მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ვიაზროვნოთ ნეგატიურად, თუ ... პოზიტიურად? ნანახია (27423) - ჯერ 25 მარტი 2012

    რამოდენიმე ხნის  წინ ლოს-ანჟელესში გამოიცა საკმაოდ თხელი წიგნი -  „მერფის კანონები  /ავტ. არტურ ბლოხი/.  წიგნს დიდი და ხმაურიანი წარმატება ერგო. მკითხველებმა „მერფის კანონი“უნივერსალურ ფილოსოფიურ პრინციპად მიიჩნიეს:  „თუ რამე უსიამოვნება შეიძლება მოხდეს - ის მოხდება“, „გაიღიმეთ ... ხვალ  ხომ შესაძლოა უარესი მოხდეს“  . ანდაზურ თქმად ქცეულ ამ გამონათქვამებს  საუბარში თუ სიტუაციის შეფასების დროს  ამერიკელები ხშირად იყენებენ  როგორც ნეგატივისტის „ფიშკას“.  მოდით ჩვენც განვსაჯოთ პოზიტიურ, თუ ნეგატიურ ხედვად მივიჩნევთ „მერფის ფილოსოფიას“.  

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ აზროვნების პოზიტიურ ან ნაგატიურ კატეგორიებს  განაპირობებს ერთი და იმავე საგნის ან მოვლენის პოლარულად  განსხვავებული შეფასება, შეჯერება და დაპირისპირება: „ნეგატივიზმის პოლუსი“ - ახდენს ჩვენი ყურადღების აქცენტირებას იმაზე, რაც ჯერ არ გაგვაჩნია და რაც გვაკლია, ის გვაიძულებს ვიფიქროთ საფრთხეზე, საშიშროებაზე, სიფრთხილეზე, ნაკლოვანებებზე; „პოზიტივიზმის პოლუსი“ - ცდილობს  ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას იმაზე, რაც უკვე გაგვაჩნია. პოზიტივისტი კონცენტრირებულია იმაზე  რის მიღწევაც სურს საკუთარ მიზნებში, ოცნებებში, იმედებსა და შესაძლებლობებში და რაც პასუხობს სამყაროში მიზნობრივ ორიენტაციას. ნეგატივისტი კი პირიქით იწყებს საქმეში მინუსების ძებნას და მხოლოდ შემდეგ გადადის შესაძლო სარგებელზე.  

    ქმედებაში პოზიტივისტი პრიორიტეტს ანიჭებს დადებითი ეფექტის მიღწევას  და არა უარყოფითი შედეგის თავიდან აცილებას, ნეგატივისტი კი საპირისპირო პრინციპით ხელმძღვანელობს - ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაძლო უარყოფითი შედეგის მინიმიზაციას.  

    სიტუაციის შეფასების დროს პოზიტივისტი, როგორც წესი, რეალურად არსებულ სურათს ასახავს. მაგალითად: „ამინდი - კარგია! “ცა - მოწმენდილია!“, ხოლო ნეგატივისტი აქცენტირებას  იმ მახასიათებელზე გააკეთებს, რომელიც იმ მომენტში არ არის წამყვანი. მაგალითად: „ამინდი ცუდი არ არის”, “ცაზე ღრუბელი არ ჩანს“.  

    ინტელექტუალურ დონეზე  პოზიტივიზმი ვლინდება ისეთი ტიპის აზროვნებაში, რომელსაც  ახასიათებს მსგავსების კატეგორიების გამოყენება, ხოლო ნეგატივიზმი - განსხვავებულობისა და, პირველ რიგში, დაპირისპირებულობის კატეგორიებით ოპელირებს. პოზიტივისტისთვის დამახასიათებელია კონვერგენციული აზროვნება, მან უნდა შეაფასოს ყველა შეთავაზება, გამოყოს ერთი - ყველაზე საუკეთესო და მიიღოს გადაწყვეტილება. ნეგატივისტის აზროვნება განსხვავდება იმით, რომ იგი დივერგენტულია, ამწვავებს ურთიერთობებს და უმეტესად იძლევა ამოცანის გადაწყვეტის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.  

