 თუ გსურთ გახდეთ ღონისძიებების ორგანიზების პროფესიონალი სპეციალისტი და იცოდეთ, როგორ ხდება თანამედროვე ქორწილის ან ბანკეტის, საფირმო კორპორატივის, სამეცნიერო კონფერენციის, გამოფენის, საბავშვო ზეიმის და სხვა ღონისძიებების ორგანიზება, მაშინ მობრძანდით ივენთ-მენეჯმენტის /ღონისძიებების პროფესიონალური მოწყობის/ სასწავლო კურსზე, რომელიც ჩატარდება 2014 წლის 4 მარტიდან 17 აპრილამდე.
თქვენ შეისწავლით ივენთ - მენეჯმენტს, მის თანამედროვე ტექნოლოგიებს, გაეცნობით საქმიანი და საზეიმო, კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების, მოწყობის და ჩატარების ძირითად პრინციპებს, მიიღებთ საპროექტო მუშაობის უნარებს და სწორ ხედვას, რომელთა მეშვეობით ივენთ - მენეჯმენტის თეორია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას პრაქტიკაში.
სწავლების პროცესში, რომელიც ტარდება „საპროექტო სახელოსნოების“ ფორმატში, დაეუფლებით PR, BTL, კორპორატიული, ბიზნეს ღონისძიების კულტურის სფეროში ღონისძიებების პროექტების შემუშავების პირველად უნარებს. მეცადინეობებზე შეგეძლებათ რეალური case-study-ს გადაწყვეტა. სწავლების პროცესში გამოყენებულ იქნება სწავლების ისეთი ფორმები, როგორიცაა: სასწავლო-საქმიანი თამაშის ქეისი;
საშინაო დავალება;
პრაქტიკუმები;
პროექტების დაცვა.
სწავლების დამამთავრებელ ეტაპზე დაიცავთ თქვენს მიერ შედგენილ ღონისძიების ორგანიზების საკუთარ პროექტს.
კურსი აგრეთვე გათვალისწინებულია სპეციალისტებისთვის, რომელთა მოვალეობაში შედის კომპანიებისთვის, რომლებშიც ისინი საქმიანობენ, სხვა და სხვა ღონისძიებების მოწყობა (რეკლამის, HR , შიდა კომუნიკაციის, ოფის მენეჯერი) და იმ კომპანიის მუშაკებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან სხვა კომპანიების დაკვეთით ღონისძიებების მოწყობაში.
სწავლების მოდულები:
მოდული 1. შესავალი ივენთ - მენეჯმენტში.
მოდული 2. ღონისძიების კონცეფციის შექმნა.
მოდული 3. ღონისძიების ლოჯისტიკა. სამუშაოთა გეგმის შედგენა რეალური პროექტების მაგალითზე.
მოდული 4. კონტრაქტორები და ღინისძიების ჩასატარებლად ადგილის შერჩევა რეალური პროექტების მაგალითზე.
მოდული 5. პროექტის შემდგენი გუნდი, პერსონალი. ღონისძიების ორგანიზაციის პროცესის პრობლემები.
მოდული 6. ღონისძიების ფინანსირების მართვა - ბიუჯეტი.
მოდული 7. ღონისძიებები პრესისთვის რეალური პროექტების მქონე ქეისების მაგალითზე.
მოდული 8. მარკეტინგული ღონისძიებები (ახალი პროდუქციის რეალიზაციის დაწყება, პრეზენტაციები და ა.შ.) რეალური პროექტების მაგალითზე.
მოდული 9. კორპორატიული ღონისძიებები რეალური პროექტების მაგალითზე. (კორპორატიული მოვლენები და თარიღები, დღესასწაულები, გასვლით კონფერენციები, პარტნიორული ღონისძიებები).
მოდული 10. საგამოფენო საქმიანობის მენეჯმენტის თავისებურებანი.
მოდული 11. გამოსაშვები გამოცდა.
სასწავლო კურსის გავლის შედეგად თქვენ შესძლებთ:
ღონისძიების კონცეფციის შემუშავებას, იდეების განერირებას, ბრეინ-სტორმსის ჩატარებას;
კონცეფციის პრეზენტაციას, წინადადებების მომზადებას, პროექტის ვიზუალიზაციის ფორმირებას (მოსაწვევები, თიზერები, ბანერები, დეკორაციები, საჩუქრები);
საპროექტო ჯგუფის ორგანიზებას და საქმიანობის დაგეგმვას, ღონისძიების მოდელირებას, ძირითადი საპროექტო დოკუმენტების მეშვეობით ლოჯისტიკის განჭვრეტას;
კონტრაქტორების გაანალიზებას და შერჩევას, ბრიფის შედგენას;
ივენთ-პროექტების განხორციელების დაგეგმარებას, ბიუდჯეტირებას;
ღონისძიების სცენარის შექმნას, ტაიმინგს, პროექტის რეალიზაციის ლოჯისტიკის შემუშავებას;
ღონისძიების გასართობი პროგრამების ფორმირებას (მსახიობების, წამყვანების, პრომოუტერების შერჩევა);
პოსტ-პროექტის (შემდგომი) ანგარიშის შექმნას.
კურსის ხანგრძლიობა - 1,5 თვე. 36 აკ. საათი |