მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფინანსების მართვისა და ანალიზის ეკონომიკური საფუძვლებისათვის. ნანახია (11278) - ჯერ 03 იანვარი 2012

    მიუხედავად ფინანსური ფაქტორების დიდი მნიშვნელობისა და რომ ფულადი მიმოქცევა ერთგვარი სისხლის მიმოქცევაა ეკონომიკურ ორგანიზმში, წარმოების ეკონომიკური ფაქტორების უმთავრეს მნიშვნელობას თითქმის აღარავინ უარყოფს (იხ. გამოყენებული წყაროები 5 და 11), რასაც მიწოდების თეორია და მისი მიმდევრებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

                მიწოდების თეორიის მიხედვით, ფინანსური შემოსავლების არსებითი მატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გადასახადების ზომიერებას ენიჭება, რაც გადასახადების გარკვეულ დონეში უნდა გამოიხატოს შემოსავლებთან მიმართებაში. ა. ლაფერის აზრით, ეს ზღვარი დაახლოებით ქეინზის 20%–იან და ჟისკარ დესტენის 40%–იან ზღვარს შორისაა, მ. ფრიდმენის აზრით, აღნიშნული დონე 25% უნდა იყოს, მ. ფელდსტეინის  – 42%, რ. გეფარდტის აზრით კი – 30–35% (გ.წ. 7, გვ. 19–20). რეალურად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ეს დონე სხვადასხვა გადასახადების შეჯამებით 50–70%–ის მახლობლობაში მერყეობს. ჩვენი აზრით, სახელმწიფო და კერძო სექტორების წონასწორული არამონოპოლიური პირობების შესაქმნელად, ეს დონე 50%–ს არ უნდა აღემატებოდეს და 30–50%–ის მახლობლობაში უნდა ვარირებდეს, თუმცა, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდებში ყველა მეწარმეს და მ.შ. პროგრესულ ახალგაზრდა დარგებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს მნიშვნელოვანი შეღავათები და გარკვეული საგადასახადო არდადეგებიც უნდა მივანიჭოთ.

                სამეწარმეო სუბიექტის ან მთლიანად მაკროეკონომიკის ფინანსური მდგრადობის შესაფასებლად, ანალიზისას გამოიყენებენ ე.წ. ავტონომიურობის კოეფიციენტს, რომელიც იანგარიშება, როგორც საკუთარი ფინანსური სახსრების ფარდობა განსახილველი სუბიექტის მთლიანი სახსრების ჯამთან, რაშიც ნასესხები სახსრებიც მოიაზრება. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ავტონომიურობის კოეფიციენტი, მით უფრო სტაბილურია ობიექტის ეკონომიკური მდგრადობა.

               ეკონომიკურ–ფინანსური მდგრადობისათვის არსებითია ლიკვიდურობის, მანევრირებისა და დაფარვის კოეფიციენტების ნორმალიზებაც. ლიკვიდურობის კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ მოკლევადიანი დავალიანებების რა ნაწილის დაფარვა შეუძლია სუბიექტს მოცემული მომენტისათვის, მანევრირებისა და დაფარვის კოეფიციენტები კი საკუთარი საბრუნავი სახსრების მობილობის დონეთა სპეციფიკას ახასიათებს ძირითად საშუალებებთან და სხვადასხვა დავალიანებებთან მიმართებაში.

                ანალიზისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი სპეციფიკის სრულად გათვალისწინებას ორიგინალური და მრავალფაქტორული მიდგომების გამოყენებით. ხშირია შემთხვევები, როცა სუბიექტს არსებითი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, მაგრამ არაეფექტიანი ფინანსური პოლიტიკით ვერ ხერხდება ამ პოტენციალის საკადრისად გამოყენება. არის შემთხვევებიც, როცა სხვა გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა ვერ იძლევა სასურველ შედეგს ახალ პირობებში. ამდენად, ყოველივე აღნიშნულს ყოველთვის დასაბუთებული ეკონომიკური განხილვა უნდა უსწრებდეს და ექსპერიმენტი მცირე პირობებში უნდა ჩატარდეს და არა მთლიანად მაკროეკონომიკაზე.

