მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    კრეატულობის ცნება ნანახია (9904) - ჯერ 12 დეკემბერი 2011

    ფსიქოლოგიაში კრეატულობა ხშირად შემოქმედებითი აზროვნების სინონიმად იხმარება. რას გულისხმობს შემოქმედებითი აზროვნება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას შეიძლება გაურკვევლობის განცდა დაგეუფლოთ და ძლიერმა აზრთა ურთიერთჭიდილმა შეგიპყროთ. ალბათ, იფიქრებთ,   ყოველი აზროვნების აქტი ხომ შემოქმედებითია? აზროვნების პროცესის შედეგად ხომ ობიექტებს შორის ახალი მიმართებები მყარდება და სუბიექტური გამოცდილება ცოდნას იძენს? რა თქმა უნდა, მოცემულ კითხვებში ფორმულირებული აზრი სრული ჭეშმარიტებაა. ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა ადამიანის გამოცდილებას ახალი შინაარსით ამდიდრებს. მაშ, რაშია საქმე? რისი ხაზგასმა სურთ, როდესაც ფსიქოლოგიაში კრეატულობის, შემოქმედებითი აზროვნების ტერმინს გვთავაზობენ? ამ ცნებაში იგულისხმება აზროვნების პროცესის შედეგად მიღებული ისეთი პროდუქტი, რომელიც სრულიად ახალია არა მხოლოდ პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისათვის, არამედ საზოგადო ცოდნის დონისათვის.
    ტერმინი კრეატულობა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან creatio, რაც ნიშნავს რაიმის შექმნას. კრეატულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ეს არის   არაშაბლონური აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია თითქოს ჩვეულებრივსა და გასაგებ სამყაროს მოვლენებში რაღაც უჩვეულოს დანახვა. ფიქსირებული მიმართებების გარღვევისა და მათ მიღმა ჭვრეტის გარეშე არ იარსებებდა აინშტაინის, გალილეის, არქიმედესა და სხვა კრეატული პიროვნებების აღმოჩენები. მათ შეძლეს, რომ არსებულ ცოდნაში ნაკლოვანებები და დისჰარმონია შეემჩნიათ და დასვეს შემოქმედებითი აზროვნებისათვის უმნიშვნელოვანესი კითხვა ,,რატომ?’’
    კრეატულობა შემდგომ განვითარებას სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პოვებს. შემოქმედებითი აზროვნების პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და სხვადასხვა მკვლევარი მისი ფაზების განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს (უოლესი, გორდონი, ენგელფეიმერი). ზოგადად, ამ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ შემოქმედებითი აზროვნების პროცესის შემდეგი ეტაპები:
    1.  მომზადების ეტაპი  - განსაკუთრებული გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის გაჩენის წინაპირობას წარმოადგენს;
    2.  მომწიფების ეტაპი  - პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია;
    3.  შთაგონების ეტაპი  -   ინკუბაციის შედეგად ცნობიერდება აღმოჩენა     (ახალი მიმართებების უეცარი წვდომა);
    4.  იდეის განვითარება  - იდეის საბოლოო ფორმულირება და შემოწმება;
    შემოქმედებითი აზროვნების პროცესში ყველაზე საინტერესო, გაუგებარი და შეუსწავლელი სტადიაა პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი. პიროვნებამ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ცნობიერად და მიზანმიმართულად იმუშაოს ამოცანის გადაწყვეტაზე, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოს; თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იდეაზე ფიქრის გარეშე, მოულოდნელ სიტუაციაში ეწვიოს შთაგონება. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მოქმედების შესრულებისას, ძილშიც კი. საიდუმლოებით მოცული პროცესია, თუ როგორ ჩნდება არაცნობიერი მუშაობის შედეგად ცნობიერებაში ახალი იდეა. საგულისხმოა, რომ პრობლემის გარშემო უზარმაზარი ძიებითი სამუშაოს შესრულების შემდეგ პიროვნებაში განწყობის სახით ფორმულირებულია ისეთი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ყველა გარეგან შთაბეჭდილებას თავის გარშემო შემოკრებს. გარკვეული სიტუაციის შესაბამისი შთაბეჭდილებები ადამიანს ამოცანისადმი ხედვას უცვლის, ის პრობლემურ სიტუაციას ახლებურად გადაასტრუქტურებს და გადაწყვეტისათვის მთავარ ფუნქციონალურ ნიშანს პოულობს. არქიმედეს, ნიუტონის, კეკულეს და სხვა მეცნიერების აღმოჩენების შესახებ არსებულ ლეგენდებში სწორედ მსგავსი პროცესებია აღწერილი   (შემთხვევითი აღმოჩენა აბაზანაში ბანაობისას, ვაშლის ჩამოვარდნისას თუ დაკლაკნილი გველის დასიზმრებისას).
    აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი მიმართულება კრეატულობას განიხილავს, როგორც ადამიანის სპეციფიკურ უნარს. სიმპსონის მიხედვით კრეატულობა არის პიროვნების შესაძლებლობა, დაძლიოს აზროვნების სტერეოტიპული საშუალებანი.
    კრეატულობასთან დაკავშირებული პიროვნული თავისებურებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები თითქმის ერთნაირია. გამოიყოფა ზოგიერთი პიროვნული ნიშანი, რომლებიც კრეატულ ადამიანებს არაკრეატულებისაგან განასხვავებს. საუბარია ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა თვითდაჯერებულობა, აგრესიულობა, თვითკმაყოფილება, სოციალური შეზღუდვების უგულებელყოფა და ა.შ.
    არსებობს თვალსაზრისი იმის შესახებაც, რომ შემოქმედებითი აზროვნება დაკავშირებულია ნევროზებსა და თავის ტვინისა თუ ნერვული სისტემის პათოლოგიებთან.
    აგრეთვე შეისწავლება ის მოტივაციური ფაქტორები, რომელთა გავლენითაც მოქმედებენ კრეატული პიროვნებები. ასეთი ადამიანები მიისწრაფიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების, რისკიანი მოქმედებების შესრულებისა და თავიანთი უნარების შემოწმებისაკენ.
    კრეატულობის დახასიათებისას ლოგიკურია შემდეგი კითხვის დასმა: არსებობს თუ არა კავშირი პიროვნული ინტელექტის -IQ მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის? ჩატარებული კვლევების შედეგად ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ინტელექტის ტესტის მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის საკმაოდ რთული და არასწორხაზოვანი ურთერთდამოკიდებულებაა. ეს აღიწერება შემდეგნაირიად: თუ IQ არის საშუალო ან საშუალოზე მაღალი, ის კრეატულობასთან პირდაპირ დამოკიდებულებაშია  - რაც უფრო დიდია   IQ, მით უფრო მაღალია კრეატულობის მაჩვენებელიც. მაგრამ, თუ ინტელექტის მაჩვენებელი ნორმების ზედა ზღვარს სცილდება, ის კრეატულობასთან ურთიერთკავშირს კარგავს. ესე იგი, უნდა დავასკვნათ, რომ კრეატულობის გამოსავლენად საჭიროა მაღალი დონის გონებრივი განვითარება. მაგრამ, ამ დონის კიდევ უფრო მეტი ამაღლების პირობა კრეატულობის გამოვლენაში მეტ განსხვავებას აღარ იძლევა.
    ზოგიერთი მკვლევარი ( მარში, ვერნოი. . .…) კრეატულობას ინტელექტის ერთ-ერთ ასპექტად განიხილავს. ისინი თვლიან, რომ ბავშვისათვის ორიგინალური, მდიდარი სასწავლო ატმოსფეროს შექმნა მათში კრეატულობის განვითარებას დაეხმარება.
    როგორც ჩანს, კრეატულობა საკმაოდ ფართო ცნებაა და მის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით ფსიქოლოგებს შორის კვლავაც ურთერთშეუთანხმებლობა არსებობს. ჩვენი აზრით, შემოქმედებითი აზროვნება ის უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მრავალფეროვან აღქმაში ეხმარება და მისი პიროვნების უწყვეტ განვითარებას განაპირობებს.

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მშობლიური ენა და ლიტერატურა გართობა და თამაშები სპორტი და ექსტრიმი ოჯახი, მშობლები და ბავშვი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ფიზიკა ჟურნალისტიკა, PR დასაქმება და კარიერა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი იურისპრუდენცია ხელოვნება და კულტურა სოციოლოგია, პოლიტოლოგია მათემატიკა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა კინო და მუსიკა უცხო ენები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ფსიქოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები ბავშვის მოვლა და აღზრდა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბუნება, ეკოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება საგანმანათლებლო დაწესებულება მოდა და დიზაინი სიახლე განათლების სფეროში ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები განათლება საქართველოში და მსოფლიოში სკოლა და მოსწავლე რელიგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება გეოგრაფია ქიმია სხვა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი პრესა განათლების შესახებ ეკონომიკა ფინანსები ბიოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019