიკებენ, წინა ხელისუფლებისდროინდელი ნოატალგია აწუხებთ როდესაც საქმე ფულით კეთდებოდა.
- მიუხედავად იმისა, რომ “მაკმილანი” მსოფლიოში მესამე ადგილზეა, მათი წიგნები საქართველოში არმოსწონთ...
- პარადოქსია, პრეტენზიას გამოთქვამენ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში თავად მუშაობდნენ. მათ მიერ მინიჭებული გრიფირებით სკოლებში უხარისხო სახელმძღვანელოები შევიდა. ჩვენ სწორედ მათ მიერ ანთებული ცეცხლის ჩაქრობა გვიწევს. ექსპერტებმა მე შეიძლება დამიწუნონ ინგლისურის ცოდნა, მაგრამ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი მასწავლებლები ძველ სახელმძღვანელოებზე პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ ამ სახელმძღვანელოებით სწავლება არ შეიძლებოდა.
რაც შეეხება “მაკმილანის” გამომცემლობას, მე პირადად ჩავედი ლონდონში და ვთხოვე ჩვენს ბაზარზეც შემოსულიყვნენ, რასაც ისინი არ აპირებდნენ. ისინი მუშაობენ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ჩინეთი, სერბეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, ამერიკა, უკრაინა. საქართველოს ოთხნახევარმილიონიანი ბაზარი მათთვის ძალიან პატარაა.
იმისათვის, რომ “მაკმილანი” საქართველოში შემოსულიყო ყველაფერი გავაკეთე. გავაცანი ჩვენი რეფორმები და ავუხსენი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინგლისური ენის ცოდნა. დავუმტკიცე, რომ საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის. ფაქტობრივად, მათ წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს მხარი დაუჭირეს. საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გარდა, ჩვენ სახელმძღვანელოს ფასის დაწევა 35-დან 10 ლარამდე შევძელით.
- მათ ქართველი მასწავლბლები უფასოდ გადაამზადეს. თუმცა, არიან მასწავლებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ “მაკმილანის” სახელმძღვანელოები სტანდარტებს არ შეესაბამება...
- მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მასწავლებელბი მათ უფასოდ გადაამზადეს და უფასოდ გადასცეს სახელმძღვანელოები რაშიც “მაკმილანის” მხარემ ორმილიონნახევარი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
ზაფხულში დაახლოებით 3 ათასი მასწავლებელი გადამზადდა. ამ პროცესს ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებდით. სამწუხაროდ, ტრენინგებზე ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მასწავლებელი რომელთა კომპეტენციაც ინგლისურ ენაში საკმაოდ დაბალი იყო. თუმცა, პრეტენზია ჰქონდათ, რომ ისინი იცნობდნენ “ბონკის” და “ეკერსლის” იმ სახელმძღვანელოებს, რომლითაც 80-იან წლებში ასწავლიდნენ და ეს წიგნები მოსწონდათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამ სახელმძღვანელოებში რუსული თარგმანი ეწერა. ტრანსკრიფციაც რუსული ჰქონდა და რუსულად კითხულობდნენ. მათ იმიტომ არ მოსწონთ “მაკმილანის” სახელმძღავნელოები, რომ მასში რუსულად არაფერი წერია.
- პირიქით, ბრალს ისინი გდებენ, რომ “მაკმილანის” სახელმძღვანელოები რუსული ბაზრისთვისაა გათვლილი, რაც თავად წიგნს აწერია...
-სეპკულირება ყველაფრით შეიძელება და ამას მივეჩვიე, თუმცა უნამუსობასაც ზღვარი აქვს. სამწუხაროა, რომ ვიღაცას რაღაც დაესიზმრება და ვალდებული ვარ კომენტარი გავაკეთო.
მსოფლიოში ენის ორი სტანდარტი არსებობს – ერთია მშობლიური ენა და მეორე ენა, რომელსაც მეცნიერული ტერმინით ჰქვია მეორე ენა და მშობლიური არ არის. მათთვის, ვისთვისაც ენა მშობლიური არ არის, ენის სწავლების სხვანაირი სტანდარტი არსებობს. “მაკმილანის” ამ სახელმძღვანელოებით ინგლისურს სწავლობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეები და სწავლების მეთოდი ყველასთვის ერთნაირია. მიმაჩნია, რომ ქართველი ბავშვიც ისეთივე ნიჭიერია, როგორც სხვა ქვეყნის მოსწავლე და ისიც უპრობლემოდ ისწავლის ამ წიგნით. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ სახელმძღვანელო ყველა ქვეყნისთვის ცალ-ცალკე უნდა იყოს ადაპტირებული, ეს არაკომპეტენტურია. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ უცხო ენის სწავლების ნამდვილი პროფესიონალი გეტყვით, რომ ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია ერთნაირია სერბისთვისაც, ჩინელისთვისაც და ქართველისთვისაც. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე ინგლისური ენის სახელმძღვანელო უნდა იყოს გათვლილი რომელიმე ქვეყნის მოსწავლის მენტალიტეტზე, არის სრული აბსურდი და არაკომპეტენტურობა. ფიზიკა ამერიკაშიც ფიზიკაა და საქართველოშიც ფიზიკაა. ინგლისური საქართველოიშიც ინგლსიურია და ჩინეთშიც.
ე.წ. ექსპერტები მე მიყენებენ პრეტენზიას თუ არტომ არის “მაკმილანის” მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში კრემლის, ეიფელის კოშკისა და ტოკიოს ფოტოები და ამის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას, რომ ეს სახელმძღვანელო არის გათვლილი რუსეთისთვის. ეს ხომ სრული აბსურდია. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ მე როგორც მინისტრს არ შემიძლია ისტორიიდან კრემლი ამოვაგდო. რუსეთი რუკაზე არსებობს და რომ ვთქვათ, რომ კრემლი არ არსებობს მარაზმია. ისევე როგორც სახელმძღვანელოდან ამოვიღოთ ფაქტი იური გაგარინზე, რომელიც პირველი კოსმონავტია. ეს ცრუ პატრიოტიზმია.
“მაკმილანის” სახელმძღვანელოში გამომცემლები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობას იმისთვის უხდიან, რომ სახელმძღვანელოში ფაქტობრივი შეცდომების თავიდან ასაცილებლად მათ საკუთარ ქვეყნებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ცხადია, მათ შორის რუსეთიცაა. თუ ვინმეს ინგლისურად კითხვა არ შეუძლია, სხვას წააკითხოს. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხზე “მაკმილანიც” აპირებს განცხადების გაკეთებას.
უკვე გამოცხადდა გრიფირების კონკურსი VII-XII კლასების სახელმძღვანელოებისთვის. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რომელი ავტორი გაიმარჯვებს. ჩემი პრინციპია სამართლიანობა – ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გრიფს მხოლოდ კარგი სახელმძღვანელო მიიღებს.
წყარო: გაზეთი 24 საათი |