    პოზიტივიზმი - ნეგატივიზმი ცალსახა პრობლემას არ წარმოადგენენ, ამის გამო ისინი მარტივად არ უნდა აღვიქვათ. ალბათ დაგაინტერესებთ, რომ პოზიტივიზმის  წინაპირობების ფილოსოფიური ფორმულირება ჯერ კიდევ სენ - სიმონმა მოახდინა. მისი კონცეპტუალური ჩამოყალიბება კი ამ მიმართულების ფუძემდებლად აღიარებულმა ოგიუსტ კონტმა დაასრულა. ნეგატივიზმის   პრინციპები ნაწილობრივ გამოიყენება ისეთ ფილოსოფიურ მოძღვრებებში, როგორიცაა მაგალითად, აგნოსტიციზმი, სკეპტიციზმი და ათეიზმი. საერთოდ კი სხვა და სხვა მიმართულების ფილოსოფოსები ნეგატივიზმს მხოლოდ უარყოფად არ აღიქვამდნენ, ზოგი მას უფრო ვრცლად უდგებოდა. მაგალითად, სპინოზამ გამონათქვამი -"determinatio est negatio"  გამოიყენა იმ თვალსაზრისით, რომ „შეზღუდვა -  უარუოფას წარმოადგენს“, ამგვარი აზრი და მსგავსი მიდგომა ჰეგელის შრომებშიც იკითხება.

    ფსიქოლოგიის თვალთახედვით პოზიტივისტი  -  დადასტურებაში, დამტკიცებაში, ხოლო ნეგატივისტი კი - უარყოფაშია ძლიერი. ნეგატივურ აზროვნებაში აქტიურად გამოიყენებული საწინააღმდეგო, საპირისპირო მტკიცება ხშირ შემთხვევაში ადამიანის მეტყველებაშიც გამოისახება. დააკვირდით საკუთარ თავს და თქვენს მეგობრებს: პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი უპირატესად იყენებს სიტყვებს - „დიახ“, „უდაოდ“, „რა თქმა უნდა“, ჩამოთვლის დროს კავშირს - „და“, ხოლო ნეგატივისტი საწინააღმდეგოს - „არა“-ს, „მაგრამ“, „ოღონდ“, „არ მგონია“, „არ ვფიქრობ“, „სხვა“ და ა.შ.

    სოციალურ დონეზე პოზიტივიზმ - ნეგატივიზმი განსაკუთრებულად იკვეთება  გარშემო მყოფი ადამიანების გაცნობის დროს და მათ მიმართ ნდობის  გამოვლენის ხარისხში. პოზიტივისტი ნეგატივისტზე მეტად ენდობა უცნობ (ან უცხო) ადამიანს. ნეგატივისტი - ყოველთვის ეჭვიანი და დაძაბულია. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს: თუ პოზიტივისტი დარწმუნდება, რომ ამ ურთიერთობაში დაშვებული აქვს შეცდომა, ის ვარდება გაუმართლებელ, ხშირ შემთხვევაში უკიდურეს  ეჭვიანობაში.

    კოლექტივი, რომელშიც ჭარბობენ ნეგატივისტები, თანაბარ კოლექტივთან შედარებით, რომელშიც დომინირებენ პოზიტივისტები, საგრძნობლად მეტადაა პოლარიზებული.  

    ნეგატივისტი უპირატესობას ანიჭებს შრომის დანაწილებასა და ფუნქციონალურ ზონალურობას, ანუ შრომითი პროცესის განხორციელებას მისთვის მიკუთვნებულ ადგილზე. პოზიტივისტს უკეთ გამოსდის სხვა და სხვა სახის საქმიანობის შეთავსება: შრომა და დასვენება, დაძაბულობა და მოდუნებულობა მათ ქმედებაში ხშირად არის გადახლართული.

    პოზიტივისტები ნეგატივისტებისგან აგრეთვე განსხვავდებიან გუნდური მუშაობის დროს გამოვლენილი ტენდენციებით: პოზიტივისტი ყველას გადასდებს თავის ენთუზიაზმს, ხოლო ნეგატივისტი - ყველას დატანჯავს შემოწმებებისკენ, დიქტატორობისკენ უზომო მიდრეკილებით. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ნაპოლეონი და მისი ენთუზიაზმის გავლენა: მას მიაჩნდა, რომ ყველა ვინც მის გვერდით დგას  -   მის მსგავსად დარწმუნებულია გამარჯვებაში, არჩეული გზის სისწორეში და წარმატებულია ...

    საერთოდ ცნობილია, რომ პოზიტივიზმით მანიპულირება  შეიძლება გამოიყენებოდეს ადამიანების მასების მართვაშიც: ის შლის სოციალური სტრატიფიკაციის პროფილს, ხოლო ნეგატივიზმი კი პირიქით ზრდის და გამოკვეთს მას.

