.jpg)
სამუშაო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს მის მდგომარეობასა და ემოციებზე. მრავალი ამერიკული გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ წარმატებით არჩეული პროფესია ზრდის თვითპატივისცემასა და თავის თავის შესახებ წარმოდგენას პოზიტიური მიმართულებით (Dore R., Meachum M., 1983 ; Erickson E H., 1968; Kalanidi M.S., Deivasenapathy P., 1980), ამცირებს ფიზიკურ და ფსიქიკური პრობლემების სიხშირეს (Portigal A.H., 1976) და ზრდის ცხოვრებით კმაყოფილებას (Scfmitt N.,Mellon P.M.,1980). რა თქმა უნდა პროფესიის ადეკვატური შერჩევა და მისი დაუფლების დონე თავის მხრივ მოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტებზე. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
მასთან ერთად აუცილებელია ზოგიერთი გარემოებების მხედველობაში მიღება. პირველ რიგში პროფესიათა სამყარო ძალიან მრავალფეროვანი და ცვალებადია. ყოველწლიურად ჩნდება დაახლოებით 500-მდე ახალი პროფესია, ამასთან ერთად ზოგიერთი პროფესიის "სიცოცხლისუნარიანობა” მხოლოდ 5-15 წელია, შემდეგ კი ან ქრებიან ან იცვლებიან. მეორე მხრივ კი თანამედროვე სამყაროსათვის დამახასიათებალია ის ფაქტი, რომ მონოპროფესიონალიზმი იცვლება პოლიპროფესიონალიზმით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს დაეუფლოს არა ერთ არამედ რამდენიმე ერთმანეთის გადამფარავ პროფესიას. და ბოლოს თვითონ ადამიანი არ არის "მდგრადი” ერთი რომელიმე პროფესიისადმი, ცხოვრების განმავლობაში შეიძლება აღმოცენდეს პროფესიის შეცვლის ან კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი და საჭიროება. ამისათვის კი საჭიროა მზად იყოს იმისათვის რომ ადრინდელი უნარები და ცოდნა არ იქნება საკმარისი მთელი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში. ადამიანს არც თუ ისე იშვიათად უხდება ახალი ცოდნის მიღება, და სწორედ ის მომენტი, რომ ადამიანში განვითარდეს საკუთარი თავის ცვლილებებისადმი ინტერესი და მოთხოვნილება არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი თანამედროვე პროფესიული სწავლებისა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ არასწორად არჩეული პროფესია მოქმედებს არა მარტო ადამიანზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზეც. ამერიკელი მეცნიერების გამოთვლით სწორად შერჩეული პროფესია 2-2,5 ჯერ ამცირებს კადრების დენადობას, 10-15% -ით ზრდის შრომისმწარმოებლურობას და 1,5-2 ჯერ ამცირებს კადრების სწავლების, გადამზადების ღირებულებას.
რას ნიშნავს პროფესიის სწორად არჩევა? ნებისმიერი არჩევანი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორმხრივი ურთიერთკავშირი: მოზარდისა მის ინდივიდუალურ თავისებურებებთან, (რომელსაც იგი ავლენს ფიზიკური განვითარებისას, ინტერესებში, უნარებში, შესაძლებლობებში, ხასიათში, ტემპერამენტში იმ მოთხოვნებთან) და სპეციალობასთან იმ მოთხოვნებით რომელსაც იგი წაუყენებს ადამიანს. სწორედ გაკეთებული არჩევანის დროს მოზარდის ინდივიდუალური თავისებურებები შესაბამისობაშიაა პროფესიის მოთხოვნებთან.
პროფორიენტაცია ფართო ცნებაა, დაკავშირებული ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროსთან. იგი თავის მხრივ მოიცავს ეკონომიკას, სოციოლოგიას, პედაგოგიკას, მედიცინას, კულტურულ ეთნიკურ ფაქტორებს და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიას.
სპეციალური მომზადების გარკვეული ტიპები - სასწავლებლები, ტექნიკუმი, კურსები, ინსტიტუტი და თვით პროფესიაც, ადამიანის მიერ ირჩევა გარემოსეული ფაქტორების ზეგავლენით; ეს ფაქტორები შეიძლება შემდეგნაირად ფორმულირდეს: გარშემომყოფთა აზრი, პრესტიჟულობა, ეკონომიკური მნიშვნელობა, გარეგანი ატირბუტიკა და სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეიძლება არაფერი საერთო არ ჰქონდეთ ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებთან და მიდრეკილებებთან.
|