მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    საკუთარი სახელი - უბრალოდ სახელი თუ უფრო მეტი? ნანახია (5156) - ჯერ 21 ივნისი 2012

    ჩვენ–ადამიანები, მიუხედავად არსებითი მსგავსებისა, მაინც ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან: გვაქვს სხვადასხვა პირადი თუ სოციალური მახასიათებლები, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. სახელი ჩვენი პირადი მონაცემების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი კომუნიკაციაში მიმართვისა და ადამიანთა იდენტიფიკაციის საშუალებაა.

    ერთი შეხედვით, თითქოს, აქ მთავრდება ყველაფერი, რაც საკუთარი სახელის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ, რეალურად, არის კი ეს ყველაფერი?!

    სახელი, როგორც ჩვენი „მე“–ს მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც საკუთრება, ბევრად ღირებულია ჩვენთვის, ვიდრე სხვა სახელები. უფრო მეტიც – აღმოჩნდა, რომ თვით ასოებიც კი, რომელთაგანაც შედგება ჩვენი სახელები, მეტად მოსაწონია ჩვენთვის, ვიდრე ანბანის სხვა ასოები (Hoorens & Todorova, 1988; Jones et al., 2002; Prentice & Miile 1992; Nuttin, 1985, 1987 )

    საკუთარი სახელისა ან/და მისი შემადგენელი ასოებისათვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭება, შესაძლოა, კრიტიკის საფუძველიც კი გახდეს, მაგრამ არც ის არის აზრსმოკლებული, რომ სახელს შეუძლია ადამიანის ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მოახდინოს გავლენა, როგორებიცაა პროფესიის ან საცხოვრებელი ადგილის არჩევა. ამ გზით, შესაძლოა აიხსნას, მაგალითად ის ფაქტი, რომ საქართველოში ვხვდებით „გიორგი“ სახელის მქონე ბევრად მეტ ადამიანს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. მსგავსად ამისა, ამერიკული კვლევების მიხედვით, ადამიანები, სახელებით „Dennis“ ან  „Denise”, პროფესიის არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ კბილის ექიმობას (dentist); „Larry“ ან   „Laura“ სახელების მქონენი კი – ადვოკატის (lawer) პროფესიას. ეს ყოველივე – სახელის შესაბამისი პროფესიის ან საცხოვრებელი ადგილის არჩევა – ხდება არა მიზანმიმართულად, არამედ ავტომატური სისტემა, რომელიც სახელთან დაკავშირებულ დადებით ინფორმაციას ფლობს, უბიძგებს ადამიანს ავტომატურად გააკეთოს შესაბამისი არჩევანი, რაც პოზიტიურ გრძნობებს იწვევს მასში.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანის სახელსა და მის ამა თუ იმ არჩევანს შორის პირდაპირი და აუცილებელი კავშირია. რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის საკუთარი სახელებიდან გამომდინარე არ აკეთებენ ცხოვრებისეულ არჩევანს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციურ არჩევანთა ალტერნატივებს შორის სახელთან სახელწოდებით ახლოს მდგომი ალტერნატივაცაა მოცემული, ადამიანი, ძალიან დიდი ალბათობით, არჩევანს, სწორედ, სახელთან დაკავშირებულ ალტერნატივაზე შეაჩერებს.

    ახალა უკვე ურიგო არ იქნება თუ სახელს განვიხილავთ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ „საკუთარ სახელს“.    

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება/სწავლება კონფერენციები/ღონისძიებები ვეძებ სპეციალისტს სტიპენდიები ტენდერები/გრანტები ვიყიდი ვყიდი მომსახურება ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სხვა სასწავლო პროგრამები ფიზიკური კულტურა/სპორტი ვცვლი ტურიზმი/დასვენება/გართობა ხელოვნება/კულტურა ვარ სპეციალისტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება გავაჩუქებ
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020