მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ბიზნესის მართვის თეორიის საკითხები... ნანახია (9003) - ჯერ 02 იანვარი 2012

     

           გრძელი სათაურების მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ვიცი, დამეთანხმებით, რომ საკითხი ნამდვილად უმნიშვნელოვანესია.

                წარმოუდგენელი მადლით გავიხარე, როცა საქართველოს ახალი საავადმყოფოების საერთო ნუსხას გადავხედე. მარტო ამისათვის ღირს ცხოვრება, რაც გაკეთდა ამ მხრივ განსაკუთრებით გაჭირვებულთა დახმარებისათვის საერთაშორისო კრიზისებისა და ომების გამწვავების ურთულეს ჟამს. მაგრამ ეკონომიკის ყველა ქვედარგში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც საყოველთაო ყურადღებას საჭიროებს.

                კაცობრიობამ უდიდესი თეორიული გამოცდილება დააგროვა, თუმცა მართვაში ყველაზე დიდ კაპიტალს კადრების გულწრფელი დამოკიდებულება წარმოადგენს და მხოლოდ შემდეგზოგადთეორიული და ადგილობრივი სპეციფიკის კარგი ცოდნა, რათა მზრუნველ გარემოში შესაძლებელი იყოს მართებულად დავგეგმოთ ბიზნესი და მივიღოთ შესაძლოდ დიდი შემოსავლები და კეთილდღეობა.

                ბიზნესის უკეთ მართვაში ერთ–ერთი უმთავრეს პრობლემად ადამიანური აზროვნების მანკიერებათა სწრაფად შეცვლის შეუძლებლობა აღმოჩნდა. საქართველოში მიღებულია ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული საგადასახადო კოდექსი ბიზნესის თავისუფლებისა და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მხრივ, მაგრამ რეალურად ამას ჯერ კიდევ ვერ მოჰყვა ბიზნესის ადეკვატური დაწინაურება. ადამიანები რატომღაც ჯერ კიდევ ინერტულები არიან ამ მხრივ და არც არის გასაკვირი –   მენტალურად რთულად ამოსაძირკვი აღმოჩნდა ათასგვარი ხრიკებითა და ჩაწყობით ვითომდა გამჭვირვალე კონკურსების ჩატარების პრაქტიკა და, სამართლებრივი მოწესრიგების მიუხედავად, საკმაოდ ბევრი მაინც უაზროდ აგრძელებს სახელმწიფო თუ კორპორატიული ქონების მითვისებას ხსენებული გზებითა და მეთოდებით.

                  არანაკლებ პრობლემატურია ხელისუფლებაში არაპროფესიონალთა მოსვლის დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვანწილად კომუნისტური წარსულიდან იღებს სათავეს, როცა მუშა და გლეხი, მიუხედავად იურიდიული და ეკონომიკური უნარების არქონისა, უმრავლესობაში ექცეოდა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებში. შედეგად, ამდაგვარად განდიდებულთაგან ძალზე ბევრს “თავში უვარდება”, ავიწყებდა ან ელემენტარულად არ იცნობდა სხვა ადამიანების საჭიროებებს, მართებულად ვერ ხედავდა ეკონომიკის სტრუქტურული სრულყოფის მიმართულებებს.   მუშა და გლეხი ძალზე დასაფასებელი ადამიანებია, მაგრამ თავ–თავიანთ ადგილებზე, ამასთანავე, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნის შემდეგ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს საჭირი პრეტენზია მართვაში განახორციელოს თავისი კონცეფციები.

                    “ადამიანის უფლებები” თანამედროვე ტერმინია, მაგრამ მას უძველესი იდეა უძევს საფუძვლად. ამ იდეის თანახმად, გარკვეულ უფლებებს და თავისუფლებებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ადამიანის არსებობისათვის. ეს არის იდეა, რომ თავისთავად ყველა ადამიანი ფასეულია და აქვს თანდაყოლოილი ღირსება. ღირსების წართმევა შეუძლებელია. ეს არც პრივილეგიაა, არც მმართველის, მთავრობის ან სხვა უფრო ძლევამოსილი პირის მიერ ნაბოძები საჩუქარი” (გამოყენებული წყარო N5, გვ. 14),

                პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში არსებობდა გეგმების შედგენის საკმაოდ კარგი გამოცდილებაც (გ.წ. N8) და საკუთრებით რეფორმის გატარების შემდეგ, შეიძლებოდა ამ გამოცდილებიდან რაციონალური მარცვლების დატოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, რეფორმების დასაწყისში, ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდით და ეკონომიკური სტრატეგიისა და გეგმების დასაბუთებული განსაზღვრის შესაძლებლობა მაშინ დასამარდა. შედეგად, საბაზრო ურთიერთობების პირობებში უფრო მონოპოლიზებულად მართვადი სტრუქტურების ამარა აღმოვჩნდით, ვიდრე ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემის პერიოდში იყო,.

