მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რატომ რჩება ქალი მარტოხელა? /ერთი მამაკაცის თვალსაზრისი/ ნანახია (30875) - ჯერ 02 აპრილი 2012

    "მე არ გავურბივარ ადამიანებთან სიახლოვეს: პირიქით, სწორედ  ოდინდელი სიშორე  გადებული ადამიანებს შორის მიბიძგებს სიმარტოვისკენ"- ასეთი მოსაზრება  გამოთქვა ოდესღაც ფრიდრიხ ნიცშემ. ზუსტად ამ ფაქტორის გამო  ხომ არ არის თანამედროვე სამყაროში ამდენი მარტოხელა ადამიანი -  გოგონა თუ ახალგაზრდა ქალბატონი?კარტის სახლივით, რატომ ინგრევა ხოლმე ურთიერთობა ახალ გაცნობილ ყმაწვილთან თუ მამაკაცთან? ქალის მიმზიდველი  გარეგნობისა და გონიერების მიუხედავად ზოგ შემთხვევაში ესოდენ სწრაფად რატომ ქრება მის მიმართ ინტერესი? სად მოვძებნოთ ამ კითხვებზე პასუხი? მხოლოდ ნიცშეს გამონათქვამში?

    ფრანგმა ფილოსოფოსმა და დრამატურგმა ჟან-პოლ სარტრმა თავისებურად განმარტა პრობლემის არსი. მისი აზრით: „სიმატროვეში ყოფნის დროს  მარტოხელად თუ გრძნობ თავს - ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდ საზოგადოებაში იმყოფები“ . მისი აზრით სიმარტოვის მიზეზს პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვეძებდეთ.

    მნიშვნელოვანი მიზეზი -  ენერგეტიკული ველი  

    ქალის მიმზიდველობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ  მის გარეგნულ მონაცემებზე  და არც მხოლოდ იმაზე თუ როგორ გამოიყურება ის კონკრეტულ მომენტში. შეიძლება მოდურად და გემოვნებით იცმევდეს, ურთიერთობის დროს  საინტერესოდ და მომხიბლავად გამოიყურებოდეს მაგრამ მაინც „დააფრთხოს“ თანამოსაუბრე. რატომ? რის გამო? საქმე იმაშია, რომ ჩვენი შინაგანი განწყობა და ქცევის სცენარი თითქმის უშეცდომოდ იკითხება ურთიერთობაში შემოსული პარტნიორის მიერ. თავისებური დისტანციური სიგნალის სახით ის ღებულობს შეტყობინებას, ანუ იგებს, მაგალითად, რომ: „მარტოობა - მისი არჩევანია, სრულიად უმნიშვნელოა გათვითცნობიერებული აქვს მას ეს თუ გაუთვითცნიერებელი“; „ურთიერთობა მას რეალურად არც ესაჭიროება“, ანუ მსგავს ვითარებაში თანამოსაუბრის მიერ   ჩვენი აღქმა ხდება არავერბალური კომუნიკაციის დონეზე.  

    ამ მიმართულებით მომუშავე ზოგიერთი სპეციალისტის აზრით „უმეტესობას გააჩნია სხვა ადამიანის სურვილის ინტუიციურად აღქმის უნარი. როგორ ყალიბდება და მიმდინარეობს ეს პროცესი? ნეირონები (თავის ტვინის ნერვული უჯრედები)  ერთმანეთში ურთიერთობენ მრავალი პროცესის, მათ შორის - ელექტრო იმპულსების მეშვეობით. ამის გამო ლოგიკური იქნება მივიჩნიოთ, რომ ჩვენს გარშემო იქმნება თავისებური „ენერგეტიკული ველი“, რომელიც ააშკარავებს ჩვენს მდგომარეობასა და განცდას. თვითოეული ადამიანი რაღაცაზე არის პროგრამირებული, ჩვენი ყველა განწყობა უმალვე ისახება ჩვენს გამომეტყველებაში, ანუ გარე გამოსახულება ასახავს შინაგან მდგომარეობას ან გრძნობას და ერთად ახდენენ დადებით ან უარყოფით გავლენას სხვა ადამიანზე.  

