მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    რეკლამის ფსიქოლოგია ნანახია (10758) - ჯერ 09 იანვარი 2013

     

    საუბარია რეკლამის ფსიქოლოგიაზე,ფსიქიკურ პროცესებსა და მეთოდებზე, როგორ ხდება რეკლამა მიმზიდველი, რომელია ეფექტური რეკლამა და ა.შ

    რეკლამა - ეს არის ნებისმიერი გზითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც მიმართულია ადამიანთა გარკვეული წრისადმი ყურადღების მისაქცევად , მისი მიზანია განაწყოს აუდიტორია მოქმედებისკენ ( საქონლის შეძენისკენ ).

    რეკლამა - ეს არის ადამიანებში რაიმე სახის საქონლის შეძენის სურვილის გაღვიძების ხელოვნება.

    არსებობს ასევე ანტირეკლამაც, რომლის მიზანია საქონლისა ან მომსახურებისადმი ინტერესეის არა გაზრდა, არამედ შემცირება. ხოლო თუ ანტირეკლამის ობიექტი არა საქონელი ,არამედ კონკრეტული ადამიანია, საქმე გვაქვს „შავ პიართან“. - რაც გამოიყენება ცნობილი სახეების მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის.

    რეკლამის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას ფსიქოლოგიური განწყობა რაიმეს შესაენად, რაც უნდა განხორციელდეს დარწმუნების ხერხების საფუძველზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რეკლამაში არ უნდა იყოს გამოყენებული უარყოფითი ემოციის გამომწვევი ინფორმაცია, მაგალითად ერთ-ერთი ფირმის გამოშვებული ახალი ხარისხის ლუდი წარწერით : „ ეს ლუდი არ ასუქებს “ ყველაზე ცუდად საღდებოდა. პრობლემის შესწავლისას ფსიქოლოგებმა დაადგინეს : ეტიკეტის წარწერაში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ნახსენები სიტყვა „გასუქება“, როცა გაითვალისწინეს ეს რჩევა, ლუდზე მოთხოვნილება ერთბაშად გაიზარდა. ამ წარწერის საიდუმლოება მარტივია, როცა ადამიანს სურს ლუდის დალევა, არ ახსოვს, რომ ლუდს შეუძლია გასუქება და სიამოვნებით მიირთმევს, მაგრამ როცა იგი ხედავს წარწერას, სიტყვას „გასუქება“ როგორც გაფრთხილებას ისე აღიქვამს.

    რეკლამის ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ როდესაც   პროდუქციის რეკლამირებას ახდე     ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანი   მაყურებელი რეკლამაში მიწოდებულ ინფორმაციას ზედაპირულად გადაამუშავებს და ყურადღებას აქცევს ეკრანზე გამოჩენილ ხატს, ადამიანის გამოსახულებას. თუ ამ ადამიანის გამოჩენამ მასში დადებითი ემოციები გამოიწვია, მაშინ   ძალიან დიდია ალბათობა, იმისა რომ ამ პროდუქციას მომავალში შევიძენთ.

    თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზედმეტად მიმზიდველი ადამიანი თუ წარადგენს პროდუქციას, შეიძლება მაყურებლის მთელი ყურადღება მან მიიქციოს და პროდუქცია მომხმარებლის ყურადღების მიღმა დარჩეს.

    რეკლამის ერთ-ერთი პრინციპია  რომ პროდუქციის რეკლამირებას არ უნდა ახდენდეს არც ისეთი  შეუხედავი ადამიანი, რომ შესაძლო მყიდველები დააფრთხოს და არც ისეთი მომხიბვლელი რომ მყიდველმა ყურადღება საქონლიდან გამყიდველზე გადაიტანოს. მაგალითი -აშშ-ში ქალის თეთრეულის ნაწარმის მწარმოებელ კალიფორნიულ ფირმას st. JOHN ანჯელინა ჯოლისთან ჰქონდა გაფორმებული კონტრაკტი 2005 წლიდან, 2010 წელს ფირმამ გაწყვიტა კონტრაკტი ვარსკვლავთან, მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ჯოლი მეტისმეტად დიდი მეგა-ვარსკვლავი გახდა და ადამიანთა ყურადღება გადადიოდა ვარსკვლავზე   და ყურადღების მიღმა რჩებოდა საქონელი, რომლის რეკლამითაც იყო დაკავებული ანჯელინა ჯოლი.

    ხშირად მომხმარებელი   პროდუქციას   იძენს   იმიტომ, რომ მისი "რეკლამირება მოახდინა"ცნობილმა   ავტორიტეტულმა პიროვნებამ.   ასეთ ვითარებში იზრდება ნდობის ფაქტორი ამ პროდუქციისადმი და ადამიანი ფიქრობს ამგვარად:   რადგან ეს პიროვნება წარადგენს ამ პროდუქტს, . პროდუქცია ხარისხიანი და სასარგებლოა.

    რეკლამის საშუალებით ხერხდება მრავალი ადამიანის ორგანიზება ომის, სიღარიბისა თუ უსამართლობის წინააღმდეგ. ასევე, ხელს უშლის ოლიგარქების გაჩენანას და ზრდის ბაზრის კონკურენტუნარიანობას. თანაც, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეკლამა სტიმულს აძლევს ხალხს შექმნან ახალი ნივთები თუ დებულებები.

    მარკეტოლოგ ჩაკ ბლორის განცხადებით, რეკლამა არის ადამიანის აზროვნების დამატყვევებელი ზუსტად იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა მისგან დიდი რაოდენობით ფულის მისაღებად. ასე რომ, არ უნდა დაგვავიწყდეს „ლეგალური ქურდის“ არსებობა, რომელიც ჩვენი ნებით გვაფლანგვინებენ მუხლჩაუხრელი შრომით გამომუშავებულ თანხას.

     

    წყარო:   იოსებ არჩვაძე, ლია ქურხული - „ეკონომიკური ფსიქოლოგია“

     

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვყიდი ფიზიკური კულტურა/სპორტი სხვა განათლება/სწავლება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი ხელოვნება/კულტურა სტიპენდიები ვეძებ სპეციალისტს ტენდერები/გრანტები ვიყიდი სასწავლო პროგრამები ვცვლი კონფერენციები/ღონისძიებები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა გავაჩუქებ მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022