მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ტიტინიდან მეტყველებამდე ნანახია (23478) - ჯერ 23 მარტი 2012

    მეტყველების დაწყება სულ მცირე ორი ინდივიდის ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ბავშვი მეტყველებას მაშინ იწყებს, როდესაც სურს რაიმე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მიზნის მისაღწევად სხვას მიმართავს. ბავშვის ამეტყველება რთული პროცესია და მშობლებისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბავშვის ამეტყველება ორ ძირითად მოვლენას უკავშირდება, ესენია:
    • ბავშვის მიერ გამოყენებული მოძრაობების გაგება
    • ბავშვის მიერ სიტყვების წარმოთქმა
    ხოლო ბავშვებში მეტყველების განვითარება სამ მნიშვნელოვან ეტაპად იყოფა:
    1. მოსამზადებელი, ანუ ღუღუნის პერიოდი (2-4 თვე) _ ამ ასაკში ბავშვები დადებით ემოციებს ბგერებით გამოხატავენ და მათ არანაირი შინაარსობრივი დატვირტვა არ გააჩნიათ, ხოლო 5 თვის ასაკისათვის წარმოთქმული სიტყვები უფრო მრავალფეროვანი და დიფერენცირებულია. 7 თვისთვის კი პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.
    2. სენსორული მეტყველების ჩამოყალიბების პერიოდი _ ეს არის მეტყველების განვითარების მეორე ეტაპი, რომელიც 7-8 თვის ასაკიდან იწყება. პატარა ცალკეული სიტყვების უკეთ აღქმას იწყებს, აკავშირებს მათ კონკრეტულ საგნებთან. რეაგირებს გარკვეული კითხვების მიმართ და ცდილობს სიტყვების გამეორებას. ერთი წლის ასაკისთვის ბავშვს ესმის რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშვნელობა.
    3. მოტორული მეტყველების პერიოდი _ დროთა განმავლობაში უფრო ფართოვდება ლაპარაკის გაგების უნარი. წლინახევრის ბავშვებს ესმით მთელი წინადადების შინაარსი, სიამოვნებით ათვალიერებენ ნახატებს, გულისყურით უსმენენ უფროსების მონათხრობს. 2 წლის ასაკში აინტერესებთ მარტივი მოთხრობები, ზღაპრები და წარმოთქვამენ 3-4 სიტყვისგან შემდგარ წინადადებებს.
    აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ენას აიდგამს ბავშვი მანამდე უნდა განუვითარდეს გაგების უნარი. თუ მშობლები სიტყვების წარმოთქმისას მიუთითებენ კონკრეტულ საგნებზე ეს ხელს შეუწყობს სწორედ გაგების უნარის ჩამოყალიბებას. ამით პატარა სიტყვების მნიშვნელობას უკეთ იგებს და ამყარებს ლოგიკურ კავშირს სიტყვასა და საგანს შორის.
    ბავშვის მეტყველებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია კივილი და ტიტინი. კივილის საშუალებით ბავშვი ზემოქმედებს სხვებზე და იპყრობს მათ ყურადღებას. ტირილთან მიმართებაში მშობლები საკმაოდ ფრთხილად უნდა იყვნენ. როდესაც ბავშვს ტირილის შემდეგ ყველა სურვილს უსრულებენ, რათა იგი გააჩერონ, ამას მივყავართ გარკვეული ქცევის დასწავლამდე. შედეგად პატარები იაზრებენ, რომ ტირილით ისინი ყველა სურვილის დაკმაყოფილებას შეძლებენ და ამ იარაღს საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. თანდათან კი ტირილი და კივილი მათ სამეტყველო ენაში საფუძვლიანად მკვიდრდება. ადრეულ ასაკში ისინი მექანიკური ხასიათისაა და ბავშვი ყოველგვარი გააზრების გარეშე იყენებს მათ, ეს ეტაპი დაახლოებით 8 თვემდე გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტიტინს ბავშვები იშვიათად იყენებენ, რადგანაც მათი სურვილების დაკმაყოფილება ტირილით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ტიტინით. ეს უკანასკნელი სპონტანური ხასიათის მატარებელია და გაგების უნარის შეძენის შემდეგ განსხვავებულ მახასიათებლებს იძენს.
    ეტაპი, როდესაც ბავშვები იწყებენ მეტყველებას არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში. მშობლების ხელშეწყობით კი ისინი სწორად მეტყველებას სწავლობენ, რაც არის საწინდარი მათი განვითარებისა და ხელშემწყობი ფაქტორი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისა.
    თუ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს ენის ადგმაში უნდა გავითვალიწინოთ შემდეგი ფაქტორები: ელაპარაკეთ ბავშვს ყველაფერ იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ მასზე ზრუნვის პროცესში, ტანსაცმლის გახდისას უთხარით თუ რას ხდით, მიუთითეთ სხეულის ნაწილებზე, როდესაც აჭმევთ უთხარით თუ რისგან არის დამზადებული მათი საკვები. ესაუბრეთ ზუსტად და სწორად, ნუ გაამარტივებთ სიტყვებს. ბავშვებისთვის დამახასითებელია თავისებული მეტყველება, მაგალითან ისინი ძაღლს ხშირ შემთხვევაში “აუას” ეძახიან, მშობლებმა და უფროსებმა კი ამგვარი სიტყვები თავიანთ საუბარში არ უნდა გამოიყენონ და პატარებს უნდა უთხრან სიტყვის სწორი ფორმა. განვითარების ამ ეტაპზე ბავშვს სჭირდება უფროსების მრავალმნიშვნელოვანი საუბრის მოსმენა. თუ მშობლები მეტყველებენ ნელა, მონოტონურად და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე საუბარი არაბუნებრივი ხდება და შედეგი არის ის, რომ ბავშვი ყველა მოვლენასა თუ ფაქტზე თითქმის ერთნაირად რეაგირებს. ხშირად აჩვენეთ ბავშვებს სურათებიანი წიგნები და აუხსენით სურათზე მიმდინარე მოვლენა, დაუსახელეთ დახატული ობიექტი, უთხარით თუ რისთვის გამოიყენება ის და ეს ყველაპერი აუხსენით ისე თითქოსდა უხსნიდეთ 3 წლის ასაკის ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ პატარას არ ესმის თუ რაზე ველაპარაკებით მას ამგვარი მანერით მოპყრობა ძალიან იზიდავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში ავუხსნათ დეტალები პატარას, მოვუსმინოთ მას საუბრის მომენტში და ყოველთვის გავცეთ პასუხი მის მიერ დასმულ კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასთან ვერბალური კონტაქტის დამყარება, როდესაც ბავშვი იწყებს ტიკტიკს და ცდილობს უფროსებთან ურთიერთობის დამყარებას. გახსოვდეთ, რომ ბავშვს არ სწირდება თქვენი კომენტარები რაიმე საქმის კეთებისას, ან მონოლოგი. მას სჭირდება მხოლოდ თქვენთან საუბარი. თუ თქვენთვის ძნელია კომუნიკაციაში შესვლა და სასურველი თემის შერცევა სულ მცირე თავს ძალა დაატანეთ და ბავშვის მიერ დასმულ კითხვებს მაინც უპასუხეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შვილი თვითონ ცდილობს თქვენთან საუბრის გაბმას.
      ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, რომ მშობლების როლი შვილის აღზრდის პროცესში ძალიან დიდია, იგი მოითხოვს სიფრთხილესა და ყურადღებას. მშობლებო გახსოვდეთ, რომ თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და გულისყურით მოეკიდეთ შვილების აღზრდის პროცესს!

