მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    ჯონ ჰოლანდი და ოკუპაციური თეორია ნანახია (11716) - ჯერ 04 იანვარი 2012

    ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ამერიკელი ფსიქოლოგის ჯონ ჰოლანდის მოკლე ბოგრაფიასა და მის თეორიას, რომელშიც იგი საუბრობს ადამიანის პროფესიული ორიენტაციის ტიპებზე.

    ჯონ ლევის ჰოლანდი დაიბადა 1919 წლის 21 ოქტომბერს ნებრასკაში, ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის ოჯახში.   მისი მამა მოხვდა ემიგრაციაში და ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა,  მუშაობდა დაბალი კვალიფიკაციის მუშაკად  და ამავე პერიოდში გადიოდა კურსებს ახალგაზრდათა ქრისტიანულ კავშირში (YMCA - {შემოკლ} Young Men’s Christian Association) და მალევე  გახდა  სარეკლამო ბიზნესისის ხელმძღვანელი.   მისი დედა გახლდათ დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და მუშაობდა ერთ-ერთ სკოლაში მანამ სანამ გათხოვდებოდა. ორივე მათგან ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ინტელექტუალური ინტერესები, რაც შემდგომში აისახა მათ ოთხ შვილზეც.

    რაც შეეხება ჰოლანდის ბავშვობას, ჯეკმა (ასე მიმართავდენენ მას ოჯახის წევრები) 12 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული და სურდა რომ მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ  ეს გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. მაშინ, როცა ერთ-ერთ კონცერტზე აღმოაჩინა ის, რომ ნებისმიერ კონცერტზე  აუცილებლად იქნებოდა ვინმე, ვინც მსმენელს განწყობას გაუფუჭებდა. გარდა ამისა მან კოლეჯში სწავლისას აიღო ე.წ. „ჰარმონიის წელი“ და ისიც აღმოაჩინა, რომ ის სულაც არ იყო პოტენციური მუსიკოსი. ჯონმა სწავლა დაიწყო  ომაჰის უნივერსიტეტში, ნებრასკაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ეს არჩევანი განაპირობა იმან, რომ მას სურდა გაერკვია მისი ყმაწვილობის ასაკის მწუხარების მიზეზები. თუმცა  სესემტრის ბოლოს მიხვდა, რომ იგი უკვე ძალიან იყო დაინტერესებული ამ სფეროთი. 1942 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის სამი წლისა და 6 თვის განმავლობაში არმიაში მსახურობდა  ფსიქოლოგის ასისტენტის, ვექსლერის ტესტის ადმინისტრატორისა და ინტერვიუერის თანამდებობებზე.  ამ გამოცდილებამ დაარწმუნა ჰოლანდი იმაში, რომ ერთი ადამიანი შეიძლება მოერგოს რომელიმე ფსიქოლოგიურ ტიპს. ამ პერიოდში მას უწევდა მუშაობა არა მარტო ფსიქოლოგებთან, არამედ სოციალურ მუშაკებთან და ექიმებთან, რამაც კიდევ უფრო მოახდინა მისი სურვილის სტიმულირება- გამხდარიყო ფსიქოლოგი.  მან სწავლა მინესოტას უნივერსიტეტში განაგრძო (დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად), თუმცა გაუჭირდა მისთვის საინტერესო სფეროს მოძიება, რადგანაც მის ემპირიულ ხასიათს არ ესადაგებოდა უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.

     1953-1956  წლებში ის მუშაობდა ვეტერანთა ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში,

    1957- 1963 წლებში ეროვნული დამსახურების სასტიპენდიო კორპორაციაში ,

    1963-1969 წელებში ამრიკული კოლეჯის სატესტო პროგრამაში, ხოლო 1969-1980 წლებში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მისი თეორიული მოღვაწეობა სწორედ ასეთი დიდი პრაქტიკული მორვაწეობის შედეგი იყო.  

    1958 წელს ჯურნალში „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ დაიბეჭდა მისი სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმ კონცეფციაზე, რომლიც განვითარების შედეგადაც შემდგომში მან შექმნა თავისი ოკუპაციური თეორია.  შემდგომ წლებში მან მრავალი პუბლიკაცია გამოსცა და მისმა თეორიამ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჰოლანდი გარდაიცვალა 2008 წლის 27 ნოემბერს.  

