მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების კომპლექსური განვითარების სტრატეგია ნანახია (6720) - ჯერ 18 დეკემბერი 2011

     

    თბილისის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების კომპლექსური განვითარებისა და ონკოდაავადებათა მინიმიზების სტრატეგია:

    ნაშრომი წარმოადგენს ჯანდაცვაში სტრატეგიული დაგეგმვის იდეალიზებულ პირობით მაგალითს.

     

    გარდამავალი პერიოდის სირთულეები განსაკუთრებით მწვავედ გამოიხატა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო ობიექტებში. ყოფილ კომუნისტურ სისტემაში უფასო სამედინო მომსახურება გარკვეული მნიშვნელოვანი უპირატესობებით ხასიათდებოდა, მაგრამ ზდმიწევნით დაუბალანსებელმა  და მოჩვენებითმა სისტემამ უტოპიური და კორუფციული ხასიათი მიიღო და ვერ გაუძლო კონკურენციას ტექნიკურად მეტად განვითარებულ საბაზრო სისტემასთან, თუმცა საბაზრო ურთიერთობებშიც დიდია დიფერენციაცია იმ მიდგომებში თუ რამდენად ცდილობს ესა თუ ის სახელმწიფო და მისი მთავრობა ანგარიში გაუწიოს ხალხის გაჭირვებული ფენების მწვავე სამედიცინო პრობლემებს. საქართველოში განსაკუთრებით უკომპრომისო ბრძოლა გამოეცხადა კორუფციულ ელემენტებს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების სფეროებში, თუმცა, ბუნებრივია, იდეალური წესრიგის დამყარება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მცდელობა არ უნდა შენელდეს და შედეგი, სავარაუდოდ, პრობლემის მინიმიზებაში უნდა გამოიხატოს.

                     სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ერთ–ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრია კავკასიაში და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მისი რეფორმირება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. რამდენჯერმე იყო მცდელობა აღნიშნული ობიექტის პრივატიზებისათვის, მაგრამ საკითხი სათანოდ მოუმზადებლობის გამო, მთავრობამ იმდენჯერვე გადადო. უახლოეს განვლილ ეტაპზე კლინიკა სამართავად გადაეცა კანადურ ბიზნეს ჯგუფს, მაგრამ სახელმწიფო საკუთრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

                 ასეთივე ცვლილებები მიმდინარეობს სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, რომლის მართვაში მონაწილეობენ ინგლისელი სპეციალისტებიც. ამჟამად, სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელებად მოღვაწეობენ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების ცნობილი ყოფილი ხელმძღვანელი მუშაკები, ამასთანავე, სამედიცინო ცენტრში ინტენსიურ სწავლებას გადიან მომავალი თანამშრომლებიც. ქვეყნის წამყვან გამაჯანსაღებელ და ტურისტულ ცენტრებში პერიოდულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები და სემინარები, სადაც განიხილება სამედიცინო მეცნიერების აქტუალური საკითხები.

                   მნიშვნელოვან პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსა და სამედიცინო მომსახურების უმაღლეს ხარისხს მიაღწია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ, რომელიც პრივატიზებულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 10 მლნ ლარად. საავადმყოფოს მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობები შეფასებულ იქნა 6 მლნ ლარად და აქციების პრივატიზების პროცესში საწყისი გასაყიდი ფასი საბოლოოდ გაიზარდა 4 მლნ ლარით. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, მიზანშეწონილია მენეჯმენტში ნაკლებ დივერსიფიცირებული ნაწილი შენარჩუნდეს, რომელიც მეტად უნდა იყოს სპეციალიზებული ჯანდაცვის ეკონომიკის საკითხებში. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ საავადმყოფოს სარგებლობაში არსებული სამედიცინო აპარატურა გაცილებით მეტად ღირებულია, ვიდრე უძრავი ქონების ხსენებული შეფასება, ამდენად, ძირითადი ფონდების აღწარმოების პროცესში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ნაწილში, სავარაუდოდ, უკეთ იქნება გამოყენებული არსებული რეზერვები ძირითადი ფონდების სტრუქტურის ეფექტიანობის მაქსიმიზების მიზნით.

                  ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან სსიპ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადავიდა. ინსტიტუტი უჯრედის სტრუქტურულ დონეებზე დაავადებათა ბუნების კვლევის სფეროში მსოფლიო დონის მიღწევებით ხასიათდება, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების აუცილებლობა დღის წესრიგში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამ დააყენა. აკადემიის ინსტიტუტები ერთანი საკავშირო ინფრასტრუქტურის მოთხოვნილებებზე იყო ორიენტირებული და აღნიშნულის არსებითმა შემცირებამ ხსენებული ინსტიტუტების ტექნიკური ბაზის განახლების არსებითი შენელება გამოიწვია. დაგროვდა დიდი ოდენობით მოძველებული აპარატურა, მ.შ, სრულად ამორტიზებული როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.   ამას დაემატა აღნიშნულ პირობებში ჩამოწერის დაჩქარების პროცედურის გამოუცდელობა და საკანონმდებლო ბაზის შესაბამისი ხარვეზები, რაც მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, რთულად დასაძლევი აღმოჩნდა.

