მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    NLP - ს ლოგიკური დონეები ნანახია (12628) - ჯერ 19 ნოემბერი 2011

    ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება შესდგება რიგი ელემენტებისგან, რომლებიც იძლევიან ადამიანის სუბიექტური გამოცდილების შესწავლის შესაძლებლობას, აგრეთვე მოქნილ და ძლიერ ინსტრუმენტებს პიროვნული თვისებების ან მოსალოდნელი მ ოვლენების შეცვლისათვის.

    ლოგიკური დონეების მოდელი

    აღქმის ლოგიკური დონეების კონცეფცია, რომლებსაც აგრეთვე უწოდებენ - ნლპ-ის დონეებს, აზროვნების ლოგიკურ დონეებს და პიროვნული ცვლილებების დონეებს გვეხმარება ინდივიდის, ორგანიზაციის ან სოციალური გაერთიანებების საგანსა თუ მოვლენაზე შეხედულებების ცვლილებებზე  დაკვირვებაში.  იგი შემუშავებულია რობერტ დილტსის მიერ და ეფუძნება გრეგორი ბეიტსონის მიერ შემოთავაზებულ  „ნეიროლინგვისტური დონეების“ ცნებაზე.  

    ექვსი ლოგიკური დონე: (ქვედა დონიდან - ზედა დონისკენ თანმიმდევრობით)    

     გარემო/გარემოცვა  - რეაქციები,  

    •  ქცევა  -  ქმედება,

    •  უნარები  - მიმართულება  

    •  მრწამსი და ღირებულებები  - დასაშვებია/ნაბადართულობა და მოტივაცია,  

    •  იდენტურობა  – ვინ ვარ მე?,

    •  მისია  - ხედვა, აზრი/არსი, სულიერი დონე  

    (სქემა-სურათზე მისია და ტრანსმისია ავსახეთ ცალ-ცალკე, მაგრამ თავისი არსით ისინი მიეკუთვნებიან ერთ დონეს).  

    ცვლილება, რომელიც ვლინდება ზედა დონეზე იწვევს ცვლილებას ქვედა დონეებზე. იმ დროს, როდესაც აუცილებელი არ არის, რომ ცვლილება ქვედა დონეებზე იწვევდეს ცვლილებას ზედა დონეებზე. იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ლოგიკური დონის ფორმირება ხდება ქვევიდან ზევით.

    დონეების აღწერილობა

    ლოგიკური დონეების გაცნობის დროს გიჩნდება სურვილი, როგორც ჩვევია ადამიანს, ყველაფერი დაალაგო შესაბამის თაროზე.  

    რ.დილტსის მოდელში ყურადღება ექცევა სისტემატიზაციას - ანუ რა და რომელ თაროზე დევს, რის ცოდნა სასარგებლო ხდება პრაქტიკაში. განსაკუთრებით თუ ყველაფერი დაალაგე თაროებზე ხოლო კონკრეტულად რა და სად უკვე დაგავიწყდა.  

    ამგვარი კარადის თითოეული თარო განკუთვნილია გარკვეული სახის ინფორმაციის შესანახად. ანუ თვითოეული ლოგიკური დონე აღნიშნავს სუბიექტური გამოცდილების კატეგორიების უნიკალურ სიმრავლეს. განვიხილოთ რა იმალება დონეების დასახელების უკან და მივყვეთ ქვევიდან ზევით. (იხილეთ სქემა - ნახატი).

     გარემოს დონე მოიცავს სპეციფიკურ გარე პირობებს, რომლებშიც აისახება ქცევა და ურთიერთქმედება - ასე აღწერს მას მოდელის ავტორი. Wikipedia - ს განმარტებით გარემო ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ.  

    ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას ამ დონის მიმართ პასუხობს კითხვებზე „რა?“ „სად?“ „როდის?“  და იგივე ხასიათის ანალოგიურ შეკითხვებზე, მაგალითად: „ვისთან?“ და „ვისთან ერთად?“. არსებითად გარემოს დონე აღწერს ადამიანის არსებობის გარემოს.  

    გარემოს დონე - გამოცდილების კატეგორიების კრებულია, რომელთაც გააჩნიათ სტატიკის თვისებები (ანუ დროში უცვლელობის). დრო ამ დონეზე - მხოლოდ ერთი განზომილებაა, რომელიც აზუსტებს მდებარეობას აწმყოსთან მიმართებაში. აქ არ არის მოძრაობა. მოძრაობა იმყოფება უფრო მაღალ - ქმედების დონეზე. ლინგვისტურად გარემოს დონე უმეტესად აისახება არსებითი სახელების სიმრავლით.  

