მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ინდიგო, კრისტალური, ცისარტყელასებრი ბავშვები - ახალი თაობა, New Age ! ნანახია (34549) - ჯერ 26 თებერვალი 2012

    წინა პუბლიკაციაში უკვე გვქონდა საუბარი განსხვავებული თვისებების მქონე ინდიგო - ბავშვების შესახებ. არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ მკითხველს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა: რატომ ვახდენთ ამ თემაზე ყურადღების აქცენტირებას?  პასუხი მარტივია - უფროსო თაობავ, მშობლებო და პედაგოგებო, მიმოიხედეთ გარშემო, დააკვირდით ბავშვებს, უმცროს დებსა თუ ძმებს! ვერ ამჩნევთ - რამდენად განსხვავდებიან ისინი ჩვენგან თავისი აზროვნებით, ქცევით, ღირებულებებითა და, თუ გნებავთ, ცხოვრების წესით, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ  ჩვეულის ნაცვლად?... როგორ მოვიქცეთ? თვალი გაუსწოროთ ამ რეალობას, თუ მოვიტყუოთ თავი - ვითომ არაფერი არ ხდება და ყველაფერი მხოლოდ მოცლილი ადამიანების ფანტაზიებია?

    ზოგიერთი მკითხველისთვის ალბათ ცნობილია, რომ გერმანიის მესამე რეიხის დროს  არასტანდარტული  მახასიათებლების მქონე ბავშვებს ლეგენდარულ ჰიპერბორეაში ოდესღაც მცხოვრები უძველესი ნორდიული რასის გენეტეკურ „ნამსხვრევებათ“ მიიჩნევდნენ, მათზე „ნადირობდნენ“, მათ ეძებდნენ და ცდილობდნენ „გაემრავლებიათ“ სპეციალურად შექმნილ „ფერმებში“...  ამას ნიცშეს თეორიას ნუ დაუკავშირებთ,  ნაცისტებს, მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მხოლოდ არაჰუმანური იდეები ამოძრავებდნენ.

    მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ განსხვავებული  თვისებების მქონე ბავშვების ამ ქვეყნად მოსვლა XX სუკუნის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა: კაცობრიობას ისინი  სამ ტალღად მოევლინენ და თითოეულს  განსხვავებული სახელი დაერქვა: პირველი ტალღა - ინდიგო, მორე - კრისტალური, ხოლო მესამე - ცისარტყელასებრი (ნათელი) ბავშვები. ყველა მკითხველმა ალბათ არც იცის, რომ უკვე საკმაო ხანია, თითქმის მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად - 29 იანვარს აღინიშნება ინდიგო  ბავშვების საერთაშორისო დღე.    

    იმავდროულად საუბარი რომ იწყება ამ მახასიათებლების მქონე ბავშვების თაობაზე „სპეციალისტების“ ნაწილი, პირზე მომდგარი ქაფით, გასძახის თავის ვერსიას იმის თაობაზე, რომ განსხვავებულ ნაკადებს ადგილი არ ჰქონია, სხვები კი მათ საწინააღმდეგოდ  აცხადებენ - ეს აბსოლუტურად განსხვავებული თაობებია. მკვლევართა ეს ნაწილი ამკიცებს, რომ ყველა მომდევნო ნაკადი უფრო მეტადაა განვითარებული და ამ ბავშვებს ახასიათებს წარმოუდგენელი მოცულობის ინფორმაციის მიღებისა და შენახვის უნარი,  ისინი გამოთვლით სისტემებს   საკუთარი ორგანიზმის ნაწილად აღიქვამენ, მათ შესწევთ რეალობის ქსოვილის გასწვრივ ყელაფრის დანახვის, წინასწარმეტყვლებისა და მომავლის შეცვლის უნარი...

    ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ინდიგოს ფერი წარმოადგენს მესამე თვალის, ან თვალთაშორისი ჩაკრის ფერს. ეს ბავშვები ინტუიტიურები, მენტალურები, იმავდროულად სწრაფები არიან, რის გამოც ყველაფერი ძალიან მალე ბეზრდება.ზოგი სპეციალისტის მტკიცებით კი ინდიგო ბავშვებს  არ გააჩნია კარმა.  