                 მიუხედავად ზემოხსენებული სირთულეებისა, ინსტიტუტში მომუშავე გამოჩენილი ადამიანები აგრძელებენ კვლევებს, ხშირ შემთხვევაში, პირადი ენთუზიაზმით. მათ კვლევებზე მოთხოვნა კი, კრიზისის შემდეგ გამწვავებულ ონკო და სხვა მწვავე დაავადებათა ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენი სპეციალისტების საშუალო ხელფასის დონე ჯერ კიდევ 200 ლარის მახლობლობაში მერყეობს, როცა ანალოგიური კვალიფიკაციის შრომა განითარებული ქვეყნებში მინიმუმ 25–30–ჯერ მეტად ნაზღაურდება.

                   კვლევებზე მოთხოვნისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად, არსებითია ბაზრის ტევადობის მატებაც, რომლის უკეთ გამოყენებისათვის მრავალი არსებული და ახალი რეზერვი გამოვლინდება და ამოქმედდება. ყოფილ ინსტიტუტებში არსებული 10–15 განყოფილებიანი სტრუქტურა, შესაძლებელია, შემცირდეს 3–4 დეპარტამენტამდე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებებით, გამოთავისუფლებულ პერსონალს კი მიეცეს საშუალება ახლადშექმნილ მცირე კერძო ლაბორატორიებში დასაქმდნენ, რომლებიც ყოველ ინსტიტუტზე საშუალოდ 7–8 ერთეული შეიქმნება. აღნიშნულის შდეგად, 10–15–ჯერ გაიზრდება ხელფასის დონე სახელმწიფო სექტორში, უფრო მეტად – კერძო სექტორში, სადაც შესაბამისად მეტი იქნება შემოსავლების მიღების რისკფაქტორიც, ვინაიდან, კერძო სექტორში პერიოდულად მოთხოვნა და ადეკვატური მომსახურება შესაძლებელია გარკვეულად მცირდებოდეს. წარმოდგენილი პრინციპული მიდგომა შესაძლებელია გავრცელდეს სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილზეც.

                 დედაქალაქში არსებული მაღალი კლასის სამედიცინო პერსონალის სიჭარბის   მიუხედავად, ჩვენს მიერ შემოთავაზებული კონკურენციის კანონის მიხდვით, მაღალი იქნება კონკურებციის ძალის მაჩვენებლებიც, ვინაიდან, პერსონალი საკმაოდ ზომიერადაა გადანაწილებული განსხვავებული პროფილის სამედიცინო მომსახურებებზე და მათში სახელმწიფო და კერძო მომსახურებებზე პერსონალის შემდგომი გადანაწილებით კიდევ უფრო ამაღლდება ბაზრის კონკურენტულობის დონე.

                   საშუალოზე მნიშვნელოვნად ნაკლებ დონეზე აღინიშნება ბიზნესის არასასურველი ვარიაციის მაჩვენებლები დედაქალაქის წყლის რესურსებით მდიდარ მიკრორაიონებში (თბილისის ზღვა, ლისისა და კუს ტბები, მტკვრისა და ვერეს ხეობის გარკვეული უბნები, წავკისის წყლის ჩანჩქერი) თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრების შემთხვევაში.

                 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის მერიისა და ჰუმანიტარული მისიების მიერ ჯანმრთელობის სფეროს მხარდაჭერის ინტერესების შემდგომი კონსოლიდაციის შემთხვევაში, ბაზრის ფაქტორებთან ერთად, სამკურნალო–განაჯანსაღებელი ცენტრების   კომპლექსური განვითარების სტიმულირებას დიდი იმპულსი მიეცემა.

                    განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ლისის ტბაზე ზემოაღნიშნული წინადადებების რეალიზება ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სულ უფრო დიფერენცირებულ პრაქტიკაში, რომლის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალიც, ხშირ შემთხვევაში, ჯერ კიდევ პირადი ენთუზიაზმით ეჭიდება ურთულეს ავადმყოფობებთან ბრძოლის საქმეს.

                   თბილისის ზღვაზე არსებული ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მტკნარი წყლისა და წყალმცენარეების სიმრავლე ნოყიერ საფუძველს ქმნის მაღალი სტანდარტების გამაჯანსაღებელი ბაზების მოსაწყობად. ბათუმის ზღვისპირა პარკის გაფართოება–რეკონსტრუქციის სამუშოების იშვიათად სწრაფი ტემპი   კი თამამი ეკონომიკური გეგმების რეალიზების მაგალითებს გვაძლევს დედაქალაქის მეტი ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების პირობებში.

