მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ვიკა  
ოლეგ ეჯიბაძე  
 
ახალი კომენტარები
  • გამოცდების ჩაბარების ფსიქოლოგია და ტექნოლოგია.
  • ra advila teoriulad amis axsna... praqtikashi magis gamoyeneba dzalian znelia
  • ki
  • ara ras ambob
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • wels me pirvelad gavdivar maswavlebelta sarsefikacio gamocdebze da garda matematikis kidev bardeba raime ?
  • ადიქტოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი
  • avtorebis Tanaxmad, damokidebuli qcevis daavadeba ganmartebulia, rogorc qronikuli fsiqogenuri arafsiqotikuri fsiqikuri aSliloba, romelic pirovnebis etapobriv paTologiu ...

  • ჯორჯ ორუელი-ადამიანი ცნება
  • The New Oxford American Dictionari უნდა (მ)ეწეროს
  • ლევ ვიგოტსკის სწავლის სოციალურ-კულტურული თეორია
  • სამწუხაროდ ბოლომდე არ აიტვირთა
  • Was Sherlock Holmes a real person?
  • :-) gmadlobt
  • Was Sherlock Holmes a real person?
  • magaria:)
  • სასარგებლო სათამაშოები
  • წყარო: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (2010)
     
     

     

    დისოციაციური აშლილობები ნანახია (1015) - ჯერ 06 მაისი 2012

    დეფინიცია. აშლოლობების ჯგუფი, რომლებსაც ახასიათებთ ცნობიერების ისეთი სხვადსხვა ასპექტის ფრაგმენტაცია, როგორიცაა მეხსიერება, იდენტურობა და აღქმა.  თუმცა დისოციაცია გარკვეული „დოზით“ ყველა ინდივიდისთვის არის დამახასიათებელი, ცნობიერების ზედმეტი ფრაგმენტაცია იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა ინდივიდუალობის შეგრძნების   გაკარგვა და ადაპტაციის უუნარობა. ცივილების ძირითადი ფორმებია: ამნეზია, პიროვნების თვითაღქმის შეცვლა, უჩვეულო შინაგანი განცდა (მაგ. déjà vue).

    აშლოლობების ამ ჯგუფში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფორმები:

    დისოციაციური ამნეზია. ამ აშლილობისათვის დამახასიათებელია ინდივიდის მიერ მნიშვნელოვანი და, ხშირად, ემოციით დატვირთული მოგონებების დავიწყება.

    რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. ფიზიოლოგიური სტრესი.  უფრო ხშირია ქალებში და ახალგაზრდებში. როგორც წესი სიმპომატიკა ვლინდაბა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ადგილი აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის მეხსიერების „ჩავარდნის“ ფაქტებს.

    სიმპტომები: ზოგადი ან შერჩევით ამნეზია (მხოლოდ გარკვეული სახის მოვლენების მიმართ).

    მიმდინარეობა: ამნეზია, როგორც წესი, მოიხსნება უეცრად ან თანმიმდევრულად, განსაკუთრებით თუკი ტრამვატული მოვლენა მოიხსნება ან გადავა ქრონიკულ ფორმაში.

    ასოცირებული ჩივილები: როგორც წესი ამ დროს ადგილი აქვს ხასიათის მკვეთრ დარღვევებს, კონვერსიულ და პიროვნულ აშლილობებს.

    მკურნალობა. ტარდება ზოგადი სამედიცინო დიაგნოსტიკა (მაგ. თავის ტრამვები, წამლების გადაჭარბებული მიღება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და სხვ.).  დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით გამოიყენება ჰიპნოზი, შთაგონება და ზოგიერთი სახის რელაქსაციის მეთოდების გამოყენება.

    დისოციაციური ფუგა. ამ აშლილობისათვის დამახასიათებელია ინდივიდის მიერ უცებ სადმე გამგზავრება რა დროსაც ამ უკანასკნელს არ ახსოვს წარსული და ვერ აღიქვამს თავის იდენტურობას ადეკვატურად ან თავი სულ სხვა პიროვნება ჰგონია.

    რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. ფიზიოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორები.   დამახასიათებელია 0.2% მოსახლეობისთვის.

    მიმდინარეობა: იწყება უეცრად - როგორც წესი მძიმე სტრესული მოვლენის შემდეგ. ამნეზიის ეპიზოდების უმეტესობა ერთმანეთისგან იზოლირებულია და გრძელდება საათების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში.

    ასოცირებული ჩივილები: როგორც წესი ამ დროს ადგილი აქვს ხასიათის მკვეთრ დარღვევებს, ნივთიერებების ჭარბი მიღების შედეგად გამოწვეულ აშლილობებს.

