მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    პროფესიული განათლების მდგომარეობა და მისი ტრანსფორმაციის აუცილებლობა ნანახია (22015) - ჯერ 30 დეკემბერი 2012

    ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკა პროფესიული განათლების  მიმართ, როგორც გვიჩვენებს ანალიზი, წლების განმავლობაში არ ატარებდა სისტემურ, კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ ხასიათს. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს და ვერ შეიძინა ქვეყნის მიმდინარე ეტაპისთვის და მით უფრო სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური მიზნების  განხორციელებისთვის საჭირო ხასიათი. ამის შედეგად პროფესიული განათლების სისტემა ადეკვატურად ვერ პასუხობდა კონკრეტული ეტაპის და მომავალ სოციალურ - ეკონომიკურ გამოწვევებს.

    სახლმწიფო პოლიტიკა პროფესიული განათლების სფეროს მიმართ ხასიათდებოდა რადიკალურად განსხვავებული მიდგომით:                

    ▶გარკეულ ეტაპზე შეინიშნებოდა პროფესიული განათლების, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის გაუქმების მცდელობა;  

    ▶შემდგომ ეტაპზე - განათლების ამ სფეროს მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების უარყოფა, სისტემის კონსერვაციისა და  ქონების გასხვისების,  ხოლო პროფესიული მომზადების ფუნქციების მხოლოდ დამსაქმებლების ან უშუალოდ მოქალაქეების ზრუნვის საგნად ქცევის მცდელობა;                                      

    ▶მიმდინარე ეტაპზე - პროფესიული განათლების პოლიტიკის მიმართ სისტემური, ანალიტიკური  მიდგომის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხდება ამ სფეროს განვითარების აუცილებლობის დეკლარირება, გაურკვეველი პრინციპით სასწავლო დაწესებულებების ერთ-ერთი სეგმენტის გამოკვეთა და მატერიალური ბაზის მოწესრიგების მიზნით დაფინანსების დაწყება.    

    პროფესიული განათლება საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში.

    საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 35

    35 - ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტი აყალიბებს შემდეგ ნორმას: სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო. დაწყებითი განათლება სავალდებულოა. სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში  უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.

    საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლის ფორმულირება ჩამოყალიბებულია ზოგადად, ადამიანის საყოველთაო უფლებების დეკლარაციის ან  სხვა საერთაშორისო აქტების დეფინიციების დონეზე და ანალოგიით. აღნიშნული პუნქტი  აფიქსირებს მოქალაქის მიერ პროფესიული განათლების მიღების უფლებას, ხოლო ამ უფლების განხორციელების მექანიზმის, სახელმწიფოსა თუ სხვა ინსტიტუციების ვალდებულებების, მოვალეობებისა და ფუნქციების  განსაზღვრას მთლაინად აკისრებს დარგობრივ კანონს, ანუ მოქალაქის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის დადგენა  გადამისამართებულ იქნა კანონზე „პროფესიული განათლების შესახებ“.  

    კანონი ”პროფესიული განათლების შესახებ”.

     საქართველოს კანონმა „პროფესიული განათლების შესახებ“ /2007 წ./ აგრეთვე ვერ შეასრულა ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა და ვერ განსაზღვრა მოქალაქის მიერ პროფესიული განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფის მექანიზმი და ამ მხრივ ვალდებულების მქონე ინსტიტუციები.  

    კერძოდ, კანონის მეშვიდე მუხლის 1 - ი პუნქტი  ადგენს : „ყველას აქვს უფლება, მიიღოს პროფესიული განათლება, რათა შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობისათვის.“ ანუ ამჟამად მოქმედ კანონში  ფაქტიურად განმეორებულ იქნა კონსტიტუციის მუხლის ზოგადი დეფინიცია  და არ დადგინდა  მოქალაქისთვის მიკუთვნილი უფლების რეალიზაციის წესი და მექანიზმი. გაურკვეველი დარჩა -  ვინ უნდა უზრუნველყობდეს ამ უფლების განხორციელებას: მხოლოდ - სახელმწიფო? თუ მასთან ერთად/ან მის გარეშე რომელიმე კერძო ან საზოგადოებრივი ინსტიტუციები. ამ პუნქტით არ განისაზღვრა სახელმწიფოს, დაინტერესებული სუბიექტების, თუ უშუალოდ მოქალაქეების სახსრებით, ან ყველა მხარის თანამონაწილეობით  უნდა განხორციელდებოდეს უფლების რეალიზაცია.    

