მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    გამოცდისა ან ჩათვლისათვის მომზადების დროს ლიტერატურასა თუ ინტერნეტში ძებნის პროცესში ხშირად გადავეყრებით ხოლმე საინტერესო, სასარგებლო და ზოგჯერ საოცარ ინფორმაციას. საიტის ეს გვერდი განკუთვნილია სწორედ ასეთი ხასიათის მასალების გამოსაქვეყნებლად. აქტიურად გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები ამ სახის მასალების გასაცნობად ან თქვენ მიერ მოპოვებული საინტერესო ინფორმაციის განთავსებისათვის.


                                                           

    ინტელექტი ნანახია (33971) - ჯერ 13 იანვარი 2013
    ინტელექტი (ლათ. Intellectus — გაგება, შემეცნება, გონება), პიროვნების თვისება, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს...
    მას დაახლოებით ასეთი განსაზღვრება აქვს: „ეს არის მეხსიერებისა და გონების ძალა, იფიქროს ლოგიკურად და შეიძინოს ცოდნა“. თუმცა ამ განმარტებას ექსპერტ-ფსიქოლოგები არ ეთანხმებიან. ინტელექტი შესაძლოა დაიყოს ძალიან ბევრ სუბკატეგორიად, როგორებიცაა: მსჯელობა, პრობლემის გადაწყვეტა, მეხსიერება …
    ძალიან ბევრი მკვლევარი, რომელიც ინტელექტის თემაზე მუშაობს, იყენებს მის ფსიქომეტრულ განმარტებას, რომელსაც უწოდეს „ზოგადი გონებრივი უნარიანობა“ ან ე.წ. „g-ფაქტორი“. ეს კონცეფცია ლონდონის ფსიქოლოგიური სკოლის პროფესორებს სერ ფრენსის გალტონს და ჩარლზ სპირმენს ეკუთვნის და დღესდღეობით მას ძალიან ბევრი ფსიქოლოგი იზიარებს.
    გენეტიკური კვლევების უმრავლესობაში მეცნიერებმა ერთად მოუყარეს თავი განსხვავებულ სუბკატეგორიებს ინტელექტის კოეფიციენტში (IQ). ეს არის ერთიანი სკალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და განვსაზღვროთ ინტელექტი. კონცეფცია IQ-ს შესახებ პირველად ფრანგმა ფსიქოლოგმა და ადვოკატმა ალფრედ ბინეტმა ჩამოაყალიბა 1905 წელს, 1914 წელს კი გერმანელმა ფსიქოლოგმა შტერნმა შექმნა IQ გაზომვის სკალა, რომელიც გულისხმობს ადამიანის გონებრივი სიმწიფის გაყოფას მის ქრონოლოგიურ ასაკთან. მოგვიანებით, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტერმანმა ფორმულიდან ამოაგდო ათწილადები მისი 100-ზე გამრავლების საშუალებით. ასევე არსებობს ვექსლერის მიერ შექმნილი ვექსლერის სკალა – მოზრდილთა ინტელექტის განსასაზღვრად. ვექსლერის აზრით, IQ ქულების მიხედვით გამოიყოფა ინტელექტის შემდეგი დონეები:
    ძალიან მაღალი-130 და ძემოთ
    მაღალი-120-129
    საშუალოზე მაღალი-110-119
    საშუალო-90-109
    საშუალოზე დაბალი-80-89
    მოსაზღვრე- 79-70
    იოლი გონებრივი ჩამორჩენა-69-55
    საშუალო გონებრივი ჩამორჩენა—54-40
    ძლიერი გონებრივი ჩამორჩენა-39-20
    მძიმე გონებრივი ჩამორჩენა-20-ზე ნაკლები.
    იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ინტელექტის კოეფიციენტის დათვლისას მიღებული ქულები გარემოს ზემოქმედებითაა ჩამოყალიბებული, თუ გენეტიკური წარმოშობისაა, საჭიროა მეცნიერული მტკიცებულება. არტურ ჯენსენი g-ფაქტორის უტყუარობის სტატისტიკურ და ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე მიუთითებს. ის, რომ g-ფაქტორი კორელაციურ კავშირშია თავის ტვინის მთლიან ზომასთან, მასში გლუკოზის მეტაბოლიზმის ხარისხთან პრობლემის გადაჭრის დროს, თავის ტვინში წარმოქმნილი ტალღების სიჩქარესა და კომპლექსურობასთან, მეტყველებს გენეტიკური ფაქტორების მონაწილეობაზე ინტელექტის ფორმირების პროცესში.
