მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პიროვნების დარღვევები ნანახია (8370) - ჯერ 18 თებერვალი 2013

    ფსიქოლოგიური აშლოლობების ჯგუფი, რომლებსაც ახასიათებთ ისეთი პიროვნებისთვის დამახასიათებელი დარღვევები, როგორიცაა აკვიატებულობა, სიხისტე, ადაპტირების უუნარობა.  

    განსაზღვრება. აშლოლობების ჯგუფი, რომლებსაც ახასიათებთ ისეთი დარღვევევბი, როგორიცაა აკვიატებულობა, სიხისტე, ადაპტირების უუნარობა.  

    გამოიყოფა  სამი კლასტერი:

    კლასტერი  A  -     აზროვნების პროცესის თავისებურება, არაადეკვატური აფექტი;

    კლასტერი  B  -       ხასიათის მერყეობა, დისოციაციური სიმპტომების არსებობა, ყველაფრის უარყფისადმი მიდრეკიილება;

    კლასტერი  C  -       მოუსვენრობა, კრიტიკისადმი და სიჯიუტისადმი მიდრეკილება.

    რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. აშლილობების ეს ჯგუფი წარმოადგენს თანდაყოლილი ტემპერამენტის და მომდევნო არსებული განვითარების გარემოს პროდუქტს. ასეთ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება, ტემპერამენტის თანდაყოლილი სირთულეები, მაგ. გაღიზიანებადობა; არახელსაყრელი გარემო პირობები, მაგ. ბავშვის უგულებელყოფა ან ჩაგვრა; პიროვნების აშლილობები მშობლებში.

    გავრცელება: ყველა ამ აშლილობის ფორმა საკმაოდ გავრცელებულია. მამაკაცბში უფრო ჭარბობს ანტისოციალური ქცევა და ნარცისიზმის გამოვლინებები. ქალებში - ზღვრული და ..  „თეატრალურიაშლილობა.

    მიმდინარეობა: როგორც წესი, დიაგნოზი არ ვლინდება სიყმაწვილის ასაკამდე. მკურნალობის გარეშე პროცესი იძენს ქრონიკულ ხასიათს და შესაძლოა გაგრძელდეს   ათწლეულები. პარანოიდური, ნარცისული და შიზოიდური  სიმპტომატიკა ასაკთან ერთად უფრო ინტენსიური ხდება.

    ძირითადი სიმპტომები: გარტულებული ინერ-პერსონალური ურთიერთობების ხანგრძლივი პერიოდები; სტრესისადმი გამკლავების და მიზნრბის მიღწევის უუნარობა; საკუთარი თავის დაბალი შეფასება და ქრონიკული უბედურად ყოფნის შეგრძნება.

    მკურნალობა. ძირითადად გამოყენება ფსიქოთერაპია. ამ სახის აშლილობების უმეტესობისთვის ყველაზე ეფექტურია ფსიქოდინამიური და კოგნიტური თერაპიის გამოყენება. ანტიდეპრესანტები ზოგჯერ დადებით ეფექტს იწვევენ  კლასტერი  B  ავადმყოფებში.

     კლასტერი  A

    პარანოიდური  პიროვნული დარღვევა.  უნდობლობა და ეჭვიანობა. ამ დროს პიროვნება სხვისი ქმედებების მიმართ ეჭვიანია და არავისი არ სჯერა, ხშირად თავჩაკეტილია და ემოციურად გულგრილი.

    შიზოიდური  პიროვნული დარღვევა.  გაუცხოება და შეზღუდული ემოციურობა. ამ დროს პიროვნება სხვის მიმართ ინდიფერენტულია, ემოციურად ჩაკეტილი და არ ადადრდებს სხვისი მხრიდან არც კრიტიკის და არც ქების გამოხატვა.

    შიზოტიპური  პიროვნული დარღვევა.  სოციალური ურთიერთობების შედეგად გამოწვეული დისკმფორტი; ექსცენტრულობა. ამ დროს პიროვნება სოციალურად იზოლირებულია   და სხვებთან ურთიერთობა უჭირს. შიზოიდური აშლილობის მქონე პირებისგან განსხვავებით მათ აზროვნების განსაკუთრებული ხასიათი გააჩნიათ. ეჩვენებათ, რომ სხვებისგან დევნას განიცდიან; საუბარი და აფექტი უჩვეულოა.

    კლასტერი  B

    თეატრალურიპიროვნული დარღვევა.  გამოკვეთილი, გადაჭარბებული გამოხატულების მქონე ქცევა. ამ დროს პიროვნება ყურადღების მისაქცევად იყენებს ფიზიკურ გარეგნობას; სექსუალურად მომხიბვლელია და ვერ ეგუება ისეთ სიტუაციებს, როდესაც იგი ყურადღების ცენტრში არ იმყოფება.

    ზღვრული  პიროვნული დარღვევა.  დამახასიათებელია არასტაბილური აფექტი, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, გამოკვეთილი იმპულსურობა, არასტაბილური ურთირთობები, თვითმკვლელობის მცდელობის განმეორებითი შემთხვევები, არაადეკვატური ბრაზის გამოვლენა. სტრესის პირობებში ასეთ ავადმყოფებს ფსიქოზი უვითარდებათ.