    მკურნალობა. ისეთივე, როგორც დისოციაცური აშლილობების დროს (იხ. ზემოთ).

     

    იდენტურობის დისოციაციური აშლილობა. ამ აშლილობისათვის დამახასიათებელია ინდივიდში მრავალი გამორჩეული პიროვნების არსებობა, რომლებიც მორიგეობით პრევალირებენ ამ უკანასკნელში. ამ პროცესს თან სდევს მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის დავიწყება.

    რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. გამოკვეთილ რისკ-ფაქტორად აღწერილია ბავშვების სექსუალური ჩაგრვა. უფრო ხშირია ქალებში.

    მიმდინარეობა: როგორც წესი მიმდინარეობს ფარულად და კლინიკურად მჟღავნდება პროცესის დაწყებიდან მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ.

    ასოცირებული ჩივილები: ქაოტური ინტერპერსონალური ურთიერთობები, იმპულსურობა და თვითდამანგრეველი ქცევა, თვითმკვლელობის მცდელობები, სხვადასხვა ნივთიერებების ჭარბი გამოყენება.

    მკურნალობა. ფსიქოთერაპაია - რათა გამოვლინდეს ავდმყოფობის გამომწვევი ფარული მოგონებები და მოხდეს ამ უკანასკნელების მიერ გამოწვეული ემოციური კონფლიქტის დაძლევა.

     

    პერსონალიზაცია და დერეალიზაცია. ამ აშლილობისათვის დამახასიათებელია ინდივიდის მიერ მუდმივი ან განმეორებადი   საკუთარი მენტალური პროცესიდან „მოწყვეტის“ შეგრძნება და ამავე დროს რეალობის ადეკვატური აღქმა.

    რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. ფიზიოლოგიური სტრესი. თანაბრად ახასიათებს ორივე სქესს.

     

    მიმდინარეობა: როგორც წესი, იწყება სყმაწვილის ასაკში. სტრესულოიმოვლენები შესაძლოა წინ უსწრებდეს აშლილობის დაწყებას.

    ძირითადი სიმპტომები: დეპერსონალიზაცია - ხშირად აღწერენ როგორც „სხეულის გარეთ ყოფნის შეგრძნებას“; დერეალიზაცია - გარე სამყაროს აღქმა ხშიარდ არაადეკვატურია და თან სდევს ფიზიკური გარემო პირობებიდან „მოწყვეტის“ შეგრძნება. დამახასიათებელია აგრეთვე jamais vue, déjà vu და აღქმითი აშლილობების სხვა ფორმები.

    მკურნალობა. ფსიქოტერაპია მიმართული აგზნებადობის დაქვეითებისკენ.

    ლიტერატურა

    1. Harold L. Kaplan, Benjamin J. Sadock; Synopsis of Psychiatry. Lippincott Williams & Wilkins,  2007; 1470p.
    2. Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders;  Fourth edition, American Psychiatric Association,  2000. 943p.
    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მრეწველობა, წარმოება უცხოური ლიტერატურა ტრანსპრტი საერთაშორისო ურთიერთობები ლოგიკა ეკოლოგია ფიზიკა ბუღალტერია და აუდიტი ისტორია ვეტერინარია გადასახადები ტექნოლოგია მეწარმეობა უცხო ენები მენეჯმენტი ბიოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ინვესტიციები კულტუროლოგია ფინანსები და კრედიტი ეკონომიკა ჟურნალისტიკა და PR მათემატიკა საბაჟო სისტემა მასმედია საბირჟო საქმე ჟურნალისტიკა მარკეტინგი და რეკლამა სოციოლოგია ფილოსოფია სხვა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია რელიგია ქიმია გეოდეზია მიფოლოგია მუსიკა ზოოლოგია კრიმინალისტიკა ლოგისტიკა გეოპოლიტიკა ტურიზმი პროგრამირება გეოლოგია მეტალურგია საბანკო საქმე ასტრონომია ინფორმატიკა სამართალი სახელმწიფო მოწყობა და მართვა სოფლის მეურნეობა მეცნიერება და ტექნიკა სექსოლოგია დაზღვევა გეოგრაფია არქიტექტურა პოლიტოლოგია სტატისტიკა პედაგოგიკა მართვა მშობლიური ენა და ლიტერატურა ფიზკულტურა და სპორტი ავიაცია კულტურა და ხელონება ელექტრონიკა კულინარია ფსიქოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  საბანკო, ოფის მენეჯერის და სხვა კურსები და ტრენინგები

    alt

     
    სიახლეები  
    2012 წლის სასერტიფიკატო კურსები
    CV & Motivation Letter
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2013