    იდიგოსგან განსხვავებით კრისტალურებს, მათი აურის ფერის გამო კი არა, არამედ მაღალი ვიბრაციის გათვალისწინებით დაერქვა სახელი. კრისტალურ ბავშვებს პასტელური ტონალობის, სხივოსანი თვალები აქვთ. ისინი გვეხმარებიან კრისტალის მშვენიერების სრულყოფილ აღქმაში. შესაძლოა, რომ კრისტალურ ბავშვებში დომინირებს თავის გვირგვინის ჩაკრა ან იისფერი სპექტრი, თეთრი ან გამჭვირვალე აუირის ჩათვლით. ამ ბავშვების მოსვლის სიგნალი მძლავრად აჟღერდა 2011 წლის სექტემბერში, დაიწყო კრისტალური ბავშვების ერა. უნდა ითქვას, რომ ცალკე, გამოკვეთილად ცისარტყელასებრი ჯგუფის თაობაზე ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არ თქმულა, ამ ტალღის აქტიური გამომჟღავნების დრო ახლა იწყება.

    მკვლევართა უმეტესობის დაკვირვებით უფროსი თაობის ადამიანები ხშირად ვერ გებულობენ ინდიგო ბავშვების აზრებს, მათი ქცევისა და ქმედების ბუნებას და ამის გასამართლებლად უფარდებენ „ყურადღების დეფიციტის“ დიაგნოზს. საუბედუროდ მედიკამენტების გავლენის შედეგად ინდიგო ბავშვი კარგავს მისთვის დამახასიათებელ საოცარ მგრძნობიარებას, სპირიტუალურ უნარს და „მებრძოლ“ ენერგიას. გარდა ამისა უფროსები ვერც იმას აცნობიერებენ, რომ კრისტალური ბავშვები ქმნიან თაობას, რომელიც  სარგებლობს ინდიგოს მიერ გაკვალული გზით და, რომ წინა ნაკადისგან ისინი მშვიდი და გაწონასწორებული ბუნებით განსხვავდებიან.  

    “… ეს იმ ბავშვების „ახალი ტიპის ცნობიერებაა“, რომლებიც ახლა იბადებიან. მათ არ გააჩნია არაფერი, რაც დამახასიათებელი იყო წინა ცნობიერებისთვის. ჩემო ძვირფასებო, სწორედ ამაში გამოიხატება, მათი განსხვავებულობა ჩვენგან. ხომ ხედავთ, რომ ისინი მოვიდნენ ბალანსის მქონე საწყისებით: მარცხენა/მარჯვენა, მამრობითი/მდედრობითი. ისინი წარმოადგენენ იმ კატეგორიას, რომელიც მზადაა ვენერის გადასასვლელით გავლისთვის.  პირველ რიგში ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე ადრე მიაღწევს ვენერის  გადასასვლელით გადანაცვლების თანხმობას. ამ რვა წლიანი ფანჯრის პერიოდში სწორედ ისინი ელოდებიან იმას, რომ იქცნენ ლიდერებად. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან (არ უთხრათ მათ ამის შესახებ) სწორედ ისინი დაუდგებიან ხელშემწყობებად მათ, ვისზეც იქნება დაკისრებული ქვეყნების, კორპორაციების მართვა და მათ, ვინც დაიწყებს კონტინენტების განკურნვას. მიაქციეთ ყურადღება მათი ზეგავლენის შესაძლებლობებს და გაოცებულები დარჩებით...“ (ამ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ კრაიონის წიგნებს: „ბოლო დრონი“, „არ იაზროვნო, როგორც ადამიანმა“, „სულიერი ზამთარი“, „ამაღლების თვალით ხედვა“, „ვენერის გასასვლელის ძღვენი“).  

    წინასწარმეტყველი, მეტაფიზიკოსი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (წიგნების: „ზრუნვა ინდიგო ბავშვებზე“, „ღმერთები და ანგელოზები“, „ანგელოზური მედიცინა“, „ანგელოზური თერაპია“, „გზავნილი ანგელოზებისგან“, "ფერიების ჯადოსნური სამეფო"- ს ავტორი) დორინ ვირჩე (Doreen Virtue) აცხადებს, რომ „პირველი, რაც კრისტალურ ბავშვებში თქვენ  ყურადღებას იპყრობს, ეს მათი თვალებია - უზომო, გამჭრიახი, მცოდნე იმ დონეზე, რომელსაც ვერ იგულისხმებ მათი ასაკის გამო. თუ ამყარებენ  მხედველობით კონტაქტს, აღარ გტოვებენ, რაც მოქმედებს გიპნოტიურად  და თქვენ გებულობთ, რომ სული გეხსნებათ ამ თვალების წინაშე...“

