მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    რატომ ჩნდება აუტიზმი? ნანახია (16095) - ჯერ 15 დეკემბერი 2011
    შევეცდები მოკლედ გესაუბროთ ბავშვის ნევროლოგიურ დაავადებაზე აუტუზმზე, რომელიც გამოიხატება მისი, როგორც კოგნიტურ, ასევე მოტორული განვითარების შეფერხებაში. მე ძირითადად გადმოგცემთ ჩემს დაკვირვებას ერთ-ერთ, სუსტი აუტიზმის ფორმების მქონე, ბავშვზე, რომელსაც  დაბადებიდან ვიცნობ, ასევე შემოგთავაზებთ სხვა აუტისტი ბავშვების შემთხვევაში გამოვლენილ სინდრომებს, რომელთა ნაწილსაც უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში შევხვდი.
    აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითერების პროცესებს. მისი დამახასიათებელი ნიშნების სირთულის ხარისხი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავს: მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევის და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს. ის ყოველი 1000 ბავშვიდან 6 ბავშვში გვხვდება. ის ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში.
    აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე ძალიან ბევრი მოსაზრებაა გამოთქმული. ბავშვის გარშემო არსებული ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტორები აუტიზმის მიზეზად ვერ ჩაითვლება. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომელთაც ფეხმძიმობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (ახლობლის დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში) დიდი შანსი აქვთ აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. მინდა აღვნიშნო, რომ, როცა დედა, ზემოთ აღნიშნულ ბავშვზე, იყო 5-6 თვის ფეხმძიმე, საკმაოდ დიდი სტრესი გადაიტანა. მისი ოჯახის წევრი, მისი მეუღლე, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც მას მოუხდა ოჯახის დატოვება. ეს ფაქტი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ბავშვს აუტიზმი ჩამოუყალიბდა. თუმცა, მინდა ამ დაავადების გაჩენის კიდევ ერთ შესაძლო მიზეზზე გავამახვილო ყურადღება, რომელმაც, სავარაუდოდ, არსებულ შემთხვევაში, გარკვეული როლი ითამაშა: ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს. იმ ოჯახებში, სადაც ერთი აუტისტიც ჰყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია. რაც შეეხება გენის მიზეზს, ზოგ შემთხვევაში აუტისტ პირთა მშობლებს ან სხვა ნათესავებს ახასიათებთ ისეთი სოციალური, კომუნიკაციის ან განმეორებადი ქცევები, რომლებიც ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუტიზმთან. აგრეთვე, ზოგი აფექტური ან ემოციური დარღვევები, როგორიცაა მანიაკალური დეპრესია, უფრო ხშირად გვხვდება აუტისტი ადამიანების ოჯახებში. აღნიშნული ბავშვის ბაბუა, შესაძლოა ითქვას, რომ ემოციური დარღვევებით, მანიაკალური დეპრესიით ხასიათდება. ამაზე, ჩემი აზრით, მეტყველებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ 17-18 წლის ასაკში მან გარკვეული დაბრკოლება ადამიანებთან ურთიერთობაში (ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა მეგობრების ღალატს ეხებოდა) ვერ გადალახა და ადამიანებისადმი უნდობლობის ღრმა გრძნობა აქვს ჩამოყალიბებული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არის განათლებული ადამიანი, დღემდე აქტიურ ცხოვრებას ეწევა და მუდამ ფართო საზოგადოებასთან აქვს ურთიერთობა, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს. მას, ასევე, აღენიშნება რადიკალურად თავისებური ურთიერთობა გარშემომყოფ ახლობელ ადამიანებთან (მიჯაჭვულობის არ ქონა ურთიერთობისას, ძირითადად არასისხლით ნათესავ ადამიანებთან).
    დღეს-დღეობით ბავშვი სამი წლისა და რვა თვისაა. მისი აუტიზმის სუსტად გამოხატული ფორმა, ვლინდება: მის მეტყველებაში. ის წლისა და ექვსი-შვიდი თვის ასაკში თითქმის საერთოდ ვერ ამბობდა სიტყვებს. ახლა ის სიტყვების მსგავს ბგერათა წყობას გამოსცემს მონოტონური ხმით და გაურკვევლად, ზოგჯერ გაგრძელებულადაც კი, სიმღერის მსგავსად. მისგან განსხვავებით, აუტიზმის მქონე სხვა ბავშვები კივიან მაღალ ხმაზე, როცა რაიმე სურთ, ან არ სურთ, ნაცვლად იმისა რომ თქვან, თუ რა უნდათ ან რა აწუხებთ. აღნიშნული ბიჭუნა ხშირად საკუთარ თავს, როგორც ეს აუტიზმისთვისაა დამახასიათებელი, სახელით აღნიშნავს.
