მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ადამიანი - პერსპექტიული გენიოსი ნანახია (10087) - ჯერ 01 ივნისი 2012

    ფრენის სურვილით შეპყრობილმა ძმებმა უილბერ და ორვილ რაიტებმა 1903 წელს 17 დეკემბერს, ქალაქ კიტი ჰოუკში, მხოლოდ 120 ფუტის სიმაღლეზე და მხოლოდ 12 წამით შეძლეს აფრენა. ვიღაცისთვის ეს ადასტურებდა, რომ ადამიანი მიწაზე სიარულისთვის არის შექმნილი. ვიღაცამ კი ირწმუნა, რომ ფრენა შესაძლებელია და დროის და სიმაღლის გაუმჯობესება მხოლოდ ტექნიკის დახვეწას საჭიროებს. ფაქტია, ძმებმა რაიტებმა ოთხი წლის შემდეგ აშშ-ს არმიას აუგეს აეროპლანი, რომელსაც 125 მილის გაფრენა შეეძლო.
    ფაქტია, რომ 1964 წელს სკოლისთვის მოსამზადებელ, სპეციალურ, პროგრამაში ჩართული ბავშვების IQ   6თვეში 10 ქულით გაიზარდა. ფსიქიკური დარღვევების მქონე ბავშვებმა, რომელთაც უჭირდათ მასალის ათვისება, ელექტროენცეფალოგრაფიული თერაპიის შემდეგ აჩვენეს IQ ზრდა 10დან 23 ქულამდე. კალიფორნიის უნივერსიტეტის(ირვინში) სწავლულებმა, მოცარტის სონეტის ათწუთიანი მოსმენით, მიაღწიეს IQ   ზრდას ცპ.ებში 8-9 ქულით.
    ისიც ფაქტია, რომ ასეთი სწრაფი აღმასვლის შედეგად დაფიქსირებული ინტელეტის კოეფიციენტი დიდხანს არ ნარჩუნდება. სკოლამდელთა მომზადების შედეგად მიღებული მაჩვენებელი მე-2 მე-3 კლასამდე, მოცარტმოსმენილების კი მოსმენიდან 15 წუთს ნარჩუნდება. ამას ბიძგის ეფექტი ეწოდება(эффект затухания) და ვიღაცას არწმუნებს, რომ ინტელექტის კოეფიციენტი თანდაყოლილია. ვიღაცას კი მაინც სჯერა, რომ   შედეგის და შენარჩუნების ხანგრძლივობის გაუმჯობესება მხოლოდ ტექნიკის დახვეწის საკითხია და მერე რა, რომ ამისთვის,შესაძლოა ოთხი წელი არ აღმოჩნდეს საკმარისი...
    ტექნიკის დახვეწაში იგულისხმება დაჩქარებული სწავლების მეთოდების შემუშავება და სრულყოფა. მათი გამოყენებით შესაძლებელია ინტელექტის კოეფიციენტის გაზრდა. ძირითადი დანიშნულება   კი მეხსიერების შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება, ასევე სწრაფი კითხვის უნარის განვითარება და ტვინის სიჯანსაღის შენარჩუნებაა.

    ადამიანის გონების შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა განვითარების პროცესში ვქმნით ჩარჩოებს და თვითონვე ვადგენთ საზღვრებს, ვავიწროებთ ცნობიერებას და არ ვაძლევთ საკუთარ თავს ბოლომდე გამოვლენის შესაძლებლობას. ჯერ გარშემომყოფები, შემდეგ კი ჩვენ თვითონ, აქტიურად ვქმნით და ვწვრთნით ჩვენში ცენზორს, რომელიც საზღვრებს დარაჯობს და შესაძლოა რაციონალურია, მაგრამ არა შემოქმედებითი.
    სამწუხაროს ყურადღების მოცულობა შეზღუდულია. მეცნიერების თქმით ადამიანს შეუძლია წამში 126 ბიტი( binary digit-პირველად შენონმა გამოიყენა 1948წ) ინფორმაციის ცნობიერად მიღება.   ამასთან თანამოსაუბრის სიტყვების გასაგებად საჭიროა 40ბიტი ყურადღება. დანარჩენი 86 კი საჭიროა თანმხლები მიმიკების დასაკვირვებლად და იმის მოსაფიქრებლად რა უნდა ვუპასუხოთ მას.  