    სპეციალსტების ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვის სახით ამგვარი მახასიათებლების მქონე  ცალკეული ადამიანები ყოველთვის ევლინებოდნენ კაცობრიობას. ისინი მოდიოდნენ ჩვენს სამყაროში როგორც მოგზაური-მკვლევარები, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცნობიერების ახალი ჰორიზონტების ათვისებაში. უმეტესად  კაცობრიობა ვერ უგებდა და ცუდად ექცეოდა ასეთ ადამიანებს, მას ეშინოდა ამ ადამიანების და ამიტომ ხოცავდა მათ. მაგრამ ჩვენს გასანათლებლად მოსულები მაინც ტოვებდნენ წარუშლელ კვალს და თესავდნენ ღვთის ნაბოძევ განახლების მარცვალს. ორი ათასი წლის წინ კაცობრიობას მოევლინა ის, ვინც ცნობილი გახდა, როგორც იესო ქრისტე. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ კრისტალი და ქრისტე (Cristal - Cristo) მსგავსი სიტყვებია და მათ ერთი მნიშვნელობა გააჩნია. ასეთი მოსაზრების წაკითხვაც მომიწია: „ინდიგო ბავშვების ცნობიერება - იოანე ნათლისმცემელის ცნობიერბას შეესატყვისება, ხოლო კრისტალური ბავშვების -  ქრისტეს ცნობიერების მსგავსია. ყველანი ხომ ველოდებით ქრისტეს მოსვლას, მაგრამ ვინ თქვა, რომ ის ხელმეორედ იმავე გზით მოვა? ამჟამად, როდესაც მთელს მსოფლიოში მავანი ქადაგებს და გვასწავლის მოყვასის სიყვარულსა და შემწყნარებლობას,  რა მნიშვნელობა და დატვირთვა ექნება ქრისტე რომ მოგვევლინოს კიდევ  ერთ მასწავლებლად? ის ხომ უკვე მოსულია, მაგრამ უფრო გლობალურად - მრავალი ათასი ახალშობილი კრისტალური ბავშვის სულისა და ცნობიერების მეშვეობით. ინდიგოსთან შედარებით ისინი ხომ ადამიანების მიმართ უფრო დიდი სიყვარულითა და შემწყნარებლობით განწყობილნი არიან. გაიხსენეთ, როგორ შეამზადეს ანგელოზებმა  მარიამი და იოსები იმისთვის, რომ მათ ოჯახში მოევლინება განსხვავებული ბავშვი. იესო გაჩნდა ოჯახში, სადაც მას გაუგეს. ის უნდა გაზრდილიყო სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, რათა მომზადებულიყო  და დაუფლებოდა მამა ღმერთისგან დაკისრებული მისიის შესრულებისთვის საჭირო თვისებებს“.

    მრავალი აცხადებს, რომ კაცობრიობას  2012 წელს ელის მეოთხე განზომილებაში - ქრისტეს  ცნობიერებაში გადასვლა. მათ მიაჩნიათ, რომ კატასტროფა არ მოხდება, ვინაიდან ქრისტე მოგვევლინება სამყაროს გადამრჩენად და ამ დროისთვის ქვეყნად უკვე  იქნება მოვლენილი ძალიან ბევრი მოსიყვარულე და ბრძენი ბავშვი. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ მავნე გამოცდილებაზე დაყრდნობით  ეცადონ ამ ბავშვების სწავლება და აღზრდა,  მშობლები თვითონ იქნებიან მზად უსმინონ და ისწავლონ  მათგან. ალბათ ეს უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს ქადაგებაში - თუ არ ვემსგავსებით ბავშვებს, ვერ ვიხილავთ სასუფეველსა ცათასა. ამიტომაც მიაჩნია მავანს, რომ ახალი თაობის ბავშვები გადაარჩენენ სამყაროს, ისინი მოუწოდებენ უფროს თაობას უსმინოს ბავშვებს, ვინაიდან ბავშვების ახალმა თაობამ ბევრი რამ იცის, უფრო სწორედ - მას უფროსებზე მეტი „ახსოვს“. ხომ ატყობთ, რომ ბავშვების ნაწილს ტელეპატიის, ფსიქოკინეზის (ახლო მდებარე ობიექტების გადანაცვლება გონების ძალით)  და ტელეკინეზის (გარკვეული დისტანციიდან ობიექტების გადანაცვლება გონების ძალით) უნარი გააჩნია. გარდა ამისა, ახალი თაობის ბავშვები ადვილად ეუფლებიან ლევიტაციის და ტელეპორტაციის შესაძლებლობებსაც.  