    ქცევის, ქმედების დონე. ქცევა, ქმედება შეიძლება შეიძლება განიმარტოს, როგორც ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობა გარე სამყაროსთან, რომელიც შეიცავს მათ ქმედით აქტიურობასა და ამ გარემოს მიმართ ორიენტაციას. მაშასადამე აღნიშნული დონე, რომელიც პასუხობს კითხვაზე „რას აკეთებს?“ ასახავს ინფორმაციას ცვლილებებისა და მოძრაობების თაობაზე. ლინგვისტურად ეს დონე აისახება სხვა და სხვა ზმნით.

    მასში არა მკაფიოდ ადგილი აქვს სიჩქარეს, როგორც მოძრაობის მაჩვენებელს.  მე მივდივარ - ერთი სიჩქარეა. მივრბივარ - მეორე სიჩქარეა. მივქრივარ - მესამე სიჩქარეა. ამ დონეზე დრო - უკვე არა დამატებითი კოორდინატია, არამედ ცვლილების საზომია. გამოდის, რომ ქმედების დონე ესატყვისება იმ ამოცანებს, რომლებსაც ისახავს თეორიული მექანიკის ნაწილი - კინემატიკა, სადაც შეისწავლება მხოლოდ სხეულების მექანიკური მოძრაობა მისი მიზეზებისა და პირობების განმარტებითი ანალიზის გარეშე. მოძრაობის პირობები და მიზეზები უნდა ვეძებოთ უნარების დონეზე.

    უნარები. Wikipedia - ს განმარტებით  უნარი  - ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა, პოტენციალი.

    ადამიანის უნარების საფუძველს ქმნის გარკვეული თანდაყოლილი ნასახები, კერძოდ, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, ნერვული სისტემა, მემკვიდრეობითი თავისებურებები და ა.შ.;

    უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, მხოლოდ პოტენციის სახითაა მოცემული. ხოლო უნარის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა). რ.დილტსი ასე განმარტავს ამ დონის შინაარსობლივ მხარეს: „ჩვენს ქცევაში ბევრი რამ გამომდინარეობს „მენტალური რუკიდან“ და სხვა შინაგანი პროცესებიდან, რომელთა რესურსი არსებობს ჩვენს გონებაში. ეს არის გამოცდილების დონე, რომელიც გარემოს უშუალოდ თქვენი აღქმიდან გამომდინარეობს.  

    ამ დონეზე ნლპ აჯგუფებს სხვა და სხვა ალგორითმებსა და სტრატეგიებს, რომლებიც გამომდინარეობენ ქცევიდან და პასუხობენ კითხვაზე  -  „როგორ?“ . მას აგრეთვე მიეკუთვნებიან მდგომარეობები, რომლებიც წარმოისახებიან რესურსებად სტრატეგიის განხორციელების დროს. უნარები განაპირობებენ ქცევის არჩევანს, ისინი წარმოადგენენ ჩვენი ქცევის თავისებურ შინაგან ძალებს, მოძრაობის საწყისს.  

    მრწამსი. ღირებულებები. არის რასაც ადამიანი იძახის როდესაც პასუხობს კითხვაზე „რატომ გააკეთა?“. ეს სიღრმისეული დონეა, რომელიც ახდენს ადამიანის სრული გამოცდილების სტრუქტურირებას და პიროვნებად წარადგენს მას. მრწამსი და ღირებულებები ფორმირდებიან სხვა და სხვა ფაქტორის გავლენის შედეგად: ოჯახი, სკოლა, კულტურული თავისებურებანი. ყალიბდება ათი წლის ასაკისთვის, რადიკალურად იშვიათად იცვლებიან. სწორედ ამ დონეზე  დისტრუქციული ქცევის დროსაც კი შეიძლება ვიხილოთ პოზიტიური  ზრახვები. ცვლილებები მრწამსში და ღირებულებებში იწვევენ ცვლილებებს ქვედა დონეების სტრუქტურებში.  

