მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ვინ/სად არის მიზეზი? ნანახია (9019) - ჯერ 04 თებერვალი 2012

    ადამიანის უნიკალურობის და ინდივიდუალობის მიუხედავად, შეიძლება მათი დაჯგუფება და დახასიათება იმის მიხედვით თუ  სად ათავსებენ წარმატება-წარუმატებლობის მიზეზს და ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ მოიქცევა თითოეული, იბრძოლებს მიზნისთვის თუ ბედს დამორჩილდება.

    ადამიანის ერთ-ერთი, ბაზისური მოთხოვნილება სოციალურ სამყაროში სხვა ადამიანებთან ურთიერთობის (აფილაციის) მოთხოვნილებაა. ნებისმიერი, სასურველი თუ არასასურველი, შედეგი გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცეში დგება. ვიღებთ გამოცდილებას, ვფიქრობთ, ვგეგმავთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიზნის მისაღწევად(ან არა) ვხარჯავთ ენერგიას, რომლის „საფასურად“ სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ. ხშირად ასე არ ხდება, ხშირად შედეგი არასასურველი ან საზიანოცაა.თუმცა როგორიც არ უნდა იყოს ეს შედეგი, აისახება პიროვნებაზე გამოცდილების სახით.  

    ფსიქიკური წონასწორობის, პიროვნული მთლიანობის შესანარჩუნებლად ადამიანები მრავალფეროვან მეთოდებს მიმართავენ.  
    ჯულიან როტერმა   გამოყო ადამიანთა ორი ტიპი და ამ დაყოფას საფუძვლად „კონტროლის ლოკუსი“ დაუდო. იმის მიხედვით თუ სად ვათავსებთ მოსალოდნელი შედეგის კონტროლის შესაძლებლობას, გამოიყოფა ექსტერნალურად და ინტერნალურად ორიენტირებული ადამიანები. ინტერნალები ძირითადად საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას იმ ცვლილებების, შედეგების გამო, რაც მათ ცხოვრებაში, მათ ირგვლივ ხდება. ინტერნალები შედეგს განიხილავენ, როგორც მათი ქცევის, ხასიათის, უნარების შესაბამის ფაქტორს.
    ექსტერნალები იგივე შედეგებზე საუბრისას პასუხისმგებლობას გარესამყაროს, გავლენიან სხვებს, შემთხვევითობას აკისრებენ და თვლიან, რომ როგორც მათი წარმატება ისე წარუმატებლობაც შემთხვევის ბრალია და არა მათი განსაკუთრებული მონდომების ან პასიურობის.  
    თუკი ინტერნალობა ზოგადად უფრო დადებით მოვლენად იყო მიჩნეული, ფ.ჰაიდერის მიერ გამოყოფილმა სტაბილობა-ვარიატულობის პარამეტრმა სურათი გარკვეულწილად შეცვალა. ამ ორი კომპონენტის კომბინაციით ექსტერნალობა_ინტერნალობასთას მიიღება:   სტაბილური ინტერნალი, ვარიატული ინტერნალი, სტაბილური ექსტერნალი და ვარიატული ექსტერნალი. სტაბილური ინტერნალი თვლის, რომ ნებისმიერი მოვლენა,შედეგი მისი უნარების შესაბამისია.წარუმატებლობის შემთხვევაში ის მიიჩნევს,რომ მას არ აქვს წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-შესაძლებლობა და შესაძლოა ხელი ჩაიქნიოს. ვარიატული ინტერნალი წარუმატებლობის მიზეზად არასაკმარის მონდომებას მიიჩნევს. აქედან ჩანს, რომ ვარიატული ინტერნალი წარუმატებლობას არ შეეგუება და მომავალში მეტ მონდომებას გამოიჩენს შედეგის მისაღწევად, რასაც სტაბილურ ინტერნალებზე ვერ ვიტყვით. სტაბილური ექსტერნალი თვლის, რომ შედეგი გადასაწყვეტი ამოცანის სირთულის შესაბამისია. ვარიატული ექსტერნალი კი შედეგს შემთხვევითობას მიაწერს.
    როტერის მიერ განხილული ეს ტიპები ადამიანის ზოგად ორიენტაციას გულისხმობდა და   არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სიტუაციაში მათი გამოვლენის ხარისხი. პრობლემის დასაძლევად ბეხტერეევის სახელმწიფო ინსტიტუტში შეიმუშავეს სუბიექტური კონტროლის სკალა.ამ სკალით ადამიანის დიაგნოსტირება შვიდი ასპექტით ხდება.მიღებული შედეგების საფუძველზე ადგენენ ადამიანის ზოგად ინტერნალობას, ინტერნალობას მიღწევის სფეროში, ინტერნალობას წარუმატებლობასთან დაკავშირებით, ინტერნალობას ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ინტერნალობას საწარმოო ურთიერთობების სფეროში, ინტერნალობას პიროვნებათაშორის ურთიერთობის სფეროში და ინტერნალობას ავადმყოფობასთან დაკავშირებით.
    საქართველოში როგორც როტერის ზოგადი ინტერნალობის სკალის, ისე სუბიექტური კონტროლის სკალის ადაპტაციამ აჩვენა, რომ საშუალოდ ქალები უფრო ექსტერნალები არიან, კაცები- ინტერნალები.
     როგორც წესი ეს ტიპები კონტინუუმის უკიდურეს პოლუსებს წარმოადგენს და ხშირად ადამიანები მათი მეტნაკლები გამოხატულების მიხედვით ამ უკიდურესობათა შორის რომელიმე წერტილს შეესაბამებიან. ასევე არის შემთხვევები, როცა შედეგის ობიექტური ანალიზით ხდება გამომწვევი მიზეზის გარემოზე მიწერა და ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ექსტერნალთან გვაქვს საქმე და პირიქით.   ექსტერნალობა-ინტერნალობა ცნობიერებაზე ძლიერი არ არის, შესაბამისად თუ რომელიმეს უკეთესობა გვჯერა და გვნებავს მოვიქცეთ უკეთესად, ყველაფერი ჩვენს ხელშია.

    ავტორი :ნათია სორდია კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ალექსანდრე ეჯიბაძე 14 თებერვალი 2012

    ჯულიან როტერის  „კონტროლის ლოკუსი“- ს მეთოდოლოგიური მიდგომა მართლაც იმსახურებს დიდ ინტერესს

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი იურისპრუდენცია გეოგრაფია გართობა და თამაშები ბიოლოგია პრესა განათლების შესახებ ფიზიკა მოდა და დიზაინი უცხო ენები დასაქმება და კარიერა სხვა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მშობლიური ენა და ლიტერატურა ბუნება, ეკოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ფინანსები ქიმია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა კინო და მუსიკა სიახლე განათლების სფეროში ბავშვის მოვლა და აღზრდა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები რელიგია ხელოვნება და კულტურა სკოლა და მოსწავლე მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ჟურნალისტიკა, PR ფსიქოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სოციოლოგია, პოლიტოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულება მათემატიკა ეკონომიკა აბიტურიენტი და გამოცდები სპორტი და ექსტრიმი განათლება საქართველოში და მსოფლიოში მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ოჯახი, მშობლები და ბავშვი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023