    ამ პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი - ვფიქრობთ, რომ დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ სიმარტოვეს განსაკუთრებულად განიცდიან მსხვილ ქალაქებში (პირველ რიგში მეგაპოლისებში) მცხოვრები ადამიანები.       გამონაკლისს არც წარმატებული და საყოფაცხოვრებო კეთილდღეობის მქონე ადამიანები წარმოადგენენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი კიდევაც მოძებნიან პიროვნებას, ვისთანაც ურთიერთობის დამყარებას შესაძლებლად მიიჩნევენ,  ეს ურთიერთობა, როგორც წესია, მაინც არ ღებულობს ხანგრძლივ ხასიათს. ამ კატეგორიის ადამიანები  აგრძელებენ საკუთარი თავის მსგავსი პიროვნებების ძებნას და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში - ვერც პოულობენ...

    ადამიანს, მისი ბუნების ეგოცენტრისტული თვისებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ის სამყაროს ცენტრს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენები ამ სამყაროში მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ დააკმაყოფილონ მისი სურვილები. ამ კატეგორიის ადამიანი ცდილობს გამოიყენოს ყველანი და ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ თვითონაც უნდა გასცემდეს სანაცვლოს.  სხვათა სასარგებლოდ ამგვარს თუ აკეთებს კიდევაც, უმეტესად იმ შემთხვევაში - იძულებული თუ ხდება.  სამწუხაროდ ასეთია ადამიანის ბუნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახის მიდგომა წარმოადგენს „განუმეორებლობის“, „ერთადერთობის“ კანონს, რომელიც დამკვიდრებულია ადამიანის ბუნებაში. ეს კანონი არც ცუდი და არც კარგია, ვინაიდან ის ბუნებრივ რეალობას წარმოადგენს. მაგრამ თვითოეულს არ უნდა გვავიწყდებოდეს ბავშვობიდან საყოველთაოდ ცნობილი სიბრძნე - რასაცა გასცემ - შენია, რაც არა დაკარგულია...  თუ ადამიანი მხოლოდ იყენებს სხვებს - ცხოვრებაში ის მარტოდ რჩება.    

    სიმარტოვეს ხშირად განიცდიან ინერტული ნერვული სისტემის მქონე ადამიანები, რომლებიც რთულად ამყარებენ ახალ კონტაქტებს და ძალზე ნელა ეჩვევიან ახალ ნაცნობობას.  

    ყველას  სიფრთხილე გვმართებს: ხანგრძლივ სიმარტოვეს, მის უკიდურეს ფორმაში, ღრმა დეპრესიამდეც შეუძლია მიიყვანოს ადამიანი.

    სხვა მიზეზი - აღზრდაში დაშვებული შეცდომები ან ნაკლოვანებები.

    ეს ფაქტორი ფრიად ყურადსაღებია. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გოგონას შეიძლება ჩამოუყალიბდეს რწმენა, რომ „ბიჭები,მამაკაცები სახიფათონი არიან“, „მამაკაცებს უნდა ექცეოდე ისევე მომხმარებლურად, როგორც ისინი იქცევიან ქალის მიმართ“. ამგვარი მოსაზრებების ფონზე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს რწმენა, რომ „მარტოდ ყოფნა - უფრო მშვიდია“.  