    ინფორმაცია, რომელიც წამში ეძლევა ადამიანს 126ბიტზე მეტია. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ადამიანის თვალის ბადურა მგრძნბიარეა ცალკეული ფოტონების(ელემენტარული ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება შთანთქოს ან გამოასხივოს ატომმა)მიმართ, ყნოსვის ორგანო კი ყველა მოლეკულაზე რეაგირებს. ასეთი მიკროსკოპული ინფორმაცია ყოველწამიერად მიეწოდება ტვინს, მაგრამ   მანამ განიდევნება, ვიდრე   გავაცნობიერებთ. ჩნდება კითხვა- რა მოსდის ცენზორის მიერ განდევნილ ინფორმაციას? საღი აზრით, ის არც იშლება და არც ქრება. როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, ადამიანს პრაკტიკულად ყველაფრის დამახსოვრება შეუძლია, მაგრამ ეს დამახსოვრებული იმდენად ღრმად არის შენახული არაცნობიერში, რომ ფსიქოლოგები მხოლოდ ჰიპნოზის წყალობის სწვდებოდნენ მას.
    ამ გაგებით, არაცნობიერი არის ის გენიოსი რომელიც ჩვენშია, გამოცდილებაზე დაყრდნობით,   ყურადღებამიუღწეველ ფაქტებს აჯამებს, გამოაქვს დასკვნები და შედეგს აწვდის ცნობიერებას, მაგრამ ცნობიერება ვერ ხვდება საიდან მოვიდა ეს დასკვნა და ხშირად უარყოფს მას. (არაცნობიერის ასეთი გაგება ძველ ბერძნებში არსებულ მფარველ სულებს-დემონებს ჰგავს. ულტრარაციონალისტი სოკრატიც კი ათენელების და სპარტელების ომში საკუთარ სიცოცხლეს დემონს ანდობდა. რომაელები მეგობარ მოჩვენებებს გენიას ეძახდნენ. ზუსტად ამ მახვილგონიერ და ალღოიან სულებს მიაწერდნენ სიბრძნეს, მიხვედრილობას.)

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეხსიერების შესაძლებლობები უსაზღვროა, მათი გამოყენება მხოლოდ ნაწილს თუ შეულია. ისეთ ნაწილს, როგორიც აინშტაინი, დავინჩია. კითხვაზე ასე აშკარად განსხვავდებიან თუ არა გენიოსები ჩვეულებრივი ადამიანებისგან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, პასუხი მათი სკოლის დღიურებში და მიღებულ დახასიათებებში შეიძლება ვიპოვოთ. გენიოსთაგან ცოტას თუ ქონია თანდაყოლილი გენია, პირიქით მათ ისეთ იარლიყებსაც კი აწებებდნენ როგორიცაა „რთული“, „გონებაშეზღუდული“ და სხვა. ცნობილმა მათემატიკოსმა პუანკარემ იმდენად დაბალი შედეგი აჩვენა ბინეს ტესტში, რომ გონებაშეზღუდულად აღიარეს. თომას ედისონი, რომელიც ცნობილია ყველაზე მეტი დაპატენტებული გამოგონებით(1093),სკოლაში ცნობილი იყო თავისი სიზანტით. აინშტაინი ბავშვობაში „უვარგისად“ იყო მიჩნეული ნაწილობრივ დისლექსიის გამო, რომელიც კითხვის და საუბრის პრობლემებში ვლინდებოდა. გარშემომყოფებს იმაშიც კი ეპარებოდათ ეჭვი შეძლებდა თუ არა აინშტაინი ლაპარაკის სწავლას. ის სკოლიდან გარიცხეს და კოლეჯშიც დიდხანს ვერ ჩააბარა. ბოლოს, როცა დაასრულა საბაკალავრო ნაშრომი, ვერ მიიღო სამსახური ვერცერთ სამეცნიერო დაწერებულებაში და ვერც რეკომენდაცია მიიღო თავისი პროფესორებისგან. თვით აინშტაინს მოუწია დაბალანაზღაურებად სამსახურს დათანხმებოდა და   25 წლის ახალგაზრდა სრულიად უპერსპექტივო ჩანდა. ერთ წელიწადაში, 1905 წელს, მან გამოაქვეყნა ფარდობითბის თეორია და შეცვალა სამყარო და თავისი ცხოვრებაც. სწორედ ამ დამსახურებისთვის, 16 წლის შემდეგ ნობელის პრემია და გენიოსის სტატუსი მიიღო.

