მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობის სიძნელეები ნანახია (28776) - ჯერ 23 მარტი 2012

    გარდამავალ ასაკში (13–17 წელი ბიჭებისთვის; 12–16 წელი გოგონებისთვის) მთელი რიგი ცვლილებები ხდება მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების თვალსაზრისით. მოზარდის მიერ მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების, სქესობრივი მომწოფების გაცნობიერებას მოჰყვება საკუთარი თავის უკვე მოწიფულ ადამიანად  წარმოდგენა. მოწიფულობის გაცნობიერება, მოზარდის მიერ, გამოიხატება იმაში, რომ იგი ახალი ცხოვრებისეული პოზიციის დაკავებას ცდილობს. მას  აღარ აკმაყოფილებს ის დამოკიდებულებები, რომლებიც მის მიმართ აქვთ უფროსებს. ისინი მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა უფროსი ადამიანებისაგან თავიანთი მოწიფულობის აღიარებას ითხოვენ.  იმის გამო, რომ მშობლებს  ძალიან უჭირთ შეცვალონ მოზარდებთან დამოკიდებულების სტილი, მათ ისინი ჯერ კიდევ ბავშვებად მიაჩნიათ, მოზარდები უარს ამბობებ ძველებურად მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე მშობლებთან   და თავს თანატოლთა წრეს აფარებენ. შვილებს მაგნიტივით იზიდავთ ქუჩა და თანატოლები, რადგან ამ საზოგადოებაში არავინ ითხოვს მათგან მორჩილებას და დაკმაყოფილებულია მათი მთავარი მოთხოვნა, თანასწორად აღიარების შესახებ.  მოზარდი საკუთარ თავს თვლის პიროვნებად და ამის გამო მოითხოვს, რომ მას ისეთივე უფლებები ჰქონდეს, როგორც უფროსებს. როდესაც მშობლების მხირიდან, ამ საკითხზე, უხეშ წინააღმდგობას აწყდება,  ცდილობს პროტესტი გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით.    გამოცდილება იმისა,რომ მშობლები ხშირად უარყოფენ გაიზიარონ  მათი შეხედულებები, მოზარდს აიძულებს საერთოდ უარი თქვას მათთან კომუნიკაციაზე და დამოუკიდებლად განახორციელოს საკუთარი სურვილები. უფროსები ხვდებან, რომ შვილთან ურთიერთობის ძველი ფორმები შესაცვლელია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უჭირთ მათთვის მეტი ავტონომიის მიცემა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ხშირად არის სიფრთხილე და ზრუნვა შვილებზე, თუმცა აკრძალვას, არც თუ იშვიათად, უარესი შედეგები მოაქვს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარემოება იმის შესახებ, რომ მშობლები უარს ამბობენ  აღიარონ თავიანთი შვილის მოწიფულობა არის ისიც, რომ ამ ფაქტით ისინი განიცდიან საკუთარი სიბერის ნიშნების მოახლოებას. მათ სურთ შეინარჩუნონ ჰარმონიული მდგომარეობა, როდესაც ისინი ახალგაზრდები, მათი შვილები კი მცირეწლოვნები იყვნენ. თუ უფროსი მოზარდში ვერ შეამჩნევს "უფროსს" და მას ძველებურად უყურებს, როგორც ბავშვს , არ შეცვლის მასთან ურთიერთობის მბრძანებლურ ფორმებს, იგი კონფლიქტებს თავს ვერ დააღწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უფროსებსა და მოზარდებს შორის ახალ ურთიერთობაზე გადასვლის ინიციატივა უფროსებისაგან უნდა მოდიოდეს, რადგან მათ გაცილებით მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დადის ყველა პრობლემა მინიმუმამდე.

