მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? ნანახია (12106) - ჯერ 03 ივნისი 2012
    ვფიქრობთ, რომ უკვე ყველასთვის ცნობილია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ქალბატონი მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მედიის ნაწილმაც ჩვეული წესით უმალვე ატეხა აჟიოტაჟი ამ ფაქტის გარშემო. ქალბატონი მაიას მიმართ პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო არ გაგვაჩნია - არც მომხრე და არც მოწინააღმდეგენი ვართ. მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ მისი გათავისუფლება ან ქალბატონი ხატია დეკანოიძის დანიშვნა წყვეტს საქართველოში განათლების ბედსა და მომავალს?
    -
    ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით  ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ???
    -
    ალბათ შეამჩნიეთ, რომ საკმაო ხანია საუბარი განათლების რეფორმის წარმატებულობის თაობაზე  უმეტეს წილად გამოცდების პროცედურის სრულყოფის ირგვლივ ტრიალებს და რეფორმისტული ძალისხმევის შედეგად დიდად სახარბიელო შედეგებს ვერც მივაღწიეთ, მაგრამ ყველა  საფეხურებზე გამოცდებისა და ტესტირების უსასრულო კასკადისა და თითქმის დუბლირებული სასკოლო, საატესტატო  - შემდგომ კი ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაშველო მარათონის სახით ბავშვებს კი მოვუწყვეთ „ბედნიერი ცხოვრება“.  
    -
    იმავდროულად სარეფორმო ღონისძიებების კორიანტელში თითქმის დაგვავიწყდა, რომ განათლების ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ  მოსწავლეს მივცეთ მაღალი ფუნდამენტალური საფუძვლები, გამოყენებითი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა და აღვზარდოთ  მოზარდი ღირსეულ, აქტიურ მოქალაქედ? ამის სანაცვლოდ კი, როგორც გვჩვევია, ავყვებით ხოლმე რომელიმე პიროვნების თანამდებობაზე დანიშვნასა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ წუთიერ ემოციებს და ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე, არსებითი საკითხები.  
    -
    უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე: რეალურად რა მიზანსა და ამოცანას ვისახავთ განათლებაში „რეფორმის“ გატარების შედეგად და რას გვსურს მივაღწიოთ საბოლოოდ? კერძოდ, მაგალითად, როგორი გვინდა დავინახოთ სკოლადამთავრებული ახალგაზრდა: მართლაც განსწავლული - თუ ილუზორულად ცოდნის მქონე - სინამდვილეში კი უვიცი?  შემოქმედი, თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება, თუ - დათრგუნული, უპირობოდ მორჩილი, ზომბირებული არსება? პირველ რიგში, ალბათ, ეს უნდა განვსაზღვროთ, როდესაც ვსახავთ განათლების რეფორმას ან ვაფასებთ მის მსვლელობასა თუ შედეგს. სამწუხაროდ ამის ნაცვლად ჩვენ გამოვაცხადეთ სასკოლო, საატესტატო, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაუსრულებელი და უსაშველო ნაკადი და ვერ ვფარავთ კმაყოფილებას ამ „რეფორმით“.
    -
    ვფიქრობ დაგვეთანხმებით, რომ განათლების გაუმჯობესებისთვის ყოვლად მიუღებელია  მხოლოდ გამოცდებზე აქცენტის გაკეთება, გარდა ამისა  დაუშვებელია  მათი ჩატარების სრულყოფა  გავხადოთ თვით განათლებისა და მისი რეფორმირების ქვაკუთხედად და, მით უფრო, ვაღიაროთ რეფორმის უდიდეს მიღწევად. გამოცდა ხომ მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის, მისი და მასწავლებლის შრომის შედეგის დასადგენად, ტესტირება კი, რომელიც უკვე ღამის კოშმარად ელანდება მოსწავლესა და მასწავლებელს, შეფასების პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ რეფორმის ძირითად მიზანს არა გამოცდებით ჩასაფრება, არამედ რეალური ცოდნის მიწოდება და მისი მაღალი დონის მიღწევა უნდა წარმოადგენდეს.
    -
    რა პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ და რომელი ბერკეტები გამოვიყენოთ, რათა მივაღწიოთ  სასურველს? გამოცდის შიშით მოსწავლის იძულებას? თუ განათლების პროცესის ჰუმანიზაციას და სწავლისადმი მოსწავლის გათვითცნობიერებული მოტივაციის სტიმულირებას?  
    -
    საყოველთაოდ  ცნობილია, რომ სწავლების შედეგად მაღალი ცოდნის მისაღწევად საჭიროა: მოწოდებით პედაგოგი - მცოდნე, მაღალკვალიფიცირებული მასწავლებელი, განათლების ამოცანიდან გამომდინარე შინაარსის განმსაზღვრელი სრულყოფილი, გააზრებული პროგრამები და შესატყვისი, დახვეწილი, ქმედითუნარიანი მეთოდიკური აპარატის მქონე სახელმძღვანელოები,  შედეგზე ორიენტირებული პროგრესული მეთოდიკა, აგრეთვე უახლესი დამხმარე, ტექნიკური საშუალებები ( არა მხოლოდ კომპიუტერი, არამედ საგნის თემის მიხედვით, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით შემუშავებული, შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამები და სხვ.)
    -
    რეფორმის შელამაზებული ფასადის, ანუ მისი წარმატებულობის ილუზიის შესაქმნელად კი  სავსებით სამყოფია ის, რაც და რა დონეზეც დღევანდელი დღისათვის უკვე გაგვაჩნია, ანუ  რაც შეიქმნა მინისტრთა მთელი პლეადის მიერ განხორციელებული  „წარმატებული“ რეფორმების პროცესში, ხოლო მოსწავლის დასათრგუნავად და მორჩილების მისაღწევად  მანდატურების ინსტიტუტიც, მასზე დაკისრებული ფუნქციებით არის საკმარისი.