    ანტისოციალური    პიროვნული დარღვევა.  დამახასიათებელია პერმანენტული ანტისოციალური ან კრიმინალური ხასიათის მქონე ქცევა; სოციალური წესებისადმი დაქვემდებარების უუნარობა; სხვების უფლებების იგნორირება; მონანიების უნარის ნაკლებობა; თვალთმაქციაობა. ასე
    თი აშლილობები, როგორც წესი, იწყბა 15 წლის ასაკში და სრულად ვლინდება 18 წლის ასაკისთვის.

    ნარცისისტული  პიროვნული დარღვევა.  დამახასიათებელია: თავისი თავის მნიშვნელობის გადაჭარბება, სიდიადის განცდა და მომავალი წარმატებების შესახებ ფანტაზიების განვითარება. ასეთი პიროვნება დარწმუნებულია, რომ მას განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით უნდა მოექცნენ, კრიტიკაზე გაბრაზება, არ გააჩნია თანაგრძნობის უნარი, შურიანია და მიდრეკილია სხვების ექსპლოატაციისკენ.    

    კლასტერი  C

    თავის არიდების“  პიროვნული დარღვევა.  დამახასიათებელია სოციალური ინჰიბიცია, არადეკვატურობის განცდა და კრიტიკისადმი ჭარბი მგრძნობიარობა. ასეთი პიროვნება თავს არიდებს სამუშაოს და სოციალურ ურთიერთობებს რადგან შიშობს იყოს გარიყული სხვებისგან თავისი არაადეკვატურობის განცდის გამო; განიცდის მარტოობას.

    სხვაზე დამოკიდებულების  პიროვნული დარღვევა.  ამ დროს დამახასიათებელია სხვაზე დამოკიდებულობა და სურვილი, რომ პიროვნებაზე ვინმე ზრუნავდეს, შესაბამისად ადგილი აქვს გადაჭარბებულ განცდას იმასთან დაკავშირებით რომ არ იყოს მიტოვებული. ასეთი პიროვნება თავს არაადეკვატურად და უსუსურად აღიქვამს და თავს არიდებს სხვებთან უთანხმობას. როგორც წესი, ადგილი აქვს ოჯახის წევრზე ან მეუღლეზე დამოკიდებულებას და შესაბამისად, თუკი ასეთი პიროვნება აღარ აღმოჩნდა პიროვნების გვერდში იწყება სასწარფოდ სხვა ჩამნაცვლებელი (მზრუნველი) პირის მოძიება.    

    ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული დარღვევა.     დამახასიათებელია გადაჭარბებულად ყველაფერშში იდეალური წესრიგის ძიება, სრულყოფილებისადმი ლტოლვა და სრული კონტროლი. ასეთი პიროვნება ხშირად დაკავებულია უმნიშვნელო დეტალებით და შესაბამისად, ჰკარგავს დასახული ზოგადი ამოცანის აღქმის უნარს; ბოლომდეა ჩაფლული სამუშაოში და არ უყვარს სხვებისადმი რაიმე ქმედების გადაბარება. როგორც წესი, ასეთი პირვნება ხისტია და უაღრესად პატიოსანი.

    ლიტერატურა

    1.     Harold L. Kaplan, Benjamin J. Sadock; Synopsis of Psychiatry.  Lippincott Williams & Wilkins,    2007; 1470p.

    2.     Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders;    Fourth edition,  American Psychiatric Association,    2000. 943p.

    3.     ნანეიშვილი გ., 2006. ფსიქიატრიის მოკლე კურსი. შპს "თობალისი". - 149გვ.

    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ავიაცია მიფოლოგია ფილოსოფია ტურიზმი სტატისტიკა გეოგრაფია უცხო ენები ფსიქოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა მედიცინა, ჯანმთელობა ლოგისტიკა ეკოლოგია რელიგია საერთაშორისო ურთიერთობები გეოდეზია ასტრონომია კულტურა და ხელონება პედაგოგიკა საბანკო საქმე კულტუროლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ეკონომიკა გეოლოგია უცხოური ლიტერატურა ბუღალტერია და აუდიტი ვეტერინარია ჟურნალისტიკა და PR სოფლის მეურნეობა ისტორია დაზღვევა სამართალი პროგრამირება ფიზკულტურა და სპორტი ზოოლოგია ელექტრონიკა ფინანსები და კრედიტი ლოგიკა მრეწველობა, წარმოება მათემატიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა საბირჟო საქმე გეოპოლიტიკა მარკეტინგი და რეკლამა ფიზიკა ჟურნალისტიკა ტრანსპრტი მეცნიერება და ტექნიკა სოციოლოგია ინვესტიციები სხვა გადასახადები ქიმია ბიოლოგია მასმედია მუსიკა კრიმინალისტიკა არქიტექტურა ტექნოლოგია მეწარმეობა სექსოლოგია პოლიტოლოგია მეტალურგია მენეჯმენტი მართვა კულინარია საბაჟო სისტემა ინფორმატიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020