    რა ჰქონდა აინშტაინს და რა არ გვაქვს ჩვენ?
    ზუსტად ამის გარკვევა უნდოდა ტომას ჰარვეის.   მორიგე პათოლოგანატომს პრინსტონის საავადმყოფოში, 1955 წლის იმ დღეს, როცა აინშტაინი გარდაიცვალა. სწორედ ჰარვეის მოუწია გვამის გაკვეთა. ისე, რომ ნებართვა არ მიუღია, ჰარვეიმ ამოკვეთა და ორმოცი წლის განმავლობაში სწავლობდა აინშტაინის ტვინის თავისებურებებს, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა. უფრო გაუმართლა ნეიროანატომ მარიან დაიმონს. კალიფორნიის უნივერისტეტის პროფესორმა ბერკლიში, 80-იან წლებში, განაცხადა, რომ გააკეთა რევოლუციური აღმოჩენა   ადამიანების გენიალობასა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
    მოსაზრება, რომ გენიოსებად იბადებიან დაიმონის მიერ ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით შეიძლება გავაქარწყლოთ. საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, ექსპერიმენტული ჯგუფის ვირთხები (რომელთა განვითარების სტიმულაცია ხდებოდა) სამ წელს ცოცხლობდნენ და მათი ტვინის ზომაც შედარებით გაიზარდა. აინშტაინის ტვინზე დაკვირვების შედეგად დაიმონმა აღმოაჩინა მარცხენა ჰემისფეროში გლიური უჯრედების (ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსის ურთიერთგაცვლის უზრუნველმყოფი მასა. ) მომატებული რაოდენობა. თუკი აინშტაინის ტვინი რამით მაინც ჰგავს ნაკვლევი ვირთხების ტვინს, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ   მეცადინეობის, ვარჯიშის და სწავლების გზით შესაძლებელია გლიური უჯრედებისა და მათი ფუნქციის განვითარება.ანუ შეგვიძლია ახალი აინშტაინების შექმნა.

    თვითონ აინშტაინი მიიჩნევდა, რომ შესაძლებელია გენიალური და ორიგინალური აზრების პროდუცირება თუ ჩვენს წარმოსახვას მივცემთ სრულ თავისუფლებას და არ შევზღუდავთ ტრადიციული, ცენზორისგან წამოსული აკრძალვებით. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აინშტაინის მიერ ფარდობითობის თეორიის აღმოჩენა მის გენიალობასთან კი არაა დაკავშირებული, არამე ე.წ „შეფერხებულ“ განვითარებასთან.
    „ნორმალურ ზრდასრულს არასდროს შეაწუხებს დროისა და სივრცის პრობლემა. არის საკითხები, რომლებზეც მხოლოდ ბავშვობაში ფიქრობ. ჩემი ინტელექტუალური განვითარება შეფერხდა. შედეგად მე დროსა და სივრცეზე ფიქრი არცისე ახალგაზრდამ დავიწყე“(აინშტაინი.)