                 გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით მოვიზიდოთ ცნობილი ინვესტორები, რომლებსაც, მიზანშეწონილია, უსასყიდლოდ გადაეცეთ ნაკლებად გამოყენებული ან აუთვისებელი ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მიენიჭოთ საგადასახადო არდადეგები 3–5 წლის ვადით, მიეცეთ შეღავათიანი კრედიტები (პროექტით დაინტერესებული არიან სხვადასხვა ბანკები), პირდაპირი მიყიდვის წესით დაუკანონდეთ ზღვის მიმდებარედ არსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კორპუსები, რომლებშიც ჯერ კიდევ სახლობენ დევნილები. შენობების შეკეთება გაცილებით ნაკებ კაპდაბანდებებს საჭიროებს (საშუალოდ 1 მლნ ლარის ფარგლებში) ახალი კორპუსების აშენებასთან შედარებით.   ერთ–ერთ ცენტრალურ კორპუსში შესაძლოა მოეწყოს 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო–გამაჯანსაღებელი კომპლექსიც ფარმაცევტული და სხვადასხვა საბითუმო–სასაწყობო მეურნეობებით, საოფისე ფართებით, რესტორნებითა და ბარებით, სხვადასხვა გასართობი ობიექტებით, საკონფერენციო დარბაზებით, სარეაბილიტაციო და დასასვენებელი ნომრებით, ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო და სამედიცინო პროდუქციის წარმოებით, სასწავლო ცენტრით, სპორტული მოედნებით, ვერტმფრენის მისაღები ბილიკით, დაცვის თანამედროვე აპარატურით.

                 ყოველივე აღნიშნულისათვის შესაძლებლობები კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საკმარისზე მეტია.   5–ვარსკვლავიანი ცენტრი 2–3–ჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე დანარჩენი კორპუსების რეაბილიტაცა, რომლებიც 3–ვარსვლავიანი სასტუმროების დონეზე შეიძლება მოეწყოს საშუალო და მცირე შემოსაცლების მოსახლეობისთვის მისაწვდომი ფასებით. გამაჯანსაღბელ ცენტრებში შეიძლება დასაქმდნენ კორპუსებში მანამდე მცხოვრები დევნილები, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები.

                   საშუალო ფასების გამაჯანსაღბელ მომსახურებაზე არსებული მაღალი მოთხოვნა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, საშუალებას მოგვცემს ყოველი დახარჯული ლარი გამოვისყიდოთ 1,5 წელიწადში, ხოლო მოგებამ, ყოველ დახარჯულ ლარზე, შესაძლებელია, საშუალოდ 60–70 თეთრსაც კი გადააჭარბოს.

               ადრე არსებული საშუალოდ 300–კაციანი 15–საფეხურიანი ორგანიზაციული სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს საშუალოდ 50–კაციანი 7–საფეხურიანი სტრუქტურით (ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი, მისი ორი მოადგილე, მათ შორის ერთი სამეურნეო დარგში, დეპარტამენტების უფროსები (3–4), მათი მოადგილებები (2), მთავარი სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტები, სპეციალისტები) რაც საშუალებას მოგვცემს მეტად მოქნილი გავხადოთ ბიზნესი და პირველ ეტაპზე, საშუალოდ, სულ მცირე 10–ჯერ გავზარდოთ ხელფასის დონე.

                შემოსავლების მატება, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება და ცხოვრების საერთო პირობების გაუმჯობესება მინიმუმამდე შეამცირებს ადამიანთა სტრესულ გარემოებებს და, შესაბამისად, ონკოდაავადებათა რისკფაქტორებს. ამასთანავე, კორუფციული დონის შემცირებასთან ერთად, მთავრობის წინაშე აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ, რაც საშემოსავლო გადასახადში ჩართულ მინიმალურ 1%–იან ნორმატივში უნდა აისახოს. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ გადაუდებელ ონკოლოგიურ ოპერაციათა დაფინანსება. საზოგადოება პრობლემებისაგან თავის არიდებაში კი არ უნდა დახელოვნდეს, არამედ მისმა ყოველმა წევრმა უნდა გაითავისოს ყოველი მძიმე ავადმყოფის ტკივილი, რაც ელემენტარულად გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით უნდა დაიწყოს.

     

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხო ენები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები პედაგოგები რეპეტიტორები კომპიუტერული ტექნიკა საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელოები განათლება საზღვარგარეთ დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სადღესასწაულო ცენტრები ხელოვნების სკოლები, სტუდიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ავტოსკოლები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები უმაღლესი სასწავლებელი წიგნების მაღაზიები საბავშვო მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სამეცნიერო პორტალები ბიბლიოთეკები გამოცემები სპორტული სკოლები, სტუდიები კოლეჯი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019