    -
    რა თქმა უნდა, რომ არ ვიყოთ ზედმეტად კატეგორიულები, დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ საერთოთ არ დავინახოთ და არ ვაღიაროთ ის (შესაძლოა არასისტემური, სეგმენტური,  მაგრამ დადებითი), რაც მაინც გაკეთდა და მიღწეულია განათლების სფეროში. ოღონდ არც ის უნდა გვავიწყდებოდეს, რომ  რეფორმა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული  და არა მიმდინარე ამოცანებზე. სამწუხაროდ კი უმეტესი, რაც რეფორმის პროცესში დიდ პროგრესად არის მიჩნეული,  მხოლოდ დღევანდლობიდან გამომდინარეობს და უკეთეს შემთხვევაში უახლოეს პერსპექტივასაც ვერ გაუძლებს.
    -
    როგორია დღევანდელი რეალობა?
    მოდით ყური დავუგდოთ მშობლებს: მუდმივი პრობლემა, რომელიც  ყველაზე მეტად აწუხებს მათ ძირითად ნაწილს იმაში გამოიხატება, თუ რომელ სკოლაში შეიყვანონ ან გადაიყვანონ შვილი, რომელ სკოლაშია სრულფასოვანი სასწავლო პროცესი, სად მოძებნონ პედაგოგი-რეპეტიტორი, რომელიც მართლაც ასწავლის შვილს და ჩააბარებინებს უმაღლესში? სამწუხაროდ ამ მხრივ დღევანდელ რეალობაში სკოლის ნომერს თუ სახელწოდებას არსებითი მნიშვნელობა უკვე არ გააჩნია და მშობელი ვერ პოულობს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც სრულად უპასუხებს მის მოთხოვნებს. შესაძლებლობების შესატყვისად მშობელს რეალურად მხოლოდ ერთი რამ აწუხებს: შვილმა მალე დაამთავროს სკოლა და ჩააბაროს სასკოლო და ეროვნული გამოცდები. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის მშობელთა ისეთი ხასიათის მოსაზრებაც, რომ სკოლის საქმე  გაფუჭდა მაშინ, როდესაც სასკოლო განათლება  ველური ბიზნესის საგნად იქცა...
    -
     როგორი იქნება განათლება მომავალში?
    დიდი წინასწარმეტყველება არ არის საჭირო  /ანუ არ დაგვჭირდება ნოსტრადამუსი/, რათა  წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნება განათლება ახლო მომავალში. ცხადია, რომ ამ მომავლის განჭვრეტისთვის  აუცილებლად უნდა გაუსწოროთ თვალი კაცობრიობის ევოლუციას და ვეცადოთ ბავშვებს შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც მოზარდი თაობა ფეხდაფეხ მიჰყვება ამ პროცესს. კაცობრიობა შედის ახალ ეპოქაში, რომელშიც ადამიანი უფრო აქტიურად გამოიყენებს აქამდე აუმოქმედებელ გონივრულ პოტენციალს. ადამიანთა მოდგმის პროგრესული ნაწილი  უკვე საკმაო ხანია ფიქრობს და მუშაობს ამ შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით. მრავალი "კეთილმოსურნე" მრჩევლის მითითებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად ჩვენც უნდა ვეცადოთ ეს შესაძლებლობა ვაქციოთ ერის წამყვან რესურსად, ჩვენი ქვეყნის  მოქმედ პოტენციალად. ჩვენს, მცირე ქვეყანას წყლის უძვირფასესი რესურსების გარდა ხომ არც გააჩნია სხვა დიდად ღირებული წიაღისეული სიმდიდრე. ამისთვის მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ამ პოტენციალის ამოქმედებაზე, ოღონდ  ბრმად არ მივყვეთ ტექნოკრატიულ გეზს. უფროსი თაობა მოვალეა  დაეხმაროს მოზარდებს იმაში, რომ მათ შეინარჩუნონ სრულყოფილი სულიერი სამყარო, შემოქმედებითი აზროვნება და ინდივიდუალურობა, რათა არ ვაქციოთ ისინი მორჩილ ბიორობოტებად. მაგრამ ეს - უკვე ცალკე, საკმაოდ ვრცელი და არც თუ მარტივი საუბრის თემაა...  
    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    მარიამ 20 ივლისი 2012

    realoba relaobaa.. ragatseebs vetanxmebi ak ratsaa motsemuli ragatseebs ki vetsinaagmdegebii :)) rogori ikneba ganatleba momavalshi? :)) teknologiaze damokidebuli adamiani bevrs ver miagtsevs :)) momtsons logikurad mets ase vxedav:))

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი დასაქმება და კარიერა ბიოლოგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია ფინანსები მოდა და დიზაინი საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ჟურნალისტიკა, PR განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა იურისპრუდენცია სიახლე განათლების სფეროში ქიმია სხვა ხელოვნება და კულტურა მშობლიური ენა და ლიტერატურა გართობა და თამაშები კინო და მუსიკა სკოლა და მოსწავლე ოჯახი, მშობლები და ბავშვი გეოგრაფია ბავშვის მოვლა და აღზრდა ფიზიკა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა მათემატიკა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული რელიგია აბიტურიენტი და გამოცდები სპორტი და ექსტრიმი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ბუნება, ეკოლოგია პრესა განათლების შესახებ უცხო ენები ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფსიქოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019