    ინტელექტის გენეტიკის შესწავლისას მოწმდება თუ როგორ, რამდენად და რა სახით მოქმედებს სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორი გონებრივ შესაძლებლობებზე. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ფაქტორი უამრავია, როგორც გარემოს, ასევე გენეტიკური, კვლევა საკმაოდ კომპლექსურია. როგორც ასეთი, ჩვენ ბევრი არაფერი არ ვიცით იმ გენების ოდენობასა და ხასიათზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მენტალურ შესაძლებლობებზე. კიდევ უფრო ცოტაა ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ამ გენების ექსპრესიას უწყობს ხელს. თუმცა ცნობილია, რომ ძირითადი განმსაზღვრელი როლი, ინტელექტის გენეტიკაზე საუბრისას, X ქრომოსომას ენიჭება და ინტელექტის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებიც ამ ქრომოსომასთანაა შეჭიდული და წლების წინ, დევიდ უეშლერის მიერ გამოთქმული აზრი, რომ „ქალი არა მარტო მაცდური და მომაკვდინებელი, არამედ საკმაოდ ჭკვიანი არსებაცაა“, საუკუნეების შემდეგ მეცნიერულადაც დადასტურდა.
    ადამიანის გენეტიკის მკვლევარებისათვის ინტელექტი დღემდე ინტერესის მთავარ საგნად რჩება. ექსპერიმენტული კვლევის პირველი მეთოდოლოგიური მიმართულება უკავშირდება გალტონის შრომებს (1865 წელი), რომელიც ერთი წლით ადრე დაიწყო მენდელის სტატიის გამოქვეყნებამდე მემკვიდრეობის თეორიის შესახებ. გალტონმა ციფრობრივად გამოსახა ზოგიერთი გენეტიკური შტრიხისა და თვისების გადაცემა თაობიდან თაობებს შორის სტატისტიკური მეთოდების დახმარებით. მან დაასკვნა, რომ ზოგიერთი შტრიხი, მათ შორის გონებრივი შესაძლებლობებიც გენეტიკურად გადაეცემა და ვრცელდება პოპულაციაში ჩვეულებრივად. მაგრამ გალტონმა ვერ გააანალიზა ჩვეული გარემოს როლი, თუნდაც ოჯახის ფარგლებში, რადგანაც მისი დასკვნები ძირითადად გენეტიკისკენ იხრებოდა.  
    პირველი კვლევები ინტელექტზე ნაშვილებ და ტყუპ ბავშვებზე ჩატარდა 1920 წელს, უფრო მოგვიანებით – თაგვებზე, რამაც აშკარად დაადასტურა გენეტიკის როლი დასწავლისა და მეხსიერების მიმართულებით.  
    1960 წლისათვის ინტელექტის მიმდინარე გენეტიკური კვლევების დროს შეინიშნებოდა შემცირებული ინტერესი იმ საკითხისადმი, თუ როგორ მოქმედებდა გარემო ფაქტორები ინტელექტზე. მოგვიანებით, 1969 წელს, ჰარვარდში იენსენის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, თუ როგორ უწყობდა ხელს კულტურა და მისი სხვადასხვა ფაქტორი და განაპირობებდა 15 პუნქტიან სხვაობას საშუალო ინტელექტის შემთხვევაში თეთრ და შავკანიან ამერიკელებში. თუმცა მანაც დაასკვნა, რომ არ შეიძლება გენების როლის გამორიცხვა. ამ განცხადებამ იენსენი სტუდენტების პროტესტის, ვანდალური ქმედებების სამიზნედ აქცია, გაჩნდა ტერმინი „იენსენიზმი“. მონო- და დიზიგოტურ ტყუპებზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კორელაციის საშუალო რიცხვი მონოზიგოტურ ტყუპებში არის 86, ხოლო დიზიგოტურში – მხოლოდ 60. ოცდახუთი წლის მერე ბელ ქარვიმ, ჰერნშტეინმა და მურეიმ დაასკვნეს, რომ ინტელექტი საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული
    ავტორი :მარიამ სოხაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვცვლი ვყიდი ვარ სპეციალისტი კონფერენციები/ღონისძიებები სხვა ტურიზმი/დასვენება/გართობა ტენდერები/გრანტები გავაჩუქებ სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა განათლება/სწავლება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვეძებ სპეციალისტს ვიყიდი მომსახურება ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ფიზიკური კულტურა/სპორტი სტიპენდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024