    კონსტიტუციისგან განსხვავებით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომების განსაზღვრის ნაცვლად, კანონში დაემატა დეკლარაციული ხასიათის, მაგრამ მაინც შემზღუდავი განმარტება:  .. „რათა შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობისათვის“. მიგვაჩნია, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ პროფესიული განათლების სფეროში დასახული გეზის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული ინტერესების, მოქალაქის და დამსაქმებლის წინაშე მდგარი გამოწვევის გათვალისწინებით ამ მუხლის ფორმულირება ითხოვს პრინციპულად ახალ რედაქციას.

    მთლიანობაში კანონი არ აყალიბებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო პირობებს, რათა პროფესიული განათლების სისტემა  ადეკვატურად პასუხობდეს რეალურ სოციალუ-ეკონომიკურ გამოწვევებს - ქვეყნის, კონკრეტული რეგიონის, დარგისა თუ მოქალაქის მოთხოვნების რეალიზაციას, ვერ აყალიბებს ისეთ პირობებს, რომ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში საჯარო თუ კერძო სასწავლებელი გახდეს უფრო ეფექტური, ქმედითუნარიანი, მოქნილი და მობილური.

     

    სისტემის მართვის თვალსაზრისით კანონი არ აყალიბებს პროფესიული განათლების  განვითარებისთვის რეალურად საჭირო პირობებს: უმეტესწილად ის არ ემსახურება მართვის დემოკრატიზაციის პროცესს და აგებულია  ცენტრალიზაციის  პრინციპებისკენ მისწრაფებაზე. დებულებათა  უმეტესი ნაწილი ატარებს დეკლარაციულ ხასიათს: მაგალითად, კანონი მხოლოდ სურვილის დონეზე, ფორმალურად აფიქსირებს სოციალური დიალოგის აუცილებლობას, მექანიზმის არასრულყოფილების და მასტიმულირებელი ნორმების არ არსებობის გამო ხელს არ უწყობს სოციალური პარტნიორობის ინსტიტუტის დამკვიდრებას და მის ქმედითუნარიანობას.  

     

    კანონი არ ქმნის პირობებს პროფესიულ განათლებაში კერძო და არასახელმწიფო ინსტიტუტების აქტიური ჩართვას და კერძო ინიციატივის სტიმულირების მექანიზმებს, ფორმალიზებული, ჭარბი ბიუროკრატიის შემოღებით ზღუდავს ცვალებად გამოწვევებზე მათი მხრიდან სწრაფი რეაგირების შესაძლებლობებს. ამგვარი მიდგომა შემდგომ აისახა კანონქვემდებარე აქტებშიც, რომელთა ნორმატიული რეგულირების არსი აგებულია არა  ნებართვის დართვის, არამედ  შეზღუდვების და აკრძალვის სურვილზე.  

     

    კანონი მიზნად ისახავს რეგულირების მექანიზმების ცენტრალიზებული სქემებით აგებას, ანუ ბიუროკრატიულ მარწუხებში მოქცევას, სამინისტროს ქვედანაყოფების უფლებების დადასტურებას და გაძლიერებას. თვითმართველობის, ნორმატიული რეგულირების, სოციალური პარტნიორობის და რიგ სხვა საკითხში სასწავლო დაწესებულების ავტონომიურობა ფაქტიურად ბუტაფორიად არის ქცეული. მაგალითად, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას, აგრეთვე სოციალურ პარტნიორებს ფაქტიურად ადგენს სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი, სასწავლებლის საქმიანობის რიგი მიმართულებები უნდა ხორციელდებოდეს სამინისტროს ზოგჯერ არამიზნობრივი  სამსახურის ნებართვის შედეგად და ა.შ.