    ჰოლანდმა გამოყო 6 პროფესიული ორიენტაციის ტიპი (კლასიფიკაცია მოახდინა ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა:უნარები, მიდრეკილებები, ინტერესები და ა.შ.)

     

     1.     რეალისტური ორიენტაცია. ადამიანები ასეთი ორიენტაციით მიმართულნი არიან ისეთი პროფესიული სფეროსკენ, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ ძალასთან, იმ უნარების გამოყენებასთან  რომელიც მოითხოვს ძალას და კოორდინაციას. მაგ: მეტყეობა, ფერმერობა და სოფლის მეურნეობა.

    2.     კვლევითი ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმართულნი არიან კარიერის იმ მფეროებისაკენ რომელიც დაკავშირებულია უფრო ინტროვერტულ (ფიქრი, ორგანიზაცია, ინტერპრეტაცია), ვიდრე ეფექტურ მოქმედებასთან (გრძნობა, პიროვნებათაშორისი ურთიერთობები და ემოციები). მაგ: ბიოლოგები, ქიმიკოსები, კოლეჯის პროფესორები.

    3.     შემოქმედებითი ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმართული არიან კარიერის იმ სახეობისაკენ რომელიც მოითხოვს თვითგამოხატვას, არტისტულ უნარებს, ემოციების გამოხატვას და ინდივიდუალობას. მაგ: მხატვრები, მუსიკოსები, რეკლამის შემქმნელები.

    4.     სოციალური ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმრათულნი არიან კარიერის იმ სახეობებისაკენ რომელიც გულისხმობს უფრო პიროვნებათაშორის კავშირებს, ვიდრე ინტელექტუალურ და ფიზიკურ ურთიერთკავშირებს. დიპლომატიური სამსახური, სოციალური სამსახურები.

    5.     ინიციატივიანი ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმართულნი არიან კარიერის იმ სახეობებისაკენ რომელიც გულისხმობს ვერბალურ აქტივობას, დაკავშირებულს სხვათა ზემოქმედებაზე. მენეჯერები, ადვოკატები, პრეს-მდივები.

    6.     კონვენციონალური(ტრადიციული) ორიენტაცია. ეს ადამიანები უპირატუსობას აძლევენ კარიერის ისეთ სახეს, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ, რეგულირებად მოქმედებას, ასევე პროფესიები, რომლებშიც აუცილებელია, რომ დაქვემდებარებულებმა შეუსაბამონ თავიანთი პიროვნული მოთხოვნილებები  ორგანიზაციისას. ბუღალტერები, ბანკირები.

    ადამიანთა უმეტესობას გააჩნია ერთზე მეტ ორიენტაცია, და ჰოლანდი თვლის, რომ რაც უფრო გავს და შესაბამისია ეს ორიენტაციები, უფრო მცირეა შინაგანი კონფლიქტი და უფრო ადვილია კარიერის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ჰოლანდმა ასევე შეიმუშავა თვითკვლევის კითხვარი, რომლიც საფუძველზეც შესაძლებელია დადგინდეს, როგორც პიროვნული ორიენტაციის ტიპები, ასევე ის პროფესიები, რომლებიც ყველაზე მეტად შეგვესაბამება.  

    კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საზოგადოებრივი ურთიერთობები მედიცინა და პროფილაქტიკა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მშობელი და ოჯახი მეცნიერება/ტექნიკა ბუნება/ეკოლოგია სხვა ბავშვის აღზრდა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სიახლე განათლების სფეროში სასარგებლო რჩევები ადამიანთაშორის ურთიერთობა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია გაერთიანებები/სოციალური ქცელები გამოცემები/პუბლიკაციები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები რელიგია ინტერესები/კონკურსები გართობა/თამაშები განათლება საქართველოში და მსოფლიოში მომზადება/ტესტირება/ჩაბარება საგანმანათლებლო დაწესებულებები კვალიფიკაციის ამაღლება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასწავლო დაწესებულების მართვა ფიზიკური კულტურა და სპორტი ბავშვის კვება და მოვლა დასვენება/ტურიზმი სარეკლამო მომსახურება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020