     მეტად საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ მშობლებზე ოცნებობენ მოზარდები. პირველ რიგში, ისინი მშობლებისაგან მხარდაჭერას ითხოვენ. მათ სურთ , რომ მშობლები იჩენდნენ ყურადღებას, მზრუნველობას და უწევდნენ მხარდაჭერას. მხარდაჭერა ბადებს ნდობის ატმოსფეროს და ასეთი ურთეირთობისას მოზარდს მაღალი თვითშეფასება უვითარდება.  მოზარდების დიდი სურვილია ისიც, რომ მშობლებს მათ მიმართ ჰქონდეთ ემპათია,ე.ი. მშობლებს უნდა შეეძლოთ თავიანთი თავის წარმოდგენა მოზარდების ადგილზე, მათი აზრების და გრძნობების გაზიარება. ზოგიერთი მშობელი, სამწუხაროდ, ძალიან გულგრილია მოზარდის განცდებისა და ემოციების მიმართ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ასევე ძალიან ინდიფერენტულნი იქნებიან მომავალში სხვისი აზრებისა და გრძნობების მიმართ. მოზარდების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, აგრეთვე მოწონება და აღიარება.  მათ უნდათ, რომ მშობლებმა ისინი მიიღონ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ისე, როგორიც ისინი არიან. ხშირად, მშობელს უნდა , რომ მისი შვილი იყოს ყოველმხრივ სრულყოფილი. ასეთი მშობლები მუდმივად უკმაყოფილონი არიან თავიანთი შვილების საქციელით, მუდმივად აკრიტიკებენ მათ, რაც საბოლოოდ, ბავშვში ავითარებს დაბალი თვითეფექტურობის განცდას და სიმორცხვეს საკუთარი ინიციატივების გამომჟღავნებაში. თითქმის ყველა მოზარდის მოთხოვნაა, რომ მშობლებს ჰქონდეთ იუმორის გარძნობა. მოზარდებს უნდათ, რომ ოჯახებში სუფევდეს დადებითი ფსიქოლოგიური მიკროკლმატი.  მათ აწუხებთ კონფლიქტები მშობლებს შორის, ოჯახს წევრთა გათიშულობა, იშვიათი მოალერსება მშობლების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავში ჩაკეტილნი ხდებიან და უჭირთ დადებითი ემოციების გამომჟღავნება სხვებთან ურთიერთობაშიც.

    მკვლევრები თვლიან , რომ ნორმალური აღზრდის პირობებში მშობელმა იმ დოზით უნდა მისცეს შვილს თავისუფლება, რომ მათ გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალური მოთხოვნილებები და გრძნობები, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ და პასუხიც თვითონ აგონ მათზე. თავისუფლების მინიჭების საკითხში ამგვარი ზღვარის დაცვა ხშირად უჭირთ მშობლებს. არიან მშობლები, რომელთაც არასწორად ესმით ეს საკითხი და მოზარდებს სრულ თავისუფლებას აძლევენ. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენა კი ზრდის მოზარდებში მაღალი ნარკოტიკების მოხმარებისა და ანტისოციალური ქცევების რისკს.

    ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო გზა გარდამავალი ასაკის პრობლემების დასაძლევად არის მშობლების მიერ  მოზარდების ჩართვა ოჯახურ ცხოვრებაში, მისი აზრის გათვალისწინება, დამოუკიდებლობის მიცემა, საუფროსი საქმეების ნდობა და თანაცხოვრების თანაბარი პირობების შექმნა.

    ავტორი :თიკო ბანძელაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ასტრონომია სოფლის მეურნეობა ავიაცია მედიცინა, ჯანმთელობა საბანკო საქმე მიფოლოგია გეოდეზია სახელმწიფო მოწყობა და მართვა სტატისტიკა სექსოლოგია ტრანსპრტი მარკეტინგი და რეკლამა კულტუროლოგია პროგრამირება ლოგისტიკა მათემატიკა უცხო ენები ეკოლოგია კრიმინალისტიკა ბიოლოგია გეოგრაფია მართვა მეწარმეობა ტურიზმი ინვესტიციები მასმედია მეცნიერება და ტექნიკა გეოლოგია სოციოლოგია მენეჯმენტი გეოპოლიტიკა გადასახადები ინფორმატიკა უცხოური ლიტერატურა კულინარია სამართალი ფილოსოფია არქიტექტურა პოლიტოლოგია საბაჟო სისტემა ფიზკულტურა და სპორტი ვეტერინარია ფინანსები და კრედიტი ფიზიკა ზოოლოგია ქიმია მშობლიური ენა და ლიტერატურა მუსიკა ლოგიკა მეტალურგია საბირჟო საქმე საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ეკონომიკა ბუღალტერია და აუდიტი დაზღვევა საერთაშორისო ურთიერთობები სხვა ტექნოლოგია ელექტრონიკა კულტურა და ხელონება ჟურნალისტიკა ფსიქოლოგია ისტორია ჟურნალისტიკა და PR რელიგია პედაგოგიკა მრეწველობა, წარმოება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024