     

    დებულებათა ნაწილის გამო კანონი არ ქნის პროფესიული განათლების თავისუფალ სივრცეში განვითარებისთვის საჭირო პირობებს, პირველ რიგში ყველა  დაინტერესებული მხარის მონაწილეობით სისტემის  ფინანსირების წყაროების დივერსიფიცირების და ამისთვის საჭირო სტიმულირების  მექანიზმების ჩამოყალიბება-ამოქმედებას, მაგალითად, საჯარო სასწავლებლების ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების, თუ სასწავლო-საწარმოო საქმიანობის განხორციელების კუთხით  (შემზღუდავი ნორმები, სავალდებულო შეთანხმებები, ნებართვები) ან კერძო სეგმენტის აქტიურობის სამოტივაციო სტიმულების შექმნის თვალსაზრისით.

    კანონში მრავალი ცვლილებების შეტანის და მინისტრების დაუსრულებელი ცვლის კვალდაკვალ თვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურა მრავალჯერ იქნა გადაწყობილი. ამ რეორგანიზაციების შედეგად, პროფესიული განათლების მნიშვნელობის დეკლარირების მიუხედავად, სამინისტროს სტრუქტურაში არ დარჩა დარგში არსებული მდგომარეობის და ტენდენციების ანალიზის, მის საფუძველზე პოლიტიკის განსაზღვრის, რეალიზაციისა და სარეფორმო ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციის მცირე სპეციალიზეული ერთეულიც კი. ამის ნაცვლად  ზოგ შემთხვევაში მოხდა ფუნქციების სამინისტროს ქვედანაყოფებზე  გადამისამართება და სასწავლებლების ავტონომიური უფლებების ხარჯზე საქმიანობის მრავალი მიმართულებით უკიდურესი ცენტრალიზაცია.    

    პროფესიული განათლება და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები.

    2010  წელს სამინისტროს მიერ მომზადდა პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო ნუსხა (კლასიფიკატორი). 2011 წელს პროფესიული განათლების რეფორმის ფინანსირების ფარგლებში, „პროფესიის“ და „პროფესიული საგანმანათლებლო“ სტანდარტების ფუნქციისა და დანიშნულების განსაზღვრის გარშე,(შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ILO-ს, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტის პროფესიების და,მაგალითად, BIBB- ის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო სტანდარტები)  შედგენილ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებულ იქნა 226 (???) პროფესიული სტანდარტი.  

    ამ ვადაში და რეალურად არსებული ძალებით ამ რაოდენობის სრულფასოვანი სტანდარტების შემუშავება ძალზე რთული და თითქმის შეუძლებელია.  

    გარდა ამისა ქვეყანაში სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისიტემის უქონლობის ვითარებაში (ანუ მოწყობილობა-დანადგარების, ინსტუმენტების, მასალა-ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტების უქონლობის პირობებში) შეუძლებელია სრულფასოვანი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების დადგენა. ამგვარ პირობებში ალბათ დასაშვები იყო მხოლოდ საერთაშორისო (90-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებული) ISO სტანდარტებზე დაყრდნობით,  დროებითი სარგებლობის მარეგულირებელი ნორმატივების შედგენა.  

    იმავდროულად, გაუგებარი რჩება, სტანგარტების შემუშავების შემდეგ რა მოტივით 2011 წელსვე  ETF-ის მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული სტანდარტების გადახედვას და  პროგრამების გადამუშავებას.  

     

    ამავე პერიოდში აგრეთვე შემუშავებულ იქნა პროფესიული სასწავლო დაწესებულების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი. სამწუხაროდ სტანდარტის შემუშავების მეთოდოლოგიური მიდგომები გაუგებარია, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს დარგის სპეციფიკას. აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ტრენინგ - მოდულებით პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის ჩატარდა  2 დონის ტრენინგი იმ მიდგომებით და მასალების გამოყენებით, რომლებიც მომზადებული იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისთვის.  

    პროფესიული განათლების სისტემის მდგომარეობა.