               აშშ–ში მაკროეკონომიკურ პროგნოზირებას, ზომიერ სტრუქტურულ რეგულირებასა და ეკონომიკური სტრატეგიის დასაბუთებულად განსაზღვრას დიდი ხნის ისტორია აქვს (გ.წ. N9) და აღნიშნულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დღესაც, მაშინ, როცა ჩვენ, რეფორმების პირველი ათწლეული, უაზრო დაპირისპირებასა და განხილვაში გავატარეთ, გვჭირდება, თუ არა ეკონომიკის სამინისტრო, საჭიროა თუ არა პოლიტიკური ეკონომია და სხვა მსგავსი თუ თავისუფალი ბაზრის მორევში უნდა გადავიჭრათ. აშშ–ში საერთოდ არ არის სამინისტროები (ევროპაში მეტწილად ყველგანაა ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა სახელწოდებით), მაგრამ დეპარტამენტები და სააგენტოები ასრულებენ იმ აუცილებელ ფუნქციებს, რაც სახელმწიფოს სრულფასოვან განვითარებას ესაჭიროება. სახელი რაც არ უნდა დავარქვათ, მსგავსი სამუშაოები უნდა შენარჩუნებულიყო ქვეყნის მასშტაბით და მათ სრულყოფაზე უნდა გვეფიქრა ახლა.

                  ზოგი საერთოდ სოციალური პოლიტიკის მცდარობაზე საუბრობს ეკონომიკის მართვაში და მის მამუხრუჭებელ გავლენას ასაბუთებს დღესაც. რომელ მუხრუჭზეა საუბარი, თუ საზოგადოებაში ავადმყოფი მოხუცები ან ბავშვები არიან და სახელმწიფო არ იფიქრებს მათი დახმარებისათვის. ან ეს დახმარება ხომ ბალიშებში არ ილექება, მყისიერად ბაზარზე გამოდის და წარმოებას ასტიმულირებს. ასე რომ, სახელმწიფოს მხრივ ადამიანების დახმარება ეკონომიკური მუხრუჭი კი არა, პირიქით, ორმაგი სტმულია ეკონომიკური ზრდისათვის. ამასთანავე, ასეთ დროს ხომ მორალურადაც განსაკუთრებით გამართლებულია დახმარების გამწევის ქმედება. ხარჯი იზრდება, მაგრამ ეს აუცილებელი და სასარგებლო უკუგებადი ხარჯია და ის კარგად გათვლილი უნდა იყოს და არა აკრძალული.

           დიდი ხანია არსებობს საკმაოდ არგუმენტებული მოსაზრება, რომ გაჭირვებულთა დახმარების სოციალური პოლიტიკა მართვაში არათავსებადია ეკონომიკურ ეფექტიანობასთან. ერთი შეხედვით, ეკონომიკის გააზრების ადრეულ ბავშვობაში მეც ვემხრობოდი აღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ ეს ნამდვილად სასაცილოა. დახმარება რომ მყისიერად გამოდის ბაზარზე, იმიტომ, რომ გაჭირვებულს შესანახი არაფერი აქვს (ეს ჩემი წინადადებაა), ვიცი, დამეთანხმებით. შემდეგ მივყვეთ ლოგიკას. გადავხედოთ მსოფლიოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნების კონსტიტუციებს (გ.წ. N1 და სხვ.). დავუკვირდეთ, სოციალური საბაზრო ეკონომიკის მთავარ ქვეყნებსგერმანიასა და შვეციას. აქ ეკონომიკა კი არ ინგრევა, მოწინავე პოზიციებზეა ევროპაში და საუკეთესო ხარისხის პროდუქციასაც აწარმოებს. უკიდურესად თავისუფალი ბაზრის ფლაგმანი უძლიერესი აშშ კი უკვე სოციალური დაზღვევისა და სხვა მეტად აქტიური სოციალური დახმარების პროგრამებისაკენ იხრება. ეს გზა გარადაუვალი და მიზანშეწონილია. ვინც ამას ვერ ხედავს, არამხოლოდ ნაკლებშორსმხედველია, არაეკონომიკურიცაა.  