    სპეციალისტთა აზრით, კვლევები გვიჩვენებენ, რომ მნიშვნელოვნად იზრდება იმ ბავშვების ხვედრითი წილი, რომლებშიც დომინირებს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, მაგრამ ამას სავალდებულოდ არ ახლავს მარცხენა ხელის დომინირებაც. ადრეულ თვითშეგნებასა და აზრის სწრაფ აღქმასთან ერთად ახალ თაობას კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაც გააჩნია  -  სახოვანი, მთლიანი, ერთიანი ათვისების უნარი. ამგვარი თვისება ბევრ, პირობითად  ლეგასტენიკებად წოდებულ, ადამიანსაც ახასიათებს. ამ ტიპის აზროვნება იძლევა  რეალური ურთიერთკავშირებისა და უდიდესი მოცულობის ტექსტების ელვისებურად აღქმის  შესაძლებლოაბას, ის ათას ჯერ უფრო სწრაფია ჩვეულ აზროვნებასთან შედარებით, რომელიც  აზრიდან - აზრისკენ, სიტყვიდან - სიტყვისკენ „მოძრაობს“.  

    ინდიგო და კრისტალურ ბავშვებს დაბადებიდანვე მოსდევს მძლავრი შემოქმედებითი პოტენციალი, რომლის განვითარების ხელშეწყობისთვის ამჟამად არსებული სისტემა აბსოლუტურად არ არის მზად. ფსიქოლოგები იტყვიან, რომ ამ ბავშვებს ინფორმაციის ანალიზის ფენომენალური უნარი გააჩნია, მასწავლებლები მათ უმართაობას, მშობლები კი ეგოიზმსა და დაუმორჩილებლობას უჩივიან, ხოლო ექსტრასენსები ყურადღებას აქცევენ  წინასწარმეტყველების ნიჭს.

    არ გიჯერებთ შვილი  პირველივე მიმართვისთანავე, თქვენი მითითებით არ სურს დაძინება, უარს აცხადებს საჭმელზე, რომელიც თქვენის აზრით, სასარგებლოა მისთვის? თავბრუ გეხვევათ მის მიერ დასმული კითხვების უსასრულო ნაკადისგან? ძალიან მოძრავია? არ ერთობა ბავშვებისთვის ჩვეული, „კლასიკური“ თამაშების მეშვეობით? ფანტაზიებით აღსავსეა? თქვენთან საუბარში უჩივიან  აღმზრდელები ან მასწავლებლები - სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი შვილიც „ახალი ბავშვების“ თაობას მიეკუთვნება, რომლის აღზრდისადმი განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. როგორ მოვიქცეთ და როგორ მოვექცეთ? - ეს კითხვები ყველაზე ხშირად ისმის. საერთაშორისო ორგანიზაციის „ინდიგო ბავშვების ნათების წრე“ დამაარსებლის, აურა-სომოს მეოთხე დონის მასწავლებლის კაროლინა ჰეგენკამპის (Carolina Hehenkamp) აზრით, „ ჩვენი საერთო მიზანია - ხელი შეუწყოთ ბავშვებისა და მშობლების ერთობლივ სულიერ განვითარებას“. გამოიყენეთ საკუთარი ინტუიციის შესაძლებლობები, რომ მოახდინოთ ამ ბავშვების ენერგიასთან სინქრონიზაცია, მიაღწიეთ ერთიანობას და შედეგიც საოცარი იქნება.

    როგორ მოვებრყოთ? რა პირობები შეუქმნათ ასეთი თვისებების მქონე ბავშვების აღზრდას?

    გვესმის, რომ რთულია მშობლის შეგუება ისეთ ბავშვთან, რომელსაც არ სჭირდება მშობელი ჩვეული გაგებით. ამიტომ ყველაზე უტყუარი გამოსავალი იქნება მშობელი თუ შესძლებს საკუთარი თავის შეცვლას, მოძებნის მშობლის ქცევის ახალ ფორმას იმისთვის, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს ბავშვობა და იმავდროულად გრძნობდეს, რომ მისი შინაგანი სიმწიფე აღიარებულია გარშემო მყოფი ადამიანების მიერ.