    ამ სახის პროგრამების ჩანერგვა და დამკვიდრება გოგონას გონებაში ადრეული (5 წლამდე) ასაკიდან იწყება, მით უფრო თუ ის მშობლებს შორის კონფლიქტების მომსწრე ხდება ან იზრდება მარტოხელა დედის ხელში, რომელმაც ბავშვი მხოლოდ თავისთვის გააჩინა. მარტოხელა დედები ხშირ შემთხვევაში სრულიად „იპყრობენ“ ბავშვს, ცდილობენ მთლიანად შეავსონ მისი ფსიქიკური სივრცე და არ მისცენ ოდნავი თავისუფლებაც კი. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ მარტოხელა დედებს თვით აშინებთ მარტოობა. ამის შედეგად ყველა ეტაპზე გოგონას უმკვიდრდება მოსაზრება, რომ მის გვერდით მხოლოდ დედის ყოფნა წარმოადგენს ცხოვრების არსს. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთ ვითარებაში მარტოობას ის განიცდის განსაკუთრებული სიმწვავით. ნებისმიერი დუმილი მისთვის მოუთმენელია. ის ყოველთვის ცდილობს შეავსოს პაუზები, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა რას იძახის, მთავარია არ მისცეს სხვა ადამიანს ჩუმად ყოფნის შესაძლებლობა. ხომ მოგისმენიათ ფრაზა: „რამე მაინც მითხარი...“. ერთის მხრივ მას არ შეუძლია და არც სურს მარტოდ ყოფნა, მისთვის აუცილებელია, რომ „მიეწეპოს“ ვინმეს, ხოლო მეორეს მხრივ, დედის ცხოვრებისეული სცენარის კოპირების შედეგად არ შეუძლია სხვა ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობების აგებაც. მსგავსი შინაგანი გაორმაგება-განხეთქილება შეიძლება ადამიანის ტრაგედიად იქცეს.

    მიზეზი: ფსევდო - ღირებულებებით შექმნილი ფსევდო - ჩარჩოებით შეზღუდვა

    ქართველმა ერმა მრავალი, უდაოდ  მნიშვნელოვანი ტრადიცია და ღირებულება შემოინახა. საუკუნოვანმა სიბრძნემ და  ტრადიციებმა შეგვანარჩუნებინეს ერის სიწმინდე და გადაგვარჩინეს გადაგვარებისგან. მაგრამ ეპოქათა ცვლის და უცხო გავლენის შედეგად ჩვენს მართლაც ღირებულ ადათ-წესებში ზოგ შემთხვევაში ყალბი ან მეშჩანური ღირებულებებიც შემოგვეპარა. მათი ნაწილი არა მხოლოდ შემოგვრჩა, არამედ მყარად დამკვიდრდა კიდევაც ადამიანთა ცნობიერებასა და ცხოვრების წესში. სამწუხაროდ მავანი და მავანი დღესაც მიჰყვება მათ, ნაწილმა კი ერთგვარად „დააკანონა“ისინი ჩვენს ყოფაში.

    ფსევდო - ღირებულებების ჩამონათვალი შეიძლება საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდეს და მათ მიმართ ბევრის თქმა შეიძლება. დამკვიდრებული ფსევდო - შემზღუდავი ჩარჩოების თაობაზეც შესაძლებელია ვრცელი საუბარი, მათი ნუსხაც არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ ამ ჩამონათვალის დასახელება და ნუსხის შედგენა უმჯობესია თვით ქალს მივანდოთ, ვინაიდან მასზე უკეთ არავინ იცის -  რა უშლის ხელს ბედნიერების მოპოებაში...

    კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი - წარუმატებელი გამოცდილება.  

