მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პროექტების მართვის რაობა ნანახია (5070) - ჯერ 24 მარტი 2012

    I. პროექტების მართვის რაობა

    1.1 რა არის პროექტი?

    ორგანიზაციები ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს. სამუშაო შეიძლება წარმოადგენდეს ან პროცესს (ოპერატიონ) ან პროექტს (პროჯეცტ), თუმცა ეს ორი ცნება შეიძლება ნაწილობრივ ემთხვეოდეს ერთმანეთს. პროცესები და პროექტები ბევრი საერთო ნიშნით ხასიათდება:

    მათ ადამიანები ასრულებენ.

    რესურსები შეზღუდულია.  

    დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი, პრინციპში, ერთნაირად ხორციელდება.

    პროცესი და პროექტი ძირითადად განსხვავდება იმით, რომ პროცესები როგორც წესი განვრცობადია დროში და განმეორებადია, მაშინ როდესაც პროექტი ერთჯერადია და აქვს გარკვეული საზღვრები დროში. ასე რომ პროექტი შეიძლება განისაზღვროს მისი განმასხვავებელი მახასიათებლების საფუძველზე - პროექტი ეს დროებითი საქმიანობაა, მიმართული უნიკალური პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად. დროებითობა ნიშნავს, რომ ნებისმიერ პროექტს გააჩნია განსაზღვრული დასაწყისი და განსაზღვრული დასასრული. უნიკალურობა კი ნიშნავს, რომ პროდუქტი ან მომსახურეობა რაღაცით განსხვავდება სხვა მსგავსი პროდუქტების ან მომსახურებისაგან.

    პროექტები ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე სრულდება. მას შეიძლება ახორციელებდეს მხოლოდ ერთი პირი ან რამოდენიმე ათასი ადამიანი. პროექტის განხორციელებას შეიძლება დასჭირდეს 100 საათზე ნაკლები, ან 10000000 მეტი. პროექტში შეიძლება ჩაბმული იყოს ერთი ორგანიზაციის ცალკეული ქვედანაყოფი, ან მას შეიძლება ერთობლივად ასრულებდნენ სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები და ორგანიზაციები. პროექტები, კომპანიების საქმიანი სტრატეგიის განხორციელების საკვანძო კომპონენტია. პროექტების მაგალითებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

    ახალი პროდუქტის ან მომსახურეობის შემუშავება.

    ცვლილებების შეტანა ორგანიზაციის სტრუქტურაში ან მუშაობის სტილში.

    ახალი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუირება.

    ახალი ინფორმაციული სისტემის შექმნა ან არსებულის მოდიფიცირება.

    შენობის აშენება;

    პოლიტიკური კომპანიის ჩატარება.

    ახალი საქმიანი პროცესის ან პროცედურის დანერგვა.

     

    1.1.1 დროებითობა

    დროებითობა ნიშნავს რომ ნებისმიერ პროექტს გააჩნია განსაზღვრული დასაწყისი და დასასრული. პროექტი დასრულებულია მაშინ, როდესაც მიღწეულია პროექტის მიზნები, ან მაშინ, როდესაც ცხადი ხდება, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია, და პროექტს წყვეტენ. დროებითობა, სრულებით არ ნიშნავს დროის მოკლე პერიოდს. ზოგიერთი პროექტის განხორციელებას რამოდენიმე წელიწადი სჭირდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის ხანგრძლივობა სასრულია, პროექტი არ წარმოადგენს გაგრძელებად საქმიანობას.

    ამის გარდა, დროებითობა სრულიად არ შეეხება პროექტით წარმოქმნილ პროდუქტს ან მომსახურებას. პროექტების უმრავლესობას ახორციელებენ იმისათვის, რომ შეიქმნას ხანგრძლივი შედეგი. მაგალითად, მონუმენტის ან ძეგლის აღმართვის პროექტის შედეგი გამიზნულია მომავალი საუკუნეებისათვის.

    ამ გაგებით მრავალი სამუშაოა დროებითი, რადგან ის დასრულდება დროის რომელიმე მომენტში. მაგალითად, ავტომობილების აწყობის სამუშაოები ქარხანაში როდესღაც შეიძლება დასრულდეს, და მოხდეს კონვეერის დემონტაჟი და ქარხანაც შეიძლება დაიხუროს. პროექტი სრულდება მაშინ, როდესაც მასში დეკლარირებული მიზნები მიღწეულია, მაშინ როდესაც არაპროექტისებრ საქმიანობაში, როგორც წესი ისახავენ ახალ მიზნებს და აგრძელებენ საქმიანობას. პროექტების დროებითი ბუნება, ახასიათებს ამ საქმიანობის სხვა ასპექტებსაც:

    პროექტების უმრავლესობას გააჩნია დროის შეზღუდული ჩარჩოები, რომლის ფარგლებში უნდა განხორციელდეს პროდუქტის ან მომსახურების გამოშვება.

    პროექტის გუნდი, როგორც წესი ამთავრებს თავის საქმიანობას პროექტის დასრულებასთან ერთად - პროექტების უმრავლესობას ახორციელებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი გუნდები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ იშლება და მისი წევრები სხვა სამუშაოებზე გადადიან.

    1.1.2 პროდუქტის ან მომსახურების უნიკალურობა.