    ფსიქოლოგიურ დონეზე  პოლარულობა უკავშირდება ფსიქიკის მთლიანობას/ერთიანობას (ინტეგრირებულობას).  პოზიტივისტის ფსიქიკა ჩვეულებრივია, ის მეტადაა მთლიანი, მან კონკრეტულად იცის თუ რა სურს. ნეგატივისტური ფსიქიკის ბუნება წინააღმდეგობებით აღსავსეა, ხშირია საპირისპირო მისწრაფებებისა და სურვილების შეტაკება. ამის გამო ნეგატივისტი უფრო მეტად ავლენს მიდრეკილებას ფსიქიკის დეზინტეგრაციისკენ, იმავდროულად  უფრო იტანს შინაგან კონფლიქტს. ნეგატივისტი აქტიურდება როდესაც სიტუაცია არახელსაყრელად ლაგდება, მჭიდროვდება ვადები, არ არის საკმარისი რესურსი, ხოლო როდესაც საქმე კარგად მიდის ის დუნდება და კარგავს ენერგიულობას. პოზიტივისტი კი აქტიურდება იმ დროს, როცა მას ყველაფერი გააჩნია.

    ბედნიერებისა და კეთილდღეობის თაობაზეც პოზიტივისტისა და ნეგატივისტის წარმოდგენა აგრეთვე რადიკალურად განსხვავდება. პოზიტივისტს ურჩევნია დახუჭოს თვალი ცხოვრების „მუქ მხარეზე“ და გაამახვილოს ყურადღება მის „ნათელ ასპექტებზე“. ნეგატივისტმა კი ძალიანაც, რომ  მოიწადინოს, მაინც გაუჭირდება საკუთარი  ცნობიერებიდან განდევნოს არასასიამოვნო აზრები. ნეგატივისტს ახასიათებს ფსიქოლოგიური პრობლემების გამძაფრების მიდრეკილება. მეორეს მხრივ,  თუ პოზიტივისტი აღმოჩნდა, მაგალითად დეპრესიულ მდგომარეობაში, ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა მას უფრო გაუჭირდება ვიდრე ნეგატივისტს.

    მოახლოვებული მოვლენების ოპტიმალური პროგნოზისთვის პოზიტივისტისთვის უფრო ხელსაყრელია იყოს ოპტიმისტი, ხოლო ნეგატივისტისთვის - პესიმისტი. პოზიტივისტს შეუძლია ფსიქოლოგიური დაძაბულობის შერბილება. მისი კომუნიკაციური ფუნქციები პირობითად შეგვიძლია  მოვნიშნოთ პლიუსით, ხოლო ნეგატივისტების - აღინიშნოს მინუსით. თუ პოზიტივისტის შემთხვევაში მისაღებია ურთიერთობა დიალოგის ფორმით და საუბრის მანერა კითხვა - პასუხის სახით,  მეორე, ანუ ნეგატივისტის შემთხვევაში აზრის დასრულებამდე ჭარბობს - მონოლოგი და ამ პროცესში ნებისმიერი სახის შეკითხვის დასმა მიუღებელია. ლექსიკაში პოზიტივისტი იყენებს საკუთარი თავისადმი „პირველი პირისგან“ მიმართვის მსგავს მოდელს („მე“ – „მე“-ს), ხოლო ნეგატივისტი - გარე, „მესამე პირისგან“ („მე“ – „ის“) მიდგომას.

    ფიზიკურ დონეზე.  პოზიტივისტები და ნეგატივისტები განსხვავებულად წყვეტენ ფიზიკური ენერგობალანსის პრობლემას: თუ პოზიტივისტი განიცდის ფიზიკური დამუხტვის მოთხოვნილებას, მასგან განსხვავებით ნეგატივისტისთვის აქტუალურია დაგროვებული ენერგიისგან განმუხტვა, რომელიმე სახის ქმედებაში ტრანსფორმირება. თუ კონკრეტული, მიზნობრივი ხასიათის ქმედებისთვის პოზიტივისტს ესაჭიროება „დაქოქვა“, ზოგ შემთხვევაში კი გაბრაზებაც, იგივე ვითარებაში ნეგატივისტს - პირიქით უნდა შეექმნას ნეგატივის „ჩამოგდების“ შესაძლებლობა.  

    რიგი სპეციალისტების ხედვით პოზიტივიზმი ასოცირდება ქალურ თვისებებთან, ნეგატივიზმი კი  - მამაკაცურთან. ამ სახის შეფასებას ისინი ასაბუთებენ იმით, რომ მამაკაცთან შედარებით ქალში უფრო მეტადაა წარმოდგენილი ერთიანი, მთლიანი პიროვნული თვისებები.