    რაც შეეხება სოციალური ურთიერთობების აღქმას, შეიძლება ითქვას, რომ მას ამ მხრივ პრობლემები შედარებით ნაკლები აქვს, რადგან ამ სფეროში აუტისტი ბავშვები ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას, აქვთ თანატოლებთან თამაშის და მეგობრობის დამყარების უუნარობა. Aამ კონკრეტულ შემთხვევაში კი,  მის სახლში უცხო ადამიანის დანახვაზე ისტერიულ ტირილს იწყებდა და არ ჩერდებოდა მანამ, სანამ დედამისი ხელში არ აიყვანდა. ეს ფაქტი, ჩემი აზრით, არ უნდა გამოხატავდეს აუტიზმის მძაფრი ფორმების ქონას ან არ ქონას. დღეს-დღეობით ბავშვზე ასეთი რეაქცია აღარ შეიმჩნევა, პირიქით ერთხელ ხელში აყვანა თვითონ მოითხოვა, როცა მათთან მისთვის უცხო მამაკაცი იმყოფებოდა (ჩემი აზრით, ეს ფაქტი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ მას მამასთან კონტაქტი იშვიათად აქვს.), ამასთანავე თანატოლებთან თამაში და მეგობრული ურთიერთობის დამყარების უნარის არ ქონასაც, სხვებისგან განსხვავებით, მას ვერ შევამჩნევთ. ეს, ჩემი აზრით, განაპირობა მისმა სოციალურმა გარემომ. იმ ოჯახში, სადაც ის იზრდება ცხოვრობენ მისი ასაკის ბავშვებიც და ერთად იზრდებიან, მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, მის სოციალურად განვითარებას იწვევს.
    როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სოციალური რეაქციის წინააღმდეგობრივი ხასიათი აუტისტ ბავშვებთან გამიოხატება სიტყვებსა და ხმაურზე რეაგირების უქონლობაში. ისინი ხშირად ავლენენ უგრძნობელობას ტკივილის, სიცივის ან სიცხისადმი, ან შეიძლება პირიქით ზედმეტად მწვავე რეაქცია ჰქონდეთ მათ მიმართ. მაგალითად ზოგიერთი ბავშვი წივილს იწყბს გადაადგილებისას, როცა დედა სკამზე სვამს, ან სათამაშოდ პატარა, რბილ ბურთს უგდებს. შესაძლებელია ითქვას, რომ გიორგის გარკვეულწილად, მსუბუქ ფორმებში, გააჩნია უგრძნობელობა სიცივისა და შიშისადმი: ზამთარში, ღამის ცხრა საათზე, სახლის კარის გაღებისთანავე ის გამოექცა დედას და ბნელ სადარბაზოში რამდენიმე სართულით ზევით ავედა მარტო, ნახევრადშიშველი. მსგავსი ფაქტები ხშირად მეორდება მის ცხოვრებაში დღესაც.
    Aრაც შეეხება გიორგის გონებრივი უნარების არათანაბარ განვითარებას, როგორც ყველა აუტისტს აღენიშნება გარკვეული სფეროსადმი (ხატვა, მუსიკა, რიცხვების დამახსოვრება), ჯერ-ჯერობით მკვეთრად გამოვლენილი არ არის. სხვა ბავშვებთან გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება, ხშირად გამოიხატება სხვადასხვა აკვიატებებში, ერთი და იგივე მულტფილმის უსაშველოდ ბევრჯერ ყურებაშიც შეიძლება გამოიხატოს.
    ქცევისა და ინტერების შეზღუდულობა გიორგის ნაწილობრივ აღენიშნება, მას არ ახასიათებს სხეულის მოძრაობის გამეორება, ხელის მკვეთრი მოძრაობა, გრეხა, ტრიალი, ქანაობა, მაგრამ მას უყვარს ერთი და იგივე თანმიმდევრობით ჩაცმა, ერთი და იმავე გზით სიარული, ამოჩემებული აქვს სადილები. მაგალითად, თუ სადილად მისთვის საყვარელი კერძია მომზადებული ის თავისას მალე დაამთავრებს, შემდეგ ერთ-ერთ ოჯახის წევრთან მიდის, ლოყაზე კოცნის და ამ დროს თეფშიდან ხელით სადილს პარავს მას. არიან ბავშვები, რომელთაც შეუძლიათ ძალიან დიდხანს ერთი ფეხიდან მეორეზე გადასვლით, დაყრდნობით, იქნაონ.
    ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებული ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. მსგავსი ნიშნები გიორგისთანაც შეინიშნება, დაახლოვებით, წლისა და 3-4 თვიდან მოყოლებული დღემდე, მას შეუძლია რამდენიმე ხანს იდგეს ტელევიზორთან და ესმოდეს მხოლოდ მულტფილმის ხმები და მხოლოდ მის ხმებზე რეაგირებდეს, ის მულტგმირების მოძრაობას ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ხშირად მათ საუბარს, ან სიმღერას (ასევე მელოდიებსაც) ხმას აყოლებს.
    აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ანომალიები ტვინის რამოდენიმე არეში: ნათხემში, ნუშისებრ ჯირკვალში, ჰიპოკამპში, ძგიდეში და მამილასულ სხეულში. აქ ნეირონები უფრო მცირეა და აქვთ სუსტი ნერვული დაბოლოებები, რაც შესაძლოა ხელს უშლის სიგნალების გადაცემას. ეს ანომალიები გვაფიქრებინებს, რომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგია. ასევე შეიძლება ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა. გიორგის შემთხვევაში ამგვარი ანომალიის არსებობა ჩემთვის უცნობია.
    იქიდან გამომდინარე, რომ აუტიზმის განკურნება  შეუძლებლად მიაჩნდათ, საზოგადოებამ თავიდან ვერ მიიღო ექიმ ბერნარდ რიმლანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც ამ ანომალიის ნახევრად განკურნება შესაძლებელი იყო დიეტითა და სწორი კვებით. ამასთანავე, შემდგომში შეიმუშავეს სხვადასხვა წამლები, რომლებმაც შეძლეს რამდენიმე ბავშვის სრულად განკურნვა, თუმცა ზოგთან  ვერანაირ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აუტიზმის სრულად განკურნვის არცთუ ისე ახალი მეთოდი. კვლევებმა დაადასტურეს და ცხადჰყვეს მრავალი აუტისტი ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მას შემდეგ, რაც ბავშვს სახლში ძაღლი მიუყვანეს. ასეთ შემთხვევებში, ხშირად, როცა ბავშვს უჭირდა გარშემომყოფებთან საუბარი, ურთიერთობა და მას გაქცევა სურდა, ბავშვი ძაღლთან ერთად მარტოვდებოდა ოთახში, მას ესაუბრებოდა, ეფერებოდა. შემდგომში შინაური ცხოველების მიმართ მზრუნველობასაც იჩენენ ბავშვები. ეს ყველაფერი კი მათი სოციალური გავითარების, ასევე მეტყველების გაუმჯობესების იდეალური საშუალებაა.
    ავტორი :ქეთი ქიმოსტელი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფინანსები და კრედიტი მშობლიური ენა და ლიტერატურა სტატისტიკა ბუღალტერია და აუდიტი არქიტექტურა ინფორმატიკა მუსიკა საერთაშორისო ურთიერთობები ელექტრონიკა გეოპოლიტიკა გეოლოგია ტექნოლოგია ჟურნალისტიკა ტრანსპრტი სხვა კულტუროლოგია ლოგიკა საბანკო საქმე კულტურა და ხელონება მრეწველობა, წარმოება ჟურნალისტიკა და PR ლოგისტიკა სოფლის მეურნეობა ეკონომიკა გეოდეზია მედიცინა, ჯანმთელობა გადასახადები სამართალი საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია პედაგოგიკა ფიზკულტურა და სპორტი მათემატიკა ტურიზმი უცხოური ლიტერატურა ფსიქოლოგია მართვა ფილოსოფია პროგრამირება ზოოლოგია უცხო ენები ავიაცია ფიზიკა კრიმინალისტიკა სოციოლოგია გეოგრაფია პოლიტოლოგია მასმედია მეტალურგია ინვესტიციები ისტორია მიფოლოგია საბაჟო სისტემა ასტრონომია რელიგია კულინარია ქიმია სექსოლოგია საბირჟო საქმე დაზღვევა ბიოლოგია მეწარმეობა მენეჯმენტი ეკოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ვეტერინარია მეცნიერება და ტექნიკა მარკეტინგი და რეკლამა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019