    პროექტი გულისხმობს ისეთი რამის გაკეთებას, რაც მანამდე არ გაკეთებულა და რაც ამ თვალსაზრისით -უნიკალურია. პროდუქტი ან მომსახურება შეიძლება უნიკალური იყოს, მიუხედავად იმისა, რომ კატეგორია რომელსაც ის მიეკუთვნება საკმარისად დიდია. მაგალითად, აშენებულია ათასობით საოფისე შენობები, მაგრამ თითოეული მათგანი უნიკალურია - სხვადასხვა მფლობელი, სხვადასხა კონსტრუქცია, განსხვავებული განლაგება და ა.შ. განმეორებადი ელემენტების არსებობა, სრულებით არ ცვლის საერთო ძალისხმევის უნიკალურობას. მაგალითად:

    ახალი ავტომობილის მოდელის შექმნა მოითხოვს რამოდენიმე პროტოტიპის შექმნას.

    ახალი მედიკამენტის ბაზარზე გატანს წინ უსწრებს კლინიკურ პირობებში ამ მედიკამენტის რამოდენიმე ათასი დოზის გამოცდა.

    იმის გამო, რომ ყოველი პროექტის პროდუქტი უნიკალურია, მახასიათებლები რომლებიც პროექტის პროდუქტს ან მომსახურებას სხვებისგან განასხვავებენ უნდა ვითარდებოდეს წინსვლით. წინსვლით ნიშნავს “გადადიოდეს საფეხურიდან საფეხურზე; გრძელდებოდეს მუდმივი მატებით”, ვითარდებოდეს კი ნიშნავს - ~გულმოდგინედ და დაწვრილებით შემუშავებულს; ზედმიწევნით განვითარებულს”. ზოგადად ეს განმასხვავებელი მახასიათებლები განისაზღვრება პროექტის საწყის ეტაპზე და ხდება უფრო მკაფიო, ზუსტი და დეტალური მას შემდეგ, რაც პროექტის გუნდს პროდუქტის შესახებ უყალიბდება უკეთესი და სრული წარმოდგენა.  

    აუცილებელია, რომ პროდუქტის მახასიათებლების მუდმივი სრულყოფის პროცესი იყოს გულმოდგინედ შეთანხმებული პროექტის გაქანების განსაზღვრასთან. როდესაც სწორადაა განსაზღვრული პროექტის გაქანება - შესასრულებელი სამუშაოები - პროდუქტის მახასიათებლების მუდმივი სრულყოფის პირობებში ის უცვლელი უნდა რჩებოდეს.  

    განვიხილოთ წინსვლითი განვითარების ორი მაგალითი, ორ სრულიად განსხვავებულ სფეროში.

    მაგალითი 1. ქიმიური ნივთიერებების ქარხანა იწყება ქიმიური პროცესის მახასიათებლების  განსაზღვრის საინჟინრო სამუშაოებით. ეს მახასიათებლები გამოიყენება წარმოების პროცესის ძირითადი ელემენტების დაპროექტებისას. ეს ინფორმაცია საფუძველია ქარხნის საინჟინრო პროექტირებისათვის, რომელიც განსაზღვრავს როგორც ქარხნის დეტალურ დაგეგმარებას, ასევე  პროცესის დანადგარების და დამხმარე საშუალებების მექანიკურ მახასიათებლებს. ამ ყველაფრის შედეგია ესკიზები, რომელთა საფუძველზე მზადდება ძირითადი სამუშაო ნახაზები. მშენებლობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში კეთდება შესაბამისი გამნარტებები და ხდება მორგება, შესაბამისი დამტკიცების შემდეგ. მახასიათებლების შემდგომი განვითარება შეზღუდულია მუშა ნახაზებით. ტესტირების და ქარხნის მწყობრში შეყვანის ეტაპზე მახასიათებლების შემდგომი განვითარება ხშირად საბოლოო საოპერაციო რეგულირების ფორმით სრულდება.

    მაგალითი 2. ბიოფარმაცევტული კვლევების პროექტის პროდუქტი, შეიძლება თავდაპირველად განისაზღვროს როგორც "XYძ"-ის კლინიკური გამოცდა, თუმცა არც ცდების რაოდენობა და არც თითოეული ცდის მოცულობა ცნობილი არ არის. პროდუქტი შეიძლება უფრო მკაფიოდ აღვწეროთ, როდესაც პროექტი დაწყებულია და მიმდინარეობს - მაგალითად "I ფაზის სამი ცდა, II ფაზის ოთხი ცდა, III ფაზის ორი ცდა და ა.შ.". პროდუქტის მუდმივი სრულყოფის შემდეგი ეტაპი მთლიანად ფოკუსირებულია I ფაზის ცდების პროტოკოლის შედგენაზე - რამდენი პაციენტი ღებულობს წამალს და რა სიხშირით. პროექტის საბოლოო ეტაპებზე, III ფაზის ცდები განისაზღვრება უფრო დეტალურად იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მიიღებენ I და II ფაზის ცდების ჩატარების განმავლობაში.

    ავტორი :ზაზა გოგიჩაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ჟურნალისტიკა, PR |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი წიგნების მაღაზიები კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ბიბლიოთეკები სპორტული სკოლები, სტუდიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) გამოცემები კოლეჯი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უცხო ენები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი განათლება საზღვარგარეთ საგანმანათლებლო რესურსები უმაღლესი სასწავლებელი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) პედაგოგები რეპეტიტორები სამეცნიერო პორტალები ავტოსკოლები სახელმძღვანელოები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020