    ღირებულება - სამყაროს ობიექტების დადებითი ან უარყოფითი მნიშვნელობაა ადამიანისთვის, სოციალური ჯგუფისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის, რომელიც განისაზღვრება არა მხოლოდ თვით მისი  თვისებებით, არამედ ადამიანის ცხოვრებაში, ინტერესებში, მოთხოვნილებებში, სოციალურ ურთიერთობებში  ჩართულობით. სწორედ, რომ მისი მნიშვნელობა წარმოადგენს ამ დონის აღქმის გასაღებს და პასუხობს კითხვაზე - „რატომ არის ეს ამდენად მნიშვნელოვანი?“ ღირებულება - პიროვნული გამოცდილების საყრდენი ბოძის მსგავსია.ეს ბოძები ერთმანეთში მრწამსით არიან გადაბმულები, რომელიც ამაგრებს ღირებულებებს. მთლიანობაში კი ეს კონსტრუქცია ქმნის ნაგებობის ბაზას, რომელსაც პიროვნული თავისებურება ან იდენტურობა შეიძლება დაერქვას.

    იდენტურობის დონე რწმენისა და ღირებულებების სისტემას აქცევს თვითშეგრძნებად. იდენტურობის დონე მიუთითებს იმაზე რომელ პიროვნულ როლს ან თვითშეგრძნებას უკავშირდება პრობლემა ან შედეგი: „ რომელი მრწამსი, ღირებულებები, უნარი და ქცევა ასოცირდება სხვა და სხვა როლებთან ?“

    ზოგიერთ წყაროში „პიროვნება“განიმარტება, როგორც სოციალურად მნიშვნელოვანი მახასიათებლების მდგრადი სისტემა, რომელიც ახასიათებს ინდივიდს საზოგადოების ან რომელიმე სახეობის ერთობის წევრის სახით. ამ განმარტების შედეგად  ვღებულობთ ამ დონისთვის შესატყვისი გამოცდილების/ცდების/მცდელობის კატეგორიების ამომწურავ აღწერილობას.

    მაგალითად, იდენტურობის დონეზე „ ბიზნესმენი“, „მეოჯახე“, „პროფესიონალი“  წარმოადგენენ უნიკალურ როლებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია უნიკალური თვისებები.  

    იდენტურობის კიდევ ერთ დონე - არის სახელების დონე. ნლპ - ში პიროვნების მახასიათებელი ცალკეული შემადგენელი ფრაგმენტების ზუსტი დასახელების ცოდნა კონსულტანტს აძლევს მაქსიმალურად სწრაფი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. როგორც ჩვეულ პროგრამირებაში, სადაც იდენტიფიკატორებს იყენებენ ინფორმაციამდე მიღწევისთვის, ამ დონეზე ნლპ-შიც განლაგებულია ჩვენი გამოცდილების ძალიან მსხვილი და ერთიანი კომპლექსების იდენტიფიკატორები. რისთვის აძლევენ უნიკალურ სახელებს? რა მიზნისთვის განსაზღვრავენ უნიკალურ ერთიანობებს? რისთვის ასრულებენ ესა თუ ის როლი? ამ კითხვაზე პასუხი დევს უფრო მაღალ ლოგიკურ დონეებზე.

    მისიისა და ტრანსმისიის დონე, რომელსაც რობერტ დილტსი აერთიანებს ერთიან დონეში «Spiritual» (შეიძლება ითარგმნოს როგორც „სულიერი“). დილტსი აცხადებს: „და ბოლოს არის დონე, რომელიც მოიცავს იმას, რაც შეხებაშია სულიერ გამოცდილებასთან. ეს ეხება თქვენს შეგრძნებას იმის მიმართ, რაც ცდება საკუთარი თავის პირად დანახვას და მოიცავს დიდი სისტემების, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტული როლების, ღირებულებების, მრწამსის, ქმედების ან შეგრძნებების მოცვის თქვენეულ ხედვას...

    ეს დონე მიეკუთვნება იმას, რაც შეიძლება წარმოვაჩინოთ როგორც პიროვნების, ჯგუფის ან ორგანიზაციის ზმანება ან „სული“.  

    პრაქტიკაში „სულიერი“ დონიდან იკვეთება განსაკუთრებული, დამოუკიდებელი ლოგიკური დონე. მისი სახელწოდებაა - „მისია“.