    წარუმატებელი გამოცდილების გააზრების შემდეგ ქალი ხშირ შემთხვევაში ირჩევს მარტოდ დარჩენას და ასაბუთებს ამას იმ მოსაზრებით, რომ აღარ სურს კვლავ განიცადოს განშორების ან შეცდომის სიმწარე და ამის გამო მარტოობა ურჩევნია. რა თქმა უნდა ამ ხასიათის გადაწყვეტილებას არსებობის უფლება გააჩნია, ოღონდ ეს - უშუალოდ პირადად მისი არჩევანი უნდა იყოს. მსგავსი არჩევნის თაობაზე ბრძენმა ომარ ჰაიამმა ბრძანა: „უმჯობესია მარტოდ იყო, ვიდრე  განურჩევლად ვისთან“. ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი მოტივით ხელმძღვანელობს ქალი, როდესაც  რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შედეგად მას ეკარგება სურვილი გამოიყურებოდეს მომხიბლავად და მიმზიდველად, რათა გამოიწვიოს ინტერესი და  აღტაცება, რათა  მამაკაცის გატაცება აქციოს ძლიერ გრძნობად. მარტოობით ის ცდილობს დაიცვას თავი მორიგი იმედგაცრუებისგან და იცხოვროს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის.  

    ერთ-ერთი მიზეზი - ემოციებისგან გაქცევა  

    ზოგჯერ ქალი უბრალოდ გაურბის ემოციებს და ამგვარი გამოვლენა შესაძლოა არა მხოლოდ წარუმატებელი გამოცდილების ან დანაკარგის შედეგი იყოს, მას საკუთარი იმედგაცრუება უკვე აღარ ადარდებს იმდენად, რამდენადაც აფიქრებს, რომ თუ არ იქნება მოლოდინის შესაბამისი თვითონ არ გაუცრუოს იმედი სხვას. ის აშინებს, რომ ახლო ურთიერთობამ შესაძლოა გამოაჩინოს უშუალოდ მისი პიროვნული სუსტი მხარეები. ამ სიფრთხილის მიზეზი,ხშირ შემთხვევაში, გარეგნული მიმზიდველობის და კარიერული წარმატებულობის მიუხედავად, დაქვეითებულ თვითშეფასებაშიც იმალება. ასეთ სიტუაციაში ქალი მიიჩნევს, რომ ის არ არის სასურველი ურთიერთობის შესატყვისი და, რომ ყურადღებას მას კი არა, არამედ მხოლოდ მის გარეგნობას ან წარმატებულობას აქცევენ. მოდით, ამგვარი ვითარების განხილვის დროს ყური არ დაუგდოთ  და უპირობოდ არ დავეთანხმოთ ა. შოპენჰაუერს, რომელმაც განაცხადა, რომ „ სიმარტოვის დროს თვითოეული საკუთარ თავში ხედავს იმას, რასაც წარმოადგენს სინამდვილეში“  

    კვლავ მიზეზი - გარანტიების არ არსებობა.  

    ზოგჯერ ურთიერთობის შიში უკავშირდება ნდობის ორმხრივ დეფიციტს : როგორც საკუთარი თავის - აგრეთვე სხვა ადამიანის მიმართ. ქალს ხელს უშლის სამი მუდმივი საკითხი, რომელიც დომინირებს ცნობიერებაში:  

    პირველი: „შესაძლებელია, რომ ვუყვარდე ვინმეს?“, „რამდენად შესაძლებელია, რომ ჩემით ვინმე მოიხიბლოს და სერიოზულად იყოს გატაცებული?“ /ეჭვი საკუთარი თავის მიმართ/.  

    მეორე: „ეს ადამიანი ერთგული იქნება?“, „რამდენ ხანს შესძლებს ის ამას?“ /ეჭვი სხვა ადამიანის მიმართ/.  

    მესამე: „რამდენად შესაძლებელია გიყვარდეს ვინმე მთელი ცხოვრების განმავლობაში?“ /ეჭვი საკუთარი თავის და სხვის მიმართ ხანგრძლივი გრძნობების უნართან დაკავშირებით/  

    მამაკაცთან ურთიერთობაში ასეთი განწყობის მქონე ქალს აშინებს ურთიერთობის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა და ის, რომ არ არსებობს სტაბილურობის მყარი, საიმედო გარანტია. ამგვარი ფიქრის შედეგად მის მიერ კეთდება დასკვნა, რომ ყველა მცდელობა შესაძლოა უშედეგო გამოდგეს და მომავალში მოგონებებით მოუწიოს ცხოვრება. ეს დასკვნა ძირშივეა მცდარი, ვინაიდან:“შეუძლებელია სიმარტოვის მოგონებებით შევსება, ისინი მხოლოდ აღრმავებენ მას“ /გ.ფლობერი/  