    /საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით/

    1. სასწავლო დაწესებულებების ქსელი:

    შენიშვნა: 2009 წლის შემდგომი მონაცემები საქსტატს არ გააჩნია და არ გამოუქვეყნებია.   პროფესიული განათლების სისტემიდან მოპოვებული მონაცემებით ქსელის ოპტიმიზაციის შედეგად სასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა 80 ერთეულით და 2012 წელს ის შეადგენს 16 სასწავლებელს.

    სამოსწავლო ადგილების ანალიზის გაკეთება წლების დინამიკაში გახდა შეუძლებელია გარკვეული პერიოდის სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო.

    დასკვნა:  პროფესიული განათლების სისტემიდან მოპოვებული მონაცემებით  ქსელის ოპტიმიზაციის შედეგად სასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა 80-ერთეულით.  ამჟამად სულ დარჩა 14  ერთეული, აქედან: 5 ავტორიზებული და 9  „სასწავლო წლის დაწყებამდე ავტორიზებულად ჩათვლილი სახელმწიფო პროფესიული/საზოგადოებრივი კოლეჯი“. კერძო პროფესიული სასწავლებლების - 63 ერთეულით, ხოლო შემდგომ პერიოდში სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ. ანუ ტექნიკური განხრის სასწავლო დაწესებულებების რაოდენობის შემცირების ფონზე კერძო სასწავლებლების ნუსხის შევსება მოხდა  კულტურის, მედიცინის და სხვა მიმართულებით მომუშავე კურსების ან სასწავლებლების დამატებით.  

     

    ამ წლებში, პროფესიული განათლების სისტემის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე, რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასწავლებლების  ქსელის ოპტიმიზაცია: ამ პროცესში არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური  ინტერესები, ტერიტორიული და დარგობრივი პროფილით განლაგების საჭიროება,  დემოგრაფიული ვითარება,  მიგრაციის მდგომარეობა და რეგიონალურ ბაზარზე უმუშევრობის დონე,მოთხოვნილი ცოდნის, კვალიფიკაციების, უნარების თვალსაზრისი. ამით ფაქტიურად უგულველყოფილ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლი: „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის...“ ამჟამად არსებული ქსელი უპირატესად ორიეტირეულია სოციალური დაკვეთის შესრულებაზე, ხოლო სამოსწავლო ადგილების სიმცირე მხოლოდ ნაწილობრივად უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას. გატარებული ზომების შედეგად ჩამოყალიბდა ქსელის განლაგების გაუმართლებელი დისპროპორცია. მაგალითად, მცხეთა-მთიანეტის, ქვემო სვანეთის და აჭარის მთიანი რეგიონები დარჩნენ ქსელით დაფარვის გარეშე, ხოლო სოფლის მოსახლეობის დიდი მოცულობის მქონე სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის, იმერეთის  რეგიონში დატოვებულ იქნა მხოლოდ ქალაქის პროფილის თითო სასწავლებელი.

    2. მოსწავლეთა კონტინგენტის ანალიზი /ტენდენცია 2000 – 2008 წ. დინამიკაში/.

    შენიშვნა: შემდგომი მონაცემები საქსტატს არ გააჩნია და არ გამოუქვეყნებია.  

     

    დასკვნა:  სისტემიდან მოპოვებული მონაცემებით ოპტიმიზაციის და სარეფორმო ღონისძიებების გატარების შედეგად მოსწავლეთა კონტინგენტი (2012  წელს 2000 წელთან შედარებით) შემცირდა 20 000;  კერძო სექტორში  7000-ით, ანუ 15 ჯერ.  

    კერძო სასწავლებლებში ამ ჭრილში ჩამოყალიბებული ვითარება უცნობია.

