 Education.ge - ს სასწავლო სტუდია "IFDM STYLE" აგრძელებს ტრენინებს პროფესიული და ფსიქოლოგიური მიმართულებით. ტრენინგები განკუთვნილია ყველასათვის: მათთვის ვინც სწავლობს, ვისაც სურს აიმაღლოს საკუთარი პროფესიული დონე ნებისმიერ სფეროში და ვისაც მეტი ცოდნა სჭირდება პიროვნული განვითარების დარგში.
თუ თქვენ შემოქმედებითი აზროვნების ადამიანი ხართ, მუდმივად საკუთარი განვითარების ძიებაში ხართ - ეს ტრენინგები თქვენთვის არის განკუთვნილი!
ჩვენი მიზანია: უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა და ცოდნა იმისა, რომ გახდნენ უფრო ბედნიერები და წარმატებულები.
ყველა ტრენინგი იწყება ტვინის სავარჯიშოებით. ტრენინგების პროგრამები შექმნილია პრაქტიკულობისა და გამოყენებადობის პრინციპით. ის რასაც თქვენ ისწავლით ტრენინგზე შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ყოველდღიურ (პირად, სამსახურებრივ, საზოგადოებრივ) ცხოვრებაში. ტრენინგებში გამოყენებულია NLP (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) - ის ტექნიკები.
სწავლის შედეგად თქვენ მიიღებთ რეალურ პრაქტიკულ ცოდნას, სხვა და სხვა სასწავლო მასალას და ტრენინგის გავლის შესაბამის სერტიფიკატს.
ტრენინგზე რეგისტრაცია და ჩაწერა მიმდინარეობს
- სამი ნაბიჯი რეალური დასაქმებისა და შემოსავლისთვის / CV, სამოტივაციო წერილი, გასაუბრება/ - 3 სთ/45 ლარი - ორშაბათობით
- ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები/ როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია სტივ ჯობსის სტილში? – 3 სთ/45 ლარი - სამშაბათობით
- პიროვნული თვითმოდელირება /NLP- ს პრაქტიკა/ - 3 სთ/45 ლარი - ოთხშაბათობით
- პოზიტიური აზროვნების პრაქტიკული კურსი - 2 სთ/30 ლარი - ხუთშაბათობით
- წარმატების მიღწევისთვის ინდივიდის მოტივაციის განვითარება - 3 სთ//45 ლარი - პარასკევობით
- წარმატებული გარიგების ტექნიკა /ეფექტური გაყიდვის უნარ-ჩვევები/ - 2 სესია = 6 სთ/90 ლარი - შაბათობით
- ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება /ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ტექნიკების გამოყენებით - 2 სესია = 6 სთ/90 ლარი - კვირაობით
ყოველივე ტრენინგი - თქვენთვის წინ გადადგმული რეალური ნაბიჯია !
|