    ზოგიერთი ლექსიკონი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვა წარმოიშვა ლათინურიდან -  ამგვარად განმარტავს სიტყვა „მისია“-ს: გზავნილი, გაგზავნა, დავალება, ან – დელეგაცია, რომელიც კონკრეტული დავალებით წარგზავნილია სხვა ქვეყანაში. შესაძლოა ეს განმარტება არც არის ბოლომდე ზუსტი, ის უფრო მეტაფორულად ხსნის ამ დონეზე დაგროვებულ გამოცდილების არსს. შერჩევის მთავარ კრიტერიუმად გამოიყენება საკვანძო სიტყვა „განსაზღვრული დავალება“.  

    ეს მარშრუტების დონეა, რომლებიც დასახულია „რუკით, რომელიც რ არის ტერიტორია“. ეს სტრატეგიული დონეა, რომელიც პასუხობს კითხვებზე: „რის გამო?“ „“რისთვის?“ „რა აზრი აქვს?“.

    სტრატეგიული კითხვები და პასუხები მისიის დონეზე იძლევიან გამოცდილების შერჩევის შესაძლებლობას, რომელიც საჭიროა მისიის შესასრულებლად - დაწყებული საჭირო როლებიდან და დამთავრებული  კონკრეტული, სენსორულად შემოწმებადი გარემოცვით.  მაგალითად,  ამ პროცესის მოდელი აისახა RPG - ტიპის კომპიუტერულ თამაშებში, რომლებშიც, თუ უკვე ცნობილია ამოცანა და გასავლელი მარშრუტი, უნდა შეარჩიო შესატყვისი გმირი: მეომარი, ჯადოქარი ან ქურდიც კი, მისცე  ცოდნა-უნარები და აღჭურვო საჭირო იარაღით - გარემოცვით. ანუ, რომ განვაგრძოთ „სამეცნიერო“ მეტაფორა - მისიის დონე წარმოაჩენს ფილოსოფიური და მეტაფიზიკური გამოცდილების იმ დონეებს, რომლებსაც შეხება აქვთ ცალკეულ პიროვნებსა ან იდენტურობაზე უფრო დიდ სისტემებთან.

    შემდგომ დონეს „ტრანსმისია“ ეწოდება. ინფორმაციის ამ ბლოკისთვის ლოგიკური დონის დარქმევა არაკორექტული იქნება. საქმის არსიდან გამომდინარე იგი წარმოადგენს ლოგიკური დონეების პირამიდას, რომელიც  დაშენებულია (აგებულია) ზედ მისიის დონის თავზე. (როგორც ეს ასახულია სქემა-სურათზე)  

    ტრანსმისიის ვერტიკალურად ამოტრიალებული პირამიდა აერთიანებს  სისტემების შესახებ ინფორმაციებს, რომელთათვის სუბიექტი წარმოადგენს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. დილტსის განმარტებით სწორედ ამაში არის „spiritual“ - ის დონე.  

    ნლპ - ის ეს პირამიდა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მაგრამ ამ პირამიდაშია ჩადებული უზარმაზარი პოტენციალი, რომელს გამოყენება საჭიროა კოლექტივების სისტემური კონსულტაციისთვის: საოჯახო თერაპიიდან - მსხვილ ფირმამდე და სახელმწიფო ინსტიტუტამდე.

    კონფლიქტების გადაწყვეტა და პასუხის მოძებნა კითხვებზე: „ვის ვისი რა და რამხელა ვალი აქვს?“ - აგრეთვე ეფექტურად შეიძლება მოვძებნოთ უმაღლესი სისტემური ლოგიკური დონეების პოზიციებიდან.  

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის კვება და მოვლა ბავშვის აღზრდა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა გაერთიანებები/სოციალური ქცელები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სარეკლამო მომსახურება გართობა/თამაშები სასწავლო დაწესებულების მართვა გამოცემები/პუბლიკაციები მშობელი და ოჯახი ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ადამიანთაშორის ურთიერთობა ინტერესები/კონკურსები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სიახლე განათლების სფეროში რელიგია საზოგადოებრივი ურთიერთობები კვალიფიკაციის ამაღლება მომზადება/ტესტირება/ჩაბარება დასვენება/ტურიზმი მეცნიერება/ტექნიკა საგანმანათლებლო დაწესებულებები ბუნება/ეკოლოგია მედიცინა და პროფილაქტიკა სასარგებლო რჩევები კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სხვა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020