     

    მოსწავლეთა კონტინგენტის  მხრივ სარეფორმო პროცესმა მოახდინა არასასურველი გავლენა: 30-ზე მეტი რაიონის  ახალგაზრდობისთვის პროფესიული განათლების მიღება გახდა ხელმიუწვდომელი. შეუსაბამობა და დისპროპორცია შეიქმნა მოსამზადებელი და რეგიონების ნაწილისთვის ტრადიციულად აქტუალური პროფესიების დარგობრივ ჭრილშიც. სკოლებიდან მოსწავლეთა განთესვის და შრომისუნარიანი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდობის დაუსაქმებლობის მზარდი ტენდენციის  გათვალისწინებით, სხვა მიზეზებთან ერთად (სამუშაო ადგილების, თვითდასაქმებისთვის პირობების შეუქმნელობა) შექმნილი ვითარება შეიძლება შეფასდეს შიდა და გარე მიგრაციისა და  უმუშევრობის შემდგომი ზრდის გამომწვევ მიზეზად. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო  მაგალითს წარმოადგენენ ტრადიციულად აგრარული და მაღალმთიანი რაიონები.  

    3. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავებულთა ანალიზი  

    /2000 – 2008 წ./

     

    მოსამზადებელი პროფესიების ანალიზი წლების დინამიკაში შეუძლებელია  სათანადო მონაცემთა ბაზის არარსებობის გამო.

    დასკვნა:   2008 წელს (2000 წელთან შედარებით) კურსდამთავრებულთა რაოდენობა  შემცირდა 6100, ხოლო კერძო სასწავლებლებიდან 1300 კაცით.                                                                           სისტემიდან მოპოვებული მონაცემებით ოპტიმიზაციისა და სარეფორმო ღონისძიებების გატარების შედეგად სახელმწიფო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რიცხვი 2012 წლისთვის შემცირდა 3746, ხოლო კერძო სასწავლებლებიდან მონაცემები - უცნობია.

     განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ამის გამო რეგიონების დიდ ნაწილში წარმოიშვა რიგი პროფესიების კვალიფიცირებული სპეციალისტების დეფიციტი. მაგალითად, ხარატი,ზეინკალ-მეიარაღე, მღარავი, მექანიკოსი, ვეტერინალური დამუშავების სპეციალისტი და სხვა.

    4. სისტემის პედაგიგიური პერსონალი  /2006 – 2009 წ./

    2009 წლის შემდგომი მონაცემები საქსტატს არ გააჩნია და არ გამოუქვეყნებია, ხოლო

    სხვა წყაროებშიც მონაცემთა ბაზის არარსებობის გამო 2012 წლამდე დინამიკაში ანალიზის გაკეთება შეუძლებელი გახდა.  

     

     დასკვნა:   2009 წლის შემდგომი მონაცემები საქსტატს არ გააჩნია და არ გამოუქვეყნებია.  ოპტიმიზაციის და სარეფორმო ღონისძიებების გატარების შედეგად 2008/2009 წელს (2006  წელთან შედარებით) სახელმწიფო სასწავლებლების პედაგოგთა რაოდენობა  შემცირდა 2355, ხოლო კერძო სასწავლებლებიდან 617 კაცით. შემდგომი პერიოდის მონაცემები უცნობია.                                                                                                    

     აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების სასწავლებლების პედაგოგიურ პერსონალთან დაკავშირებით გაუაზრებლად გატარებულმა ღონისძიებებმა სისტემას მიაყენეს რთულად აღსადგენი ზიანი: ფაქტიურად შენარჩუნების და პროფესიული დონის ამაღლების ნაცვლად მოხდა სპეციალური საგნის მასწავლებლების და ინსტრუქტორების (ოსტატების) თითქმის სრული შემადგენლობის დაკარგა, ხოლო კვალიფიცირებული კადრების ღირებული კორპუსის აღდგენა, მისი მომზადების შესატყვისი კერების უქონლობის გამო, ძალზე რთულ ამოცანას წარმოადგენს.

     

    5. შრომის ბაზარი და პროფესიული განათლების სისტემა.

    ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით 2011 წელს საქართველოს მოსახლეობა

    შეადგენდა 4 მილიონ 469.2 ათას კაცს, აქედან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა  

    (სამუშაო ძალა) - 1 მილიონ 959.3 ათას (65,2 %), ხოლო უმუშევართა რაოდენობა - 259.1 ათას კაცს, ანუ 15,1 %.

