მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ევასა და ადამის ძიება ნანახია (7848) - ჯერ 10 ოქტომბერი 2011

    ალბათ, ხშირად გსმენიათ შემდეგი სიტყვები:„  გპირდები, რომ ვიცხოვრებთ ერთად ჭირსა თუ ლხინში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს".  ამ სიტყვების ადრესატის პოვნა საკმაოდ რთულია.

     

    ვიმედოვნებ, ჩემ მიერ წარმოდგენილი სტატია ამ საჭირბოროტო საკითხის წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ.

    ადამიანს დაბადებიდანვე სჭირდება არსებობისათვის მეორე სხვა. მისი სწრაფვა, გვერდით ჰყავდეს ვინმე, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ზრდა-განვითარებასთან ერთად კი იცვლება პრიორიტეტული პარტნიორიც. თავდაპირველად ადამიანის სოციალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ მშობლები, შემდეგ კი – მეგობრები. სწორედ მათთან წარმატებული კავშირის წყალობით ხდება პიროვნება   ზრდასრული. მოზრდილობის ასაკში იღვიძებს ახალი ბიოლოგიური და სულიერი მოთხოვნილებები და ადამიანი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრის ძიებას იწყებს.

     
        გენიალურმა ფსიქოლოგმა ერიკ ერიქსონმა მოზრდილობის პერიოდისათვის ორი მთავარი ამოცანა დასახა: ინტიმურობა და პროდუქტულობა. ფროიდმა განსაზღვრა ზრდასრულობის მოთხოვნილებები -Lieben und Arbeiten- სიყვარული და სამუშაო. აბრაჰამ მასლოუმ ცხოვრების ამ ეტაპის მოთხოვნილებები აღწერა, როგორც სიყვარული და თანაზიარობა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ადამიანს კიდევ უფრო   მაღალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია. სხვა თეორეტიკოსებიც   თანხმდებიან, რომ მოზრდილობა არის პერიოდი, როცა პიროვნული სრულყოფისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა დარეგულირებული სოციალური ურთიერთობების ქონაა. ამდენად, მოზრდილისათვის შესაფერისი პარტნიორის ძიება მეტად მნიშვნელოვანია.


    ცხოვრების მეგზურის, პარტნიორის პოვნა საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი პრობლემაა, რომელიც სიღრმისეულ გაცნობიერებას მოითხოვს.


    ბერნარდ ლივეხუდის წიგნში ` ადამიანის ცხოვრების გზა  ვკითხულობთ, რომ   ბიოლოგიურად მამაკაცი და ქალი ურთიერთშემავსებელნი არიან. საგულისხმოა, ისიც რომ მათი ერთიანობა სიცოცხლის მუდმივ განახლებას გულისხმობს. კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით კი, მამაკაცი და ქალი არა მხოლოდ ურთიერთშემავსებელნი არიან, არამედ სამშვინველის სიღრმეში ყოველი მამაკაცი ატარებს ქალურ კომპონენტს, ქალი კი მამაკაცურს. ქალის მამაკაცურ კომპონენტს იუნგი უწოდებს animusს-ს, მამაკაცის ქალურისას კი anima-ს. იუნგი anima-animus-ის კომპონენტებზე საუბრისას ამბობს, რომ ყოველი მამაკაცი თავის თავში დაატარებს საკუთარ ევას, ყოველი ქალი კი  - საკუთარ ადამს. თითოეული მათგანი ამქვეყნად ეძებს მეორე ნახევარს, რომელიც ჰგავს   საკუთარ ევას ან ადამს, რათა შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა და ისწრაფოს   სრულყოფისაკენ.
    იზრდება რა ყრმა, იღვიძებს მისი დაინტერესება საპირისპირო სქესის მიმართ, ის მასში ეძებს საკუთარ ევას ან ადამს და ცდილობს იპოვოს თავისი იდეალის შესაბამისი პარტნიორი.


    მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პიროვნება, ისევე როგორც მასში არსებული ადამი ან ევა, ინდივიდუალურია, თეორეტიკოსები მაინც შეეცადნენ ჩამოეყალიბებინათ პარტნიორის არჩევის შესახებ თეორიები. მეცნიერები განიხილავენ პარტნიორის არჩევისას ადამიანზე ზემოქმედ ფაქტორებს.


     სენტერსის ინსტრუმენტალური თეორიის მიხედვით ადამიანი პარტნიორად ირჩევს მსგავსი მოთხოვნილებების, ღირებულებების, ინტერესების მქონე ადამიანს. მსგავსების ფაქტორი დიდ კვალს ტოვებს ადამიანების ურთიერთობის ხასიათზე. დადასტურებულია ზოგადი ტენდენციაც იმის შესახებ, რომ ადამიანები პარტნიორად ირჩევენ თავისივე მსგავსი   მიმზიდველობის ადამიანებს.