    გაინტერესებთ - როგორ მოვიქცეთ?...  

    ფსიქოლოგები უპირველესყოვლისა გვირჩევენ  საუბრის დროს უარი ვთქვათ - უარყოფაზე, მაქსიმალურად მოვერიდოთ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვიხმაროთ სიტყვა -  „არა“. აგრეთვე გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ საქმიანობის ან  ცხოვრებაში განსახორციელებელი ცვლილების დაგეგმვის დროს ჩამოვთვალოთ მხოლოდ სასურველი ფაქტორები და  ავარიდოთ თავი ისეთებს, რომლთა დანახვა მომავალში არ გაგვახარებს. ზუსტად ამ მოსაზრებით ზოგი, უკვე გამობრძმედილი ნეგატივისტი გულმოდგინედ აკონტროლებს საკუთარ მეტყველებას და გაურბის ნეგატივისტურ ფორმულირებებს, რის გამოც რთულდება დასკვნის გამოტანა ადამიანის პოზიტივიზმის თაობაზე თუ ის ამ ხერხის მეშვეობით ცდილობს დამალოს ან აშკარად არ გამოავლინოს ნეგატივიზმის ნიშნები.

    ხშირ შემთხვევაში „მერფის კანონი“-ს იუმორი საკმაოდ სევდიანად  ჟღერს. გვესმის, რომ უკმაყოფილებამ  კურსით, რომელიც ტარდება ეკონომიკასა ან პოლიტიკაში, განათლებასა თუ მეცნიერებაში ადამიანი შესაძლოა  უსაშველობის გრძნობამდეც მიიყვანოს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ცალსახად ნუ მიჰყვებით „მერფის ფილოსოფიას“: „თუ რამე უსიამოვნება შეიძლება  მოხდეს, ის მართლაც მოხდება“; „ყველაფერი რაც კარგად იწყება -  ცუდად მთავრდება“; „რაც ცუდად იწყება -  უფრო უარესად სრულდება“ და ა.შ.                                                                                                                                                                როგორ უნდა მოიქცეთ?  მხოლოდ  საკუთარ თავს ნუ მიაწერთ  ყველა არასასურველ  მოვლენას, არ დაიბრალოთ ყველა უსიამოვნო ფაქტი, ზოგი უსიამოვნება ან მარცხი პირადად ხომ არც გეკუთვნით, ან თქვენს გამო არ არის მომხდარი. როგორც იტყვიან ხოლმე ამგვარ სიტუაციაში - ყველას თავისი ხედვა და საკუთარი გზა აქვს: „ფილოსოფია გვასწავლის - მშვიდად მოვეპყროთ სხვების წარუმატებლობას“. /ოსკარ უაილდი/.  

    და ბოლოს, რაც მთავარია - ნუ აღიქვამთ ყველაფერს მხოლოდ პოზიტივად ან  ნეგატივად, აღიქვით - კომპლექსურად!  

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კულინარია მენეჯმენტი ელექტრონიკა ფიზკულტურა და სპორტი სტატისტიკა სოციოლოგია ზოოლოგია სოფლის მეურნეობა ეკოლოგია გეოდეზია საბაჟო სისტემა კულტურა და ხელონება მათემატიკა მედიცინა, ჯანმთელობა ლოგიკა პროგრამირება ავიაცია პოლიტოლოგია მრეწველობა, წარმოება პედაგოგიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა კულტუროლოგია გეოგრაფია მასმედია მეტალურგია მუსიკა ტურიზმი გადასახადები უცხოური ლიტერატურა არქიტექტურა მეწარმეობა გეოლოგია ინფორმატიკა დაზღვევა საბირჟო საქმე ფინანსები და კრედიტი ინვესტიციები ფსიქოლოგია სამართალი ისტორია ბუღალტერია და აუდიტი მარკეტინგი და რეკლამა ლოგისტიკა მეცნიერება და ტექნიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ასტრონომია ვეტერინარია ჟურნალისტიკა სხვა მართვა გეოპოლიტიკა ქიმია რელიგია ეკონომიკა საბანკო საქმე ფიზიკა ტექნოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხო ენები ფილოსოფია კრიმინალისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები მიფოლოგია ჟურნალისტიკა და PR ბიოლოგია სექსოლოგია ტრანსპრტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024