      გამოყენებული ლიტერატურა: azps.ru

                                            google.ge

    ავტორი :მედეა კვიკვინია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სოფლის მეურნეობა კულტურა და ხელონება ზოოლოგია მარკეტინგი და რეკლამა მეწარმეობა დაზღვევა პოლიტოლოგია მათემატიკა ფინანსები და კრედიტი კრიმინალისტიკა ვეტერინარია რელიგია გადასახადები მუსიკა ფიზკულტურა და სპორტი გეოპოლიტიკა ისტორია ჟურნალისტიკა და PR ბუღალტერია და აუდიტი მიფოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები გეოგრაფია სოციოლოგია ტრანსპრტი ეკონომიკა ავიაცია ბიოლოგია ინვესტიციები ტურიზმი მენეჯმენტი უცხო ენები საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია სექსოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა არქიტექტურა საბანკო საქმე პროგრამირება უცხოური ლიტერატურა სტატისტიკა ქიმია ინფორმატიკა ფიზიკა ეკოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა მასმედია სამართალი ლოგისტიკა ელექტრონიკა სხვა ფილოსოფია გეოლოგია საბაჟო სისტემა ჟურნალისტიკა კულტუროლოგია მეცნიერება და ტექნიკა კულინარია მეტალურგია მრეწველობა, წარმოება მართვა ლოგიკა გეოდეზია ასტრონომია საბირჟო საქმე პედაგოგიკა ფსიქოლოგია ტექნოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024