    ინსტრუმენტალური თეორიის საპირისპირო ხედვას გვთავაზობს ვინჩის კომპლემენტარული მოთხოვნილებების თეორია. მისი მიხედვით ადამიანები პარტნიორად ირჩევენ საპირისპირო მახასიათებლების მქონე ადამიანებს, ამ გზით ისინი ავსებენ ერთმანეთს და უფრო ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს.


    საინტერესოა სოციალური გაცვლის თეორია, რომელიც ურთიერთობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების მიერ გაღებულ საფასურსა და ჯილდოს. საფასურში იგულისხმება ის ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური ძალისხმევა, რასაც ადამიანები გასცემენ კომუნიკაციის ფარგლებში. ჯილდო კი გულისხმობს ურთიერთობიდან მიღებულ საპასუხო კმაყოფილების გრძნობას, სიამოვნებას, მზრუნველობას, სიყვარულს. სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით წარმატებული წყვილი შედგება იმ პარტნიორებისაგან, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობისაგან სასურველ ჯილდოს იღებენ.


    საყურადღებოა მურშტეინის მიერ შემოთავაზებული თეორია ორ ადამიანს შორის ურთიერთობის სამი სტადიის -„სტიმული-ღირებულება-როლი”-ს შესახებ. მურშტეინის მიხედვით   ურთიერთობის განვითარების თითოეულ ეტაპზე ხდება ერთმანეთის ღირსებებისა და ნაკლოვანებების გაცნობა, სხვადასხვა ფაქტორის მხედველობაში მიღება, გაფილტვრა და გადაწყვეტილების მიღება, ღირს თუ არა შემდგომი ურთიერთობის გაგრძელება. სტიმულის სტადიაზე მამაკაცი და ქალი ხვდებიან ერთმანეთს, იყალიბებენ პირველ შთაბეჭდილებას ერთმანეთის გარეგნობაზე, გონებრივ თუ სხვა მახასიათებლებზე. თუ პირველი შეხვედრა კეთილგანწყობილია, წყვილი გადადის ურთიერთობის მეორე სტადიაზე  - ღირებულებების შედარებაზე. ისინი ცდილობენ გაიგონ, თანხვედრაშია თუ არა ერთმანეთის ინტერესები, ფასეულობები, შეხედულებები, მიდრეკილებები, მოთხოვნილებები. ბოლო, როლურ სტადიაზე კი შესაძლებელი პარტნიორები არკვევენ, თუ როგორ შეასრულებენ ისინი თავიანთ როლს ოჯახში, ქორწინებაში ურთიერთობისას.


    ზემოთ განხილული თეორიები სხვადასხვა თვალსაზრისს აყალიბებენ იმ ზოგადი ტენდენციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანები აყალიბებენ თავისი მეორე ნახევრის, ევას ან ადამის ხატს.


     ჩვენი აზრით, მთავარია, ადამიანმა სწორად გააცნობიეროს ის ფაქტორები, რომლებიც მას ბედნიერებას აპოვნინებს. ადამიანი, რომელიც ჯერ საკუთარ თავში ვერ გარკვეულა, ჯერ თავის შინაგან სამყაროს არ დაახლოვებია, ვერც სხვასთან ვერ შეძლებს სრულფასოვანი ინტიმური კავშირის დამყარებას.


    თუმცა, არსებობს ისეთი მიდგომაც, რომელიც პარტნიორის არჩევისას არაცნობიერი ძალების ზეგავლენას უსვამს ხაზს. ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით ბავშვობაში საწინააღმდეგო სქესის მშობელთან გამოცდილი ურთიერთობა მომავალში პარტნიორის არჩევაზე ახდენს ზეგავლენას და ადამიანები მეწყვილედ ირჩევენ თავიანთი მშობლის მსგავს პიროვნებას.


    შეუძლებელია, რომელიმე ერთ თეორიაში ეძიო აბსოლუტური ჭეშმარიტება და სხვები უარყო. ჩვენი საზოგადოების ყოველი წევრი ხომ უნიკალური ინდივიდია და ამიტომ, ხშირად ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ზოგადი ტენდენციის ამოცნობა ძალიან რთულია.


    რომელი თეორიის ფარგლებშიც არ უნდა იპოვოს პიროვნებამ თავისი მეორე ნახევარი, ჰარმონიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სრულყოფილი სიყვარულის განცდაა. რობერტ სტერნბერგიც სწორედ ასეთი იდეალური სიყვარულის მოდელს გვთავაზობს. იგი თანაბარი პროპორციით შეიცავს შემდეგ სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობას, ვნებას და ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, რომ პარტნიორებს ერთმანეთი უყვარდეთ და თანაბრად პასუხისმგებლები იყვნენ ერთმანეთის წინაშე. და ბოლოს,მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარული გაპოვნინებს საკუთარ ევასა და ადამს.

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკური კულტურა/სპორტი ტურიზმი/დასვენება/გართობა კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა ვეძებ სპეციალისტს სტიპენდიები ვყიდი სხვა ტენდერები/გრანტები განათლება/სწავლება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვიყიდი ვარ სპეციალისტი ვცვლი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020