     

    15 დან 30 წლამდე ახალგაზრდობის რიცხოვნობა:

     სულ - 1 მილიონ 42. 6 ათასი, აქედან დასაქმებული - 276. 3 ათასი.                                                                          

    /15-19 წ. - სულ: 322.2; დასაქმებული: 33.7, უმუშევრობის დონე - 33.4%/;  

    /20-24 წ. - სულ: 368.2; დასაქმებული:104.7, უმუშევრობის დონე - 36.3%/;  

    /25-29 წ. - სულ: 352.2; დასაქმებული:137.9, უმუშევრობის დონე - 25.0%/.  

     

    დასკვნა:  ოფიციალური სტატისტიკის  2011 წლის მონაცემებით: 15-დან - 30 წლამდე ასაკის დაუსაქმებელი ახალგაზრდობის რიცხვი წარმოადგენდა 122.500 კაცს, ანუ უმუშევართა თითქმის ნახევარს (47%). იმავდროულად

    ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 15-18 წლის ასაკის  20 ათასზე მეტი ახალგაზრდა არ აგრძელებდა სწავლას შემდგომ საფეხურზე და ავსებს უმუშევართა რიცხვს. ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდობის უმუშევრობის და მისი ხვედრითი წილი ზრდა წარმოადგენენ ძალზე მნიშვნელოვან, საგანგაშო  სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაში სხვა საჭირო ზომების გატარებასთან  ერთად გააზრებულად აწყობილ პროფესიული განათლების სისტემას შეუძლია ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება.  

    სამწუხაროდ სარეფორმო ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების შედეგად არ იქნა მიღწეული შრომის ბაზრის მოთხოვნების და პროფესიული განათლების სისტემის შესაძლებლობების თანხვედრა და პრაქტიკული საქმიანობის სრულფასოვანი, ორგანული შერწყმა. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება რეგიონალურ - დარგობრივ ჭრილში არსებული ვითარების შესწავლა და სისტემური ხასიათის ღონისძიებების გატარება, მათ შორის უმუშევარი მოსახლეობის თვითდასაქმების თვალსაზრისით და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით სისტემის ამოცანების განსაზღვრა. აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით, რეგიონების და დარგების განვითარების ამოცანების შესაბამისად სასწავლო დაწესებულებების ქსელის ოპტიმალური განლაგება, ხოლო მოსამზადებლად მიმდინარე ეტაპზე მოთხოვნილი და დეფიციტური, სტრატეგიული თვალსაზრისით კი რეგიონისთვის და დარგისთვის პრიორიტეტული პროფესიების დადგენა. აგრარული პოტენციალის მქონე რეგიონებში აქცენტი ფერმერული მეურნეობის მქონე მოსახლეობისთვის საჭირო  ცოდნის და პრაქტიკულად გამოსაყენებად უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე უნდა გაკეთდეს, აგრეთვე გასათვალისწინებელია გადამამუშავებელი წარმოებების ამოქმედებისთვის საჭირო კვალიფიცირებული კადრების მიზნობრივი მომზადება.

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | განათლება საქართველოში და მსოფლიოში | | სიახლე განათლების სფეროში | | პრესა განათლების შესახებ | | საგანმანათლებლო დაწესებულება | | პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი | | განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა | | სკოლა და მოსწავლე | | სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი | | სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება | | მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის კვება და მოვლა ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ბუნება/ეკოლოგია სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბავშვის აღზრდა რელიგია სასარგებლო რჩევები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია დასვენება/ტურიზმი სარეკლამო მომსახურება საზოგადოებრივი ურთიერთობები საგანმანათლებლო დაწესებულებები სიახლე განათლების სფეროში შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა მშობელი და ოჯახი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ინტერესები/კონკურსები კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი გამოცემები/პუბლიკაციები სასწავლო დაწესებულების მართვა გართობა/თამაშები გაერთიანებები/სოციალური ქცელები მედიცინა და პროფილაქტიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა კვალიფიკაციის ამაღლება მეცნიერება/ტექნიკა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017