    აინშტაინი თავის ბოლო სტატიაში იხსენებს, როგორ მივიდა ფარდობითობის თეორიის აღმოჩენამდე. თექვსმეტი წლის ასაკში ის უბრალოდ ოცნებობდა „ რა იქნება, სინათლის სხივთან ერთად რომ შემეძლოს ფრენა მისივე სიჩქარით?“ ნორმალური ზრდასრულები როგორც წესი ასეთ ფიქრებს ახშობენ, თუ მაინც აღმოცენდა სწარფადვე ივიწყებენ, აღნიშნავდა ის. როგორც ჩანს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში უინსტონ ჩერჩილს როცა თქვა   „ბევრი ადამიანი აწყდება დიდ აღმოჩენას, მაგრამ უმრავლესობა უბრალოდ გადააბიჯებს და გზას აგრძელებს.“

    აინშტაინი წლების მანძილზე ფიქრობდა ამ კითხვაზე ისე, რომ არ იცოდა სანამდე მიიყვანდა ეს ფიქრი. დროდადრო ახალი კითხვები ჩნდებოდა. ბოლოს კი ფარდობითობის თეორია შეიქმნა. ერთერთი მნიშვნელოვანი ამ ფიქრის გზაზე ისაა, რომ არ უნდა მიიღო ჭეშმარიტებად აღიარებული, ერთი შეხედვით ცხადი რეალობა კრიტიკის გარეშე, დიდი შანსია, რომ სიმართლე შენი ვარაუდი იყოს და არა ის, რისიც წლებია სჯერა სამყაროს.

    იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა აღმოჩენა გონებრივი ექსპერიმენტის-აზროვნების საფუძველზეა შექმნილი. აინშტაინი რიგი მისი მკვლევარების მითითებით აზროვნებდა არა სიტყვების და მათემატიკური ფორმულების, არამედ ვიზუალური ხატების მეშვეობით.
    „მე როგორც წესი იშვიათად ვფიქრობ სიტყვებით“(აინშტაინი)
    მან საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ბიძგი არაცნობიერიდან მიიღეს, სწორედ აქ მოხდა მასალის დამუშავება.
    მნიშვნელოვანია, რომ გენია რაიმე კონკრეტულ სფეროში გამოვლენისათვის შესაბამისი მეთოდის შემუშავებას საჭიროებს, რომლის არსებობა და შემუშავების დრო შემდგომ დავიწყებას ეძლევა. აინშტაინისთვის ეს მეთოდი

    წარმოსახვითი ხატებით აზროვნება და ნებისმიერი კითხვის გაცნობიერება, ცენზორისადმი დაუმორჩილებლობაა. ვინ ვენგერი ამას აინშტაინის ფაქტორს უწოდებს. ნებისმიერი ჩვენგანი ფლობს ფარულ უნარებს და შესაძლოა ეს სწორედ იმ სფეროში იყოს, რომელშიც მოცემულ ეტაპზე ყველაზე არაკომპეტენტურები ვჩანვართ.

    ჩვენში არსებული ცენზორი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო კომპეტენტური არაცნობიერიდან წამოული იმფორმაციის განდევნას უნდა გადავაჩვიოთ. აჯობებს იმის გარკვევა თუ რაზე მიგვანიშნებს ის სიმბოლოები,  არაცნობიერი რომ გვიგზავნის სიზმრების,  ერთი შეხედვით სულელური ოცნებების და წარმოსახვის ხატების სახით. საკუთარი არაცნობიერის მოსმენა და გაგება გენიალობისკენ გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვინ იცის იქნებ ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ ის არის, რომელიც  ყველაზე  დიდი სისულელე გვგონია. და ბოლოს, შევთანხმდეთ, რომ   საუკეთესო გზა ჭეშმარიტების დასადგენად ჯანსაღი სკეპტიციზმია, როცა ეჭვი გეპარება ნათქვამის ჭეშმარიტებაში, მაგრამ მზად ხარ აღიარო და მიიღო ის, სათანადო არგუმენტების მოძიების შემთხვევაში.    

     იბადებიან თუ არაგენიოსებად? თავად  განსაჯეთ.

    ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია    წიგნში "Неужели я гений?"(Вин Венгер და  Ричард Поу)

    ავტორი :ნათია სორდია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ვყიდი განათლება/სწავლება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვიყიდი ხელოვნება/კულტურა გავაჩუქებ ვცვლი სტიპენდიები ტენდერები/გრანტები კონფერენციები/ღონისძიებები ვარ სპეციალისტი სასწავლო პროგრამები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა ფიზიკური კულტურა/სპორტი ვეძებ სპეციალისტს
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022