    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზთაგანი - ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარების შიში:

    მშობელთა ან ახლობელთა წარუმატებელი ან პრობლემური სცენარების განმეორების შიში;  

    ცხოვრების ჩვეულ წესში და რიტმში შესაძლო ცვლილების შეტანის შიში;  

    საკუთარ ილუზიებთან განშორების შიში;  

    პასუხისმგებლობის შიში;  

    საკუთარი ცხოვრების წარმართვის საკუთარ ხელში აღებისა და მისი მსვლელობის შეცვლის შიში.  

    სად ვეძებოთ გამოსავალი?

    ერთი მამაკაცის მოკრძალებული რჩევა:  უპირველეს ყოვლისა დამშვიდდით! მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში სასურველი იქნება საკუთარი გენეალოგიური ხის შედგენა და იმის გარკვევა საგვარეულოში ვინ გყავდათ  მარტოხელა, ვის მოუწია ოჯახის გარეშე ცხოვრება და იმის დანახვა თუ როგორ მჟღავნდება ამ საკითხებთან მიმართებაში თქვენი რწმენა, განწყობა და სურვილი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ თქვენ შესძლებთ გააანალიზოთ საკუთარი სიტუაცია და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები.  

    ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ამ ტიპის ანალიზის ჩატარებაში “ოჯახური განლაგების“ მეთოდს უწოდებენ. თუ გრძნობთ, რომ დადგა ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის დრო, მაგრამ სიმარტოვეც არ გიშვებთ, გადაწყვეტილების მიღების წინ აიღეთ სუფთა ფურცელი, გახაზეთ ის შუაში, მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ ცვლილების ყველა პლიუსი, ხოლო მარცხენა ნაწილში ყველა მინუსი. იმ შემთხვევაში თუ ჭარბი იქნება მინუსი - თქვენ ალბათ სიმარტოვეზე შეაჩერებთ არჩევანს, ხოლო თუ პლიუსი უფრო მეტი აღმოჩნდა, გამოტანილი დასკვნა გადაგადგმევინებთ ახალი ნაცნობობისკენ და ურთიერთობებისკენ უფრო გაბედულ ნაბიჯს, სასიამოვნო გაცნობა შესაძლოა გადაიზარდოს რომანტიულ, ხოლო შემდგომში კი ოჯახურ ურთიერთობებში.ამისთვის საჭიროა თავს მისცეთ საკუთარი ოცნებისკენ სვლის უფლება და უკვე თვით ამ ცვლილებების პროცესისგან მიიღოთ სიამოვნება!  

    „დიდი სული არასდროს არ რჩება მარტოდ. ბედ-იღბალი მუდმივადაც რომ ართმევდეს მეგობრებს, საბოლოოდ ის  მაინც ყოველთვის შეიქმნის მათ“ /რომენ როლანი/

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სხვა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გაერთიანებები/სოციალური ქცელები ადამიანთაშორის ურთიერთობა მეცნიერება/ტექნიკა სასწავლო დაწესებულების მართვა გამოცემები/პუბლიკაციები დასვენება/ტურიზმი მშობელი და ოჯახი ბავშვის კვება და მოვლა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია მედიცინა და პროფილაქტიკა სიახლე განათლების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება ბუნება/ეკოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულებები ფიზიკური კულტურა და სპორტი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება საზოგადოებრივი ურთიერთობები ბავშვის აღზრდა ინტერესები/კონკურსები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა გართობა/თამაშები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა რელიგია სარეკლამო მომსახურება კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სასარგებლო რჩევები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024