    მშობელები, განსაკუთრებით კი დედები, ხშირად განიცდიან იმას, რომ მათი ინდიგო - შვილებისთვის დამახასიათებელია   ჩვეულთან შეუსაბამი ყურადღების დაბალი კონცენტრაციის დონე და ჰიპერაქტიურობა, მათ უჭირთ შვილის მოქცევა ჩვეულ ჩარჩოებში და იმის მიღწევა, რომ ყველა უფროსის მიმართ გამოხატოს საკადრისი პატივისცემა.  აწ და მარადის ყველამ დავიმახსოვროთ,  რომ ავტორიტეტი - მხოლოდ ავტორიტეტისთვის ამ ბავშვებში მიუღებელია. კრისტალური და ინდიგო ბავშვები საოცრად გრძნობენ და ვერ იტანენ სიცრუეს. ისინი უმალვე გებულობენ, როდესაც მათი დასწრებით ან მათ მიმართ იძახიან ტყუილს, ამცირებენ ან ცდილობენ მანიპულირებას. ცრუ ადამიანი ვერ ეღირსება მათ პატივისცემას. მისიიდან გამომდინარე ისინი წარმოადგენენ ტყუილის საწინააღმდეგო თავისებურ დეტექტორს. ამის გათვალისწინებით ურთიერთობაში მშობელი ყოველთვის უნდა იყოს გულწრფელი და მართალი.

    კრისტალური ბავშვების დიდი ნაწილისთვის 3 – 4 წლამდე დამახასიათებელია მეტყველების ნელი ტემპით განვითარება. მაგრამ, მშობელთა თქმით, მათ ურთიერთობაში ეს არ ქმნის გადაულახავ პრობლემებს. ურთიერთ კავშირი ეწყობა პრინციპზე: გულიდან - გულისკენ. პრობლემა კი წარმოიშვება იმ მომენტიდან, როცა მედიკოსებისგან ან პედაგოგებისგან ამგვარი ბავშვი, განაჩენის სახით, მიიღებს დიაგნოზს - „მეტყველების განვითარების ანომალია“...

    გარდა ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრისტალური ბავშვების რიცხოვნობის ზრდასთან  ერთად იმატა „აუტიზმის“ დიაგნოზის რაოდენობამაც. კრისტალური ბავშვები მართლაც განსხვავდბიან წინა თაობებისგან, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, ამ განსხვავებაში რატომ უნდა დავინახოთ მაინც და მაინც და მხოლოდ პათოლოგია, რატომ უნდა მოვახდინოთ პრობლემის ხელოვნური კონსტრუირება? აუტიზმის დიაგნოსტიკის კრიტერიუმი ხომ ცალსახაა და  კარგად არის ცნობილი სპეციალისტებისთვის: აუტისტი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, მას არ გააჩნია გარემოსთან და სხვა ადამიანებთან შინაგანი კავშირი, ის არ მეტყველებს იმიტომ, რომ საერთოთ არ გააჩნია ამის მოთხოვნილება და სურვილი. კრისტალური ბავშვი კი  სხვა რეალობას წარმოადგენს. ის - ალბათ, ყველაზე მოძრავ, ცოცხალ, ურთიერთობის მოყვარე, კეთილმოსურნე, მგრძნობიარე, სოციალურად აქტიურ თაობას მიეკუთვნება.  იმავდროულად  ძნელია მისი გამოყვანა ჩვეული მშვიდი მდგომარეობიდან, მას გააჩნია სპირიტუალური უნარი.  სპონტანურად ის ყოველთვის ეხმარება გაჭირვებულებს. აუტისტი კი ამას არ გააკეთებს.

    გვერწმუნეთ, რომ ჩვენს სამყაროში ამჟამად მოსული ახალი თაობის ბავშვები იმსახურებენ პატივისცემას, უფრო მეტიც - თაყვანისცემას და არა შტამპს - „ფუნქციონალური დარღვევები“ და თუ რამ მართლაც არის დარღვეული - პირველ რიგში ეს ის სისტემებია, რომლებიც ვერ ეწყობიან ადამიანის განვითარების ახალი ეტაპის შესატყვისად. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ დავაპირებთ შტამპებითა და დამღის დასმით ამ ბავშვების  დათრგუნვასა და დამონებას, ან  ჩვეულისკენ იძულებით, მედიკამენტოზურად შემობრუნებას, ჩვენ მოვსპობთ ღვთისგან ნაბოძევ ძღვენს და საწყისშივე დავანგრევთ ცივილიზაციას, რომელიც ახლა იწყებს ამ სამყაროში ფესვის გადგმას.

    იყავი ბრძენი და საკუთარ შვილში დარწმუნებული!

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვცვლი სასწავლო პროგრამები ტურიზმი/დასვენება/გართობა ტენდერები/გრანტები ფიზიკური კულტურა/სპორტი სტიპენდიები სხვა მომსახურება ვყიდი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ხელოვნება/კულტურა ვარ სპეციალისტი ვიყიდი კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ ვეძებ სპეციალისტს განათლება/სწავლება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024