              საქართველოს საგადასახადო კოდექსი მართლა საუკეთესო მაგალითია ბიზნესის თავისუფლებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისათვის და ეს დამაიმედებელ ფაქტორებს ქმნის ეკონომიკური აღმავლობისათვის   სახელმწიფო სტრუქტურებში კადრების მაღალი პროფესიონალიზმისა და კერძო ბიზნესის მიუკერძოებელი პირობებისა და გონივრული დაგეგმვის შემთხვევაში. ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული სტრატეგიები და გეგმები საფუძველი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადებისას და არა თაროზე შესანახი ტვირთი, როგორც ეს ტენდენცია კარგა ხანია ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, ფაქტიურად საერთოდ შეწყდა ასეთი გეგმების მომზადების პრაქტიკა, რაც დაუყონებლივ უნდა გამოსწორდეს.

                                                                                                                  გამოყენებული წყაროები

    1.           საქართველოს საგადასახადო კოდექსი. – www.parliament.ge

    2.           saqarTvelos kanoni “mewarmeTa Sesaxeb”.  www.parliament.ge

    3.           გერზმავა ო. ვასაძე ო. ვესტი დ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. - თბილისი, 2003.

    4.           RvedaSvli n. jandacvis ekonomika da marTva. – თბილისი, 2005.

    5.           მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები. – თბილისი, 2000.

    6.           Stephen M. Shortell, Arnold D. Kaluzny, Health Care Management. – NY, 2000.

    7.           სუტირინი ს. პოგორლეცკი. გადასახადები და საგადასახადო დაგეგმვა მსოფლიო ეკონომიკაში. – სპბ, 1998 (რუსულ ენაზე).

    8.           ჯაყელი კ. დაზღვევისა და ჯანდაცვის ეკონომიკა. –თბ, ნიუ–იორკი,     ჰანოვერი, 2009.

    9.           ნორმანდი ჩარლზ, ვებერი აქსელ, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა. – თბილისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

    10.   amyolaZe g, amyolaZe i, Cxenkeli m. sawarmoTa ekonomikis, samewarmeo saqmianobisa da marketingis ganmartebiTi leqsikoni. – Tb. 2006.

    11.   ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. – თბილისი, ქვაშვეთში მოღვაწე მამა ღვთისოს კურთხევით, 2005.

    12.   ლორთიფანიძე რევაზ, ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები). – თბილისი, გეომედი, 2011.

    13.   ლორთქიფანიძე რევაზ, თბილისის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების კომპლექსური განვითარებისა და ონკოდაავადებათა მინიმიზების სტრატეგია. – www. education.ge,  ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 18 დეკემბერი.  

    14.   ლორთქიფანიძე რევაზ, დასაქმების, მენეჯერული ფინანსების, მცირე ბიზნესის ეფექტიანობისა და ცხოვრების დონის ამაღლების საკითხები. – www. education.ge,  ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 18 დეკემბერი.

    15.   ლორთქიფანიძე რევაზ, ღირებულების კანონზომიერებები. – www. education.ge,  ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 12 დეკემბერი.

    16.   ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური პრიორიტეტები: დასავლეთი და აზიური ფენომენები. – www. education.ge,  ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 19 სექტემბერი.

    17.   ლორთქიფანიძე რევაზ, ახალი ეკონომიკური სისტემის აუცილებლობა მსოფლიო კრიზისის პირობებში.  – www. education.ge,  ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 6 სექტემბერი.  

     

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გეოგრაფია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ოჯახი, მშობლები და ბავშვი ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბავშვის მოვლა და აღზრდა სკოლა და მოსწავლე იურისპრუდენცია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ქიმია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მშობლიური ენა და ლიტერატურა გართობა და თამაშები აბიტურიენტი და გამოცდები განათლება საქართველოში და მსოფლიოში მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება რელიგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია მოდა და დიზაინი უცხო ენები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფინანსები ხელოვნება და კულტურა ეკონომიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ფიზიკა დასაქმება და კარიერა ჟურნალისტიკა, PR პრესა განათლების შესახებ კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი სპორტი და ექსტრიმი ბიოლოგია სხვა სიახლე განათლების სფეროში გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული საგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოლოგია კინო და მუსიკა მათემატიკა ბუნება, ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019