                      პოლიტიკასა და ეკონომიკის მართვაში მოწინააღმდეგები გამოუჩნდნენ ტურისისტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის მასობრივ განვითარებასაც კი უაღრესად საინტერესო და საჩვენებელი უძველესი კულტურულ–საგანმანათლებლო ისტორიის საქართველოში. ტურისისტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი ხომ ფაქტიურად ყველაზე აქტიური საექსპორტო დარგია, ვინაიდან აქედან შემოსავლები პრაქტიკულად სრულად რჩება ქვეყანაში, განსხვავებით კაპიტალის საერთაშორისო გადაადგილების ასევე ეფექტიანი ექსპორტისა.  ასევეა, არ შეიძლება მეცნიერულტექნიკური პროგრესის ბლოკირება პრაქტიკაში. მეცნიერებასა და პროგრესულ წარმოებამომსახურებაზე ხარჯები შეიძლება პირველ ხანებში დიდ მოცულობებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ეს უდიდეს გამართლებულ ეფექტს იძლევა მომავალში, რის გარეშეც საზოგადოების ნაწილი სამი გოჭის ზღაპრის იმ უნიჭოდ უაზრო ფუქსავატ გოჭს ემსგავსება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პერსპექტივას.  

                                                                                                                  გამოყენებული წყაროები  

    1.           დემეტრაშვილი ავთანდილ, მსოფლიო ქვეყნების კონსტიტუციები. – თბილისი, იურიდიული ლიტერატურა, 1992.

    2.           კარტერი გარი, ეფექტიანი რეკლამა. – მოსკოვი, პროგრესი, 1991 (თარგმანი ინგლისურიდან რუსულ ენაზე).

    3.           სავანელი ბიძინა, სამართლის თეორია. – თბილისი, იურიდიული ლიტერატურა, 1997.

    4.           საერთაშორისო სტანდარტები და ციხის ეფექტური მართვა. – ციხის პერსონალის გადამზადების სახელმძღვანელო, UNDP, EU, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

    5.           ამერიკის ეკონომიკა: ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა. – თბილისი, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო.

    6.           მანჯგალაძე გურამ, გერმანული კაპიტალი ამიერკავკასიაში (1860–1918 წწ.). – თბილისი, მეცნიერება, 1991.

    7.           ბუხარინი ნ., რანტიეს პოლიტიკური ეკონომია: ავსტრიული სკოლის ფასეულობათა და მოგების თეორია. – მოსკოვი, ორბიტა, 1988 (რუსულ ენაზე).

    8.           რესპუბლიკის საგეგმო კომიტეტის საგეგმო ანგარიშების ავტომატიზებული მოდელები. – კიევი, ნაუკოვა დუმკა, 1988 (რუსულ ენაზე).

    9.           ერმილოვი ა. პ., მაკროეკონომიკური პროგნოზირება აშშ–ში. – მოსკოვი, ნაუკა, 1987 (რუსულ ენაზე).

    10.   პუარე დ., სტრუქტურული ცვლილებების ეკონომეტრია. – მოსკოვი, ფინანსები და სტატისტიკა, 1981 (თარგმანი ინგლისურიდან რუსულ ენაზე).

    11.   ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. – თბილისი, ქვაშვეთში მოღვაწე მამა ღვთისოს კურთხევით, 2005.

    12.   ლორთიფანიძე რევაზ, ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები). – თბილისი, გეომედი, 2011.

     

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) განათლება საზღვარგარეთ პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სახელმძღვანელოები კომპიუტერული ტექნიკა უცხო ენები საგანმანათლებლო რესურსები წიგნების მაღაზიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საბავშვო მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები უმაღლესი სასწავლებელი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ბიბლიოთეკები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ხელოვნების სკოლები, სტუდიები ავტოსკოლები სამეცნიერო პორტალები კოლეჯი გამოცემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სპორტული სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019